აშშ-ის პირველი წყვილი ცდილობს, ცნობისმოყვარე ჟურნალისტებისა და საზოგადოების წინაშე შვილი, ბერონ ტრამპი იშვიათად გამოაჩინონ.
გუშინ კი ბერონი დედასთან ერთად თეთრ სახლში საშობაო ნაძვის ხეს დახვდა და ჟურნალისტებს მისი გადაღების საშუალება მიეცათ.
აშშ-ის პრეზიდენტის 11 წლის შვილი ვაშინგტონში გადასვლის შემდეგ აღარავის შეუნიშნავს.
მელანია და ბერონი სულ რამდენიმე წუთით გავიდნენ ეზოში, სადაც საშობაო ნაძვის ხე ცხენებშებმული მარხილით მიიტანეს. ნაძვს, სავარაუდოდ, ლურჯ ოთახში დადგამენ.
ღონისძიებაზე მელანია ტრამპს Calvin Klein-ის პალტო, ვიქტორია ბექჰემის ჩექმა და Ralph Lauren-ის სვიტერი ეცვა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით