მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რობერტ გელბრეითის ფსევდონიმით დაწერილი ჯოან როულინგის კიდევ ერთი დეტექტივი “აბრეშუმის ჭია” ქართულ ენაზე
რობერტ გელბრეითის ფსევდონიმით დაწერილი ჯოან როულინგის კიდევ ერთი დეტექტივი “აბრეშუმის ჭია” ქართულ ენაზე

4 დე­კემ­ბე­რი - დე­ტექ­ტი­ვე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის დიდი დღეა. სწო­რედ 4 დე­კემ­ბე­რი­დან მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, ქარ­თულ ენა­ზე წა­ი­კი­თხოს რო­ბორტ გელბ­რე­ი­თის მე­ო­რე წიგ­ნი "აბ­რე­შუ­მის ჭია".

ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის გელბ­რე­ი­თი უკვე კარ­გად ცნო­ბი­ლი ავ­ტო­რია და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ის ფაქ­ტიც ცნო­ბი­ლია, რომ მწე­რა­ლი დე­ტექ­ტი­ურ სე­რი­ას ფსევ­დო­ნი­მით წერს. რო­ბერტ გელბ­რე­ი­თი ლე­გენ­და­რუ­ლი "ჰარი პო­ტე­რის" ავ­ტო­რის ჯოან რო­უ­ლინ­გის ფსევ­დო­ნი­მია.

ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მოს­ვლი­დან ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვინ იცო­და, რომ გელბ­რე­ი­თი რე­ა­ლუ­რად ჯოან რო­უ­ლინ­გია. გელბ­რე­ი­თი და დე­ტექ­ტი­უ­რი სე­რია უკვე მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, როცა ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ რო­უ­ლინ­გმა სრუ­ლი­ად სხვა ჟანრ­ში სცა­და ძა­ლე­ბი და ეს საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით გა­მო­უ­ვი­და.

ქარ­თულ ენა­ზე რო­ბერტ გელბ­რე­ი­თის წიგ­ნებს გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" გა­მოს­ცემს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ რო­დე­საც ეს ნა­წარ­მო­ე­ბი ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ი­ცა, მკი­თხვე­ლის დიდ­მა ნა­წილ­მა ჯერ კი­დევ არ იცო­და, რომ რე­ა­ლუ­რად ჯოან რო­უ­ლინ­გის დე­ტექ­ტივს ყი­დუ­ლობ­დნენ. ბევ­რის­თვის სურპრი­ზი იყო წიგ­ნის ყდის ქვეშ ავ­ტო­რის შე­სა­ხებ მი­ნა­წე­რი, რომ რო­ბერტ გელბ­რე­ი­თი ჯოან რო­უ­ლინ­გის ფსევ­დო­ნო­მია.

4 დე­კემ­ბრი­დან სწო­რედ ამ ავ­ტო­რის მე­ო­რე წიგ­ნი გახ­დე­ბა ქარ­თულ ენა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი. "აბ­რე­შუ­მის ჭიას" ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში საკ­მა­ოდ დიდ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ სწო­რედ ისე, რო­გორც ეს პირ­ვე­ლი წიგ­ნის "გუ­გუ­ლის ძა­ხი­ლის" შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და.

მე­ო­რე წიგნ­ში, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბით მო­ცულ თრი­ლერ­ში, კერ­ძო დე­ტექ­ტი­ვი, კორ­მო­რან სთრა­ი­ქი ბრუნ­დე­ბა. რო­დე­საც ოუენ ქუ­ა­ნი და­ი­კარ­გე­ბა, ცოლი მის მო­სა­ძებ­ნად კერ­ძო დე­ტექ­ტივს და­ი­ქი­რა­ვებს. თავ­და­პირ­ვე­ლად მი­სის ქუ­ა­ნი ფიქ­რობს, რომ მისი ქმა­რი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღით წა­ვი­და. ეს ხომ აქამ­დეც არა­ერ­თხელ გა­უ­კე­თე­ბია. მაგ­რამ ახლა დიდი ხნით და სა­ეჭ­ვოდ გა­უ­ჩი­ნარ­და. ამი­ტო­მაც მის და­საბ­რუ­ნებ­ლად კერ­ძო დე­ტექ­ტივს და­ი­ქი­რა­ვებს.

ქუ­ანს იპოვ­ნი­ან. თუმ­ცა მკვდარს... მხე­ცუ­რად ნა­წა­მებს... ვინ მოკ­ლა ოუენ ქუ­ა­ნი? რა იყო მკვლე­ლის მთა­ვა­რი მო­ტი­ვი? სწო­რედ ამ სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბას იწყებს კორ­მო­რან სთრა­ი­ქი.

კორ­მო­რან სთრა­ი­ქის ის­ტო­რია კი პირ­ველ წიგნ­ში "გუ­გუ­ლის ძა­ხილ­ში" იწყე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ამა­ვე სე­რი­ის მე­სა­მე ნა­წილს, "პა­ლიტ­რა L" უკვე მუ­შა­ობს მის თარ­გმნა­ზე და ახლო მო­მა­ვალ­ში ქარ­თულ ენა­ზე ისიც ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რობერტ გელბრეითის ფსევდონიმით დაწერილი ჯოან როულინგის კიდევ ერთი დეტექტივი “აბრეშუმის ჭია” ქართულ ენაზე

რობერტ გელბრეითის ფსევდონიმით დაწერილი ჯოან როულინგის კიდევ ერთი დეტექტივი “აბრეშუმის ჭია” ქართულ ენაზე

4 დეკემბერი - დეტექტივების მოყვარულებისთვის დიდი დღეა. სწორედ 4 დეკემბერიდან მკითხველს საშუალება ექნება, ქართულ ენაზე წაიკითხოს რობორტ გელბრეითის მეორე წიგნი ”აბრეშუმის ჭია”.

ქართველი მკითხველისთვის გელბრეითი უკვე კარგად ცნობილი ავტორია და ფართო საზოგადოებისთვის ის ფაქტიც ცნობილია, რომ მწერალი დეტექტიურ სერიას ფსევდონიმით წერს. რობერტ გელბრეითი ლეგენდარული ”ჰარი პოტერის” ავტორის ჯოან როულინგის ფსევდონიმია.

ნაწარმოების გამოსვლიდან ერთი წლის განმავლობაში არავინ იცოდა, რომ გელბრეითი რეალურად ჯოან როულინგია. გელბრეითი და დეტექტიური სერია უკვე მეტად პოპულარული იყო, როცა ცნობილი გახდა, რომ როულინგმა სრულიად სხვა ჟანრში სცადა ძალები და ეს საკმაოდ წარმატებით გამოუვიდა.

ქართულ ენაზე რობერტ გელბრეითის წიგნებს გამომცემლობა ”პალიტრა L” გამოსცემს. აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც ეს ნაწარმოები ქართულ ენაზე გამოიცა, მკითხველის დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ რეალურად ჯოან როულინგის დეტექტივს ყიდულობდნენ. ბევრისთვის სურპრიზი იყო წიგნის ყდის ქვეშ ავტორის შესახებ მინაწერი, რომ რობერტ გელბრეითი ჯოან როულინგის ფსევდონომია.

4 დეკემბრიდან სწორედ ამ ავტორის მეორე წიგნი გახდება ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი. ”აბრეშუმის ჭიას” ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ დიდ გამოხმაურებას უწინასწარმეტყველებენ სწორედ ისე, როგორც ეს პირველი წიგნის ”გუგულის ძახილის” შემთხვევაში მოხდა.

მეორე წიგნში, საიდუმლოებებით მოცულ თრილერში, კერძო დეტექტივი, კორმორან სთრაიქი ბრუნდება. როდესაც ოუენ ქუანი დაიკარგება, ცოლი მის მოსაძებნად კერძო დეტექტივს დაიქირავებს. თავდაპირველად მისის ქუანი ფიქრობს, რომ მისი ქმარი მხოლოდ რამდენიმე დღით წავიდა. ეს ხომ აქამდეც არაერთხელ გაუკეთებია. მაგრამ ახლა დიდი ხნით და საეჭვოდ გაუჩინარდა. ამიტომაც მის დასაბრუნებლად კერძო დეტექტივს დაიქირავებს.

ქუანს იპოვნიან. თუმცა მკვდარს... მხეცურად ნაწამებს... ვინ მოკლა ოუენ ქუანი? რა იყო მკვლელის მთავარი მოტივი? სწორედ ამ სასტიკი მკვლელობის გამოძიებას იწყებს კორმორან სთრაიქი.

კორმორან სთრაიქის ისტორია კი პირველ წიგნში ”გუგულის ძახილში” იწყება.

რაც შეეხება ამავე სერიის მესამე ნაწილს, ”პალიტრა L” უკვე მუშაობს მის თარგმნაზე და ახლო მომავალში ქართულ ენაზე ისიც ხელმისაწვდომი გახდება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს