პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შიმშილი, გაუპატიურება, ბინძური საწოლები - რა ხდება ჩრდილოეთ კორეის ჯარში
შიმშილი, გაუპატიურება, ბინძური საწოლები - რა ხდება ჩრდილოეთ კორეის ჯარში

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლი ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო ქალი ამ­ბობს, რომ ჯარ­ში სას­ტი­კი პი­რო­ბე­ბია, გან­სა­კუთ­რე­ბით - ქა­ლე­ბის­თვის.

თით­ქმის 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ლი სო იონს ათო­ბით სხვა ქალ­თან ერ­თად პა­ტა­რა ოთახ­ში ეძი­ნა. თი­თო­ე­ულ მათ­განს გა­მო­ყო­ფი­ლი ჰქონ­და მცი­რე ზო­მის უჯრა, სა­დაც სამ­ხედ­რო ფორ­მას ინა­ხავ­დნენ. კო­მოდ­ზე ორი სუ­რა­თი იდგა ჩარ­ჩო­თი, ერთი - ჩრდი­ლო კო­რე­ის და­მა­არ­სებ­ლის კიმ ილ-სუნ­გის, მე­ო­რე კი ქვეყ­ნის ახ­ლან­დე­ლი მმარ­თვე­ლის, კიმ ჩენ ინის.

კარი ლი სო იონ­მა ჯარი 10 წელ­ზე მე­ტია, და­ტო­ვა, თუმ­ცა ძა­ლი­ან ცხა­დი მო­გო­ნე­ბე­ბი დღემ­დე აქვს შე­მორ­ჩე­ნი­ლი.

"მატ­რა­სე­ბი, რო­მელ­ზეც გვე­ძი­ნა, ბრინ­ჯის ნარ­ჩე­ნე­ბის­გან იყო შე­კე­რი­ლი და სა­ში­ნე­ლი სუნი ას­დი­ო­და, რად­გან არა­სო­დეს ირე­ცხე­ბო­და.

ქა­ლე­ბის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მედ გა­და­სა­ტა­ნი მო­მენ­ტი ისიც იყო, რომ არ შეგ­ვეძ­ლო ნორ­მა­ლუ­რად ბა­ნა­ო­ბა. ჯარ­ში არ არის ცხე­ლი წყა­ლი. მდი­ნა­რის წყალ­ზე აერ­თებ­დნენ ხოლ­მე შლანგს და ასე, ცივი წყლით გვი­წევ­და ბა­ნა­ო­ბა. ხში­რად კი წყალს გვე­ლე­ბი და ბა­ყა­ყე­ბი მოჰ­ყვე­ბო­და,"-ამ­ბობს ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის შვი­ლი სო იონი ახლა 41 წლი­საა, ის ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ე­თით გა­ი­ზარ­და. მისი ოჯა­ხის წევ­რი მა­მა­კა­ცე­ბი ასე­ვე ჯა­რის­კა­ცე­ბი იყ­ვნენ. 1990-იან წლებ­ში, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში შიმ­ში­ლი და­ი­წყო, გა­და­წყვი­ტა, თა­ვა­დაც წა­სუ­ლი­ყო ჯარ­ში, იმე­დით, რომ ყო­ველ დღე ექ­ნე­ბო­და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის ულუ­ფა. მის მსგავ­სად ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ათა­სო­ბით ახალ­გაზ­რდა ქალ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას, BBC წერს, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვე­რა­ვინ ადას­ტუ­რებს, რად­გან ყვე­ლა ქალი, რო­მე­ლიც ჯარ­ში მსა­ხუ­რობ­და, ამ­ბობს, რომ აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ ბევრ ქალს, თუმ­ცა სა­კუ­თარ თავ­ზე ძა­ლა­დო­ბას არ ადას­ტუ­რებს.

ლი სო იო­ნიც ყვე­ბა, რომ ის არა­სო­დეს გა­უ­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­ათ, თუმ­ცა ჯარ­ში მსა­ხუ­რო­ბის დროს 1992 წლი­დან 2001 წლამ­დე ბევ­რი მისი მე­გო­ბა­რი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.com-ის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

შიმშილი, გაუპატიურება, ბინძური საწოლები - რა ხდება ჩრდილოეთ კორეის ჯარში

შიმშილი, გაუპატიურება, ბინძური საწოლები - რა ხდება ჩრდილოეთ კორეის ჯარში

ჩრდილოეთ კორეელი ყოფილი სამხედრო ქალი ამბობს, რომ ჯარში სასტიკი პირობებია, განსაკუთრებით - ქალებისთვის.

თითქმის 10 წლის განმავლობაში ლი სო იონს ათობით სხვა ქალთან ერთად პატარა ოთახში ეძინა. თითოეულ მათგანს გამოყოფილი ჰქონდა მცირე ზომის უჯრა, სადაც სამხედრო ფორმას ინახავდნენ. კომოდზე ორი სურათი იდგა ჩარჩოთი, ერთი - ჩრდილო კორეის დამაარსებლის კიმ ილ-სუნგის, მეორე კი ქვეყნის ახლანდელი მმართველის, კიმ ჩენ ინის.

კარი ლი სო იონმა ჯარი 10 წელზე მეტია, დატოვა, თუმცა ძალიან ცხადი მოგონებები დღემდე აქვს შემორჩენილი.

”მატრასები, რომელზეც გვეძინა, ბრინჯის ნარჩენებისგან იყო შეკერილი და საშინელი სუნი ასდიოდა, რადგან არასოდეს ირეცხებოდა.

ქალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ გადასატანი მომენტი ისიც იყო, რომ არ შეგვეძლო ნორმალურად ბანაობა. ჯარში არ არის ცხელი წყალი. მდინარის წყალზე აერთებდნენ ხოლმე შლანგს და ასე, ცივი წყლით გვიწევდა ბანაობა. ხშირად კი წყალს გველები და ბაყაყები მოჰყვებოდა,”-ამბობს ყოფილი სამხედრო.

უნივერსიტეტის პროფესორის შვილი სო იონი ახლა 41 წლისაა, ის ქვეყნის ჩრდილოეთით გაიზარდა. მისი ოჯახის წევრი მამაკაცები ასევე ჯარისკაცები იყვნენ. 1990-იან წლებში, როდესაც ქვეყანაში შიმშილი დაიწყო, გადაწყვიტა, თავადაც წასულიყო ჯარში, იმედით, რომ ყოველ დღე ექნებოდა გარანტირებული საკვების ულუფა. მის მსგავსად ჩრდილოეთ კორეაში ათასობით ახალგაზრდა ქალმა მიიღო გადაწყვეტილება.

რაც შეეხება სექსუალურ ძალადობას, BBC წერს, რომ ინფორმაციას ვერავინ ადასტურებს, რადგან ყველა ქალი, რომელიც ჯარში მსახურობდა, ამბობს, რომ აუპატიურებდნენ ბევრ ქალს, თუმცა საკუთარ თავზე ძალადობას არ ადასტურებს.

ლი სო იონიც ყვება, რომ ის არასოდეს გაუუპატიურებიათ, თუმცა ჯარში მსახურობის დროს 1992 წლიდან 2001 წლამდე ბევრი მისი მეგობარი გააუპატიურეს.

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით

ბელარუსი ერთთვიანი პროტესტის შემდეგ: მომიტინგეები არ ნებდებიან, "ბატკა" არ მიდის, მთავარი კითხვა კი კვლავ პასუხგაუცემია - თუ ლუკაშენკო არა, მაშ, ვინ?

Der Spiegel : ალექსეი ნავალნის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მას საუბარი უკვე შეუძლია

აშშ-ის დასავლეთ ნაწილში უპრეცედენტო ხანძარი მძვინვარებს - კვამლის გამო სან-ფრანცისკოს რეგიონში ცამ ნარინჯისფერი შეფერილობა მიიღო