სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლემ 9 თვეში ხელფასის, დანამატის და პრემიის სახით 800 000 ლარი აიღო
საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლემ 9 თვეში ხელფასის, დანამატის და პრემიის სახით 800 000 ლარი აიღო

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ თავ­მჯდო­მა­რე­სა და 8 მო­სა­მარ­თლე­ზე, 2017 წლის იან­ვრი­დან სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, ჯამ­ში, 312 532 ლა­რის პრე­მია-და­ნა­მა­ტი გას­ცა. აქე­დან, ყვე­ლა­ზე დიდი - 27 350 ლა­რის ოდე­ნო­ბის პრე­მია მარ­ტში გა­ი­ცა.

შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­დან გა­მო­ი­თხო­ვა.

რო­გორც სა­სა­მარ­თლო­დან გა­მოგ­ზავ­ნილ ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 2017 წლის იან­ვრი­დან სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, მო­სა­მარ­თლე­ებ­მა, ჯამ­ში, 494 100 ლა­რის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო, 90 150 ლა­რის პრე­მია და 222 382,50 ლა­რის და­ნა­მა­ტი მი­ი­ღეს, რაც სა­ერ­თო ჯამ­ში 806 632 ლა­რია.

კერ­ძოდ, აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში, სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე ზაზა თა­ვა­ძეს, თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს, პრე­მი­ი­სა და და­ნა­მა­ტის სა­ხით, ჯამ­ში, 100 365 ლარი აქვს აღე­ბუ­ლი. აქე­დან, თა­ვა­ძემ პრე­მია მხო­ლოდ ორ­ჯერ, თე­ბერ­ვალ­სა და მარ­ტში - 7 000 ლა­რი­სა და 3 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით მი­ი­ღო. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნა­მატს, ის, ყო­ველ­თვი­უ­რად 2 985 ლარს იღებს. მისი ყო­ველ­თვი­უ­რი ხელ­ფა­სი კი 7 000 ლა­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე­ებს, ლალი ფა­ფი­აშ­ვილ­სა და თე­ი­მუ­რაზ ტუ­ღუშს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფა­ფი­აშ­ვილს ჯამ­ში 91 665 ლა­რის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო, პრე­მია და და­ნა­მა­ტი აქვს მი­ღე­ბუ­ლი. აქე­დან პრე­მია - 9 450 ლა­რია, ხოლო და­ნა­მა­ტი ჯამ­ში - 25 515 ლარი.

იხი­ლეთ ვი­დეო: და­ნა­მა­ტე­ბი და პრე­მი­ე­ბი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში: რა თან­ხე­ბი აი­ღეს მო­სა­მარ­თლე­ებ­მა 9 თვე­ში?

ფა­ფი­აშ­ვილ­ზე მეტი პრე­მია აქვს მი­ღე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის მე­ო­რე მო­ად­გი­ლეს, თე­ი­მუ­რაზ ტუ­ღუშს. მან ჯამ­ში 97 965 ლა­რის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო, პრე­მია და და­ნა­მა­ტი მი­ი­ღო. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ტუ­ღუშს სამ­ჯერ აქვს მი­ღე­ბუ­ლი პრე­მია, აქე­დან თე­ბერ­ვალ­სა და აგ­ვის­ტო­ში ხელ­ფა­სის ოდე­ნო­ბით - 6300 -6300 ლა­რის სა­ხით და მარ­ტში - 3150 ლა­რის ოდე­ნო­ბით, რაც ჯამ­ში 15 750 ლა­რია. ხოლო და­ნა­მა­ტის სა­ხით ტუ­ღუ­შის მიერ ჯამ­ში მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი 25 515 ლარს შე­ად­გენს.

სა­სა­მარ­თლოს მდი­ვანს, მე­რაბ ტუ­რა­ვას, 2017 წლის იან­ვრი­დან სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, ჯამ­ში, 91 665 ლა­რის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო, პრე­მია და და­ნა­მა­ტი აქვს მი­ღე­ბუ­ლი. აქე­დან, პრე­მია - 9 450 ლა­რია (მარ­ტში - 3150 ლარი, აპ­რილ­ში -6300 ლარი), ხოლო და­ნა­მა­ტის სა­ხით, ჯამ­ში მან 25 515 ლარი მი­ი­ღო.

გარ­და ამი­სა, პრე­მია და­ნა­მა­ტე­ბი აღე­ბუ­ლი აქვთ სხვა მო­სა­მარ­თლე­ებ­საც. კერ­ძოდ, გი­ორ­გი კვე­რენ­ჩხი­ლა­ძეს, ირი­ნა იმერ­ლიშ­ვილს, მაია კო­პა­ლე­იშ­ვილს, მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე­სა და თა­მაზ ცა­ბუ­ტაშ­ვილს პრე­მია ორ-ორ­ჯერ აქვთ მი­ღე­ბუ­ლი. ყვე­ლა მო­სა­მარ­თლეს ჯამ­ში პრე­მი­ის სა­ხით 9000 ლარი, ხოლო სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის სა­ხით, თი­თოს, ჯამ­ში - 24 615 ლარი.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძეს, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლოს თე­ბერ­ვლი­დან შე­უ­ერ­თდა, თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს სა­ხით, ჯამ­ში 45 000 ლარი აქვს მი­ღე­ბუ­ლი, ხოლო სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი, ჯამ­ში - 20 512 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

ცნო­ბის­თვის, სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის ყო­ველ­თვი­უ­რი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო 7 000 ლა­რია, ყო­ველ­თვი­უ­რი და­ნა­მა­ტი კი - 2 985 ლარი.

სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბი ყო­ველ­თვი­უ­რად ხელ­ფა­სის სა­ხით 6 300 ლარს იღე­ბენ, ხოლო და­ნა­მატს - 2 835 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ამ­დე­ნი­ვე თან­ხას იღებს სა­სა­მარ­თლოს მდი­ვა­ნიც. რაც შე­ე­ხე­ბათ მო­სა­მარ­თლე­ებს, მათი ყო­ველ­თვი­უ­რი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო 6 000 ლა­რია, ხოლო და­ნა­მა­ტი 2 735 ლარი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" გა­მოგ­ზავ­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტი­დან ირ­კვე­ვა, რომ იან­ვარ­სა და სექ­ტემ­ბერ­ში არც ერთ მო­სა­მარ­თლეს პრე­მია არ აუ­ღია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლემ 9 თვეში ხელფასის, დანამატის და პრემიის სახით 800 000 ლარი აიღო

საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლემ 9 თვეში ხელფასის, დანამატის და პრემიის სახით 800 000 ლარი აიღო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავმჯდომარესა და 8 მოსამართლეზე, 2017 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჯამში, 312 532 ლარის პრემია-დანამატი გასცა. აქედან, ყველაზე დიდი - 27 350 ლარის ოდენობის პრემია მარტში გაიცა.

შესაბამისი ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოითხოვა.

როგორც სასამართლოდან გამოგზავნილ ოფიციალურ დოკუმენტშია აღნიშნული, 2017 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, მოსამართლეებმა, ჯამში, 494 100 ლარის თანამდებობრივი სარგო, 90 150 ლარის პრემია და 222 382,50 ლარის დანამატი მიიღეს, რაც საერთო ჯამში 806 632 ლარია.

კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში, სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს, თანამდებობრივი სარგოს, პრემიისა და დანამატის სახით, ჯამში, 100 365 ლარი აქვს აღებული. აქედან, თავაძემ პრემია მხოლოდ ორჯერ, თებერვალსა და მარტში - 7 000 ლარისა და 3 500 ლარის ოდენობით მიიღო. რაც შეეხება დანამატს, ის, ყოველთვიურად 2 985 ლარს იღებს. მისი ყოველთვიური ხელფასი კი 7 000 ლარია.

რაც შეეხება სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს, ლალი ფაფიაშვილსა და თეიმურაზ ტუღუშს, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ფაფიაშვილს ჯამში 91 665 ლარის თანამდებობრივი სარგო, პრემია და დანამატი აქვს მიღებული. აქედან პრემია - 9 450 ლარია, ხოლო დანამატი ჯამში - 25 515 ლარი.

იხილეთ ვიდეო: დანამატები და პრემიები საკონსტიტუციო სასამართლოში: რა თანხები აიღეს მოსამართლეებმა 9 თვეში?

ფაფიაშვილზე მეტი პრემია აქვს მიღებული სასამართლოს თავმჯდომარის მეორე მოადგილეს, თეიმურაზ ტუღუშს. მან ჯამში 97 965 ლარის თანამდებობრივი სარგო, პრემია და დანამატი მიიღო. ამ პერიოდის განმავლობაში ტუღუშს სამჯერ აქვს მიღებული პრემია, აქედან თებერვალსა და აგვისტოში ხელფასის ოდენობით - 6300 -6300 ლარის სახით და მარტში - 3150 ლარის ოდენობით, რაც ჯამში 15 750 ლარია. ხოლო დანამატის სახით ტუღუშის მიერ ჯამში მიღებული შემოსავალი 25 515 ლარს შეადგენს.

სასამართლოს მდივანს, მერაბ ტურავას, 2017 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჯამში, 91 665 ლარის თანამდებობრივი სარგო, პრემია და დანამატი აქვს მიღებული. აქედან, პრემია - 9 450 ლარია (მარტში - 3150 ლარი, აპრილში -6300 ლარი), ხოლო დანამატის სახით, ჯამში მან 25 515 ლარი მიიღო.

გარდა ამისა, პრემია დანამატები აღებული აქვთ სხვა მოსამართლეებსაც. კერძოდ, გიორგი კვერენჩხილაძეს, ირინა იმერლიშვილს, მაია კოპალეიშვილს, მანანა კობახიძესა და თამაზ ცაბუტაშვილს პრემია ორ-ორჯერ აქვთ მიღებული. ყველა მოსამართლეს ჯამში პრემიის სახით 9000 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით, თითოს, ჯამში - 24 615 ლარი.

უნდა აღინიშნოს, რომ მანანა კობახიძეს, რომელიც სასამართლოს თებერვლიდან შეუერთდა, თანამდებობრივი სარგოს სახით, ჯამში 45 000 ლარი აქვს მიღებული, ხოლო სახელფასო დანამატი, ჯამში - 20 512 ლარის ოდენობით.

ცნობისთვის, სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 7 000 ლარია, ყოველთვიური დანამატი კი - 2 985 ლარი.

სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები ყოველთვიურად ხელფასის სახით 6 300 ლარს იღებენ, ხოლო დანამატს - 2 835 ლარის ოდენობით. ამდენივე თანხას იღებს სასამართლოს მდივანიც. რაც შეეხებათ მოსამართლეებს, მათი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 6 000 ლარია, ხოლო დანამატი 2 735 ლარი.

"ინტერპრესნიუსისთვის" გამოგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ იანვარსა და სექტემბერში არც ერთ მოსამართლეს პრემია არ აუღია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."