სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბერძნეთის პეტროლიუმი" „ვისოლ ჯგუფთან“ პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს
"საბერძნეთის პეტროლიუმი" „ვისოლ ჯგუფთან“ პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს

"სა­ბერ­ძნე­თის პეტ­რო­ლი­უ­მის" პრე­ზი­დენ­ტი და და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი გრი­გო­რის სტერ­გი­ო­უ­ლი­სი და "სა­ბერ­ძნე­თის პეტ­რო­ლი­უ­მის" შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ის "ეკოს" დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს ორ წევრთან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვია. "სა­ბერ­ძნე­თის პეტ­რო­ლი­უ­მი" "ვი­სოლ ჯგუფ­თან" პარტნი­ო­რო­ბის გაღ­რმა­ვე­ბას გეგ­მავს და სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გაზ­რდის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გა­ნი­ხი­ლავს. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით "სა­ბერ­ძნე­თის პეტ­რო­ლი­უ­მის" დე­ლე­გა­ცია "ვი­სოლ ჯგუ­ფის" პრე­ზი­დენტ სოსო ფხა­კა­ძეს­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს, პირ­ველ ვიცე-პრე­მი­ერ­სა და ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნისტრს დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილს და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძეს შეხ­ვდა.

"სა­ბერ­ძნე­თის პეტ­რო­ლი­უ­მის" დე­ლე­გა­ცია "ეკოს" ახ­ლად გახ­სნილ სად­გურს ეწ­ვია. შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ვი­სოლ ჯგუფ­მა" სა­ბერ­ძნეთ­ში და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე მსხვილ ენერ­გე­ტი­კულ და ინ­დუსტრი­ულ ჯგუფ­თან, "სა­ბერ­ძნე­თის პეტ­რო­ლი­უმ­თან", ფრან­ჩა­ი­ზინ­გის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­ა­ფორ­მა და სა­ქარ­თვე­ლო­ში "ეკოს" ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა მი­ი­ღო. "ეკოს" პირ­ვე­ლი ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ #27-ში მდე­ბა­რე­ობს. ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე "ვი­სოლ­მა" სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ბა­ზარ­ზე "ეკოს" ბრენ­დი და­აბ­რუ­ნა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში საწ­ვა­ვის ხა­რის­ხის ეტა­ლო­ნად იყო მიჩ­ნე­უ­ლი.

"ჩვენ­თვის ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს "სა­ბერ­ძნე­თის პეტ­რო­ლი­უ­მის" პრე­ზი­დენ­ტი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი სტუმ­რობს. "სა­ბერ­ძნე­თის პეტ­რო­ლი­უ­მი" არის არა მხო­ლოდ სა­ბერ­ძნეთ­ში, არა­მედ სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე დიდი ინ­დუსტრი­უ­ლი და ენერ­გე­ტი­კუ­ლი ჯგუ­ფი. ჩვენ პარტნი­ო­რო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის ვგეგ­მავთ და შე­ვეც­დე­ბით, რომ კი­დევ უფრო მეტი გა­ვა­კე­თოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, უფრო მეტი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ჩა­ი­დოს სა­ქარ­თვე­ლო­ში",-აცხა­დებს "ვი­სოლ ჯგუ­ფის" პრე­ზი­დენ­ტის სოსო ფხა­კა­ძე.

"სა­ბერ­ძნე­თის პეტ­რო­ლი­უ­მის" პრე­ზი­დენ­ტი­სა და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის გრი­გო­რის სტერ­გი­ო­უ­ლი­სის გან­ცხა­დე­ბით, მათ "ვი­სოლ ჯგუ­ფის" სა­ხით სა­უ­კე­თე­სო პარტნი­ო­რი ჰყავთ. ამას­თან, გრი­გო­რის სტერ­გი­ო­უ­ლი­სის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის კუ­თხით, კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას აპი­რე­ბენ: "ეს კვი­რა ჩემ­თვის სი­ურპრი­ზე­ბით არის სავ­სე. პირ­ვე­ლი სი­ურპრი­ზი იყო, სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. თავს ვგრძნობ ისე, რო­გორც სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში და სახ­ლში. მე­ო­რე სი­ურპრი­ზი იყო ის, რომ ჩვენ გვყავს სა­უ­კე­თე­სო პარტნი­ო­რი "ვი­სოლ ჯგუ­ფის" სა­ხით და ამა­ში კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, მე­სა­მე დიდი სი­ურპრი­ზი - ქვე­ყა­ნა არის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით სავ­სე. მე და­ვა­ვა­ლებ ჩვენს ჯგუფს სა­ბერ­ძნეთ­ში, გა­და­ხე­დონ სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა მოხ­დეს, რის შე­დე­გა­დაც ამ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას შევ­თა­ვა­ზოთ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცია და მომ­სა­ხუ­რე­ბა, "ჰე­ლე­ნიკ პეტ­რო­ლი­უ­მი" არის ყვე­ლა­ზე დიდი ენერ­გე­ტი­კუ­ლი და ინ­დუსტრი­უ­ლი ჯგუ­ფი სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს გა­აჩ­ნია ძა­ლი­ან დი­ნა­მი­უ­რი ბა­ზა­რი, ამი­ტომ იმე­დი გვაქვს, ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მხო­ლოდ ამ სფე­რო­თი არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა",-გა­ნა­ცხა­და სა­ბერ­ძნე­თის პეტ­რო­ლი­უ­მის პრე­ზი­დენ­ტმა და აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა გრი­გო­რის სტერ­გი­ო­უ­ლის­მა.

"ვი­სოლ ჯგუ­ფი" ერთ-ერთი უდი­დე­სი ბიზ­ნეს ჯგუ­ფია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­მაც არა მხო­ლოდ ენერ­გე­ტი­კის თით­ქმის ყვე­ლა სფე­რო მო­იც­ვა, არა­მედ სამ­შე­ნებ­ლო, სა­რეკ­ლა­მო, სას­ტუმ­რო­ე­ბის, სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი­სა და ამე­რი­კუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბის ბიზ­ნეს­საც ავი­თა­რებს. "ვი­სოლ ჯგუ­ფი" ასე­ვე ერ­თა­დერ­თი ქარ­თუ­ლი ბრენ­დია, რო­მე­ლიც 2010 წელს ევ­რო­პის ბიზ­ნეს და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ევ­რო­პულ კომ­პა­ნი­ა­თა ათე­ულ­ში შე­ვი­და.

(R)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"საბერძნეთის პეტროლიუმი" „ვისოლ ჯგუფთან“ პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს

"საბერძნეთის პეტროლიუმი" „ვისოლ ჯგუფთან“ პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს

“საბერძნეთის პეტროლიუმის” პრეზიდენტი და და აღმასრულებელი დირექტორი გრიგორის სტერგიოულისი და “საბერძნეთის პეტროლიუმის” შვილობილი კომპანიის “ეკოს” დირექტორთა საბჭოს ორ წევრთან ერთად საქართველოს ეწვია. “საბერძნეთის პეტროლიუმი” „ვისოლ ჯგუფთან“ პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს და საქართველოში ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებს განიხილავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “საბერძნეთის პეტროლიუმის” დელეგაცია „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტ სოსო ფხაკაძესთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პირველ ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა.

“საბერძნეთის პეტროლიუმის” დელეგაცია „ეკოს“ ახლად გახსნილ სადგურს ეწვია. შეგახსენებთ, რომ “ვისოლ ჯგუფმა“ საბერძნეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მსხვილ ენერგეტიკულ და ინდუსტრიულ ჯგუფთან, „საბერძნეთის პეტროლიუმთან“, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება მიმდინარე წლის სექტემბერში გააფორმა და საქართველოში “ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო. “ეკოს” პირველი ავტოგასამართი სადგური თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში მდებარეობს. ამ ხელშეკრულების საფუძველზე „ვისოლმა“ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე „ეკოს“ ბრენდი დააბრუნა, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში საწვავის ხარისხის ეტალონად იყო მიჩნეული.

"ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ საქართველოს „საბერძნეთის პეტროლიუმის“ პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი სტუმრობს. „საბერძნეთის პეტროლიუმი“ არის არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი ინდუსტრიული და ენერგეტიკული ჯგუფი. ჩვენ პარტნიორობის გაღრმავების ვგეგმავთ და შევეცდებით, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, უფრო მეტი ინვესტიციები ჩაიდოს საქართველოში",-აცხადებს "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის სოსო ფხაკაძე.

„საბერძნეთის პეტროლიუმის“ პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის გრიგორის სტერგიოულისის განცხადებით, მათ "ვისოლ ჯგუფის" სახით საუკეთესო პარტნიორი ჰყავთ. ამასთან, გრიგორის სტერგიოულისის თქმით, საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებენ: "ეს კვირა ჩემთვის სიურპრიზებით არის სავსე. პირველი სიურპრიზი იყო, საქართველოს მეგობრული დამოკიდებულება. თავს ვგრძნობ ისე, როგორც საკუთარ ქვეყანაში და სახლში. მეორე სიურპრიზი იყო ის, რომ ჩვენ გვყავს საუკეთესო პარტნიორი "ვისოლ ჯგუფის" სახით და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, მესამე დიდი სიურპრიზი - ქვეყანა არის შესაძლებლობებით სავსე. მე დავავალებ ჩვენს ჯგუფს საბერძნეთში, გადახედონ სამომავლო გეგმებს და შესაძლებლობებს იმისათვის, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება მოხდეს, რის შედეგადაც ამ ქვეყნის მოსახლეობას შევთავაზოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება, "ჰელენიკ პეტროლიუმი" არის ყველაზე დიდი ენერგეტიკული და ინდუსტრიული ჯგუფი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. საქართველოს გააჩნია ძალიან დინამიური ბაზარი, ამიტომ იმედი გვაქვს, ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ ამ სფეროთი არ შემოიფარგლება",-განაცხადა საბერძნეთის პეტროლიუმის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გრიგორის სტერგიოულისმა.

"ვისოლ ჯგუფი" ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, რომელმაც არა მხოლოდ ენერგეტიკის თითქმის ყველა სფერო მოიცვა, არამედ სამშენებლო, სარეკლამო, სასტუმროების, სუპერმარკეტებისა და ამერიკული რესტორნების ბიზნესსაც ავითარებს. "ვისოლ ჯგუფი" ასევე ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც 2010 წელს ევროპის ბიზნეს დაჯილდოებაზე წარმატებულ ევროპულ კომპანიათა ათეულში შევიდა.

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი