Victoria's Secret-ის შოუს ორგანიზატორები ყველა მოდელის სამოსზე დეტალურად მსჯელობენ, რომ "ანგელოზებმა" სამოსში კომფორტულად იგრძნონ თავი. თუმცა, კურიოზები ასეთ გრანდიოზულ წარმოდგენებზეც ხდება.
შანხაიში გამართულ შოუზე 27 წლის ჩინელმა მოდელმა მინ სიმ საკუთარ სამოსზე დადგა ფეხი, თავი ვერ შეიკავა და პოდიუმზე დაეცა.
იხილეთ ვიდეო: Victoria's Secret-ის მოდელმა საკუთარ სამოსს დაადგა ფეხი და სცენაზე წაიქცა
სხვა მოდელებმა, რომლებიც ასევე პოდიუმზე იმყოფებოდნენ, მოდელი აპლოდისმენტებით გაამხნევეს, ჟიზელ ოლივეირა კი მინ სის წამოდგომაში დაეხმარა.
მინ სი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ აზიელ მოდელად მიიჩნევა, ის Victoria's Secret-ის ყოველწლიურ შოუებში მონაწილეობას 2013 წლიდან იღებს.