მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეთ, როცა გაყინულ ხინკალს და პელმენს ყიდულობთ
რა უნდა იცოდეთ, როცა გაყინულ ხინკალს და პელმენს ყიდულობთ

ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი ძა­ლი­ან გვი­მარ­ტი­ვებს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ალს. საკ­მა­რი­სია, ცხელ წყალ­ში მო­ხარ­შოთ მა­ღა­ზი­ა­ში შე­ძე­ნი­ლი ხინ­კა­ლი, ან პელ­მე­ნი, შეწ­ვათ ნა­ყი­დი, გა­ყი­ნუ­ლი კოტ­ლე­ტი, ან ქათ­მის ნა­გეთ­სი და გემ­რი­ე­ლი სა­დი­ლიც მზა­დაა, თუმ­ცა რამ­დე­ნად აი­სა­ხე­ბა ასე­თი საკ­ვე­ბი ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და ფი­გუ­რა­ზე? რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნი­სას, რა პი­რო­ბებ­ში უნდა მზად­დე­ბო­დეს ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი - "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია" ყვე­ლა კი­თხვა­ზე გაგ­ცემთ პა­სუხს.

რა სა­შიშ­რო­ე­ბას შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენ­დეს მსგავ­სი პრო­დუქ­ტე­ბი?

საფრ­თხე პირ­ვე­ლი: ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი ძი­რი­თა­დად იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ხორ­ცით მზად­დე­ბა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ჰორ­მო­ნე­ბით იყოს გა­ჯე­რე­ბუ­ლი. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, მა­გა­ლი­თად ბრა­ზი­ლი­ა­ში ცხო­ვე­ლე­ბის ჰორ­მო­ნა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბით გაზ­რდა და­საშ­ვე­ბია იქა­უ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბით გაზ­რდი­ლი ცხო­ვე­ლის ხორ­ცის რე­გუ­ლა­რუ­ლად მირ­თმე­ვამ კი შე­საძ­ლე­ბე­ლია ორ­გა­ნიზ­მში ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს.

საფრ­თხე მე­ო­რე: გა­ყი­ნუ­ლი ხორ­ცის დარ­ღვე­ვით ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, მისი რამ­დენ­ჯერ­მე გალ­ღო­ბა და გა­ყინ­ვა, შე­საძ­ლოა პრო­დუქ­ტში მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი­სა და ბაქ­ტე­რი­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს.

იხი­ლეთ ექ­სპე­რი­მენ­ტი: სა­ნამ პილ­მენს მო­ხარ­შავთ და­აკ­ვირ­დით ხორ­ცის ზო­მას

საფრ­თხე მე­სა­მე: ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი, ნა­ხევ­რად მზა პრო­დუქ­ტე­ბია, რომ­ლის დამ­ზა­დე­ბი­სას შე­საძ­ლოა არ იყოს და­ცუ­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი. ეშე­რი­ხია კოლი - ბაქ­ტე­რია, რო­მე­ლიც ცხო­ვე­ლის ნაწ­ლავ­ში ბი­ნად­რობს, ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა პრო­დუქ­ტში აღ­მოჩ­ნდეს, მარ­თა­ლია 100 გრა­დუს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, ის კვდე­ბა და აღარ წარ­მო­ად­გენს სა­შიშ­რო­ე­ბას ადა­მი­ა­ნის­თვის, თუმ­ცა საკ­ვე­ბის არას­წო­რად მომ­ზა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა ის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვდეს და ინ­ტოქ­სი­კა­ცი­აც გა­მო­იწ­ვი­ოს.

თუ კი ისეთ ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტებს შე­ი­ძენთ, რო­მე­ლიც არ იცით რა პი­რო­ბებ­ში მომ­ზად­და, უმ­ჯო­ბე­სია კარ­გად მო­ხარ­შოთ და შეწ­ვათ ის, რად­გან ბაქ­ტე­რი­ე­ბი 100 გრა­დუს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე კვდე­ბა, შე­ე­ცა­დეთ ხარ­შოთ იმ­დე­ნი ხანი, რომ მა­ღალ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ პრო­დუქ­ტის შიგ­ნით შე­აღ­წი­ოს და არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­ა­ნად­გუ­როს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში ბაქ­ტე­რი­ე­ბი.

ასე­ვე უნდა იცო­დეთ, რომ შე­საძ­ლოა ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტი, სუ­ლაც არ იყოს ხორ­ცის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი და მის მა­გივ­რად მწარ­მო­ებ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტებს, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რად სოიო იყე­ნებ­დნენ. ამი­ტომ კარ­გად და­აკ­ვირ­დით შე­ფუთ­ვას და შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ჩა­მო­ნათ­ვა­ლის რი­გი­თო­ბას. ის, რაც ყვე­ლა­ზე დიდი პრო­ცენ­ტუ­ლო­ბი­თაა პრო­დუქ­ტში, შე­მად­გენ­ლო­ბის თავ­ში უნდა ეწე­როს.

თუ ასა­წონ ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტებს ყი­დუ­ლობთ, უფ­ლე­ბა გაქვთ მო­ი­თხო­ვოთ ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცია, მათ შო­რის პრო­დუქ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა, წარ­მო­ე­ბის თა­რი­ღი და ვადა. პრო­დუქ­ცი­ის ეტი­კეტ­ზე ასე­ვე ხში­რად მი­თი­თე­ბუ­ლია კა­ტე­გო­რი­ე­ბი, მა­გა­ლი­თად A კა­ტე­გო­რი­ის ხორ­ცი­ან ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტებ­ში 80% ხორ­ცია, B კა­ტე­გო­რი­ა­ში 60%. რაც უფრო შორს მი­დის ან­ბა­ნის ასო­ე­ბი, მით ნაკ­ლე­ბია ხორ­ცი პრო­დუქ­ტში.

იხი­ლეთ ვრცლად "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია" - ყვე­ლა­ფე­რი ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის შე­სა­ხებ

მთა­ვა­რი ფოტო: momxmarebeli.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რა უნდა იცოდეთ, როცა გაყინულ ხინკალს და პელმენს ყიდულობთ

რა უნდა იცოდეთ, როცა გაყინულ ხინკალს და პელმენს ყიდულობთ

ნახევარფაბრიკატები ძალიან გვიმარტივებს სამზარეულოში ტრიალს. საკმარისია, ცხელ წყალში მოხარშოთ მაღაზიაში შეძენილი ხინკალი, ან პელმენი, შეწვათ ნაყიდი, გაყინული კოტლეტი, ან ქათმის ნაგეთსი და გემრიელი სადილიც მზადაა, თუმცა რამდენად აისახება ასეთი საკვები ჩვენს ჯანმრთელობაზე და ფიგურაზე? რა უნდა გაითვალისწინოთ აღნიშნული პროდუქტების შეძენისას, რა პირობებში უნდა მზადდებოდეს ნახევარფაბრიკატები - "პალიტრანიუსის" გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს.

რა საშიშროებას შეიძლება წარმოადგენდეს მსგავსი პროდუქტები?

საფრთხე პირველი: ნახევარფაბრიკატები ძირითადად იმპორტირებული ხორცით მზადდება, რომელიც შესაძლოა ჰორმონებით იყოს გაჯერებული. ბევრ ქვეყანაში, მაგალითად ბრაზილიაში ცხოველების ჰორმონალური პრეპარატებით გაზრდა დასაშვებია იქაური კანონმდებლობით, ჰორმონალური პრეპარატებით გაზრდილი ცხოველის ხორცის რეგულარულად მირთმევამ კი შესაძლებელია ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები გამოიწვიოს.

საფრთხე მეორე: გაყინული ხორცის დარღვევით ტრანსპორტირება, მისი რამდენჯერმე გალღობა და გაყინვა, შესაძლოა პროდუქტში მიკროორგანიზმებისა და ბაქტერიების გამრავლების მიზეზი გახდეს.

იხილეთ ექსპერიმენტი: სანამ პილმენს მოხარშავთ დააკვირდით ხორცის ზომას

საფრთხე მესამე: ნახევარფაბრიკატები, ნახევრად მზა პროდუქტებია, რომლის დამზადებისას შესაძლოა არ იყოს დაცული ჰიგიენური ნორმები. ეშერიხია კოლი - ბაქტერია, რომელიც ცხოველის ნაწლავში ბინადრობს, ნახევარფაბრიკატების წარმოებისას ჰიგიენური პირობების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა პროდუქტში აღმოჩნდეს, მართალია 100 გრადუს ტემპერატურაზე, რამდენიმე წუთში, ის კვდება და აღარ წარმოადგენს საშიშროებას ადამიანისთვის, თუმცა საკვების არასწორად მომზადების შემთხვევაში შესაძლოა ის ორგანიზმში მოხვდეს და ინტოქსიკაციაც გამოიწვიოს.

თუ კი ისეთ ნახევარფაბრიკატებს შეიძენთ, რომელიც არ იცით რა პირობებში მომზადდა, უმჯობესია კარგად მოხარშოთ და შეწვათ ის, რადგან ბაქტერიები 100 გრადუს ტემპერატურაზე კვდება, შეეცადეთ ხარშოთ იმდენი ხანი, რომ მაღალმა ტემპერატურამ პროდუქტის შიგნით შეაღწიოს და არსებობის შემთხვევაში გაანადგუროს ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერიები.

ასევე უნდა იცოდეთ, რომ შესაძლოა ნახევარფაბრიკატი, სულაც არ იყოს ხორცისგან დამზადებული და მის მაგივრად მწარმოებლები სხვადასხვა პროდუქტებს, მათ შორის ყველაზე ხშირად სოიო იყენებდნენ. ამიტომ კარგად დააკვირდით შეფუთვას და შემადგენლობაში ჩამონათვალის რიგითობას. ის, რაც ყველაზე დიდი პროცენტულობითაა პროდუქტში, შემადგენლობის თავში უნდა ეწეროს.

თუ ასაწონ ნახევარფაბრიკატებს ყიდულობთ, უფლება გაქვთ მოითხოვოთ ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის პროდუქტის შემადგენლობა, წარმოების თარიღი და ვადა. პროდუქციის ეტიკეტზე ასევე ხშირად მითითებულია კატეგორიები, მაგალითად A კატეგორიის ხორციან ნახევარფაბრიკატებში 80% ხორცია, B კატეგორიაში 60%. რაც უფრო შორს მიდის ანბანის ასოები, მით ნაკლებია ხორცი პროდუქტში.

იხილეთ ვრცლად "არცოდნა აკრძალულია" - ყველაფერი ნახევარფაბრიკატების შესახებ

მთავარი ფოტო: momxmarebeli.ge