მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპა, ამერიკა და რუსეთი წინასაახალწლოდ აეროპორტების გაძლიერებულ დაცვას შეუდგნენ
ევროპა, ამერიკა და რუსეთი წინასაახალწლოდ აეროპორტების გაძლიერებულ დაცვას შეუდგნენ

მსოფ­ლიო წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ, აე­რო­პორ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბულ დაც­ვას შე­უდ­გა. და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გერ­მა­ნი­ის, საფ­რან­გე­თის, იტა­ლი­ი­სა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის ან­ტი­ტე­ტო­რის­ტუ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბი, უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და დაზ­ვერ­ვას გა­აძ­ლი­ე­რე­ბენ, რათა შო­ბი­სა და ახა­ლი წლის დღე­ებ­ში ახალ-ახა­ლი ტრა­გე­დი­ე­ბი არ და­უშ­ვან.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, - ვი­ნა­ი­დან ტე­რო­რიზ­მის საფრ­თხე იქაც საკ­მა­ოდ მწვა­ვედ დგას, ევ­რო­პის წამ­ყვან ქვეყ­ნებს არც რუ­სე­თი ჩა­მორ­ჩა, - რუ­სუ­ლი ავი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის ალექ­სან­დრე ნე­რად­კოს გან­ცხა­დე­ბით, - ისი­ნი რე­ა­ლუ­რად აფა­სე­ბენ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ტე­რო­რიზ­მის საფრ­თხეს და ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ დაც­ვას გა­აძ­ლი­ე­რე­ბენ, ასე­ვე, თვალ­ყურს მი­ა­დევ­ნე­ბენ, აე­რო­პორ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სა­მუ­შაო დროს სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლი არ მი­ი­ღონ.

ნე­რად­კო­ვის თქმით, აე­რო­პორ­ტის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სებს, უკვე და­ეგ­ზავ­ნათ გაფრ­თხი­ლე­ბა, 25 ოქ­ტომ­ბრი­დან, 8 იან­ვრამ­დე არ ისარ­გებ­ლონ სა­ა­ხალ­წლო შვე­ბუ­ლე­ბით. იგი­ვე მი­მარ­თვა აე­რო­პორ­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მაც მი­ი­ღეს. "სა­კუ­თა­რი და მსოფ­ლიო მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ვი­ცით, რომ ეს პე­რი­ო­დი ტე­რო­რის­ტე­ბის­თვის ძა­ლი­ან ხელ­საყ­რე­ლია და არ უნდა და­ვუშ­ვათ, რომ რამე გა­მოგ­ვე­პა­როს. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში, უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბის მიერ ჩა­ტარ­დე­ბა მა­სობ­რი­ვი შე­მოწ­მე­ბა...",- აცხა­დებს ის.

ამავდრო­უ­ლად, რუ­სუ­ლი ავი­ა­ცი­ის შეფი აპი­რებს, მე­დია კამ­პა­ნი­ის ჩა­ტა­რე­ბას, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, ნე­ბის­მი­ერ მგზავრს უნდა ჰქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია, სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბის დროს რო­გორ მო­იქ­ცეს. ეს იქ­ნე­ბა ერ­თგვა­რი სტი­მუ­ლი, რათა მა­თი­ვე დახ­მა­რე­ბით მოხ­დეს პრე­ვენ­ცია.

"უკვე და­წყე­ბუ­ლია აე­რო­პორ­ტე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის და სიგ­ნა­ლი­ზა­ცი­ე­ბის შე­მოწ­მე­ბა. სა­ჭი­როდ ჩავ­თვა­ლეთ ამ დღე­ებ­ში ტექ­ნი­კუ­რი სერ­ვი­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და და­მა­ტე­ბა... გარ­და ამი­სა, რუ­სუ­ლი ავი­ა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლურ ინ­სტრუქ­ცი­ებს იღე­ბენ ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი სამ­სა­ხუ­რის­გან.

უფრო ადრე, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, უცხო­ეთ­ში მყო­ფი თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, მო­უ­წო­და, სა­შო­ბაო და ახა­ლი წლის დღე­ებ­ში დიდ ქა­ლა­ქებ­ში მა­სობ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებს მო­ე­რი­დონ. იგი­ვე გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო მთავ­რო­ბამ თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც მო­უ­წო­და.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, იგი­ვე პრობ­ლე­მა­ზე სა­უბ­რობ­და თეთ­რი სახ­ლიც, რომ­ლის თქმი­თაც ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ­მა ძა­ლებ­მა თა­ვი­ან­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი უნდა შეძ­ლონ და თა­ვი­ან­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ემიგ­რან­ტე­ბი­სა და ქვეყ­ნის სტუმ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე უნდა იზ­რუ­ნონ.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ვი­თა­რე­ბას არ­თუ­ლებს ზამ­თრის მო­ახ­ლო­ე­ბა, რაც ნიშ­ნავს, რომ არ­და­დე­გე­ბის დად­გო­მას­თან ერ­თად, ად­გი­ლობ­რივ მო­ქა­ლა­ქე­ებს დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბის გა­ტა­რე­ბა უცხო­ეთ­ში მო­უ­წევთ, რაც, რო­გორც წესი, მგზავ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის. "მთა­ვა­რი დატ­ვირ­თვა და­აწ­ვე­ბა ვნუ­კო­ვოს, დო­მო­დე­დო­ვოს და შე­რე­მე­ტე­ვოს აე­რო­პორ­ტებს, რომ­ლებ­შიც ძა­ლი­ან ბევ­რი ბავ­შვი იქ­ნე­ბა და რომ­ლე­ბიც მოს­კოვ­ში, კრემ­ლის დარ­ბაზ­ში სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხის ზე­იმ­ზე იქ­ნე­ბი­ან მიწ­ვე­უ­ლი... ამას ემა­ტე­ბა დე­კემ­ბრის პროგ­ნო­ზი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მთე­ლი დე­კემ­ბრის გან­მავ­ლო­ბა­ში "სვე­ლი თოვ­ლი" და რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

"ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ზამ­თარ­ში, აე­რო­პორ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­სათ­ბო­ბად, პირ­და­პირ სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ში ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებს მო­იხ­მა­რენ, ჩვე­ნი კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნაა, სრუ­ლად გა­კონ­ტროლ­დეს მათი მდგო­მა­რე­ო­ბა და აე­რო­პორ­ტის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი იმ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფხი­ზე­ლი იყოს," - წერს ნედ­კო­ვი.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI. GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ევროპა, ამერიკა და რუსეთი წინასაახალწლოდ აეროპორტების გაძლიერებულ დაცვას შეუდგნენ

ევროპა, ამერიკა და რუსეთი წინასაახალწლოდ აეროპორტების გაძლიერებულ დაცვას შეუდგნენ

მსოფლიო წინასაახალწლოდ, აეროპორტების გაძლიერებულ დაცვას შეუდგა. დასავლური მედიის ინფორმაციით, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყნის ანტიტეტორისტული სამსახურები, უსაფრთხოებასა და დაზვერვას გააძლიერებენ, რათა შობისა და ახალი წლის დღეებში ახალ-ახალი ტრაგედიები არ დაუშვან.

რუსული მედიის ინფორმაციით, - ვინაიდან ტერორიზმის საფრთხე იქაც საკმაოდ მწვავედ დგას, ევროპის წამყვან ქვეყნებს არც რუსეთი ჩამორჩა, - რუსული ავიაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ნერადკოს განცხადებით, - ისინი რეალურად აფასებენ ქვეყანაში არსებულ ტერორიზმის საფრთხეს და ანტიტერორისტულ დაცვას გააძლიერებენ, ასევე, თვალყურს მიადევნებენ, აეროპორტის თანამშრომლებმა სამუშაო დროს სპირტიანი სასმელი არ მიიღონ.

ნერადკოვის თქმით, აეროპორტის დაცვის სამსახურის განყოფილების უფროსებს, უკვე დაეგზავნათ გაფრთხილება, 25 ოქტომბრიდან, 8 იანვრამდე არ ისარგებლონ საახალწლო შვებულებით. იგივე მიმართვა აეროპორტების ხელმძღვანელებმაც მიიღეს. "საკუთარი და მსოფლიო მწარე გამოცდილებიდან ვიცით, რომ ეს პერიოდი ტერორისტებისთვის ძალიან ხელსაყრელია და არ უნდა დავუშვათ, რომ რამე გამოგვეპაროს. რუსეთის ფედერაციაში, უსაფრთხოების სისტემების მიერ ჩატარდება მასობრივი შემოწმება...",- აცხადებს ის.

ამავდროულად, რუსული ავიაციის შეფი აპირებს, მედია კამპანიის ჩატარებას, რომლის ფარგლებშიც, ნებისმიერ მგზავრს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, საეჭვო ვითარების დროს როგორ მოიქცეს. ეს იქნება ერთგვარი სტიმული, რათა მათივე დახმარებით მოხდეს პრევენცია.

"უკვე დაწყებულია აეროპორტების ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეოკამერების და სიგნალიზაციების შემოწმება. საჭიროდ ჩავთვალეთ ამ დღეებში ტექნიკური სერვისის გაუმჯობესება და დამატება... გარდა ამისა, რუსული ავიაციის თანამშრომლები სპეციალურ ინსტრუქციებს იღებენ ანტიტერორისტული სამსახურისგან.

უფრო ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უცხოეთში მყოფი თავის მოქალაქეებს, რომლებიც ევროპასა და ამერიკაში იმყოფებიან, მოუწოდა, საშობაო და ახალი წლის დღეებში დიდ ქალაქებში მასობრივი თავშეყრის ადგილებს მოერიდონ. იგივე გამაფრთხილებელი განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო მთავრობამ თავის მოქალაქეებსაც მოუწოდა.

რამდენიმე დღის წინ, იგივე პრობლემაზე საუბრობდა თეთრი სახლიც, რომლის თქმითაც ანტიტერორისტულმა ძალებმა თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა შეძლონ და თავიანთი მოქალაქეების, ემიგრანტებისა და ქვეყნის სტუმრების უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნონ.

რუსული მედიის ცნობით, ვითარებას ართულებს ზამთრის მოახლოება, რაც ნიშნავს, რომ არდადეგების დადგომასთან ერთად, ადგილობრივ მოქალაქეებს დასვენების დღეების გატარება უცხოეთში მოუწევთ, რაც, როგორც წესი, მგზავრების რაოდენობას მნიშვნელოვნად ზრდის. "მთავარი დატვირთვა დააწვება ვნუკოვოს, დომოდედოვოს და შერემეტევოს აეროპორტებს, რომლებშიც ძალიან ბევრი ბავშვი იქნება და რომლებიც მოსკოვში, კრემლის დარბაზში საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე იქნებიან მიწვეული... ამას ემატება დეკემბრის პროგნოზი, რომლის თანახმადაც, მთელი დეკემბრის განმავლობაში "სველი თოვლი" და რთული მეტეოროლოგიური პირობებია მოსალოდნელი.

"ყველასთვის ცნობილია, რომ ზამთარში, აეროპორტის თანამშრომლები გასათბობად, პირდაპირ სამუშაო საათებში ალკოჰოლურ სასმელებს მოიხმარენ, ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, სრულად გაკონტროლდეს მათი მდგომარეობა და აეროპორტის ყველა თანამშრომელი იმ დღეების განმავლობაში ფხიზელი იყოს," - წერს ნედკოვი.

ლალი პაპასკირი

AMBEBI. GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე