სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა ტუღუში "საზმაუსთან" დაკავშირებულ პროექტზე: "რატომ სურს მედიაბაზრის ჯიბეში ხელის ჩაყოფა და მცირე ფინანსების წართმევაც, გაუგებარია"
ლაშა ტუღუში "საზმაუსთან" დაკავშირებულ პროექტზე: "რატომ სურს მედიაბაზრის ჯიბეში ხელის ჩაყოფა და მცირე ფინანსების წართმევაც, გაუგებარია"

"არას­დროს შე­ვე­გუ­ე­ბით ისე­თი კა­ნო­ნის მი­ღე­ბას, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში მე­დი­ა­გა­რე­მოს გა­ა­ფუ­ჭებს" - ამის შე­სა­ხებ გა­ზეთ "რე­ზო­ნან­სის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ლაშა ტუ­ღუ­ში "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, რი­თაც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბით მომ­ზა­დე­ბულ ცვლი­ლე­ბებს აფა­სებს.

რო­გორც ტუ­ღუ­ში გან­მარ­ტავს, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს უკვე აქვს საკ­მა­რი­სი და რაც მთა­ვა­რია, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ამი­ტომ და­მა­ტე­ბი­თი თან­ხის მო­ძი­ე­ბა ღი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის შე­საქ­მნე­ლად ნამ­დვი­ლად აღარ სჭირ­დე­ბა.

"ისე­დაც შე­ზღუ­დულ სა­რეკ­ლა­მო ბა­ზარ­ზე, თა­ნაც, მა­შინ, რო­დე­საც ამ ბაზ­რის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი უკვე შე­ნია, კი­დევ ფი­ნან­სე­ბის წარ­თმე­ვა უსინ­დი­სო­ბაა. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­სა და კერ­ძო არ­ხებს შო­რის თა­ნა­ფარ­დო­ბა ისე­დაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნა­დაა დარ­ღვე­უ­ლი.

არას­დროს შე­ვე­გუ­ე­ბით ისე­თი კა­ნო­ნის მი­ღე­ბას, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში მე­დი­ა­გა­რე­მოს გა­ა­ფუ­ჭებს, თა­ნაც, გარ­და კო­მერ­ცი­უ­ლი დრო­ი­სა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი სტარ­ტა­პე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უა­პე­ლა­ცი­ოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბას ითხოვს. რა­ტომ უნდა აფი­ნან­სებ­დეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი სტარ­ტა­პებს? ვინ გა­ა­კონ­ტრო­ლებს, გამჭვირ­ვა­ლე იქ­ნე­ბა თუ არა ეს პრო­ცე­სი? ან სა­ერ­თოდ, რა კავ­შირ­შია ეს სა­კი­თხი ტე­ლე­ვი­ზი­ის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას­თან? პარ­ლა­მენ­ტშიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ და სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­მოჩ­ნდნენ დე­პუ­ტა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მსგავს ცვლი­ლე­ბებს მხარს არ უჭე­რენ", - აცხა­დებს ტუ­ღუ­ში.

გა­ზეთ "რე­ზო­ნან­სის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის თქმით, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს რე­ა­ლუ­რად ყო­ველ­წლი­უ­რად ისე­დაც გაზ­რდი­ლი ბი­უ­ჯე­ტი აქვს, შე­სა­ბა­მი­სად, მისი გან­ხილ­ვა რო­გორც კო­მერ­ცი­უ­ლი ბაზ­რის მო­თა­მა­ში­სა, არას­წო­რია.

"იცით, რა არის ალო­გი­კუ­რი? ყო­ველ­წლი­უ­რად სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ბი­უ­ჯე­ტი იზ­რდე­ბა, რად­გან ის მიბ­მუ­ლია ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კის ზრდა­ზე. ანუ, რე­ა­ლუ­რად მათ ყო­ველ­წლი­უ­რად ისე­დაც გაზ­რდი­ლი ბი­უ­ჯე­ტი აქვთ. შე­სა­ბა­მი­სად, მისი გან­ხილ­ვა რო­გორც კო­მერ­ცი­უ­ლი ბაზ­რის მო­თა­მა­ში­სა, არას­წო­რია. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი უნდა იყოს ამ ფი­ნან­სუ­რი ჭი­დი­ლის გა­რეთ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, არ უნდა იღებ­დეს და­ფი­ნან­სე­ბას ბი­უ­ჯე­ტი­დან. რა­ტომ სურს კი­დევ ერთხელ მე­დი­ა­ბაზ­რის ჯი­ბე­ში ხე­ლის ჩა­ყო­ფა და მცი­რე ფი­ნან­სე­ბის წარ­თმე­ვაც, გა­უ­გე­ბა­რია, თა­ნაც, მსგავ­სი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა არა მხო­ლოდ კერ­ძო ტე­ლე­ვი­ზი­ებს, გა­ზე­თებს, ჟურ­ნა­ლებ­სა და რა­დი­ო­ებ­საც საფრ­თხეს შე­უქ­მნის, რად­გან მათ აუ­ცი­ლებ­ლად და­აკ­ლდე­ბათ ისე­დაც მცი­რე ფი­ნან­სე­ბი და და­ე­მა­ტე­ბა 50 მი­ლი­ონ­ზე მეტი და­ფი­ნან­სე­ბის მქო­ნე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს.

რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტში გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა ვერ წარ­მო­ად­გი­ნა მყა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი, თუ რამ გა­ნა­პი­რო­ბა და­მა­ტე­ბი­თი თან­ხე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. გვე­უბ­ნე­ბი­ან, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ასე ხდე­ბაო, მეც პა­ტივს ვცემ ბრი­ტა­ნულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, თუმ­ცა იქ­ნებ დავ­ფიქ­რდეთ, სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლო­ბა რო­გო­რია? ყო­ველ­თვის არ არის მარ­თე­ბუ­ლი სხვა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მო­დე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი-ერ­თზე გად­მო­ტა­ნა, თუ ის ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ კონ­ტექსტს არ ით­ვა­ლის­წი­ნებს", - აღ­ნიშ­ნავს გა­ზეთ "რე­ზო­ნან­სის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი.

წა­ი­კი­თხეთ: "საზ­მა­უმ" 5 წელ­ში ბი­უ­ჯე­ტი­დან 203 503 700 ლარი მი­ი­ღო - რას და­ა­ფი­ნან­სებ­და სა­ხელ­მწი­ფო ამ ფუ­ლით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ლაშა ტუღუში "საზმაუსთან" დაკავშირებულ პროექტზე: "რატომ სურს მედიაბაზრის ჯიბეში ხელის ჩაყოფა და მცირე ფინანსების წართმევაც, გაუგებარია"

ლაშა ტუღუში "საზმაუსთან" დაკავშირებულ პროექტზე: "რატომ სურს მედიაბაზრის ჯიბეში ხელის ჩაყოფა და მცირე ფინანსების წართმევაც, გაუგებარია"

"არასდროს შევეგუებით ისეთი კანონის მიღებას, რომელიც ქვეყანაში მედიაგარემოს გააფუჭებს" - ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს, რითაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მომზადებულ ცვლილებებს აფასებს.

როგორც ტუღუში განმარტავს, საზოგადოებრივ მაუწყებელს უკვე აქვს საკმარისი და რაც მთავარია, გარანტირებული ფინანსური რესურსი განვითარებისთვის, ამიტომ დამატებითი თანხის მოძიება ღირებული პროდუქტის შესაქმნელად ნამდვილად აღარ სჭირდება.

"ისედაც შეზღუდულ სარეკლამო ბაზარზე, თანაც, მაშინ, როდესაც ამ ბაზრის ნახევარზე მეტი უკვე შენია, კიდევ ფინანსების წართმევა უსინდისობაა. საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო არხებს შორის თანაფარდობა ისედაც მნიშვნელოვნადაა დარღვეული.

არასდროს შევეგუებით ისეთი კანონის მიღებას, რომელიც ქვეყანაში მედიაგარემოს გააფუჭებს, თანაც, გარდა კომერციული დროისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი სტარტაპების დაფინანსებასა და თანამშრომლების უაპელაციოდ გათავისუფლების უფლების მინიჭებას ითხოვს. რატომ უნდა აფინანსებდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი სტარტაპებს? ვინ გააკონტროლებს, გამჭვირვალე იქნება თუ არა ეს პროცესი? ან საერთოდ, რა კავშირშია ეს საკითხი ტელევიზიის ფუნქციონირებასთან? პარლამენტშიც განსხვავებული შეხედულებებია საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნების შესახებ და საბედნიეროდ, გამოჩნდნენ დეპუტატები, რომლებიც მსგავს ცვლილებებს მხარს არ უჭერენ", - აცხადებს ტუღუში.

გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს რეალურად ყოველწლიურად ისედაც გაზრდილი ბიუჯეტი აქვს, შესაბამისად, მისი განხილვა როგორც კომერციული ბაზრის მოთამაშისა, არასწორია.

"იცით, რა არის ალოგიკური? ყოველწლიურად საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი იზრდება, რადგან ის მიბმულია ქვეყანაში ეკონომიკის ზრდაზე. ანუ, რეალურად მათ ყოველწლიურად ისედაც გაზრდილი ბიუჯეტი აქვთ. შესაბამისად, მისი განხილვა როგორც კომერციული ბაზრის მოთამაშისა, არასწორია. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ამ ფინანსური ჭიდილის გარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ უნდა იღებდეს დაფინანსებას ბიუჯეტიდან. რატომ სურს კიდევ ერთხელ მედიაბაზრის ჯიბეში ხელის ჩაყოფა და მცირე ფინანსების წართმევაც, გაუგებარია, თანაც, მსგავსი კანონის მიღება არა მხოლოდ კერძო ტელევიზიებს, გაზეთებს, ჟურნალებსა და რადიოებსაც საფრთხეს შეუქმნის, რადგან მათ აუცილებლად დააკლდებათ ისედაც მცირე ფინანსები და დაემატება 50 მილიონზე მეტი დაფინანსების მქონე საზოგადოებრივ მაუწყებელს.

როდესაც პარლამენტში განხილვა მიმდინარეობდა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ წარმოადგინა მყარი არგუმენტები, თუ რამ განაპირობა დამატებითი თანხების მობილიზების აუცილებლობა. გვეუბნებიან, დიდ ბრიტანეთში ასე ხდებაო, მეც პატივს ვცემ ბრიტანულ ღირებულებებს, თუმცა იქნებ დავფიქრდეთ, საქართველოს რეალობა როგორია? ყოველთვის არ არის მართებული სხვა ქვეყანაში არსებული მოდელის საქართველოში ერთი-ერთზე გადმოტანა, თუ ის ჩვენს ქვეყანაში არსებულ კონტექსტს არ ითვალისწინებს", - აღნიშნავს გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი.

წაიკითხეთ: "საზმაუმ" 5 წელში ბიუჯეტიდან 203 503 700 ლარი მიიღო - რას დააფინანსებდა სახელმწიფო ამ ფულით

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი