საზოგადოებრივი მაუწყებელი საეთერო ბადეში კომერციული რეკლამის დამატებით განთავსების უფლების მინიჭებას ითხოვს - შესაბამის კანონპროექტს პარლამენტში აქტიურად განიხილავენ. ინიციატივას კერძო ცენტრალური და რეგიონული ტელევიზიები ეწინააღმდეგებიან. მათი წარმომადგენლების განცხადებით, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი რეკლამების განთავსების კუთხით სხვა ტელევიზიებთან თანაბარ პირობებში იქნება, მაშინ რა საჭიროა ის 50-მილიონიანი დაფინანსება, რომელსაც ის ყოველ წელს ბიუჯეტიდან იღებს. ამ ლოგიკით, წარმოიდგინეთ, რომ სახელმწიფო უწყებებს მიეცეთ მაღაზიების ან სასტუმროების გახსნის უფლება და თავიანთი უზარმაზარი ბიუჯეტით კონკურენცია გაუწიონ კერძო სექტორს. ზემოხსენებული კანონპროექტის შესახებ პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობაა.
თუმცა, შესაძლოა ჯობდეს, მოქალაქეებსა (რომელთა ჯიბიდანაც ფინანსდება"საზოგადოებრივი მაუწყებელი") და კანონმდებლებს ჯერ იმაზე ემსჯელათ, რა ეფექტი და სარგებელი მოიტანა საზოგადოებისთვის ბოლო 5 წელიწადში "საზმაუწყებლისთვის" ბიუჯეტიდან დახარჯულმა 200 მილიონ ლარზე მეტმა და არის თუ არა ეს წყალში გადაყრილი ფული, ხოლო შემდეგ უკვე იმაზე, სახელმწიფო ბიუჯეტზე მიბმულ ტელევიზიას უნდა ჰქონდეს თუ არა რეკლამის განთავსების უფლება.
საინტერესოა, რა პროექტებს დააფინანსებდა სახელმწიფო იმ 203 503 700 ლარით, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელს მოხმარდა?
ეს თანხები "კვირის პალიტრამ" დაითვალა და აღმოჩნდა, რომ ამ თანხით რამდენიმე სოციალური პროექტის დაფინანსება წლების განმავლობაში იქნებოდა შესაძლებელი. მაგალითად: