პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელია 3 ყველაზე მოთხოვნადი მხატვრული წიგნი საქართველოში?
რომელია 3 ყველაზე მოთხოვნადი მხატვრული წიგნი საქართველოში?

წიგ­ნებ­ზე მო­თხოვ­ნა დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუქ­რად ხში­რად სწო­რედ წიგნს ასა­ხე­ლე­ბენ, მო­უთ­მენ­ლად ელი­ან ფას­დაკ­ლე­ბებს და კონ­კრე­ტუ­ლი წიგ­ნის შე­სა­ძე­ნად მა­ღა­ზი­ებ­თან გა­ჩე­ნილ რი­გებ­საც ხში­რად შე­ამ­ჩნევთ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­მელ წიგ­ნებს ანი­ჭებს ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი უპი­რა­ტე­სო­ბას.

სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგ­ნე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ­მა მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­მა "ბიბ­ლუს­მა" ოქ­ტომ­ბრის თვის სა­უ­კე­თე­სოდ გა­ყიდ­ვა­დი ტოპ 10 მხატ­ვრუ­ლი და სა­ბავ­შვო წიგ­ნი გა­მო­ავ­ლი­ნა. ათე­ულ­ში კი ის წიგ­ნე­ბი მოხ­ვდა, რომ­ლე­ბიც 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან 31 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გა­ი­ყი­და "ბიბ­ლუ­სის" 55 ფი­ლი­ალ­ში. რე­ი­ტინ­გებ­ში არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, რომ­ლე­ბიც ოქ­ტომ­ბრის თვე­ში აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში გა­ი­ყი­და, რაც წიგ­ნებ­ზე გარ­კვე­ულ ფას­დაკ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს.

მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ათე­ულ­ში მო­წი­ნა­ვე ად­გი­ლე­ბი კი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­და­ნა­წილ­და. ნო­მერ პირ­ვე­ლი სა­უ­კე­თე­სოდ გა­ყიდ­ვა­დი წიგ­ნი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის ალე­კო შუღ­ლა­ძის "გა­და­მალ­ვა" მოხ­ვდა.

"ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი, რომ "გა­და­მალ­ვა" "ბიბ­ლუ­სის" რე­ი­ტინ­გში პირ­ველ ად­გილ­ზე იქ­ნე­ბო­და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მან გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­ი­კა­ვა ად­გი­ლი ბესტსე­ლე­რებს შო­რის. რე­ი­ტინ­გის სა­თა­ვე­ში ყოფ­ნას არ ვე­ლო­დი და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი შენს ნა­მუ­შე­ვარს ასე და­დე­ბი­თად აფა­სე­ბენ. ალ­ბათ, ეს რო­მა­ნის და­წე­რის ის­ტო­რი­ამ და ამ­დენხნი­ან­მა პა­უ­ზა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა. ის­ტო­რია ნამ­დვილ ამ­ბებ­ზეა აგე­ბუ­ლი და პერ­სო­ნა­ჟე­ბის ნა­წი­ლი დღე­საც ჩვენ გვერ­დი­თაა," - გან­მარ­ტავს მწე­რა­ლი ალე­კო შუღ­ლა­ძე.

მე­ო­რე ად­გილ­ზე მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი თურ­ქი მწე­რა­ლი ელიფ შა­ფა­ქი და მისი ცნო­ბი­ლი რო­მა­ნი "სიყ­ვა­რუ­ლის 40 წესი" მოხ­ვდა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი რამ­დე­ნი­მე წე­ლია გა­ყიდ­ვა­დი წიგ­ნე­ბის ტოპ სა­მე­უ­ლის უც­ვლე­ლი წევ­რია. თვი­თონ ავ­ტო­რი კი ქარ­თველ მკი­თხველ­ში პო­პუ­ლა­რო­ბას არ კარ­გავს და მისი ყო­ვე­ლი ახა­ლი წიგ­ნის გა­მოს­ვლა მა­ღა­ზი­ებ­თან მომ­ხმა­რებ­ლე­ბის გრძელ რი­გებს აჩენს. მე­სა­მე პო­ზი­ცი­ას კი ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი გერ­მა­ნე­ლი მწე­რა­ლი ერიხ მა­რია რე­მარ­კი იკა­ვებს წიგ­ნით "ნა­სეს­ხე­ბი სი­ცო­ცხლე". სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ რე­მარ­კის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი წლე­ბია არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას ქარ­თველ მკი­თხველ­ში და მისი ნე­ბის­მი­ე­რი წიგ­ნის ახა­ლი თუ ძვე­ლი გა­მო­ცე­მე­ბი დიდი წარ­მა­ტე­ბით იყი­დე­ბა.

"ბიბ­ლუ­სი" სა­უ­კე­თე­სოდ გა­ყიდ­ვა­დი წიგ­ნე­ბის ათე­უ­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას სის­ტე­მა­ტი­უ­რად გეგ­მავს და ყო­ველ­თვი­უ­რად შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ტოპ ათე­ულს მხატ­ვრულ და სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რომელია 3 ყველაზე მოთხოვნადი მხატვრული წიგნი საქართველოში?

რომელია 3 ყველაზე მოთხოვნადი მხატვრული წიგნი საქართველოში?

წიგნებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ადამიანები საუკეთესო საჩუქრად ხშირად სწორედ წიგნს ასახელებენ, მოუთმენლად ელიან ფასდაკლებებს და კონკრეტული წიგნის შესაძენად მაღაზიებთან გაჩენილ რიგებსაც ხშირად შეამჩნევთ. საინტერესოა, რომელ წიგნებს ანიჭებს ქართველი მკითხველი უპირატესობას.

საქართველოში წიგნების ყველაზე დიდმა მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" ოქტომბრის თვის საუკეთესოდ გაყიდვადი ტოპ 10 მხატვრული და საბავშვო წიგნი გამოავლინა. ათეულში კი ის წიგნები მოხვდა, რომლებიც 1-ელი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ყველაზე დიდი რაოდენობით გაიყიდა "ბიბლუსის" 55 ფილიალში. რეიტინგებში არ იყო გათვალისწინებული ლიტერატურა, რომლებიც ოქტომბრის თვეში აქციის ფარგლებში გაიყიდა, რაც წიგნებზე გარკვეულ ფასდაკლებას გულისხმობს.

მხატვრული ლიტერატურის ათეულში მოწინავე ადგილები კი საკმაოდ საინტერესოდ გადანაწილდა. ნომერ პირველი საუკეთესოდ გაყიდვადი წიგნი ქართველი მწერლის ალეკო შუღლაძის "გადამალვა" მოხვდა.

"ნამდვილად არ ველოდი, რომ "გადამალვა" "ბიბლუსის" რეიტინგში პირველ ადგილზე იქნებოდა მიუხედავად იმისა, რომ მან გამოსვლისთანავე დაიკავა ადგილი ბესტსელერებს შორის. რეიტინგის სათავეში ყოფნას არ ველოდი და ძალიან გამიხარდა. სასიხარულოა, რომ ადამიანები შენს ნამუშევარს ასე დადებითად აფასებენ. ალბათ, ეს რომანის დაწერის ისტორიამ და ამდენხნიანმა პაუზამაც განაპირობა. ისტორია ნამდვილ ამბებზეა აგებული და პერსონაჟების ნაწილი დღესაც ჩვენ გვერდითაა," - განმარტავს მწერალი ალეკო შუღლაძე.

მეორე ადგილზე მსოფლიოში აღიარებული თურქი მწერალი ელიფ შაფაქი და მისი ცნობილი რომანი "სიყვარულის 40 წესი" მოხვდა. აღნიშნული ნაწარმოები რამდენიმე წელია გაყიდვადი წიგნების ტოპ სამეულის უცვლელი წევრია. თვითონ ავტორი კი ქართველ მკითხველში პოპულარობას არ კარგავს და მისი ყოველი ახალი წიგნის გამოსვლა მაღაზიებთან მომხმარებლების გრძელ რიგებს აჩენს. მესამე პოზიციას კი ქართველი მკითხველისთვის ერთ-ერთი საყვარელი გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი იკავებს წიგნით "ნასესხები სიცოცხლე". საინტერესოა, რომ რემარკის ნაწარმოებები წლებია არ კარგავს აქტუალობას ქართველ მკითხველში და მისი ნებისმიერი წიგნის ახალი თუ ძველი გამოცემები დიდი წარმატებით იყიდება.

"ბიბლუსი" საუკეთესოდ გაყიდვადი წიგნების ათეულების გამოქვეყნებას სისტემატიურად გეგმავს და ყოველთვიურად შემოგთავაზებთ ტოპ ათეულს მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს