Calvin Klein-ი საქართველოშია!

Calvin Klein-ი საქართველოშია!

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი Calvin Klein -ი საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა. პირველი ოფიციალური მაღაზია „გალერია თბილისში“ 1 დეკემბრიდან გაიხსენება, თუმცა, ბრენდი ნამდვილ გულშემატკივრებს 30 ნოემბერსაც უმასპინძლებს, სპეციალური შემოთავაზებებითა და სიურპრიზებით.

თავდაპირველად ბრენდი Calvin Klein Jeans - ის ლეიბლით წარსდგება და ამასთანავე ფეხსაცმლისა და აქსესუარების სრულ სპექტრს წარადგენს, მათ შორის: ჩანთებს, საფულეებს, საათებს, CK ბიჟუტერიას, პარფიუმერიასა და სათვალეებს. განსაკუთრებით სასიამოვნო სიახლე Calvin Klein- ის მოყვარულთათვის, მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი თეთრეულის ხაზის - CK Underwear-ის თბილისში შეძენის საშუალება იქნება.

ვინაიდან ბრენდული მაღაზია ოფიციალური ფრანჩაიზის ფარგლებში იხსნება, საფასო პოლიტიკა გაიმეორებს ევროპაში არსებული ფასების ზღვრებს და ადაპტირებული იქნება კიდეც ქართული ბაზრის ეკონომიკურ პარამეტრებზე. რაც იმას ნიშნავს, რომ Calvin Klein-ის იგივე პროდუქციის შეძენა ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში მხოლოდ ანალოგურ ან უფრო მაღალი ღირებულებით იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, როგორც ადგილობრივი მომხმარებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის.

ამერიკული მოდის სახლი 1968 წელს დააარსა დიზაინერმა კელვინ კლაინმა და პირველი მაღაზია ნიუ იორკში გახსნა. ბრენდმა აღიარება მალევე მოიპოვა და ერთი წლის შემდეგ უკვე წამყვანი ამერიკული მოდის ჟურნალის Vogue -ს ყდაზე გამოჩნდა. Calvin Klein-ი 10-ზე მეტ ხაზს, სამოდელო სააგენტოებსა და 2400-მდე მაღაზიას ფლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.

Calvin Klein- ის პირველი ფრანჩაიზინგული მაღაზია ოფიციალურად 1 დეკემბერს შ. რუსთაველის გამზ. 2/4, „გალერია თბილისში“ გაიხსნება.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი