კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერიისთვის ბიუჯეტი საკმარისი არ არის და ფინანსთა სამინისტროს მის გაზრდას სთხოვს
მერიისთვის ბიუჯეტი საკმარისი არ არის და ფინანსთა სამინისტროს მის გაზრდას სთხოვს

თბი­ლი­სის მთავ­რო­ბა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტის გაზ­რდას სთხოვს. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის ვიცე-მერ­მა, ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა ხმა­ლა­ძე იმე­დოვ­ნებს, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გა­ცე­მუ­ლი და­პი­რე­ბე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­რდე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, და­გეგ­მი­ლია, რომ თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტის არ­სე­ბულ პრო­ექტს საკ­რე­ბუ­ლო­დან გა­მო­ი­თხო­ვენ და მის ხარ­ჯვით ნა­წილ­ში რამ­დე­ნი­მე ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

"რამ­დე­ნი­მე საგ­ზაო და სატ­რან­სპორ­ტო პრო­ექ­ტის ასახ­ვა მოხ­დე­ბა 2018 წლის ბი­უ­ჯეტ­ში. ძი­რი­თა­დად, ის პრო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­საც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას დავ­პირ­დით. არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბა იქ­ნე­ბა ბი­უ­ჯე­ტის. ჩვენ სა­შე­მო­სავ­ლო ნა­წილ­ში შე­ნიშ­ვნე­ბი არ გვაქვს, სწო­რად იყო და­გეგ­მი­ლი, თუმ­ცა ხარ­ჯვით ნა­წილ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს შე­ვი­ტანთ. გრძელ­დე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თან კახა კა­ლა­ძის მხრი­დან, რომ დე­და­ქა­ლა­ქის 2018 წლის ბი­უ­ჯე­ტი გა­უ­ზარ­დოს, რათა ყვე­ლა ის პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ, რო­მელ­საც მო­სახ­ლე­ო­ბას დავ­პირ­დით.

ჩვენ ვე­ლო­დე­ბით, რომ სა­ბი­უ­ჯე­ტო ტრანსფე­რი, სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბა გა­იზ­რდე­ბა და ეს თან­ხა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტებს მოხ­მარ­დე­ბა,"- გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტი ამ ეტაპ­ზე 815 მლნ ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

მერიისთვის ბიუჯეტი საკმარისი არ არის და ფინანსთა სამინისტროს მის გაზრდას სთხოვს

მერიისთვის ბიუჯეტი საკმარისი არ არის და ფინანსთა სამინისტროს მის გაზრდას სთხოვს

თბილისის მთავრობა ფინანსთა სამინისტროს დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდას სთხოვს. როგორც ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ხმალაძე იმედოვნებს, რომ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების განსახორციელებლად თბილისის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

მისივე თქმით, დაგეგმილია, რომ თბილისის ბიუჯეტის არსებულ პროექტს საკრებულოდან გამოითხოვენ და მის ხარჯვით ნაწილში რამდენიმე ცვლილება განხორციელდება.

"რამდენიმე საგზაო და სატრანსპორტო პროექტის ასახვა მოხდება 2018 წლის ბიუჯეტში. ძირითადად, ის პროექტები, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობას დავპირდით. არსებითი ცვლილება იქნება ბიუჯეტის. ჩვენ საშემოსავლო ნაწილში შენიშვნები არ გვაქვს, სწორად იყო დაგეგმილი, თუმცა ხარჯვით ნაწილში მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ. გრძელდება კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან კახა კალაძის მხრიდან, რომ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი გაუზარდოს, რათა ყველა ის პროექტი განვახორციელოთ, რომელსაც მოსახლეობას დავპირდით.

ჩვენ ველოდებით, რომ საბიუჯეტო ტრანსფერი, საბიუჯეტო დაფინანსება გაიზრდება და ეს თანხა საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტებს მოხმარდება,"- განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის ბიუჯეტი ამ ეტაპზე 815 მლნ ლარით განისაზღვრება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები