პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი სექტის ლიდერი, რომელმაც უამრავი ადამიანი სასტიკად მოკლა, ციხეში გარდაიცვალა
ცნობილი სექტის ლიდერი, რომელმაც უამრავი ადამიანი სასტიკად მოკლა, ციხეში გარდაიცვალა

მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი დამ­ნა­შა­ვე, ჩარლზ მენ­სო­ნი აშშ-ში ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მას სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და მის­ჯი­ლი.

მენ­სონ­მა 1960-იან წლებ­ში ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა სა­კუ­თა­რი სექ­ტა, "ოჯა­ხი", რო­მე­ლიც უამ­რავ მკვლე­ლო­ბას ჩა­დი­ო­და.

მენ­სო­ნის მსხვერ­პლთა შო­რის იყო რე­ჟი­სორ რო­მან პო­ლანსკის 8 თვის ორ­სუ­ლი ცოლი, მსა­ხი­ო­ბი შე­რონ ტე­ი­ტი. შე­რონ­თან ერ­თად მენ­სო­ნის დაჯ­გუ­ფე­ბამ იმა­ვე სა­ღა­მოს კი­დევ 4 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა.

ჩარლზ მენ­სო­ნი 1934 წლის 12 ნო­ემ­ბერს და­ი­ბა­და ოჰა­ი­ო­ში. მისი დედა, კეტ­ლინ მე­დოქ­სი 16 წლის იყო, რო­დე­საც ჩარლ­ზი გაჩ­ნდა.

მა­მის ვი­ნა­ო­ბა დღემ­დე არ არის ცნო­ბი­ლი. ბავ­შვო­ბა მენ­სონს საკ­მა­ოდ მძი­მე ჰქონ­და, დედა და­ა­პა­ტიმ­რეს, თა­ვად კი ბი­ჭე­ბის სპე­ცი­ა­ლურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სწავ­ლობ­და, სა­ი­და­ნაც გა­იქ­ცა და ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ი­ტა­ცა.

მენ­სონს კა­ნონ­თან პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მე­ბი 20 წლის ასაკ­ში და­ე­წყო, მას 10 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. ცი­ხი­დან 1967 წელს გა­მო­ვი­და.

მენ­სო­ნი იხ­სე­ნებს, რომ რო­დე­საც მე­გო­ბარ გო­გოს­თან, მე­რის­თან ერ­თად კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში მოგ­ზა­უ­რობ­და, მას­თან თა­ვად მო­დი­ოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა ვერ შეძ­ლეს. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მენ­სო­ნის სექ­ტის, "ოჯა­ხის" წევ­რე­ბი ხდე­ბოდ­ნენ, "დები" და "ძმე­ბი", იც­ვლიდ­ნენ სა­ხე­ლებს.

"ოჯახ­მა" ბინა ლოს-ან­ჯე­ლეს­თან ახ­ლოს, რან­ჩო სნეპ­ში და­ი­დო, რო­მელ­საც მა­ნამ­დე ვეს­ტერ­ნე­ბის გა­და­სა­ღებ მო­ედ­ნად იყე­ნებ­დნენ. რან­ჩო­ში "ოჯა­ხის" წევ­რე­ბი მღე­როდ­ნენ სიმ­ღე­რებს, აწყობ­დნენ ორ­გი­ებს, ატა­რებ­დნენ სა­ტა­ნურ რი­ტუ­ა­ლებს, მო­იხ­მარ­დნენ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს, ხო­ცავ­დნენ ცხო­ვე­ლებს და მათ სის­ხლს სვამ­დნენ.

ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მკვლე­ლო­ბა

დაჯ­გუ­ფე­ბის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი რე­ჟი­სორ რო­მან პო­ლანსკის ცოლი, შე­რონ ტე­ი­ტი და მას­თან ერ­თად მყო­ფი სამი ადა­მი­ა­ნი გახ­და. ისი­ნი "ოჯა­ხის" წევ­რებ­მა უმო­წყა­ლოდ და­ხო­ცეს, და­ნე­ბით აკუ­წეს. მე­ხუ­თე მსხვერ­პლი კი იმა­ვე სა­ღა­მოს სტი­ვენ პე­რენ­ტი გახ­და.

ტე­იტს და­ნით 16 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ხუთი - სა­სიკ­ვდი­ლო იყო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით დაჯ­გუ­ფე­ბამ მოკ­ლა ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ცნო­ბი­ლი სტი­ლის­ტი, ყა­ვის მა­ღა­ზი­ის მფლო­ბე­ლი და სხვე­ბი.

პო­ლი­ცი­ამ შეძ­ლო "ოჯა­ხის" ყვე­ლა წევ­რის და­პა­ტიმ­რე­ბა, სიკ­ვდი­ლით დას­ჯას კი მხო­ლოდ იმი­ტომ გა­და­ურჩნენ, რომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის ეს სახე კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში 1972 წელს გა­უქ­მდა.

დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებს შუბ­ლზე ამოტვიფ­რუ­ლი ჰქონ­დათ "სვას­ტი­კა", ამ და­ღით მენ­სონ­მა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ა­ტა­რა.

სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა­მის­ჯილ­მა მენ­სონ­მა 13-ჯერ მო­ი­თხო­ვა შე­წყა­ლე­ბა, თუმ­ცა ყო­ველ ჯერ­ზე უარი მი­ი­ღო.

ცი­ხე­ში ყოფ­ნის დროს ის ქრის­ტი­ა­ნი აქ­ტი­ვის­ტი გახ­და, და­წე­რა ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი You Die For Me? ("მოკ­ვდე­ბო­დი ჩემს გამო?"), და­ქორ­წინ­და, გახ­და 4 შვი­ლის მამა და შექ­მნა სა­კუ­თა­რი ვებ-გვერ­დი.

სხვა­თა შო­რის, როკ-მომ­ღე­რალ­მა მერ­ლინ მენ­სონ­მა გვა­რი სწო­რედ ჩარლზ მენ­სო­ნის­გან აიღო, სა­ხე­ლი კი - მერ­ლინ მონ­როს­გან. რო­გორც მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს, მან "ამე­რი­კუ­ლი კულ­ტუ­რის ორი სიმ­ბო­ლო გა­ა­ერ­თი­ა­ნა."

წყა­რო BBC

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ცნობილი სექტის ლიდერი, რომელმაც უამრავი ადამიანი სასტიკად მოკლა, ციხეში გარდაიცვალა

ცნობილი სექტის ლიდერი, რომელმაც უამრავი ადამიანი სასტიკად მოკლა, ციხეში გარდაიცვალა

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამნაშავე, ჩარლზ მენსონი აშშ-ში ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

მენსონმა 1960-იან წლებში ჩამოაყალიბა საკუთარი სექტა, ”ოჯახი”, რომელიც უამრავ მკვლელობას ჩადიოდა.

მენსონის მსხვერპლთა შორის იყო რეჟისორ რომან პოლანსკის 8 თვის ორსული ცოლი, მსახიობი შერონ ტეიტი. შერონთან ერთად მენსონის დაჯგუფებამ იმავე საღამოს კიდევ 4 ადამიანი მოკლა.

ჩარლზ მენსონი 1934 წლის 12 ნოემბერს დაიბადა ოჰაიოში. მისი დედა, კეტლინ მედოქსი 16 წლის იყო, როდესაც ჩარლზი გაჩნდა.

მამის ვინაობა დღემდე არ არის ცნობილი. ბავშვობა მენსონს საკმაოდ მძიმე ჰქონდა, დედა დააპატიმრეს, თავად კი ბიჭების სპეციალურ დაწესებულებაში სწავლობდა, საიდანაც გაიქცა და ავტომობილი გაიტაცა.

მენსონს კანონთან პირველი პრობლემები 20 წლის ასაკში დაეწყო, მას 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ციხიდან 1967 წელს გამოვიდა.

მენსონი იხსენებს, რომ როდესაც მეგობარ გოგოსთან, მერისთან ერთად კალიფორნიაში მოგზაურობდა, მასთან თავად მოდიოდნენ ადამიანები, რომლებმაც საზოგადოებაში თავის დამკვიდრება ვერ შეძლეს. ეს ადამიანები მენსონის სექტის, ”ოჯახის” წევრები ხდებოდნენ, ”დები” და ”ძმები”, იცვლიდნენ სახელებს.

”ოჯახმა” ბინა ლოს-ანჯელესთან ახლოს, რანჩო სნეპში დაიდო, რომელსაც მანამდე ვესტერნების გადასაღებ მოედნად იყენებდნენ. რანჩოში ”ოჯახის” წევრები მღეროდნენ სიმღერებს, აწყობდნენ ორგიებს, ატარებდნენ სატანურ რიტუალებს, მოიხმარდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, ხოცავდნენ ცხოველებს და მათ სისხლს სვამდნენ.

ყველაზე ცნობილი მკვლელობა

დაჯგუფების ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი რეჟისორ რომან პოლანსკის ცოლი, შერონ ტეიტი და მასთან ერთად მყოფი სამი ადამიანი გახდა. ისინი ”ოჯახის” წევრებმა უმოწყალოდ დახოცეს, დანებით აკუწეს. მეხუთე მსხვერპლი კი იმავე საღამოს სტივენ პერენტი გახდა.

ტეიტს დანით 16 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ხუთი - სასიკვდილო იყო.

მოგვიანებით დაჯგუფებამ მოკლა ლოს-ანჯელესში ცნობილი სტილისტი, ყავის მაღაზიის მფლობელი და სხვები.

პოლიციამ შეძლო ”ოჯახის” ყველა წევრის დაპატიმრება, სიკვდილით დასჯას კი მხოლოდ იმიტომ გადაურჩნენ, რომ აღკვეთის ღონისძიების ეს სახე კალიფორნიაში 1972 წელს გაუქმდა.

დაჯგუფების წევრებს შუბლზე ამოტვიფრული ჰქონდათ "სვასტიკა", ამ დაღით მენსონმა მთელი ცხოვრება გაატარა.

სამუდამო პატიმრობამისჯილმა მენსონმა 13-ჯერ მოითხოვა შეწყალება, თუმცა ყოველ ჯერზე უარი მიიღო.

ციხეში ყოფნის დროს ის ქრისტიანი აქტივისტი გახდა, დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი You Die For Me? (”მოკვდებოდი ჩემს გამო?”), დაქორწინდა, გახდა 4 შვილის მამა და შექმნა საკუთარი ვებ-გვერდი.

სხვათა შორის, როკ-მომღერალმა მერლინ მენსონმა გვარი სწორედ ჩარლზ მენსონისგან აიღო, სახელი კი - მერლინ მონროსგან. როგორც მომღერალი ამბობს, მან ”ამერიკული კულტურის ორი სიმბოლო გააერთიანა.”

წყარო BBC

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს