მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”ქამრით გვცემდნენ, სანამ საჭმელს ბოლომდე არ შევჭამდით,” - მამაკაცი ოცნებებს 81 წლის ასაკში ისრულებს
”ქამრით გვცემდნენ, სანამ საჭმელს ბოლომდე არ შევჭამდით,” - მამაკაცი ოცნებებს 81 წლის ასაკში ისრულებს

ტომი 81 წლი­საა და სურს, გა­ა­კე­თოს ყვე­ლა­ფე­რი, რისი გა­კე­თე­ბაც ბავ­შვთა თავ­შე­სა­ფარ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი მძი­მე წლე­ბის გამო ვერ შეძ­ლო.

"მათ ჩვენ­ზე უნდა ეზ­რუ­ნათ, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით იყო. ბავ­შვთა სახ­ლში ჩვე­ნი მეთ­ვალ­ყუ­რე­ე­ბი ერთი ქალი და ერ­თიც - მა­მა­კა­ცი იყ­ვნენ. მცემ­დნენ ყო­ველ დი­ლას. ქალს ხელ­ში ყო­ველ­თვის ეჭი­რა ქა­მა­რი, თუ რამე საჭ­მე­ლი არ მოგ­ვე­წო­ნე­ბო­და, ის ჩვენს უკან იდგა და გვირ­ტყამ­და, სა­ნამ ბო­ლომ­დე არ შევ­ჭამ­დით," - ყვე­ბა ტომი "ბი­ბი­სის­თან".

რო­დე­საც ბავ­შვთა სახ­ლში მოხ­ვდა, სულ რა­ღაც 3 წლის იყო. ის იხ­სე­ნებს, რომ მომ­ვლე­ლი კაცი სას­ტი­კად ცემ­და, თუ ძი­ლის დროს მო­შარ­დავ­და. გად­მო­ათ­რევ­და სა­წო­ლი­დან, ჩას­ვამ­და ცივი წლით სავ­სე აბა­ზა­ნა­ში და აი­ძუ­ლებ­და, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის მან­ძილ­ზე გა­ეძ­ლო.

ბავ­შვთა სახ­ლს ტო­მიმ თავი 16 წლის ასაკ­ში და­აღ­წია და სცა­და, ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა და­ე­წყო, თუმ­ცა უამ­რა­ვი წელი დას­ჭირ­და, რომ სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლი მი­ე­ღო.

"სა­ნამ ამა­ზე არ ვყვე­ბო­დი, ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი, იქ­ნებ ახლა სხვა ბავ­შვებს უხ­დე­ბათ იმ ყვე­ლაფ­რის გა­და­ტა­ნა, რაც მე გა­და­ვი­ტა­ნე. ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად დავ­ტკბე ცხოვ­რე­ბით, გა­ვა­კე­თო ყვე­ლა­ფე­რი, რისი გა­კე­თე­ბაც დრო­უ­ლად ვერ მო­ვას­წა­რი," - ამ­ბობს ის.

ტო­მის სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბის სია აქვს შედ­გე­ნი­ლი :

1. და­უკ­რას და­სარ­ტყამ ინ­სტრუ­მენ­ტებ­ზე ნამ­დვი­ლი როკ-ვარ­სკვლა­ვი­ვით

2. ეს­ტუმ­როს პეპ­ლე­ბის ბაღს

3. მო­ი­ნა­ხუ­ლოს რომი

4. ნა­ხოს შავი გედი

5. და­ეხ­მა­როს სხვა ადა­მი­ა­ნებს

სი­ი­დან, ჯერ­ჯე­რო­ბით, მხო­ლოდ შავი გე­დის მო­ნა­ხუ­ლე­ბა დარ­ჩა. ამ­ბობს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან და­ეხ­მარ­ნენ და თავს ბევ­რად კარ­გად გრძნობს.

"სულ ვცდი­ლობ­დი სახ­ლში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რად­გან თავი ყვე­ლას­თვის ზედ­მე­ტი მე­გო­ნა. ახლა ყვე­ლა­ფე­რი უკან დარ­ჩა," - ამ­ბობს ტომი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

”ქამრით გვცემდნენ, სანამ საჭმელს ბოლომდე არ შევჭამდით,” - მამაკაცი ოცნებებს 81 წლის ასაკში ისრულებს

”ქამრით გვცემდნენ, სანამ საჭმელს ბოლომდე არ შევჭამდით,” - მამაკაცი ოცნებებს 81 წლის ასაკში ისრულებს

ტომი 81 წლისაა და სურს, გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც ბავშვთა თავშესაფარში გატარებული მძიმე წლების გამო ვერ შეძლო.

"მათ ჩვენზე უნდა ეზრუნათ, თუმცა ყველაფერი პირიქით იყო. ბავშვთა სახლში ჩვენი მეთვალყურეები ერთი ქალი და ერთიც - მამაკაცი იყვნენ. მცემდნენ ყოველ დილას. ქალს ხელში ყოველთვის ეჭირა ქამარი, თუ რამე საჭმელი არ მოგვეწონებოდა, ის ჩვენს უკან იდგა და გვირტყამდა, სანამ ბოლომდე არ შევჭამდით," - ყვება ტომი "ბიბისისთან".

როდესაც ბავშვთა სახლში მოხვდა, სულ რაღაც 3 წლის იყო. ის იხსენებს, რომ მომვლელი კაცი სასტიკად ცემდა, თუ ძილის დროს მოშარდავდა. გადმოათრევდა საწოლიდან, ჩასვამდა ცივი წლით სავსე აბაზანაში და აიძულებდა, რამდენიმე საათის მანძილზე გაეძლო.

ბავშვთა სახლს ტომიმ თავი 16 წლის ასაკში დააღწია და სცადა, ნორმალური ცხოვრება დაეწყო, თუმცა უამრავი წელი დასჭირდა, რომ საკუთარი წარსული მიეღო.

"სანამ ამაზე არ ვყვებოდი, ყოველთვის ვფიქრობდი, იქნებ ახლა სხვა ბავშვებს უხდებათ იმ ყველაფრის გადატანა, რაც მე გადავიტანე. ვცდილობ, მაქსიმალურად დავტკბე ცხოვრებით, გავაკეთო ყველაფერი, რისი გაკეთებაც დროულად ვერ მოვასწარი," - ამბობს ის.

ტომის საკუთარი სურვილების სია აქვს შედგენილი :

1. დაუკრას დასარტყამ ინსტრუმენტებზე ნამდვილი როკ-ვარსკვლავივით

2. ესტუმროს პეპლების ბაღს

3. მოინახულოს რომი

4. ნახოს შავი გედი

5. დაეხმაროს სხვა ადამიანებს

სიიდან, ჯერჯერობით, მხოლოდ შავი გედის მონახულება დარჩა. ამბობს, რომ ადამიანები ძალიან დაეხმარნენ და თავს ბევრად კარგად გრძნობს.

"სულ ვცდილობდი სახლში ვყოფილიყავი, რადგან თავი ყველასთვის ზედმეტი მეგონა. ახლა ყველაფერი უკან დარჩა," - ამბობს ტომი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს