მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფრიკის ყველაზე "დღეგრძელი" პრეზიდენტები
აფრიკის ყველაზე "დღეგრძელი" პრეზიდენტები

ზიმ­ბაბ­ვეს პრე­ზი­დენ­ტმა 40-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის შემ­დეგ პოს­ტი და­ტო­ვა. საქ­მე ის არის, რომ მუ­გამ­ბეს წას­ვლის შემ­დეგ, მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე რჩე­ბი­ან რამ­დე­ნი­მე "დღეგ­რძე­ლი" აფ­რი­კე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი... ყვე­ლა მათ­განს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წარ­სუ­ლი და ის­ტო­რია აქვს. ერ­თა­დერ­თი, რაც მათ აერ­თი­ა­ნებთ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის "ხან­დაზ­მუ­ლო­ბაა."

აფ­რი­კა­ში, რამ­დე­ნი­მე ათე­ულ­წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბა ახა­ლი არ არის. არც რო­ბერტ მუ­გა­ბეა ერ­თა­დერ­თი პო­ლი­ტი­კო­სი, ვინც პრე­ზი­დენ­ტის სა­ვარ­ძელ­ში 40 წელი იჯდა... თით­ქმის ყვე­ლა პრე­ზი­დენ­ტი ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შე­დე­გად მო­დი­ო­და, ასე ხდე­ბო­და 70-იანი წლე­ბი­დან და ეს ტენ­დენ­ცია დღემ­დე გრძელ­დე­ბა...

ტე­ო­დორ ობი­ანგ ნგე­მა მბა­სო­გი ეკ­ვა­ტო­რუ­ლი გვი­ნე­ას პრე­ზი­დენ­ტია 1979 წლის 3 აგ­ვის­ტო­დან... ეს აფ­რი­კე­ლი ხან­დაზ­მუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის რე­კორ­დია. ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ისე­თი შემ­თხვე­ვა იყო, რო­დე­საც ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს, ერ­თა­დერთ კან­დი­და­ტად იყ­რი­და კენ­ჭს. ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მისი დიქ­ტა­ტო­რი ბი­ძის­თვის პრე­ზი­დენ­ტის სა­ვარ­ძლის წარ­თმე­ვის შე­დე­გად მო­ვი­და. მან ფრან­სის­კო მა­სი­ა­სა ნგე­მა ღა­ლატ­სა და რამ­დე­ნი­მე სამ­ხედ­რო და­ნა­შა­ულ­ში "ამ­ხი­ლა" და სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯა. 1996 და 2012 წლე­ბის არ­ჩევ­ნებ­ში, ტე­ო­დო­რომ ხმა­თა 97 და 97,5%-ით გა­ი­მარ­ჯვა.

1991 წელს კი, ქვე­ყა­ნა­ში მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი სის­ტე­მაც ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. თუმ­ცა, ამას ხელი არ შე­უშ­ლია, რომ ეკ­ვა­ტო­რულ გვი­ნე­ა­ში მისი პი­როვ­ნუ­ლი კულ­ტი შექ­მნი­ლი­ყო. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია მას ღმერ­თსაც ადა­რებს...

კა­მე­რუ­ნის პრე­ზი­დენ­ტი პოლ ბიია, ქვე­ყა­ნას 1982 წლის 6 ნო­ემ­ბრი­დან მარ­თავს... 35 წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის­თვის ის საკ­მა­ოდ კარ­გად მო­ემ­ზა­და, მისი ქვეყ­ნის კვა­ლო­ბა­ზე (და არა მხო­ლოდ), ძა­ლი­ან კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო, - მან საფ­რან­გეთ­ში, სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა... 1982 წელს პოლ ბიამ მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი აჰ­მად აჰი­ჯო შეც­ვა­ლა, რო­მე­ლიც შემ­დეგ სა­ხელ­მწი­ფოს გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა...

შემ­დეგ ის რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ირ­ჩი­ეს პრე­ზი­დენ­ტო­ბის პოს­ტი­დან, მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე კონ­კუ­რენ­ტებს დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით მო­უ­გო. ბევ­რი მას დიქ­ტა­ტორს უწო­დებს, თუმ­ცა, ის საფ­რან­გეთ­თან დღემ­დე კარგ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებს და პო­ლი­ტი­კურ ლა­ვი­რე­ბა­საც ახერ­ხებს...

დენი სასუ-ნგეს­სო - კონ­გოს სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კას 1979 წლის თე­ბერ­ვლის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ მარ­თავს, მან ჟო­ა­კი­მა იომ­ბი-ოპან­გის პრე­ზი­დენ­ტო­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტა და ეს პოს­ტი თა­ვად და­ი­კა­ვა. ის ქვე­ყა­ნას 1992 წლის 31 აგ­ვის­ტომ­დე მარ­თავ­და... შემ­დეგ ის მცი­რე ხნით ჩა­მო­შორ­და პრე­ზი­დენ­ტის პოსტს, თუმ­ცა, აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში რჩე­ბო­და, - 1997 წლი­დან კონ­გოს პრე­ზი­დენ­ტად ისევ დენი სასუ-ნგე­სო მო­ვი­და... 2002 წელს სასუ-ნგე­სო კვლავ აირ­ჩი­ეს პრე­ზი­დენ­ტად ხმა­თა 90 პრო­ცენ­ტით. ჯერ­ჯე­რო­ბით ბოლო არ­ჩევ­ნებ­ში კონ­გო­ში ისევ სასუ-ნგე­სო გახ­და პრე­ზი­დენ­ტი.

მის­მა მე­გობ­რებ­მა ის კონ­გოს მე­მარ­ცხე­ნე პარ­ტი­ის ლი­დე­რა­დაც აღი­ა­რეს. დენი სასუ-ნგე­სოს ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და საბ­ჭო­თა კავ­შირ­თან, კონ­გო­ში სო­ცი­ა­ლიზ­მის მშე­ნებ­ლო­ბა­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, თუმ­ცა, იმავდრო­უ­ლად კარგ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებ­და და­სავ­ლეთ­თან.

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩოვნთან. ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის­თვის ალ­ღოს აღე­ბა არ გას­ჭირ­ვე­ბია, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­ა­ცხა­და და თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და­ა­ა­ნონ­სა. მან ოპო­ნენ­ტებს და­უთ­მო არე­ა­ლი და ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი პას­კალ ლი­სა­ბო­ნე გახ­და, რო­მელ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად, ქვე­ყა­ნა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი და­ი­წყო.

ან­გოლ­ქს დახ­მა­რე­ბით, ამ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ისევ დენი სასუ-ნგე­სომ გა­ი­მარ­ჯვა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუნ­და. მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი სის­ტე­მის მი­უ­ხე­და­ვად, მან მა­ინც შეძ­ლო მთლი­ა­ნი ძა­ლა­უფ­ლე­ბა მის ხელ­ში მოქ­ცე­უ­ლი­ყო.

ომარ ჰა­სან აჰ­მად ალ-ბა­ში­რი სუ­და­ნის პრე­ზი­დენტს პოსტზე 1993 წლის 16 ოქ­ტომ­ბერს მო­ვი­და. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მე­ო­მა­რი ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შე­დე­გად 1989 წელს მო­ვი­და. შე­დე­გად, სუ­დან­ში რამ­დე­ნი­მე სის­ხლისმღვრე­ლი კონ­ფლიქ­ტი მოხ­და და მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ა­ნი იყო, დერ­ფუ­რის ბრძო­ლა, სა­დაც 200-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი იმ ტრა­გე­დი­ას ალ ბა­შარს უკავ­ში­რებ­დნენ და მას გე­ნო­ციდ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. მის და­სა­პა­ტიმ­რებ­ლად ორ­დე­რიც იყო გა­ცე­მუ­ლი. და­სავ­ლე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მას თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცუდ დიქ­ტა­ტო­რად ასა­ხე­ლე­ბენ... ალ-ბა­შირ­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში სამ­ჯერ, 1996, 2000 და 2010 წლებ­ში დიდი პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით გა­ი­მარ­ჯვა...

იო­ვე­რი კა­გუ­ტა მუ­სე­ვე­ნი უგან­დას პრე­ზი­დენ­ტო­ბის სა­თა­ვე­ში 1986 წლის 29 იან­ვარს მო­ვი­და და ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში 31 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო. ის მდი­და­რი ოჯა­ხი­დან იყო, მარ­ქსის­ტულ იდე­ებს იზი­ა­რებ­და და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იდი ამი­ნას დიქ­ტა­ტო­რულ რე­ჟიმს ებ­რძო­და... დიქ­ტა­ტო­რუ­ლი რე­ჟი­მის დამ­ხო­ბის შემ­დეგ, სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლებ­მა უკვე ერ­თმა­ნეთ­ში და­ი­წყეს ბრძო­ლა, რაც სა­მო­ქა­ლა­ქო ომში გა­და­ი­ზარ­და.

იო­ვე­რი კა­გუ­ტა მუ­სე­ვე­ნიმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბი გა­ა­ტა­რა, რო­მელ­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­აძ­ლი­ე­რა უგან­და. ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან პრე­ტენ­ზი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მუ­სე­ვე­ნი მა­ინც დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ამის შე­დე­გია მისი ბოლო გა­მარ­ჯვე­ბა, - 2016 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მან საკ­მა­ოდ დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით გა­ი­მარ­ჯვა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

აფრიკის ყველაზე "დღეგრძელი" პრეზიდენტები

აფრიკის ყველაზე "დღეგრძელი" პრეზიდენტები

ზიმბაბვეს პრეზიდენტმა 40-წლიანი მმართველობის შემდეგ პოსტი დატოვა. საქმე ის არის, რომ მუგამბეს წასვლის შემდეგ, მაღალ თანამდებობებზე რჩებიან რამდენიმე "დღეგრძელი" აფრიკელი მაღალჩინოსნები... ყველა მათგანს განსხვავებული წარსული და ისტორია აქვს. ერთადერთი, რაც მათ აერთიანებთ, ხელისუფლებაში ყოფნის "ხანდაზმულობაა."

აფრიკაში, რამდენიმე ათეულწლიანი მმართველობა ახალი არ არის. არც რობერტ მუგაბეა ერთადერთი პოლიტიკოსი, ვინც პრეზიდენტის სავარძელში 40 წელი იჯდა... თითქმის ყველა პრეზიდენტი ქვეყნის სათავეში სამხედრო გადატრიალების შედეგად მოდიოდა, ასე ხდებოდა 70-იანი წლებიდან და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება...

ტეოდორ ობიანგ ნგემა მბასოგი ეკვატორული გვინეას პრეზიდენტია 1979 წლის 3 აგვისტოდან... ეს აფრიკელი ხანდაზმული პოლიტიკოსებისთვის რეკორდია. ქვეყნის ისტორიაში ისეთი შემთხვევა იყო, როდესაც ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ერთადერთ კანდიდატად იყრიდა კენჭს. ის ხელისუფლებაში, მისი დიქტატორი ბიძისთვის პრეზიდენტის სავარძლის წართმევის შედეგად მოვიდა. მან ფრანსისკო მასიასა ნგემა ღალატსა და რამდენიმე სამხედრო დანაშაულში "ამხილა" და სიკვდილით დასაჯა. 1996 და 2012 წლების არჩევნებში, ტეოდორომ ხმათა 97 და 97,5%-ით გაიმარჯვა.

1991 წელს კი, ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემაც ჩამოაყალიბა. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, რომ ეკვატორულ გვინეაში მისი პიროვნული კულტი შექმნილიყო. ადგილობრივი მედია მას ღმერთსაც ადარებს...

კამერუნის პრეზიდენტი პოლ ბიია, ქვეყანას 1982 წლის 6 ნოემბრიდან მართავს... 35 წლიანი მმართველობისთვის ის საკმაოდ კარგად მოემზადა, მისი ქვეყნის კვალობაზე (და არა მხოლოდ), ძალიან კარგი განათლება მიიღო, - მან საფრანგეთში, სორბონის უნივერსიტეტი დაამთავრა... 1982 წელს პოლ ბიამ მაშინდელი პრეზიდენტი აჰმად აჰიჯო შეცვალა, რომელიც შემდეგ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა...

შემდეგ ის რამდენჯერმე გადაირჩიეს პრეზიდენტობის პოსტიდან, მაგრამ ყოველ ჯერზე კონკურენტებს დიდი უპირატესობით მოუგო. ბევრი მას დიქტატორს უწოდებს, თუმცა, ის საფრანგეთთან დღემდე კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს და პოლიტიკურ ლავირებასაც ახერხებს...

დენი სასუ-ნგესსო - კონგოს სახალხო რესპუბლიკას 1979 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მართავს, მან ჟოაკიმა იომბი-ოპანგის პრეზიდენტობა გააპროტესტა და ეს პოსტი თავად დაიკავა. ის ქვეყანას 1992 წლის 31 აგვისტომდე მართავდა... შემდეგ ის მცირე ხნით ჩამოშორდა პრეზიდენტის პოსტს, თუმცა, აქტიურ პოლიტიკაში რჩებოდა, - 1997 წლიდან კონგოს პრეზიდენტად ისევ დენი სასუ-ნგესო მოვიდა... 2002 წელს სასუ-ნგესო კვლავ აირჩიეს პრეზიდენტად ხმათა 90 პროცენტით. ჯერჯერობით ბოლო არჩევნებში კონგოში ისევ სასუ-ნგესო გახდა პრეზიდენტი.

მისმა მეგობრებმა ის კონგოს მემარცხენე პარტიის ლიდერადაც აღიარეს. დენი სასუ-ნგესოს ახლო ურთიერთობა ჰქონდა საბჭოთა კავშირთან, კონგოში სოციალიზმის მშენებლობასაც ხელმძღვანელობდა, თუმცა, იმავდროულად კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა დასავლეთთან.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ახლო ურთიერთობა ჰქონდა მიხეილ გორბაჩოვნთან. ახალი გარემოებებისთვის ალღოს აღება არ გასჭირვებია, დემოკრატიული ცვლილებები გამოაცხადა და თავისუფალი არჩევნები დააანონსა. მან ოპონენტებს დაუთმო არეალი და ქვეყნის პრეზიდენტი პასკალ ლისაბონე გახდა, რომელთან დაპირისპირების შედეგად, ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო.

ანგოლქს დახმარებით, ამ დაპირისპირებაში ისევ დენი სასუ-ნგესომ გაიმარჯვა და ხელისუფლებაში დაბრუნდა. მრავალპარტიული სისტემის მიუხედავად, მან მაინც შეძლო მთლიანი ძალაუფლება მის ხელში მოქცეულიყო.

ომარ ჰასან აჰმად ალ-ბაშირი სუდანის პრეზიდენტს პოსტზე 1993 წლის 16 ოქტომბერს მოვიდა. პროფესიონალი მეომარი ქვეყნის სათავეში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად 1989 წელს მოვიდა. შედეგად, სუდანში რამდენიმე სისხლისმღვრელი კონფლიქტი მოხდა და მათ შორის, ყველაზე სისხლიანი იყო, დერფურის ბრძოლა, სადაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

საერთაშორისო ორგანიზაციები იმ ტრაგედიას ალ ბაშარს უკავშირებდნენ და მას გენოციდში ადანაშაულებდნენ. მის დასაპატიმრებლად ორდერიც იყო გაცემული. დასავლელი ჟურნალისტები მას თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ დიქტატორად ასახელებენ... ალ-ბაშირმა საპრეზიდენტო არჩევნებში სამჯერ, 1996, 2000 და 2010 წლებში დიდი პროცენტული მაჩვენებლით გაიმარჯვა...

იოვერი კაგუტა მუსევენი უგანდას პრეზიდენტობის სათავეში 1986 წლის 29 იანვარს მოვიდა და ქვეყნის სათავეში 31 წლის განმავლობაში იყო. ის მდიდარი ოჯახიდან იყო, მარქსისტულ იდეებს იზიარებდა და წლების განმავლობაში იდი ამინას დიქტატორულ რეჟიმს ებრძოდა... დიქტატორული რეჟიმის დამხობის შემდეგ, სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა უკვე ერთმანეთში დაიწყეს ბრძოლა, რაც სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

იოვერი კაგუტა მუსევენიმ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეკონომიკური რეფორმები გაატარა, რომელმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა უგანდა. ოპოზიციის მხრიდან პრეტენზიების მიუხედავად, მუსევენი მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამის შედეგია მისი ბოლო გამარჯვება, - 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან საკმაოდ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"