ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე მმართველი პარტიის ხელმძღვანელის პოსტიდან გადააყენეს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
დღეს ზიმბაბვეში მმართველი პარტიის „ზიმბაბვეს ეროვნული კავშირი - პატრიოტული ფრონტის“ ცენტრალური კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელზეც 93 წლის რობერტ მუგაბე პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადააყენეს.
აღსანიშნავია, რომ პარტიის ახალ ხელმძღვანელად ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა დაინიშნა.
15 ნოემბერს, ზიმბაბვეს სამხედროებმა მძევლად აიყვანეს ქვეყნის პრეზიდენტი რობერტ მუგაბე და მისი დაცვის წევრები.
ნოემბრის დასაწყისში 93 წლის რობერტ მუგაბემ თანამდებობიდან გაათავისუფლა თავისი მოადგილე, ემერსონ მნანგაგვა, რომელიც მის სავარაუდო მემკვიდრედ ითვლებოდა.