მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოხუმში "ბრეხალოვკასთვის" სახელის გადარქმევაზე ლაპარაკობენ
სოხუმში "ბრეხალოვკასთვის" სახელის გადარქმევაზე ლაპარაკობენ

სო­ხუმ­ში ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რე­ბელ­თა საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლის­თვის სა­ხე­ლის გა­დარ­ქმე­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დი­ან. ქა­ლა­ქის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის თქმით, "ბრე­ხა­ლოვ­კა" - ად­გი­ლი, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ყა­ვის და­სა­ლე­ვად იკ­რი­ბე­ბი­ან, მუ­ჰა­ჯი­რე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­ნა­პი­როს­თან ახ­ლოს არის და ასე­თი "გა­დას­ვლა" მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა უკვე ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და­ი­წყეს. რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ად­გილს რა­ი­მე უფრო შე­სა­ბა­მი­სი სა­ხე­ლი უნდა მო­უ­ძებ­ნონ.

Апсныпресс-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იდე­ის ერთ-ერთი ინი­ცი­ა­ტო­რია აფხა­ზე­თის ე.წ. რეს­პუბ­ლი­კუ­რი კო­მი­ტე­ტის კულ­ტუ­რის მუ­შა­კი პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბი­დან, გუ­რამ ბაზ­ბა, რო­მელ­საც ამ ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თა­ვი­სი არ­გუ­მენ­ტე­ბი აქვს.

"ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ა­ნის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად საყ­ვა­რე­ლი ყა­ვის და­სა­ლე­ვი ად­გი­ლი, ზღვის სა­ნა­პი­როს­თან, სას­ტუმ­რო "რი­ცას" მო­პირ­და­პი­რედ, მუ­ჰა­ჯი­რე­ბი­სა და ლეონ მე­ფის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ო­იბს. ეს არის უნი­კა­ლუ­რი ად­გი­ლი. იქ­ვეა, სა­დაც აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცია.

მის პირ­და­პირ კი აფხა­ზი ხალ­ხის­თვის ორი ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კულ­ტუ­რუ­ლი ძეგლი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს ყა­ვის და­სა­ლე­ვი ად­გი­ლი პირ­ვე­ლია აფხა­ზეთ­ში და სა­ხე­ლი "ბრე­ხა­ლოვ­კა" მის გარ­შე­მო არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას ვერ პა­სუ­ხობს", - ირ­წმუ­ნე­ბა ბაზ­ბა.

მი­სი­ვე თქმით, აფხა­ზეთ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად კი სო­ხუმ­ში, უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი სტუ­მა­რი ჩა­მო­დის, მათ შო­რის მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­დან და იქი­დან არა­ვინ წა­სუ­ლა ისე, რომ სა­ნა­პი­რო­ზე, ბრე­ხა­ლოვ­კის ყავა არ და­ა­გე­მოვ­ნოს.

"დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბი და სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით სტუმ­რო­ბენ მას­პინ­ძლე­ბის მიერ რე­კო­მენ­დე­ბულ ად­გილს სა­ნა­პი­რო­ზე, ასე­ვე, მი­ირ­თმე­ვენ ცხელ და გა­მორ­ჩე­უ­ლად არო­მა­ტულ ყა­ვას აღ­მო­სავ­ლუ­რად. ამ დროს კი წარ­წე­რა "ბრე­ხა­ლოვ­კა" არა­ფერს ეუბ­ნე­ბა მათ, ცა­რი­ე­ლი ლაყ­ბო­ბა, ტყუ­ი­ლი, სი­სუ­ლე­ლე.

შემ­დეგ კი, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ისე უცხო­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი წე­რენ, რომ ეს საქ­მი­ა­ნი სა­უ­ბა­რი სა­ნა­პი­რო­ზე "ბრე­ხა­ლოვ­კა­ში" გა­ი­მარ­თა. ად­გი­ლობ­რივ­თა დიდი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ეს სა­მარ­ცხვი­ნო და არას­წო­რია", - ამ­ბობს ბაზ­ბა.

"ბრე­ხა­ლოვ­კა­ში" ყა­ვის და­ლე­ვის სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე უარი არც მიმ­დი­ნა­რე წლის გა­ზა­ფხულ­ზე სო­ხუმ­ში ჩა­სულ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ სერ­გეი ლავ­როვს უთ­ქვამს. მან ქვი­შა­ზე მო­დუ­ღე­ბუ­ლი ყავა და­ა­გე­მოვ­ნა და ად­გი­ლობ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ყა­ვა­ზე მი­ი­პა­ტი­ჟა. მის­მა იუ­მორ­ნა­რევ­მა რეპ­ლი­კამ - ჰქონ­დათ თუ არა იქ დას­ხდო­მის უფ­ლე­ბა ქალ­ბა­ტო­ნებ­საც, - ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ერთ ნა­წილ­ში აგ­რე­სი­აც გა­მო­იწ­ვია.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ხუ­მის "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის" შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის მი­მარ­თვას ამ­ზა­დე­ბენ: "ჩვენ გთა­ვა­ზობთ შევ­ცვა­ლოთ და­სა­ხე­ლე­ბა ბრე­ხა­ლოვ­კა, არის რამ­დე­ნი­მე ვერ­სია, მა­გა­ლი­თად, "იუ­მო­რის ად­გი­ლი", ან სუ­ლაც, რო­მე­ლი­მე ზღაპ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟის სა­ხე­ლი, თუნ­დაც, "ტა­ჩკუ­მი". ან ისე­თი ზო­გა­დი სა­ხე­ლე­ბი, რო­გო­რიც არის "ზღვას­თან", "კო­ლო­ნა­დას­თან". ეს ბევ­რი რა­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­მარ­თლე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბო­და".

ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას ად­გი­ლობ­რი­ვებ­ში უკვე ჰყავს უამ­რა­ვი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე. მათ მი­აჩ­ნი­ათ, რომ ეს არის ერთ-ერთი მო­რი­გი სუ­ლე­ლუ­რი წა­მო­წყე­ბა, რო­მელ­საც იმე­დია, ად­მი­ნის­ტრა­ცია არ აჰ­ყვე­ბა.

"ეს არის ყვე­ლა­ზე არა­სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ნა­ცხა­დი, რაც კი ბო­ლოს დროს გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლა. თით­ქოს სხვა სა­და­რე­ბე­ლი არ გვქონ­დეს, - ქვე­ყა­ნა თავ­ზე გვენგრე­ვა და ესე­ნი ყა­ვის და­სა­ლე­ვი ად­გი­ლის­თვის სა­ხე­ლის შეც­ვლა­ზე ფიქ­რო­ბენ, მგო­ნი, რაც კი სო­ხუ­მი არ­სე­ბობს, ის სა­ხე­ლიც არ­სე­ბობს. ეს არა­ვი­თარ ლო­გი­კა­ში არ ჯდე­ბა...

გუ­და­უ­თა­ში ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლეს, 30-ზე მეტი ტყვია აქვს მოხ­ვედ­რი­ლი, სხვა­დას­ხვა მო­დე­ლის ია­რა­ღი­დან, რაც ნიშ­ნავს, რომ რამ­დე­ნი­მე ერ­თად ეს­რო­და. პა­ტივ­ცე­მუ­ლო უსაქ­მუ­რე­ბო, გსმე­ნი­ათ ამა­ზე რამე?", - წე­რენ აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI. GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სოხუმში "ბრეხალოვკასთვის" სახელის გადარქმევაზე ლაპარაკობენ

სოხუმში "ბრეხალოვკასთვის" სახელის გადარქმევაზე ლაპარაკობენ

სოხუმში ქალაქის მაცხოვრებელთა საყვარელი ადგილისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივით გამოდიან. ქალაქის ამჟამინდელი მაცხოვრებლების თქმით, "ბრეხალოვკა" - ადგილი, სადაც ადამიანები ყავის დასალევად იკრიბებიან, მუჰაჯირების სახელობის სანაპიროსთან ახლოს არის და ასეთი "გადასვლა" მათთვის მიუღებელია.

ამ ინიციატივის მხარდამჭერებმა უკვე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ადგილს რაიმე უფრო შესაბამისი სახელი უნდა მოუძებნონ.

Апсныпресс-ის ინფორმაციით, იდეის ერთ-ერთი ინიციატორია აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკური კომიტეტის კულტურის მუშაკი პროფესიული კავშირებიდან, გურამ ბაზბა, რომელსაც ამ ცვლილებასთან დაკავშირებით, თავისი არგუმენტები აქვს.

"ყველა ასაკის ადამიანისთვის გამორჩეულად საყვარელი ყავის დასალევი ადგილი, ზღვის სანაპიროსთან, სასტუმრო "რიცას" მოპირდაპირედ, მუჰაჯირებისა და ლეონ მეფის ქუჩაზე მდებარეოიბს. ეს არის უნიკალური ადგილი. იქვეა, სადაც აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენცია.

მის პირდაპირ კი აფხაზი ხალხისთვის ორი ძალზე მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლი. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყავის დასალევი ადგილი პირველია აფხაზეთში და სახელი "ბრეხალოვკა" მის გარშემო არსებულ რეალობას ვერ პასუხობს", - ირწმუნება ბაზბა.

მისივე თქმით, აფხაზეთში, კონკრეტულად კი სოხუმში, უამრავი ცნობილი სტუმარი ჩამოდის, მათ შორის მეგობარი სახელმწიფოებიდან და იქიდან არავინ წასულა ისე, რომ სანაპიროზე, ბრეხალოვკის ყავა არ დააგემოვნოს.

"დელეგაციის წევრები და სახელმწიფოს წარმომადგენლები სიამოვნებით სტუმრობენ მასპინძლების მიერ რეკომენდებულ ადგილს სანაპიროზე, ასევე, მიირთმევენ ცხელ და გამორჩეულად არომატულ ყავას აღმოსავლურად. ამ დროს კი წარწერა "ბრეხალოვკა" არაფერს ეუბნება მათ, ცარიელი ლაყბობა, ტყუილი, სისულელე.

შემდეგ კი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ჟურნალისტები წერენ, რომ ეს საქმიანი საუბარი სანაპიროზე "ბრეხალოვკაში" გაიმართა. ადგილობრივთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს სამარცხვინო და არასწორია", - ამბობს ბაზბა.

"ბრეხალოვკაში" ყავის დალევის სიამოვნებაზე უარი არც მიმდინარე წლის გაზაფხულზე სოხუმში ჩასულ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს უთქვამს. მან ქვიშაზე მოდუღებული ყავა დააგემოვნა და ადგილობრივი ქალბატონები ყავაზე მიიპატიჟა. მისმა იუმორნარევმა რეპლიკამ - ჰქონდათ თუ არა იქ დასხდომის უფლება ქალბატონებსაც, - ადგილობრივების ერთ ნაწილში აგრესიაც გამოიწვია.

ადგილობრივები სოხუმის "ადმინისტრაციისთვის" შემდეგი შინაარსის მიმართვას ამზადებენ: "ჩვენ გთავაზობთ შევცვალოთ დასახელება ბრეხალოვკა, არის რამდენიმე ვერსია, მაგალითად, "იუმორის ადგილი", ან სულაც, რომელიმე ზღაპრული პერსონაჟის სახელი, თუნდაც, "ტაჩკუმი". ან ისეთი ზოგადი სახელები, როგორიც არის "ზღვასთან", "კოლონადასთან". ეს ბევრი რამის გათვალისწინებით, გამართლებული ნაბიჯი იქნებოდა".

ამ ინიციატივას ადგილობრივებში უკვე ჰყავს უამრავი მოწინააღმდეგე. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის ერთ-ერთი მორიგი სულელური წამოწყება, რომელსაც იმედია, ადმინისტრაცია არ აჰყვება.

"ეს არის ყველაზე არასერიოზული განაცხადი, რაც კი ბოლოს დროს გახმოვანებულა. თითქოს სხვა სადარებელი არ გვქონდეს, - ქვეყანა თავზე გვენგრევა და ესენი ყავის დასალევი ადგილისთვის სახელის შეცვლაზე ფიქრობენ, მგონი, რაც კი სოხუმი არსებობს, ის სახელიც არსებობს. ეს არავითარ ლოგიკაში არ ჯდება...

გუდაუთაში ადამიანი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს, 30-ზე მეტი ტყვია აქვს მოხვედრილი, სხვადასხვა მოდელის იარაღიდან, რაც ნიშნავს, რომ რამდენიმე ერთად ესროდა. პატივცემულო უსაქმურებო, გსმენიათ ამაზე რამე?", - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში.

ლალი პაპასკირი

AMBEBI. GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"