მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნების" მხარდაჭერის გამო, 4 თვის ორსულს მანქანის დაჯახებით მემუქრებოდნენ - გაიცანით საკრებულოს ახალგაზრდა წევრი თინათინ ნიბლოშვილი
"ქართული ოცნების" მხარდაჭერის გამო, 4 თვის ორსულს მანქანის დაჯახებით მემუქრებოდნენ - გაიცანით საკრებულოს ახალგაზრდა წევრი თინათინ ნიბლოშვილი

თი­ნა­თინ ნიბ­ლოშ­ვი­ლი საკ­რე­ბუ­ლოს ახა­ლი წევ­რია. ის პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია, მისი კა­რი­ე­რა სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტურ გა­ზეთ "ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტში" და­ი­წყო, შემ­დეგ იყო პრო­ტეს­ტი ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ უსა­მარ­თლო რე­ჟიმ­ზე, მუ­ქა­რა, შან­ტა­ჟი, და­ში­ნე­ბა, თუმ­ცა, არა­ფერს შე­უ­შინ­და. "რე­ი­ტინ­გი" თი­ნა­თინ ნიბ­ლოშ­ვილს უფრო ახ­ლო­დან გა­გაც­ნობთ.

- თი­ნა­თინ, თქვენს შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ...

- სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი, იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე, მა­შინ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობ­და აქ­ტი­უ­რად ჩა­რა­თუ­ლი­ყო სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბა­ში. ასე ვთქვათ, სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სა­ხით ერთ-ერთი ფლან­გი შე­ექ­მნა. იმ პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბი და მე­გობ­რებ­თან ერ­თად და­ვი­წყეთ კრი­ტი­კუ­ლი სტა­ტი­ე­ბის წერა, სტუ­დენ­ტებ­მა ყვე­ლაფ­რის გულ­ღი­ად და ალა­ლად გაპ­რო­ტეს­ტე­ბა და­ვი­წყეთ. სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო ჩემი აქ­ტი­უ­რი

სა­მო­ქა­ლა­ქო ცხოვ­რე­ბა.

- მა­შინ გან­სხა­ვა­ვე­ბუ­ლებს დევ­ნიდ­ნენ, არ გე­ში­ნო­დათ?

- კი ბა­ტო­ნო, იყო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის დევ­ნა, მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი შეხ­ვედ­რე­ბი. მა­შინ­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი კუ­რი­რებ­დნენ სტუ­დენ­ტურ თვით­მმარ­თვე­ლო­ბას... აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მოვ­ხვდი ოპო­ზი­ცი­ა­ში. ეს იყო 2004 -2005 წწ . შემ­დეგ ახალ­გაზ­რდებ­მა, ვი­საც გვქონ­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია შევ­ქმე­ნით. სა­დაც შე­მო­ვიკ­რი­ბეთ სტუ­დენ­ტე­ბი და ვაპ­რო­ტეს­ტებ­დით იმ ქმე­დე­ბეს, რაც ხდე­ბო­და ზო­გა­დად უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ამას მოჰ­ყვა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბე­ბი, მოკ­ლედ რომ ვთქვათ, გირ­გვლი­ა­ნი და ა.შ. მერე იყო კი­დევ ერთი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნა­ი­ზა­ცია, სა­დაც სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით კი­დევ უფრო ვვი­თარ­დე­ბო­დით. მოკ­ლედ ბეჭ­დუ­რი მე­დი­ი­დან ჩემი კა­რი­ე­რა გაგ­რძელ­და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რებ­ში. პა­რა­ლე­ლუ­რად იუ­რის­ტად ვმუ­შა­ობ­დი ერთ-ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში. შემ­დეგ და­ვა­ფუძ­ნეთ "ახალ­გაზ­რდა ად­ვო­კა­ტე­ბი" და გავ­ხდი ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი. რა­ღაც პე­რი­ო­დი ვმუ­შა­ობ­დი ად­ვო­კა­ტა­დაც. მაგ­რამ ეს არ იყო ჩემი საქ­მე.

- რა­ტომ?

- ზო­გა­დად თა­ვი­დან­ვე იყო ჩემი მო­წო­დე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის კუ­თხით არ გან­ვა­ვი­თა­რე ჩემი თავი და ისევ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი ავირ­ჩიე. 2012 წელს უკვე აქ­ტი­უ­რად ჩა­ვე­ბი პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში და ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პარ­ტი­ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­ფუძ­ნე­ბის დღეს, რო­მე­ლიც სა­ჯა­როდ გა­მო­ვე­დი და სა­კუ­თა­რი მხარ­და­ჭე­რა და­ვა­ფიქ­სი­რე. ამას მოჰ­ყვა მძაფ­რი და­მუქ­რე­ბა. მა­შინ ბავ­შვს ვე­ლო­დე­ბო­დი, 4 თვის ფეხ­მძი­მე ვი­ყა­ვი, რო­დე­საც და­ვამ­თავ­რე სი­ტყვით გა­მოს­ვლა, ტე­ლე­ფონ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და ზარი და ვი­ღაც პი­როვ­ნე­ბე­ბი მან­ქა­ნის და­ჯა­ხე­ბით და­მე­მუქრნენ. ამ პე­რი­ოდ­მაც ჩა­ი­ა­რა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მო­ვი­და. მე პარ­ტი­ას­თან ისე­თი მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცია არ მქო­ნია, ისევ გა­ვაგ­რძე­ლე არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ში მუ­შა­ო­ბა. შემ­დეგ უკვე პო­ლიტ-პა­ტიმ­რე­ბის ამ­ბე­ბი იყო. ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­ვერ­თი­ან­დი უკვე "სა­მო­ქა­ლა­ქო ჩარ­თუ­ლო­ბის ცენ­ტრის" ირ­გვლივ და სე­რი­ო­ზუ­ლად და­ვი­წყეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. ვი­ყა­ვი რამ­დე­ნი­მე მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი. სა­ინ­ტე­რე­სო პე­რი­ო­დი იყო, რად­გან არა­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით განვვი­თარ­დი, რო­გორც იუ­რის­ტი, პი­როვ­ნე­ბა და ბევრ სფე­რო­ში სიღ­რმი­სე­უ­ლად ჩა­ვი­ხე­დე. ეს პე­რი­ო­დი გაგ­რძელ­და 3 წელი. პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობ­დი ტე­ლე­კო­მა­ნია "ჯი­დი­ეს­ში", სა­დაც სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, "20:30"-ის ერთ-ერთ ანა­ლი­ტი­კო­სად მი­მიწ­ვი­ეს. შემ­დეგ უკვე მი­ვი­ღე შე­მო­ა­თა­ვა­ზე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პარ­ტი­ის­გან, რომ პარ­ტი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. 2015 წელს გად­მო­ვე­დი ვა­კის შტაბ­ში და დღემ­დე აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"ქართული ოცნების" მხარდაჭერის გამო, 4 თვის ორსულს მანქანის დაჯახებით მემუქრებოდნენ - გაიცანით საკრებულოს ახალგაზრდა წევრი თინათინ ნიბლოშვილი

"ქართული ოცნების" მხარდაჭერის გამო, 4 თვის ორსულს მანქანის დაჯახებით მემუქრებოდნენ - გაიცანით საკრებულოს ახალგაზრდა წევრი თინათინ ნიბლოშვილი

თინათინ ნიბლოშვილი საკრებულოს ახალი წევრია. ის პროფესიით იურისტია, მისი კარიერა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ გაზეთ "ახალგაზრდა იურისტში" დაიწყო, შემდეგ იყო პროტესტი ქვეყანაში არსებულ უსამართლო რეჟიმზე, მუქარა, შანტაჟი, დაშინება, თუმცა, არაფერს შეუშინდა. "რეიტინგი" თინათინ ნიბლოშვილს უფრო ახლოდან გაგაცნობთ.

- თინათინ, თქვენს შესახებ გვიამბეთ...

- სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, იურიდიულ ფაკულტეტზე, მაშინ "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურად ცდილობდა აქტიურად ჩარათულიყო სტუდენტურ ცხოვრებაში. ასე ვთქვათ, სტუდენტური თვითმმართველობის სახით ერთ-ერთი ფლანგი შეექმნა. იმ პერიოდში ჩამოყალიბდა სტუდენტური თვითმმართველობები და მეგობრებთან ერთად დავიწყეთ კრიტიკული სტატიების წერა, სტუდენტებმა ყველაფრის გულღიად და ალალად გაპროტესტება დავიწყეთ. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი აქტიური

სამოქალაქო ცხოვრება.

- მაშინ განსხავავებულებს დევნიდნენ, არ გეშინოდათ?

- კი ბატონო, იყო განსხვავებული აზრის დევნა, მუქარის შემცველი შეხვედრები. მაშინდელი პოლიტიკური ძალები კურირებდნენ სტუდენტურ თვითმმართველობას... აქედან გამომდინარე, მოვხვდი ოპოზიციაში. ეს იყო 2004 -2005 წწ . შემდეგ ახალგაზრდებმა, ვისაც გვქონდა განსხვავებული აზრი, არასამთავრობო ორგანიზაცია შევქმენით. სადაც შემოვიკრიბეთ სტუდენტები და ვაპროტესტებდით იმ ქმედებეს, რაც ხდებოდა ზოგადად უნივერსიტეტში. ამას მოჰყვა გახმაურებული მკვლელობები, მოკლედ რომ ვთქვათ, გირგვლიანი და ა.შ. მერე იყო კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანაიზაცია, სადაც სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო ვვითარდებოდით. მოკლედ ბეჭდური მედიიდან ჩემი კარიერა გაგრძელდა არასამთავრობო სექტორებში. პარალელურად იურისტად ვმუშაობდი ერთ-ერთ ორგანიზაციაში. შემდეგ დავაფუძნეთ "ახალგაზრდა ადვოკატები" და გავხდი ასოციაციის წევრი. რაღაც პერიოდი ვმუშაობდი ადვოკატადაც. მაგრამ ეს არ იყო ჩემი საქმე.

- რატომ?

- ზოგადად თავიდანვე იყო ჩემი მოწოდება ადამიანის უფლებების დაცვა, საადვოკატო საქმიანობის კუთხით არ განვავითარე ჩემი თავი და ისევ არასამთავრობო სექტორი ავირჩიე. 2012 წელს უკვე აქტიურად ჩავები პოლიტიკურ ცხოვრებაში და ერთ-ერთი პირველი ვიყავი ბიძინა ივანიშვილის პარტიის "ქართული ოცნების" დაფუძნების დღეს, რომელიც საჯაროდ გამოვედი და საკუთარი მხარდაჭერა დავაფიქსირე. ამას მოჰყვა მძაფრი დამუქრება. მაშინ ბავშვს ველოდებოდი, 4 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როდესაც დავამთავრე სიტყვით გამოსვლა, ტელეფონზე განხორციელდა ზარი და ვიღაც პიროვნებები მანქანის დაჯახებით დამემუქრნენ. ამ პერიოდმაც ჩაიარა, ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა. მე პარტიასთან ისეთი მჭიდრო კომუნიკაცია არ მქონია, ისევ გავაგრძელე არასამთავრობო სექტორში მუშაობა. შემდეგ უკვე პოლიტ-პატიმრების ამბები იყო. ჩემს მეგობრებთან ერთად გავერთიანდი უკვე "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" ირგვლივ და სერიოზულად დავიწყეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სხვადასხვა პროექტები განვახორციელეთ. ვიყავი რამდენიმე მასშტაბური პროექტის ხელმძღვანელი. საინტერესო პერიოდი იყო, რადგან არაერთი მიმართულებით განვვითარდი, როგორც იურისტი, პიროვნება და ბევრ სფეროში სიღრმისეულად ჩავიხედე. ეს პერიოდი გაგრძელდა 3 წელი. პარალელურ რეჟიმში ვმუშაობდი ტელეკომანია "ჯიდიესში", სადაც სამართლის მიმართულებით, "20:30"-ის ერთ-ერთ ანალიტიკოსად მიმიწვიეს. შემდეგ უკვე მივიღე შემოათავაზება "ქართული ოცნების" პარტიისგან, რომ პარტიული საქმიანობა გამეგრძელებინა. 2015 წელს გადმოვედი ვაკის შტაბში და დღემდე აქტიურად ვმუშაობ.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."