Victoria’s Secret-ის 55 მოდელი უკვე ჩინეთშია, მათ შანხაიში პრესკონფერენცია გამართეს. მოდელებს ჯინსები და თეთრი მაისურები ეცვათ.
საერთო ფოტოზე სხვა „ანგელოზებთან“ ერთად არიან ალესანდრა ამბროსიო, ადრიანა ლიმა, სტელა მასკვილი, სარა სამპაიო, კენდის სვეინპოლი.
ფოტოზე არ ჩანან რუსი მოდელები ირინა შარიპოვა, კატია გრიგორიევი და იულია ბელიაკოვა, ასევე - უკრაინელი დაშა ხლისტუნი. მათ ჩინეთმა ვიზა არ მისცა.
Victoria's Secret-ის შოუ 28 ნოემბერს გაიმართება. 2 მლნ დოლარად ღირებულ fantasy bra-ს ლაის რიბეირო წარმოადგენს.