ამერიკულმა გამოცემამ Vogue სერენა უილიამსისა და ალექსის ოჰანიანის ქორწილის რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. საზეიმო ცერემონიალი, რომელსაც არაერთი ვარსკვლავი ესწრებოდა, ნიუ-ორლეანში ხუთშაბათს შედგა.
ჩოგბურთელი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა ალექსანდერ მაკქუინის საქორწილო კაბაში. ხელში ეჭირა თეთრი ვარდების თაიგული, მისი ბრილიანტის სამკაულის ღირებულება კი დაახლოებით 3.5 მლნ დოლარია.
ცერემონიალის დასრულების შემდეგ უილიამსმა „ვერსაჩეს“ ასევე თეთრი კაბა ჩაიცვა.
ჩოგბურთელს სურდა, მისი ქორწილი დისნეის მულტფილმის „ურჩხული და მზეთუნახავი“ თემატიკით გაფორმებულიყო, ამიტომ წვეულება სამეფო მეჯლისს ჰგავდა.