სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოჭში გიგანტური ხაჭაპური მოამზადეს, რომელიც რუსეთის რეკორდების წიგნში შევიდა
სოჭში გიგანტური ხაჭაპური მოამზადეს, რომელიც რუსეთის რეკორდების წიგნში შევიდა

18 ნო­ემ­ბერს სოჭ­ში ქა­ლა­ქის დღე აღ­ნიშ­ნეს და ღო­ნის­ძი­ე­ბა გი­გან­ტუ­რი ხა­ჭა­პუ­რის მომ­ზა­დე­ბით იზე­ი­მეს. ხა­ჭა­პუ­რი რუ­სე­თის რე­კორ­დე­ბის წიგნ­ში შე­ვი­და - ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა. თუმ­ცა, რუ­სუ­ლი მე­დია არა­ფერს წერს იმა­ზე, თუ რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა რუ­სე­თის ზღვის­პი­რა კუ­რორტზე და თა­ნაც მისი შე­ტა­ნა რუ­სე­თის რე­კორ­დე­ბის წიგნ­ში.

აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რის დე­გუს­ტა­ცია ქა­ლა­ქის სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მთა­ვარ მოვ­ლე­ნად იქცა. რო­გორც РИА Новости წერს, გი­გან­ტუ­რი ხა­ჭა­პუ­რი თით­ქმის 38 კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და, მისი სიგ­რძე - 230 სან­ტი­მეტ­რი იყო, სი­გა­ნე - 130 სმ.

"ტექ­ნო­ლო­გებ­მა და მზა­რე­უ­ლებ­მა ხა­ჭა­პუ­რის მზა­დე­ბა დი­ლის 06:00 სა­ა­თი­დან და­ი­წყეს. მო­სამ­ზა­დებ­ლად 12 კგ ფქვი­ლი, 16 კგ ყვე­ლი, 100 კვერ­ცხი და სხვა ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს. პრო­ცეს­ში 10 ადა­მი­ა­ნი იყო ჩარ­თუ­ლი და მათი მიღ­წე­ვა რუ­სე­თის რე­კორ­დე­ბის წიგნ­ში შევა", - აღ­ნიშ­ნა­ვენ სო­ჭის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში.

ხა­ჭა­პუ­რის პრე­ზენ­ტა­ცი­ის შემ­დეგ, მზა­რე­უ­ლებ­მა კერ­ძი დაჭ­რეს და ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე შეკ­რე­ბილ სო­ჭე­ლებს გა­უ­მას­პინ­ძლდნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სოჭში გიგანტური ხაჭაპური მოამზადეს, რომელიც რუსეთის რეკორდების წიგნში შევიდა

სოჭში გიგანტური ხაჭაპური მოამზადეს, რომელიც რუსეთის რეკორდების წიგნში შევიდა

18 ნოემბერს სოჭში ქალაქის დღე აღნიშნეს და ღონისძიება გიგანტური ხაჭაპურის მომზადებით იზეიმეს. ხაჭაპური რუსეთის რეკორდების წიგნში შევიდა - ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. თუმცა, რუსული მედია არაფერს წერს იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტეს ქართული ნაციონალური კერძის მომზადება რუსეთის ზღვისპირა კურორტზე და თანაც მისი შეტანა რუსეთის რეკორდების წიგნში.

აჭარული ხაჭაპურის დეგუსტაცია ქალაქის საზეიმო ღონისძიებების მთავარ მოვლენად იქცა. როგორც РИА Новости წერს, გიგანტური ხაჭაპური თითქმის 38 კილოგრამს იწონიდა, მისი სიგრძე - 230 სანტიმეტრი იყო, სიგანე - 130 სმ.

"ტექნოლოგებმა და მზარეულებმა ხაჭაპურის მზადება დილის 06:00 საათიდან დაიწყეს. მოსამზადებლად 12 კგ ფქვილი, 16 კგ ყველი, 100 კვერცხი და სხვა ინგრედიენტები გამოიყენეს. პროცესში 10 ადამიანი იყო ჩართული და მათი მიღწევა რუსეთის რეკორდების წიგნში შევა", - აღნიშნავენ სოჭის მუნიციპალიტეტში.

ხაჭაპურის პრეზენტაციის შემდეგ, მზარეულებმა კერძი დაჭრეს და ღონისძიებაზე შეკრებილ სოჭელებს გაუმასპინძლდნენ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე