NASA-ს მეცნიერებმა პირველი პროგრამა შექმნეს, რომელსაც მყინვარების დნობის შედეგად დატბორვის სავარაუდო არეალების დადგენა შეუძლია. მკვლევარების მიერ შემუშავებულ პროგრამას პროგნოზის შედეგად იმ ძირითადი ქალაქების დასახელება შეუძლია, რომლებსაც ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრებათ.
პროგრამა დატბორვის სავარაუდო არეალების განსაზღვრისას ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებს ითვალისწინებს, როგორიც საკუთარი ღერძის გარშემო დედამიწის ბრუნვის სიჩქარე და გრავიტაციული ზემოქმედებაა.
"ეს ვირტუალური ინსტრუმენტი ყველა მსხვილი ქალაქისთვის ნათელ სურათს ქმნის, თუ როგორ ზეგავლენას იქონიებს მათზე მყინვარების დნობა" - ნათქვამია პროგრამის ავტორების წერილში, რომელიც ჟურნალ Science Advances-შია გამოქვეყნებული განაგრძეთ კითხვა