მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ათავისუფლებს სასამართლო "კანონიერ ქურდობაში" ბრალდებულებს?
რატომ ათავისუფლებს სასამართლო "კანონიერ ქურდობაში" ბრალდებულებს?

2017 წელს, 10 თვე­ში ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბა­სა და კა­ნო­ნი­ერ ქურ­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ათი ადა­მი­ა­ნი­დან, 8 სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. მათ პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი ვერ და­უმ­ტკი­ცა და სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა. ამ­ჟა­მად თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო სის­ხლის სა­მარ­თლის ათ საქ­მეს გა­ნი­ხი­ლავს, რო­მელ­ზეც ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 2231-ე მუხ­ლით (ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბა)20 პირს აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ პი­რებს შო­რის არა­ერთ ცნო­ბილ და გახ­მა­უ­რე­ბულ გვარს ამო­ი­კი­თხავთ, მათ შო­რის და­ვით გერ­ლი­ანს მეტ­სა­ხე­ლად "სვა­ნას", ასე­ვე ბაგ­რატ ფან­ცუ­ლა­ი­ას მეტ­სა­ხე­ლად "მა­რატ სუ­ხუმსკის" და ა.შ. (ფო­ტო­ზე: გერ­ლი­ა­ნი და ფან­ცუ­ლა­ია)

სა­სა­მარ­თლოს სტა­ტის­ტი­კით თუ ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლებთ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა სხვა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­თან შე­და­რე­ბით, ამ კუ­თხით სუს­ტად მუ­შა­ობს. პირ­ველ ინ­სტან­ცი­ა­ში წა­გე­ბუ­ლი საქ­მის პრო­კუ­რო­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მათ მიერ სა­სა­მარ­თლოს­თვის წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი საკ­მა­რი­სი იყო იმის­თვის, რომ სა­სა­მარ­თლოს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ე­ტა­ნა, თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ად­ვო­კა­ტე­ბის მო­საზ­რე­ბა. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი 2231-ე მუხ­ლით დევ­ნას იწყე­ბენ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო, სა­სა­მარ­თლო­ში კი არ მი­აქვთ იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ამა თუ იმ ბრალ­დე­ბულ­მა რე­ა­ლუ­რად ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, კერ­ძოდ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ე.წ. "სხოდ­კებ­ში", რე­კეტ­ში, მისი და­ვა­ლე­ბით ხდე­ბო­და ე.წ. ობ­ში­ა­კე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და სხვა.

"სა­მარ­თლის­თვის არ არის პრი­ო­რი­ტე­ტი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა რო­გორ იც­ნობს პირს, ისე გა­ნავ­რცოს და გა­ი­მე­ო­როს. სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში არ წე­რია, რომ ადა­მი­ა­ნი იმის გამო უნდა და­ვი­ჭი­როთ, რად­გან მას­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, რომ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დია. პირს უნდა ჰქონ­დეს ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც უნდა იყოს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და არა სა­იტ­ზე და­წე­რი­ლით", - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი თა­მარ აბე­სა­ძე, რო­მე­ლიც კა­ნო­ნი­ერ ქურ­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ რამ­დე­ნი­მე პირს იცავ­და და ყვე­ლა მათ­გა­ნი გა­მარ­თლდა.

აბე­სა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ პო­ლი­ცია კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის ბრალს ერთ-ერთ რუ­სულ ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბით ამ­ყა­რებს.

"არ­ცერთ საქ­მე­ში, რაც მქო­ნია, არ დევს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ მა­გა­ლი­თად კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა, ქურ­დულ გარ­ჩე­ვა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ან და­ა­ვა­ლა ვინ­მეს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის­თვის მან­ქა­ნა და­ეწ­ვათ, ფული გა­მო­ე­ძა­ლათ, ეცე­მათ და ა.შ. სა­სა­მარ­თლო თა­ვის გა­ნა­ჩენ­ში გან­მარ­ტავს, რომ სა­მარ­თლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პირს ჩა­დე­ნი­ლი ჰქონ­დეს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით დას­ჯა­დი ქმე­დე­ბა. ის რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს იც­ნობს, რო­გორც კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს, ამის გამო ჩვენ მას სას­ჯელს ვერ მივ­ცემთ", - აღ­ნიშ­ნავს აბე­სა­ძე.

იუ­რის­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კონ­კრე­ტუ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კაა და გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნამ­დე, სა­სა­მარ­თლო სწო­რედ სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კას ატა­რებს, ვი­ნა­ი­დან ამ მუხ­ლით ბრალ­დე­ბუ­ლი პირს, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე პა­ტიმ­რო­ბა­ში ტო­ვებს.

კი­დევ ერთი ად­ვო­კა­ტი გაგი მო­სი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე კა­ნო­ნი­ერ ქურ­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს იცავ­და და მის მი­მარ­თაც სა­სა­მარ­თლომ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და­ად­გი­ნა, ამ­ბობს, რომ სა­სა­მარ­თლო მუდ­მი­ვად გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენს გა­მო­ი­ტანს ადა­მი­ა­ნის მი­მართ, რო­მე­ლიც მხო­ლოდ და მხო­ლოდ სტა­ტუ­სის გამო იდევ­ნე­ბა.

"თუ ადა­მი­ანს აკა­ვე­ბენ იმის გამო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცნო­ბი­ლია, რო­გორც კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, ეს პირი ყო­ველ­თვის გა­მარ­თლდე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რა დღეს მუ­შა­ობს ასე, რომ რო­დე­საც და­ი­ნა­ხავს, რომ ვი­ღა­ცას აქვს კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის სტა­ტუ­სი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სხვა რა­ი­მე მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბა ჩა­დე­ნი­ლი არ აქვს ან არ უმ­ტკიც­დე­ბა, მა­შინ­ვე აკა­ვებს მას", - აღ­ნიშ­ნავს მო­სი­აშ­ვი­ლი.

AMBEBI.GE-მ პრო­კუ­რა­ტუ­რა­საც მი­მარ­თა, რათა გა­ნე­მარ­ტა, თუ რა­ტომ დას­რულ­და 10-დან 8 პი­რის მი­მართ მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის მარ­ცხით, თუმ­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რას გან­მარ­ტე­ბე­ბი ამ სა­კი­თხზე არ გა­უ­კე­თე­ბია.

გა­ნახ­ლე­ბა: პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­მარ­ტავს, რა­ტომ თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" სა­სა­მარ­თლო­დან

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბამ რვა­ვე გა­მარ­თლე­ბუ­ლის საქ­მე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში წა­ი­ღო, თუმ­ცა მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ის გა­ნა­ჩენს, გა­მარ­თლე­ბუ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ ელო­დე­ბი­ან. რო­გორც ამ­ბო­ბენ კა­ნო­ნი­ერ ქურ­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს, რომ­ლე­ბიც სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­ა­მარ­თლა, სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბის გა­რეთ პო­ლი­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ხვდე­ბი­ან, აე­რო­პორ­ტში მი­ყავთ და ქვე­ყა­ნას ატო­ვე­ბი­ნე­ბენ. რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რია პო­ლი­ცი­ის ეს მოქ­მე­დე­ბა უც­ნო­ბია, ვი­ნა­ი­დან არ­ცერთ პირს, რომ­ლის მი­მარ­თაც სა­სა­მარ­თლო დავა გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნით დას­რულ­და, არ გა­მო­უთ­ქვამს პრე­ტენ­ზია, თუ რა­ტომ ატო­ვე­ბი­ნე­ბენ მას ქვე­ყა­ნას.

თორ­ნი­კე კოშ­კა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

რატომ ათავისუფლებს სასამართლო "კანონიერ ქურდობაში" ბრალდებულებს?

რატომ ათავისუფლებს სასამართლო "კანონიერ ქურდობაში" ბრალდებულებს?

2017 წელს, 10 თვეში ქურდული სამყაროს წევრობასა და კანონიერ ქურდობაში ბრალდებული ათი ადამიანიდან, 8 სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. მათ პროკურატურამ ბრალი ვერ დაუმტკიცა და საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის ათ საქმეს განიხილავს, რომელზეც ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლით (ქურდული სამყაროს წევრობა)20 პირს აქვს წაყენებული. გათავისუფლებულ პირებს შორის არაერთ ცნობილ და გახმაურებულ გვარს ამოიკითხავთ, მათ შორის დავით გერლიანს მეტსახელად "სვანას", ასევე ბაგრატ ფანცულაიას მეტსახელად "მარატ სუხუმსკის" და ა.შ. (ფოტოზე: გერლიანი და ფანცულაია)

სასამართლოს სტატისტიკით თუ ვიხელმძღვანელებთ, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო ბრალდება სხვა სისხლის სამართლის დანაშაულებებთან შედარებით, ამ კუთხით სუსტად მუშაობს. პირველ ინსტანციაში წაგებული საქმის პროკურორები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისი იყო იმისთვის, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანა, თუმცა განსხვავებულია ადვოკატების მოსაზრება. ისინი ამბობენ, რომ სამართალდამცავი უწყებები 2231-ე მუხლით დევნას იწყებენ მხოლოდ საზოგადოებაში გავრცელებული შეხედულებების გამო, სასამართლოში კი არ მიაქვთ იმის მტკიცებულება, რომ ამა თუ იმ ბრალდებულმა რეალურად ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ მონაწილეობა მიიღო ე.წ. "სხოდკებში", რეკეტში, მისი დავალებით ხდებოდა ე.წ. ობშიაკების შეგროვება და სხვა.

"სამართლისთვის არ არის პრიორიტეტი, საზოგადოება როგორ იცნობს პირს, ისე განავრცოს და გაიმეოროს. სისხლის სამართლის კოდექსში არ წერია, რომ ადამიანი იმის გამო უნდა დავიჭიროთ, რადგან მასზე ლაპარაკობენ, რომ კანონიერი ქურდია. პირს უნდა ჰქონდეს ჩადენილი დანაშაულებები, რომელიც უნდა იყოს დადასტურებული პირდაპირი მტკიცებულებებით და არა საიტზე დაწერილით", - აცხადებს ადვოკატი თამარ აბესაძე, რომელიც კანონიერ ქურდობაში ბრალდებულ რამდენიმე პირს იცავდა და ყველა მათგანი გამართლდა.

აბესაძე აღნიშნავს, რომ პოლიცია კანონიერი ქურდობის ბრალს ერთ-ერთ რუსულ ვებგვერდზე განთავსებული მასალებით ამყარებს.

"არცერთ საქმეში, რაც მქონია, არ დევს მტკიცებულება, რომ მაგალითად კანონიერმა ქურდმა, ქურდულ გარჩევაში მიიღო მონაწილეობა, ან დაავალა ვინმეს, რომ კონკრეტული პირისთვის მანქანა დაეწვათ, ფული გამოეძალათ, ეცემათ და ა.შ. სასამართლო თავის განაჩენში განმარტავს, რომ სამართლისთვის მნიშვნელოვანია, პირს ჩადენილი ჰქონდეს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება. ის რომ საზოგადოება კონკრეტულ ადამიანს იცნობს, როგორც კანონიერ ქურდს, ამის გამო ჩვენ მას სასჯელს ვერ მივცემთ", - აღნიშნავს აბესაძე.

იურისტები მიიჩნევენ, რომ კანონიერი ქურდების წინააღმდეგ კონკრეტული ზომების მიღება სახელმწიფო პოლიტიკაა და განაჩენის გამოტანამდე, სასამართლო სწორედ სახელმწიფო პოლიტიკას ატარებს, ვინაიდან ამ მუხლით ბრალდებული პირს, საბოლოო გადაწყვეტილებამდე პატიმრობაში ტოვებს.

კიდევ ერთი ადვოკატი გაგი მოსიაშვილი, რომელიც ასევე კანონიერ ქურდობაში ბრალდებულს იცავდა და მის მიმართაც სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა, ამბობს, რომ სასამართლო მუდმივად გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს ადამიანის მიმართ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სტატუსის გამო იდევნება.

"თუ ადამიანს აკავებენ იმის გამო, რომ საზოგადოებაში ცნობილია, როგორც კანონიერი ქურდი, ეს პირი ყოველთვის გამართლდება. პროკურატურა დღეს მუშაობს ასე, რომ როდესაც დაინახავს, რომ ვიღაცას აქვს კანონიერი ქურდის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ სხვა რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩადენილი არ აქვს ან არ უმტკიცდება, მაშინვე აკავებს მას", - აღნიშნავს მოსიაშვილი.

AMBEBI.GE-მ პროკურატურასაც მიმართა, რათა განემარტა, თუ რატომ დასრულდა 10-დან 8 პირის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი დევნა სახელმწიფო ბრალდების მარცხით, თუმცა პროკურატურას განმარტებები ამ საკითხზე არ გაუკეთებია.

განახლება: პროკურატურა განმარტავს, რატომ თავისუფლდებიან "კანონიერი ქურდები" სასამართლოდან

აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო ბრალდებამ რვავე გამართლებულის საქმე სააპელაციო სასამართლოში წაიღო, თუმცა მეორე ინსტანციის განაჩენს, გამართლებულები საქართველოში აღარ ელოდებიან. როგორც ამბობენ კანონიერ ქურდობაში ბრალდებულებს, რომლებიც საქალაქო სასამართლომ გაამართლა, სასამართლოს შენობის გარეთ პოლიციის შესაბამისი ორგანოს თანამშრომლები ხვდებიან, აეროპორტში მიყავთ და ქვეყანას ატოვებინებენ. რამდენად კანონიერია პოლიციის ეს მოქმედება უცნობია, ვინაიდან არცერთ პირს, რომლის მიმართაც სასამართლო დავა გამამართლებელი განაჩენით დასრულდა, არ გამოუთქვამს პრეტენზია, თუ რატომ ატოვებინებენ მას ქვეყანას.

თორნიკე კოშკაძე

AMBEBI.GE

"თამარმა იანვარში შეიძინა ელექტროშოკი, იმ მომენტში ნორვეგიაში მყოფ ქართველს ესაუბრებოდა" - ბაჩანა ლობჟანიძე

"სიკვდილის წინ დავწერ წერილს და ყველაფერს მოვყვები" - რას უკავშირებს ენზელ მკოიანი ძმის მანქანის აფეთქებას და რატომ საყვედურობს პროკურატურას

"ექსპერტიზის თანახმად, წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას" - პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე