შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული მ.ქ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს, 1972 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.