პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აზარტულმა მოთამაშემ მძინარე მეუღლეს ქორწინების ბეჭედი მოხსნა, დაალომბარდა და ითამაშა" - სოფო კილაძე
"აზარტულმა მოთამაშემ მძინარე მეუღლეს ქორწინების ბეჭედი მოხსნა, დაალომბარდა და ითამაშა" - სოფო კილაძე

"აზარ­ტულ თა­მა­შებს სა­ხელ­მწი­ფოს­თვის უფრო მეტი და­ნა­ხარ­ჯი აქვს, ვიდ­რე შე­მო­სა­ვა­ლი" - ამის შე­სა­ხებ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე სო­ფიო კი­ლა­ძემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ახალ­გაზ­რდულ ცენ­ტრში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის თე­მა­ზე შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა.

კი­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის შეძ­რუ­ლია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის და ოჯა­ხე­ბის უბე­დუ­რე­ბით, რისი მი­ზე­ზი და სა­ფუძ­ვე­ლი არის აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი.

"ნამ­დვი­ლად ეს არის ძა­ლი­ან ბევ­რი უბე­დუ­რე­ბის წყა­რო. ის, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა, რაც არის, ამის ერთ-ერთი მი­ზე­ზი სწო­რედ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბია. რამ გა­მოწ­ვია ეს? ჩემი აზ­რით, სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა სა­ერ­თოდ გა­ა­უქ­მა ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­გუ­ლა­ცია და ეს სა­კი­თხი მი­უშ­ვა თა­ვი­სუ­ფალ დი­ნე­ბა­ში და ძა­ლი­ან კარ­გად იცო­და მან, რა მოჰ­ყვე­ბო­და ამას.

სხვა ბევ­რი უბე­დუ­რე­ბის კვალ­დაკ­ვალ, რაც იმ რე­ჟიმ­მა გა­ა­კე­თა ქვე­ყა­ნა­ში, ეს იყო ერთ-ერთი სეგ­მე­ტი, რო­მე­ლიც ჩვენ თა­ვი­სუფ­ლად რომ მი­ვუშ­ვათ, იქა­მა­დე მიგ­ვიყ­ვანს, რომ სა­ერ­თოდ ფი­ზი­კუ­რად გა­დავ­შენ­დე­ბით, არა­ფე­რი რომ არ ვთქვათ მო­რა­ლურ გა­და­შე­ნე­ბა­ზე. ამი­ტომ ამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­უქ­მე­ბა, რო­მე­ლიც თავი და თა­ვია იმ დიდი უბე­დუ­რე­ბის და­სა­წყი­სი­სა, რომ­ლის შე­დე­გებ­საც ჩვენ ახლა ვიმ­კით, სწო­რედ ამას უნდა მო­ვუ­ა­როთ. ძა­ლი­ან კარ­გი ინი­ცი­ა­ტი­ვა წარ­მო­ად­გი­ნა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ.

ჩვენ ამ თე­მა­ზე დიდი ხა­ნია ვმუ­შა­ობთ. პი­რა­დად მე, 2014 წლი­დან პი­რა­დად ვმუ­შა­ობ ამ სა­კი­თხზე ლე­ვან იზო­რი­ას და­ვა­ლე­ბით, რო­მე­ლიც დღეს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრია, თუმ­ცა მა­შინ იყო შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და მე, რო­გორც მი­სად­მი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ პირს, ამ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა და­მე­ვა­ლა. ჩვენ ჩა­ვა­ტა­რეთ ძა­ლი­ან დიდი კვლე­ვა", - გა­ნა­ცხა­და სო­ფიო კი­ლა­ძემ.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, აზარ­ტულ თა­მა­შებს სა­ხელ­მწი­ფოს­თვის უფრო მეტი და­ნა­ხარ­ჯი აქვს, ვიდ­რე შე­მო­სა­ვა­ლი. კი­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ეს არის მეც­ნი­ე­რუ­ლად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი.

"ამას მოჰ­ყვე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი უბე­დუ­რე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, მოჰ­ყვე­ბა ის, რომ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვთ, რომ ეს თან­ხა მო­ი­პო­ვონ, მი­დი­ან და­ნა­შა­ულ­ზე. მათ შო­რის სა­ზღვარ­გა­რეთ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბით, დად­გე­ნი­ლია, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 50-55% სა­თა­მა­შო ფუ­ლი­დან მო­დის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე. ეს არის ქურ­დო­ბა, თაღ­ლი­თო­ბა და ა.შ. ძი­რი­თა­დად ეკო­ნო­მი­კუ­რი ხა­სი­ა­თის და­ნა­შა­უ­ლე­ბი­დან მო­დის ეს თან­ხა", - გა­ნა­ცხა­და სო­ფიო კი­ლა­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ოჯა­ხებ­ში ხდე­ბი­ან აგ­რე­სი­უ­ლე­ბი, ან­გრე­ვენ ოჯა­ხებს, ძა­ლა­დო­ბენ ოჯა­ხის წევ­რებ­ზე და გარ­და ამი­სა, ეს ოჯა­ხე­ბი კოტ­რდე­ბი­ან, ხდე­ბი­ან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი. კი­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ოჯა­ხებს სახლ-კა­რის, ოქ­რო­უ­ლო­ბის გა­რე­შე ტო­ვე­ბენ, ყი­დი­ან და ალომ­ბარ­დე­ბენ ყვე­ლა­ფერს.

"მე მი­ვის­მი­ნე ისე­თი სა­ში­ნე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა, რომ მძი­ნა­რე მე­უღ­ლეს თით­ზე ქორ­წი­ნე­ბის ბე­ჭე­დი ადა­მი­ან­მა გა­მო­აძ­რო, წა­ვი­და, და­ა­ლომ­ბარ­და და იმით ითა­მა­შა. ამა­ზე მეტი და­ცე­მა, დეგ­რა­დი­რე­ბა და ამა­ზე მეტი უბე­დუ­რე­ბა, რა შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს და­ე­მარ­თოს და­ნა­ხარ­ჯებ­სა და ფი­ნან­სურ ნა­წილ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ. ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის გარ­შე­მო არ­სე­ბობს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამის მსხვერ­პლია და სა­ხელ­მწი­ფომ უნდა აი­ღოს სწო­რედ ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ ჩარ­ჩო­ებ­ში მო­აქ­ცი­ოს. ეს ჩარ­ჩო­ე­ბი არის ნე­ბის­მი­ერ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნუ­ლამ­დე არ­სად არაა და­სუ­ლი თა­მა­შე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, თუმ­ცა მე ძნე­ლად მი­ნა­ხავს ქვე­ყა­ნა, სა­დაც ასე­თი მა­სობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი ჰქონ­დეს მი­ღე­ბუ­ლი ამ უბე­დუ­რე­ბას. სწო­რედ სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩო­ე­ბის, სწო­რი სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა ეს. ჩვენ ვკარ­გავთ უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნებს ამ ზღვარ­გა­და­სუ­ლი თა­მა­შე­ბის გამო. ვკარ­გავთ ადა­მი­ა­ნებს, რად­გან ისი­ნი მუდ­მი­ვად ფიქ­რო­ბენ, სა­ი­დან და რო­გორ მო­ი­ტა­ნონ ფული იმის­თვის, რომ ითა­მა­შონ, ხდე­ბი­ან შრო­მი­სუ­უ­ნა­რო­ე­ბი", - გა­ნა­ცხა­და კი­ლა­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ამას მარ­ტო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი არ უშ­ვე­ლის, არა­მედ სა­ჭი­როა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კამ­პა­ნი­ე­ბი, სა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი ცნო­ბი­ლი თუ უც­ნო­ბი სახე ამ თე­მა­ზე ისა­უბ­რებს, ეს გახ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დის­კუ­სი­ის სა­გა­ნი. მისი თქმით, ამ პრო­ცეს­ში დიდი როლი ენი­ჭე­ბა მე­დი­ას.

ავტორი:

"აზარტულმა მოთამაშემ მძინარე მეუღლეს ქორწინების ბეჭედი მოხსნა, დაალომბარდა და ითამაშა" - სოფო კილაძე

"აზარტულმა მოთამაშემ მძინარე მეუღლეს ქორწინების ბეჭედი მოხსნა, დაალომბარდა და ითამაშა" - სოფო კილაძე

"აზარტულ თამაშებს სახელმწიფოსთვის უფრო მეტი დანახარჯი აქვს, ვიდრე შემოსავალი" - ამის შესახებ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში განაცხადა, სადაც აზარტული თამაშების თემაზე შეხვედრა გაიმართა.

კილაძის განცხადებით, ის შეძრულია იმ ადამიანების და ოჯახების უბედურებით, რისი მიზეზი და საფუძველი არის აზარტული თამაშები.

"ნამდვილად ეს არის ძალიან ბევრი უბედურების წყარო. ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, რაც არის, ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ აზარტული თამაშებია. რამ გამოწვია ეს? ჩემი აზრით, სააკაშვილის რეჟიმმა საერთოდ გააუქმა ყველანაირი რეგულაცია და ეს საკითხი მიუშვა თავისუფალ დინებაში და ძალიან კარგად იცოდა მან, რა მოჰყვებოდა ამას.

სხვა ბევრი უბედურების კვალდაკვალ, რაც იმ რეჟიმმა გააკეთა ქვეყანაში, ეს იყო ერთ-ერთი სეგმეტი, რომელიც ჩვენ თავისუფლად რომ მივუშვათ, იქამადე მიგვიყვანს, რომ საერთოდ ფიზიკურად გადავშენდებით, არაფერი რომ არ ვთქვათ მორალურ გადაშენებაზე. ამიტომ ამ რეგულაციების გაუქმება, რომელიც თავი და თავია იმ დიდი უბედურების დასაწყისისა, რომლის შედეგებსაც ჩვენ ახლა ვიმკით, სწორედ ამას უნდა მოვუაროთ. ძალიან კარგი ინიციატივა წარმოადგინა ფინანსთა სამინისტრომ.

ჩვენ ამ თემაზე დიდი ხანია ვმუშაობთ. პირადად მე, 2014 წლიდან პირადად ვმუშაობ ამ საკითხზე ლევან იზორიას დავალებით, რომელიც დღეს თავდაცვის მინისტრია, თუმცა მაშინ იყო შს მინისტრის მოადგილე და მე, როგორც მისადმი დაქვემდებარებულ პირს, ამ საკითხზე მუშაობა დამევალა. ჩვენ ჩავატარეთ ძალიან დიდი კვლევა", - განაცხადა სოფიო კილაძემ.

მისივე შეფასებით, აზარტულ თამაშებს სახელმწიფოსთვის უფრო მეტი დანახარჯი აქვს, ვიდრე შემოსავალი. კილაძის განცხადებით, ეს არის მეცნიერულად დამტკიცებული.

"ამას მოჰყვება ძალიან ბევრი უბედურება. პირველ რიგში, მოჰყვება ის, რომ ადამიანებს, რომლებსაც მეტი შესაძლებლობა არ აქვთ, რომ ეს თანხა მოიპოვონ, მიდიან დანაშაულზე. მათ შორის საზღვარგარეთ ჩატარებული გამოკვლევებით, დადგენილია, რომ დაახლოებით 50-55% სათამაშო ფულიდან მოდის დანაშაულებრივ საქმიანობაზე. ეს არის ქურდობა, თაღლითობა და ა.შ. ძირითადად ეკონომიკური ხასიათის დანაშაულებიდან მოდის ეს თანხა", - განაცხადა სოფიო კილაძემ.

მისივე განცხადებით, ეს ადამიანები ოჯახებში ხდებიან აგრესიულები, ანგრევენ ოჯახებს, ძალადობენ ოჯახის წევრებზე და გარდა ამისა, ეს ოჯახები კოტრდებიან, ხდებიან სოციალურად დაუცველები. კილაძის განცხადებით, ასეთი ადამიანები ოჯახებს სახლ-კარის, ოქროულობის გარეშე ტოვებენ, ყიდიან და ალომბარდებენ ყველაფერს.

"მე მივისმინე ისეთი საშინელი შემთხვევები, როგორიცაა, რომ მძინარე მეუღლეს თითზე ქორწინების ბეჭედი ადამიანმა გამოაძრო, წავიდა, დაალომბარდა და იმით ითამაშა. ამაზე მეტი დაცემა, დეგრადირება და ამაზე მეტი უბედურება, რა შეიძლება ადამიანს დაემართოს დანახარჯებსა და ფინანსურ ნაწილზე რომ არაფერი ვთქვათ. ყველა ჩვენგანის გარშემო არსებობს უამრავი ადამიანი, რომელიც ამის მსხვერპლია და სახელმწიფომ უნდა აიღოს სწორედ ეს პასუხისმგებლობა, რომ ჩარჩოებში მოაქციოს. ეს ჩარჩოები არის ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში.

მიუხედავად იმისა, რომ ნულამდე არსად არაა დასული თამაშების რაოდენობა, თუმცა მე ძნელად მინახავს ქვეყანა, სადაც ასეთი მასობრივი ხასიათი ჰქონდეს მიღებული ამ უბედურებას. სწორედ სამართლებრივი ჩარჩოების, სწორი სახელმწიფო პოლიტიკის დამსახურებაცაა ეს. ჩვენ ვკარგავთ უბრალოდ ადამიანებს ამ ზღვარგადასული თამაშების გამო. ვკარგავთ ადამიანებს, რადგან ისინი მუდმივად ფიქრობენ, საიდან და როგორ მოიტანონ ფული იმისთვის, რომ ითამაშონ, ხდებიან შრომისუუნაროები", - განაცხადა კილაძემ.

მისივე განცხადებით, ამას მარტო რეგულაციები არ უშველის, არამედ საჭიროა ცნობიერების ამაღლების კამპანიები, სადაც ძალიან ბევრი ცნობილი თუ უცნობი სახე ამ თემაზე ისაუბრებს, ეს გახდება საზოგადოების დისკუსიის საგანი. მისი თქმით, ამ პროცესში დიდი როლი ენიჭება მედიას.

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა