პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იტალიელმა ქირურგმა თავის გადანერგვის 18-საათიანი ოპერაცია ჩაატარა - ის მედიცინაში გადატრიალების მოხდენას აპირებს
იტალიელმა ქირურგმა თავის გადანერგვის 18-საათიანი ოპერაცია ჩაატარა - ის მედიცინაში გადატრიალების მოხდენას აპირებს

The Telegraph-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა, იტა­ლი­ელ­მა ქი­რურ­გმა ჩი­ნელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ით, კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოს;

ჩი­ნეთ­ში, ჰარ­ბი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქი­რურ­გე­ბის ჯგუ­ფის გან­ცხა­დე­ბით, მათ წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლეს ადა­მი­ა­ნის თა­ვის გა­და­ნერგვა მიც­ვა­ლე­ბულ­ზე. ამის შე­სა­ხებ, იტა­ლი­ელ­მა ქი­რურ­გმა, სერ­ჯიო კა­ნა­ვა­რომ ვე­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბულ სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ამ ეტაპ­ზე, გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნის მკვდა­რი ტვი­ნის სრუ­ლად გა­და­ტა­ნა მოხ­და" - აცხა­დებს კა­ნა­ვა­რო, რომ­ლის თქმით, ეს ოპე­რა­ცია 18 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მი­სი­ვე თქმით, ის ჩი­ნეთ­ში იმი­ტომ ჩა­ტარ­და, რომ ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში ამ სი­ახ­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და იდე­ის გამ­ზი­ა­რებ­ლე­ბი ვერ იპო­ვეს.

იტა­ლი­ე­ლი ქი­რურ­გი გან­მარ­ტავს, რომ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა შეძ­ლეს ხერ­ხე­მა­ლი, ნერ­ვე­ბი და სის­ხლძარ­ღვე­ბი მი­ე­ერ­თე­ბი­ნათ... "ჩვენ ყვე­ლა­ფერს შევ­ცვლით. ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ ოპე­რა­ცი­ამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა," - აცხა­დებს ის.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, ვისი სხე­უ­ლი გა­მო­ი­ყე­ნეს ჩი­ნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტი­სას, თუმ­ცა, კა­ნა­ვა­რო ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტია თა­ვის ტრან­სპლან­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა. ასე­ვე, აღ­ნიშ­ნავს, რომ 2017 წლის ბო­ლოს­თვის გა­და­დე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი რამ­დე­ნი­მე დღე­ში ჩა­ტარ­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნის თა­ვის ტრან­სპლან­ტა­ცი­აც ჩი­ნეთ­ში იგეგ­მე­ბა.

2016 წელს კა­ნა­ვა­რო აცხა­დებ­და, რომ მან წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა მა­ი­მუ­ნე­ბის თა­ვის ტრან­სპლან­ტა­ცია, თუმ­ცა, ეს მა­შინ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ვერ მი­ი­ღო. ეს იდეა იტა­ლი­ელ ქი­რურგს ჯერ კი­დევ 2015 წელს ჰქონ­და, - ის მო­ხა­ლი­სის სხე­ულ­ზე თა­ვის გა­და­ნერგვას, ზურ­გი­სა და თა­ვის ტვი­ნის "შე­ერ­თე­ბას", გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გეგ­მავ­და, რო­მელ­საც GEMINI პრო­ტო­კოლს უწო­დებ­და.

პირ­ვე­ლი მო­ნა­წი­ლეც ჰყავ­და, რო­მე­ლიც კა­ნა­ვა­როს ექ­სპე­რი­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე დას­თან­ხმდა, - ეს არის რუსი პროგ­რა­მის­ტი ვა­ლე­რი სპი­რი­დო­ნო­ვი, რო­მე­ლიც ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბა - მას კუნ­თე­ბის დის­ტრო­ფია აქვს... ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია ჩი­ნეთ­ში ჩა­ტარ­დე­ბო­და. ორი­ვე მხა­რე მუ­შა­ო­ბის­თვის მზად იყო, ბოლო დე­ტა­ლე­ბი ზუს­ტდე­ბო­და - პა­ცი­ენ­ტი ოპე­რა­ცი­ამ­დელ კვლე­ვებს იტა­რებ­და. ექი­მის გათ­ვლე­ბით, ოპე­რა­ცია 36 სა­ა­ათს გაგ­რძელ­დე­ბო­და და 11 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რამ­დე დას­ჭირ­დე­ბო­და. დო­ნო­რად ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის სხე­ულს გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ, რომ­ლის ტვი­ნი მკვდა­რი იქ­ნე­ბო­და.

თუმ­ცა, გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ იტა­ლი­ელ­მა ქი­რურ­გმა რუსი პა­ცი­ენ­ტის ოპე­რა­ცია გა­ურ­კვე­ვე­ლი ვა­დით გა­და­დო, - ვა­ლე­რი სპი­რი­დო­ნოვ­მა ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა "ზვეზ­დას­თან" სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ მის­მა მო­მა­ვალ­მა ქი­რურ­გმა ოპე­რა­ცია მიც­ვა­ლე­ბულ­ზე წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ტა­რა, "თუმ­ცა, ჩვენ ახლა მიც­ვა­ლე­ბულ­ზე კი არა, ცო­ცხალ ადა­მი­ან­ზე გვჭირ­დე­ბა თა­ვის გა­და­ნერგვა, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა იქ­ნე­ბა" - აღ­ნიშ­ნავს სპი­რი­დო­ნო­ვი.

რაც შე­ე­ხე­ბა, ექ­სპე­რი­მენ­ტულ ოპე­რა­ცი­ას, ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნის თა­ვის ტრან­სპლან­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, - ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ყი­ნუ­ლია, რად­გან კა­ნა­ვა­როს ჩი­ნე­თი აფი­ნან­სებს, ამის­თვის მან ქი­რურგს ლა­ბო­რა­ტო­რია და­უთ­მო და შე­სა­ბა­მი­სად, ჯერ­ჯე­რო­ბით, მათ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ობს. "ვი­ნა­ი­დან, მე დოქ­ტორ კა­ნა­ვა­როს არა­ფერს ვუხ­დი, ის ჩემ­თან მუ­შა­ო­ბას ამ ეტაპ­ზე არ აპი­რებს, - მას ჩი­ნურ მხა­რეს­თან აქვს შე­თან­ხმე­ბა და­დე­ბუ­ლი და ჩემი ოპე­რა­ცი­ის სა­კი­თხი, გა­ურ­კვე­ვე­ლი ვა­დით გა­და­ი­დო...", - ამ­ბობს სპი­რი­დო­ნო­ვი.

და­სავ­ლე­ლი ექი­მე­ბი კა­ნა­ვა­როს არა­სე­რი­ო­ზუ­ლად აფა­სე­ბენ და მის იდე­ებს, "ფან­ტას­ტი­კის სფე­როს" უწო­დე­ბენ.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

იტალიელმა ქირურგმა თავის გადანერგვის 18-საათიანი ოპერაცია ჩაატარა - ის მედიცინაში გადატრიალების მოხდენას აპირებს

იტალიელმა ქირურგმა თავის გადანერგვის 18-საათიანი ოპერაცია ჩაატარა - ის მედიცინაში გადატრიალების მოხდენას აპირებს

The Telegraph-ის ინფორმაციით, შესაძლოა, იტალიელმა ქირურგმა ჩინელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული ოპერაციით, კაცობრიობის ისტორიაში გადატრიალება მოახდინოს;

ჩინეთში, ჰარბინის უნივერსიტეტის ქირურგების ჯგუფის განცხადებით, მათ წარმატებით დაასრულეს ადამიანის თავის გადანერგვა მიცვალებულზე. ამის შესახებ, იტალიელმა ქირურგმა, სერჯიო კანავარომ ვენაში ჩატარებულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ამ ეტაპზე, გარდაცვლილი ადამიანის მკვდარი ტვინის სრულად გადატანა მოხდა" - აცხადებს კანავარო, რომლის თქმით, ეს ოპერაცია 18 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისივე თქმით, ის ჩინეთში იმიტომ ჩატარდა, რომ ამერიკასა და ევროპაში ამ სიახლის მხარდამჭერები და იდეის გამზიარებლები ვერ იპოვეს.

იტალიელი ქირურგი განმარტავს, რომ სპეციალისტებმა შეძლეს ხერხემალი, ნერვები და სისხლძარღვები მიეერთებინათ... "ჩვენ ყველაფერს შევცვლით. ყველა მეუბნებოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა," - აცხადებს ის.

ჯერჯერობით უცნობია, ვისი სხეული გამოიყენეს ჩინეთში ჩატარებული ექსპერიმენტისას, თუმცა, კანავარო ირწმუნება, რომ სამეცნიერო სტატია თავის ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. ასევე, აღნიშნავს, რომ 2017 წლის ბოლოსთვის გადადებული ოპერაციები რამდენიმე დღეში ჩატარდება. მისივე თქმით, ცოცხალი ადამიანის თავის ტრანსპლანტაციაც ჩინეთში იგეგმება.

2016 წელს კანავარო აცხადებდა, რომ მან წარმატებით დაასრულა მაიმუნების თავის ტრანსპლანტაცია, თუმცა, ეს მაშინ ფართო საზოგადოებამ ვერ მიიღო. ეს იდეა იტალიელ ქირურგს ჯერ კიდევ 2015 წელს ჰქონდა, - ის მოხალისის სხეულზე თავის გადანერგვას, ზურგისა და თავის ტვინის "შეერთებას", განსაკუთრებული პროცედურების საშუალებით გეგმავდა, რომელსაც GEMINI პროტოკოლს უწოდებდა.

პირველი მონაწილეც ჰყავდა, რომელიც კანავაროს ექსპერიმენტში მონაწილეობაზე დასთანხმდა, - ეს არის რუსი პროგრამისტი ვალერი სპირიდონოვი, რომელიც ეტლით გადაადგილდება - მას კუნთების დისტროფია აქვს... ცნობილი გახდა, რომ პირველი ოპერაცია ჩინეთში ჩატარდებოდა. ორივე მხარე მუშაობისთვის მზად იყო, ბოლო დეტალები ზუსტდებოდა - პაციენტი ოპერაციამდელ კვლევებს იტარებდა. ექიმის გათვლებით, ოპერაცია 36 სააათს გაგრძელდებოდა და 11 მილიონი დოლარამდე დასჭირდებოდა. დონორად ჯანმრთელი ადამიანის სხეულს გამოიყენებდნენ, რომლის ტვინი მკვდარი იქნებოდა.

თუმცა, გუშინ ცნობილი გახდა, რომ იტალიელმა ქირურგმა რუსი პაციენტის ოპერაცია გაურკვეველი ვადით გადადო, - ვალერი სპირიდონოვმა ინტერნეტგამოცემა "ზვეზდასთან" საუბარში აღნიშნა, რომ მისმა მომავალმა ქირურგმა ოპერაცია მიცვალებულზე წარმატებით ჩაატარა, "თუმცა, ჩვენ ახლა მიცვალებულზე კი არა, ცოცხალ ადამიანზე გვჭირდება თავის გადანერგვა, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების დემონსტრირება იქნება" - აღნიშნავს სპირიდონოვი.

რაც შეეხება, ექსპერიმენტულ ოპერაციას, ცოცხალი ადამიანის თავის ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებით, - ჯერჯერობით გაყინულია, რადგან კანავაროს ჩინეთი აფინანსებს, ამისთვის მან ქირურგს ლაბორატორია დაუთმო და შესაბამისად, ჯერჯერობით, მათ პროექტებზე მუშაობს. "ვინაიდან, მე დოქტორ კანავაროს არაფერს ვუხდი, ის ჩემთან მუშაობას ამ ეტაპზე არ აპირებს, - მას ჩინურ მხარესთან აქვს შეთანხმება დადებული და ჩემი ოპერაციის საკითხი, გაურკვეველი ვადით გადაიდო...", - ამბობს სპირიდონოვი.

დასავლელი ექიმები კანავაროს არასერიოზულად აფასებენ და მის იდეებს, "ფანტასტიკის სფეროს" უწოდებენ.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"