პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განო მელითაურმა ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა გახსნა
განო მელითაურმა ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა გახსნა

"რო­გორც იქნა, 20 წლის ნატ­ვრას თავი და­ვად­გი. ინო­ვა­ცი­უ­რი სამ­კერ­ვა­ლო ფაბ­რი­კა გავ­ხსე­ნი, რო­მე­ლიც ახა­ლი ქარ­თუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი სე­რი­უ­ლი ბრენ­დე­ბის ჩაშ­ვე­ბას იწყებს," - გვე­უბ­ნე­ბა განო მე­ლი­თა­უ­რი, რო­მელ­საც ახლა ცხოვ­რე­ბა­ში სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ეტა­პი აქვს.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ა­ში ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვმუ­შა­ობ­დი, ხოლო "კავ­კა­სი­ა­ზე" შუ­ა­დღის გა­და­ცე­მა მიმ­ყავ­და, წა­მო­ვე­დი, რად­გან მთე­ლი ჩემი ენერ­გია, დრო და პო­ტენ­ცი­ა­ლი მინ­და, ამ ახა­ლი საქ­მის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნო," - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში განო.

ფე­რე­ბის მიმ­ღებ­ლო­ბის კვლე­ვაც ჩა­უ­ტა­რე­ბია, რაც რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, უნი­კა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რუ­ლი ნაშ­რო­მია და ანა­ლო­გი არ აქვს. ნაშ­რო­მი პო­ლო­ნეთ­ში, ვარ­შა­ვის მე­ნე­ჯმენ­ტის უნ­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მა­გის­ტრო დაც­ვა­ზე 100 ქუ­ლით შე­უ­ფა­სეს. შემ­დეგ კი ამ ყვე­ლაფ­რის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა და­ი­წყო.

"აბა­ში­ძის 6-ში გვაქვს სამ­კერ­ვა­ლო და შო­უ­რუ­მი," - გან­მარ­ტავს განო და თა­ვის ახალ სა­მუ­შაო სივ­რცეს გვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებს: სამ­კერ­ვა­ლო სა­ამ­ქრო, კე­დელ­ზე მისი ახა­ლი მო­დე­ლე­ბის ეს­კი­ზე­ბი, ექ­სკლუ­ზი­უ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი და იმე­დი­ა­ნი გა­წყო­ბა დაგ­ვახ­ვედ­რა.

"რაც მთა­ვა­რია, მწამს იმის, რა­საც ვა­კე­თებ, მაქვს გა­მოც­დი­ლე­ბა, გა­ნათ­ლე­ბა და ვიცი, რა სურს მოხ­მა­რე­ბელს - რო­გორც გო­გოს, ქალს, დე­დას, საქ­მი­ან ადა­მი­ანს, ბავ­შვს, მო­ზარდს და მა­მა­კაცს. ვარ­შა­ვის მე­ნე­ჯმენ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვის­წავ­ლე ინო­ვა­ცი­უ­რი სა­წარ­მოს მარ­თვა, პო­ლო­ნეთ­ში მი­ვი­ღე მა­გის­ტრის წო­დე­ბა და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ და­ვი­წყე ჩემი სა­ოც­ნე­ბო საქ­მე, სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე პარტნი­ორ­თან ერ­თად. ინო­ვა­ცი­უ­რი ტან­საც­მლის ფაბ­რი­კა ქარ­თულ ბრენ­დებს შექ­მნის და წა­რად­გენს არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მის ფარ­გლებს გა­რე­თაც.

პი­ო­ნე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე, ვინც წარ­მო­ე­ბა­ში ქალ­ბა­ტო­ნე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის სა­მოს­თან ერ­თად, მა­მა­კა­ცის, ასე­ვე მო­მა­ვა­ლი დე­დე­ბის­თვის სა­ოც­ნე­ბო - სა­ორ­სუ­ლე ტან­საც­მელს ჩა­უშ­ვებს ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად. ვქმნით გან­სხვა­ვე­ბულ და დი­ზა­ი­ნე­რულ სკო­ლის ფორ­მებ­საც, რომ­ლე­ბიც მო­ზარ­დე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სურ­ვე­ლი და მი­სა­ღე­ბი გახ­დე­ბა," - გვე­უბ­ნე­ბა განო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ორი ახა­ლი ქარ­თუ­ლი ბრენ­დის სა­ხე­ლით - "სა­რო­ჩი­ნი" და "კომ­ბი­ნი­ზო­ნა" სა­ხე­ლით გავა ბა­ზარ­ზე.

- რა­ტომ "კომ­ბი­ნი­ზო­ნა"?

- "კომ­ბი­ნი­ზო­ნა" ყვე­ლა­სია, ვინც თავს ახალ­გაზ­რდად გრძნობს და იცის სი­ლა­ღის, ფე­რე­ბის და ბედ­ნი­ე­რე­ბის ფასი. ჩვე­ნი ბრენ­დი კომ­ბი­ნი­ზო­ნე­ბის, ნახ­ვე­რად სპორ­ტუ­ლი ქურ­თუ­კე­ბის, სვი­ტე­რე­ბის, შარ­ვლე­ბის, ჟა­კე­ტე­ბის და სხვა­დას­ხვა ყო­ველ­დღი­უ­რი კომ­ფორ­ტუ­ლი სა­მო­სის კომ­ბი­ნა­ცი­აა. მე­ო­რე ხაზი "სა­რო­ჩი­ნი" კი უფრო დაღ­ვი­ნე­ბუ­ლი, ჰა­ე­რო­ვა­ნი, სა­დღე­სას­წა­უ­ლო კა­ბე­ბის, ბლუ­ზე­ბის, პე­რან­გე­ბის, მო­საც­მე­ლე­ბის და ხელ­ნა­კე­თი აქ­სე­სუ­ა­რე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ებს შეს­თა­ვა­ზებს მომ­ხმა­რე­ბელს. ის შე­და­რე­ბით შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით იქ­მნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბვშვე­ბის ხაზს, დე­კემ­ბრი­დან და­ე­მა­ტე­ბა სა­დღე­სას­წა­უ­ლო კა­ბე­ბი, მულ­ტფილ­მის და კინო-გმი­რე­ბის ლუ­ქე­ბი... ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­მოსს გა­ვა­ქი­რა­ვებთ კი­დე­ვაც. ვმუ­შა­ობთ სა­ა­ხალ­წლო ხაზ­ზეც - ხელ­ნა­კე­თი სვი­ტე­რე­ბი, ქუ­დე­ბი, ხელ­თათ­მა­ნე­ბი, წინ­დე­ბი, სა­სა­ჩუქ­რე ნაკ­რე­ბე­ბი... ძა­ლი­ან მალე მზად იქ­ნე­ბა ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­აც, სა­დაც ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­ყი­დე­ბა. ვმუ­შა­ობთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შეკ­ვე­თებ­ზეც.

- ამ ყვე­ლა­ფერს ფი­ნან­სე­ბი, მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბაზა სჭირ­დე­ბა...

- ვი­ნა­ი­დან პრო­ექ­ტი სტარ­ტა­პია, მე და ჩემ­მა პარტნი­ორ­მა მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­ხარ­ჯე­ბით და­ვი­წყეთ. თუმ­ცა, კორ­პო­რა­ტი­ულ შეკ­ვე­თებ­ზეც ვმუ­შა­ობთ და მო­მა­ვალ წელს, ამ დროს, სურ­ვი­ლი გვაქვს, უფრო დიდ და სა­კუ­თარ შე­ნო­ბა­ში ვი­ყოთ - ბევრ მი­მარ­თუ­ლე­ბას ვა­ვი­თა­რებთ. თან­და­თან ვიზ­რდე­ბით. ვცდი­ლობთ, ადა­მი­ა­ნებს და­საქ­მე­ბა­ში და­ვეხ­მა­როთ.

- აქ მზა პრო­დუქ­ცი­ას შო­რის კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი სა­მო­სიც გაქვთ გა­მო­ფე­ნი­ლი...

- გვსურს, მომ­ხმა­რე­ბელს ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი შევ­თა­ვა­ზოთ. ცალ­კე გვყავს მქსო­ვე­ლე­ბის ჯგუ­ფი, ასე­ვე ხელ­ნა­კე­თი აქ­სე­სუ­ა­რე­ბის შემ­ქმნე­ლე­ბი... მოკ­ლედ, სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი გვაქვს და გვინ­და ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი სა­მო­სით "სტარ­ტაპ-სა­ქარ­თვე­ლო­ზეც" გა­ვი­დეთ. დიდი იმე­დი მაქვს, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში გა­მოჩ­ნდე­ბი­ან გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ი­ნა­ხა­ვენ პო­ტენ­ცი­ალს და გვერ­დში დაგ­ვიდ­გე­ბი­ან. 24 სა­ა­თი აქ ვართ და ვმუ­შა­ობთ, რად­გან მიგ­ვაჩ­ნია, რომ შრო­მით ყვე­ლა­ფერს მი­ვაღ­წევთ... ინო­ვა­ცი­უ­რი სამ­კერ­ვა­ლო ფაბ­რი­კა თვის ბო­ლო­დან სის­ტე­მა­ტი­უ­რად უმას­პინ­ძლებს პო­ტენ­ცი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბულ ფო­კუსჯ­გუ­ფებს. სწო­რედ ისი­ნი შეგ­ვი­ფა­სე­ბენ პირ­ვე­ლე­ბი ნა­მუ­შევ­რებს და მოგ­ვცე­მენ შე­ნიშ­ვნებს.

ვცდი­ლობთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მი და თან, ხა­რის­ხი­ა­ნი ქსო­ვი­ლე­ბის­გან შევ­ქმნათ სა­მო­სი, რათა ყვე­ლას­თვის მი­სა­ღე­ბი იყოს. გვყავს მომ­წო­დებ­ლე­ბი თურ­ქე­თი­დან და იტალ­ლი­ი­დან. მთა­ვა­რია, ტან­საც­მე­ლი იყოს კომ­ფორ­ტუ­ლი, გან­სხვვე­ბუ­ლი, აქ­ცენტს ხა­რისხზე ვა­მახ­ვი­ლებთ. ჩვე­ნი სა­მო­სი უნდა ჩა­იც­ვა და გა­მო­გად­გეს.

- მოკ­ლედ, სა­მო­სის შექ­მნა გინ­დათ მათ­თვის, ვი­საც სა­კუ­თა­რი თა­ვის უკეთ გა­მო­ხატ­ვა სურს.

- დიახ, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც მე­გობ­რე­ბის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა უნდა... გარ­და ამი­სა, ცალ­კე სა­ორ­სუ­ლე სა­მო­სის სე­რი­ულ ქარ­თულ ბრენ­დსაც მი­ვაწ­ვდით ბა­ზარს.

- ფე­რებს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ...

- ჩა­ვა­ტა­რეთ ფე­რე­ბის მიმ­ღებ­ლო­ბის კვლე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რის მი­ხედ­ვი­თაც იქ­მნე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მო­დე­ლი. გვსურს დავ­ნერ­გოთ ინ­კლუ­ზი­უ­რო­ბის ცნე­ბა მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში, შევ­ქმნათ სპეც­სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის სა­მო­სი და კი­დევ ერთი სრუ­ლი­ად ახა­ლი და სა­ა­მა­ყო მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია "ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი სა­მო­სი ბავ­შვე­ბის­თვის". იმე­დია, სტარ­ტაპ-გრან­ტე­ბი­დან რო­მე­ლი­მე მა­ინც და­ინ­ტე­რეს­დე­ბა ჩვე­ნი პრო­ექ­ტე­ბით.

- განო, კოტე ამ ახალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე რას გე­ტყო­და?

- კოტე იქ­ნე­ბო­და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი, მას სჯე­რო­და, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ეს ჩემი გა­ტა­ცე­ბა შე­მო­სავ­ლი­ან და პრეს­ტი­ჟულ საქ­მი­ა­ნო­ბად იქ­ცე­ო­და. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ჩემს პარტნი­ორს და გუნდს, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა და ვი­თარ­დე­ბა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

განო მელითაურმა ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა გახსნა

განო მელითაურმა ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა გახსნა

"როგორც იქნა, 20 წლის ნატვრას თავი დავადგი. ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა გავხსენი, რომელიც ახალი ქართული დიზაინერული სერიული ბრენდების ჩაშვებას იწყებს," - გვეუბნება განო მელითაური, რომელსაც ახლა ცხოვრებაში სრულიად განსხვავებული ეტაპი აქვს.

"მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო კომპანიაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე ვმუშაობდი, ხოლო "კავკასიაზე" შუადღის გადაცემა მიმყავდა, წამოვედი, რადგან მთელი ჩემი ენერგია, დრო და პოტენციალი მინდა, ამ ახალი საქმისთვის გამოვიყენო," - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში განო.

ფერების მიმღებლობის კვლევაც ჩაუტარებია, რაც როგორც თავად ამბობს, უნიკალური მეცნიერული ნაშრომია და ანალოგი არ აქვს. ნაშრომი პოლონეთში, ვარშავის მენეჯმენტის უნვერსიტეტში სამაგისტრო დაცვაზე 100 ქულით შეუფასეს. შემდეგ კი ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანა დაიწყო.

"აბაშიძის 6-ში გვაქვს სამკერვალო და შოურუმი," - განმარტავს განო და თავის ახალ სამუშაო სივრცეს გვათვალიერებინებს: სამკერვალო საამქრო, კედელზე მისი ახალი მოდელების ესკიზები, ექსკლუზიური ნამუშევრები და იმედიანი გაწყობა დაგვახვედრა.

"რაც მთავარია, მწამს იმის, რასაც ვაკეთებ, მაქვს გამოცდილება, განათლება და ვიცი, რა სურს მოხმარებელს - როგორც გოგოს, ქალს, დედას, საქმიან ადამიანს, ბავშვს, მოზარდს და მამაკაცს. ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტში ვისწავლე ინოვაციური საწარმოს მართვა, პოლონეთში მივიღე მაგისტრის წოდება და ბედნიერი ვარ, რომ დავიწყე ჩემი საოცნებო საქმე, საერთო ღირებულებების მქონე პარტნიორთან ერთად. ინოვაციური ტანსაცმლის ფაბრიკა ქართულ ბრენდებს შექმნის და წარადგენს არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც.

პიონერები ვიქნებით ადგილობრივ ბაზარზე, ვინც წარმოებაში ქალბატონებისა და ბავშვების სამოსთან ერთად, მამაკაცის, ასევე მომავალი დედებისთვის საოცნებო - საორსულე ტანსაცმელს ჩაუშვებს ხელმისაწვდომ ფასად. ვქმნით განსხვავებულ და დიზაინერულ სკოლის ფორმებსაც, რომლებიც მოზარდებისთვის განსაკუთრებით სასურველი და მისაღები გახდება," - გვეუბნება განო. ეს ყველაფერი ორი ახალი ქართული ბრენდის სახელით - "საროჩინი" და "კომბინიზონა" სახელით გავა ბაზარზე.

- რატომ "კომბინიზონა"?

- "კომბინიზონა" ყველასია, ვინც თავს ახალგაზრდად გრძნობს და იცის სილაღის, ფერების და ბედნიერების ფასი. ჩვენი ბრენდი კომბინიზონების, ნახვერად სპორტული ქურთუკების, სვიტერების, შარვლების, ჟაკეტების და სხვადასხვა ყოველდღიური კომფორტული სამოსის კომბინაციაა. მეორე ხაზი "საროჩინი" კი უფრო დაღვინებული, ჰაეროვანი, სადღესასწაულო კაბების, ბლუზების, პერანგების, მოსაცმელების და ხელნაკეთი აქსესუარების კომბინაციებს შესთავაზებს მომხმარებელს. ის შედარებით შეზღუდული რაოდენობით იქმნება.

რაც შეეხება ბვშვების ხაზს, დეკემბრიდან დაემატება სადღესასწაულო კაბები, მულტფილმის და კინო-გმირების ლუქები... ამ მიმართულების სამოსს გავაქირავებთ კიდევაც. ვმუშაობთ საახალწლო ხაზზეც - ხელნაკეთი სვიტერები, ქუდები, ხელთათმანები, წინდები, სასაჩუქრე ნაკრებები... ძალიან მალე მზად იქნება ონლაინ მაღაზიაც, სადაც ეს ყველაფერი გაიყიდება. ვმუშაობთ ინდივიდუალურ შეკვეთებზეც.

- ამ ყველაფერს ფინანსები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სჭირდება...

- ვინაიდან პროექტი სტარტაპია, მე და ჩემმა პარტნიორმა მინიმალური დანახარჯებით დავიწყეთ. თუმცა, კორპორატიულ შეკვეთებზეც ვმუშაობთ და მომავალ წელს, ამ დროს, სურვილი გვაქვს, უფრო დიდ და საკუთარ შენობაში ვიყოთ - ბევრ მიმართულებას ვავითარებთ. თანდათან ვიზრდებით. ვცდილობთ, ადამიანებს დასაქმებაში დავეხმაროთ.

- აქ მზა პროდუქციას შორის კომბინირებული სამოსიც გაქვთ გამოფენილი...

- გვსურს, მომხმარებელს ფართო არჩევანი შევთავაზოთ. ცალკე გვყავს მქსოველების ჯგუფი, ასევე ხელნაკეთი აქსესუარების შემქმნელები... მოკლედ, საინტერესო გეგმები გვაქვს და გვინდა ინტერაქტიული სამოსით "სტარტაპ-საქართველოზეც" გავიდეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში გამოჩნდებიან გონიერი ადამიანები, რომლებიც დაინახავენ პოტენციალს და გვერდში დაგვიდგებიან. 24 საათი აქ ვართ და ვმუშაობთ, რადგან მიგვაჩნია, რომ შრომით ყველაფერს მივაღწევთ... ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა თვის ბოლოდან სისტემატიურად უმასპინძლებს პოტენციური მომხმარებლებით დაკომპლექტებულ ფოკუსჯგუფებს. სწორედ ისინი შეგვიფასებენ პირველები ნამუშევრებს და მოგვცემენ შენიშვნებს.

ვცდილობთ, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და თან, ხარისხიანი ქსოვილებისგან შევქმნათ სამოსი, რათა ყველასთვის მისაღები იყოს. გვყავს მომწოდებლები თურქეთიდან და იტალლიიდან. მთავარია, ტანსაცმელი იყოს კომფორტული, განსხვვებული, აქცენტს ხარისხზე ვამახვილებთ. ჩვენი სამოსი უნდა ჩაიცვა და გამოგადგეს.

- მოკლედ, სამოსის შექმნა გინდათ მათთვის, ვისაც საკუთარი თავის უკეთ გამოხატვა სურს.

- დიახ, ადამიანებისთვის, ვისაც მეგობრებისთვის თავისუფლებისა და ბედნიერების გაზიარება უნდა... გარდა ამისა, ცალკე საორსულე სამოსის სერიულ ქართულ ბრენდსაც მივაწვდით ბაზარს.

- ფერებს რომ დავუბრუნდეთ...

- ჩავატარეთ ფერების მიმღებლობის კვლევა საქართველოში, რის მიხედვითაც იქმნება თითოეული მოდელი. გვსურს დავნერგოთ ინკლუზიურობის ცნება მოდის ინდუსტრიაში, შევქმნათ სპეცსაჭიროებების სამოსი და კიდევ ერთი სრულიად ახალი და საამაყო მიმართულება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია "ინტერაქტიული სამოსი ბავშვებისთვის". იმედია, სტარტაპ-გრანტებიდან რომელიმე მაინც დაინტერესდება ჩვენი პროექტებით.

- განო, კოტე ამ ახალ საქმიანობაზე რას გეტყოდა?

- კოტე იქნებოდა ძალიან ბედნიერი, მას სჯეროდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს ჩემი გატაცება შემოსავლიან და პრესტიჟულ საქმიანობად იქცეოდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს პარტნიორს და გუნდს, რომელიც ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი