სერენა უილიამსისა და ალექსის ოჰანიანის ქორწილი, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ პომპეზური აღმოჩნდა. საზეიმო ცერემონიალი ნიუ-ორლეანში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში შედგა.
ჩოგბურთელისა და "რედიტის" დამაარსებლის ქორწილის სტუმრებს შორის ათეულობით ცნობილი ადამიანი იყო, მათ შორის - კიმ კარდაშიანი, ევა ლონგორია ქმართან ერთად, ბიონსე, სიარა...
სერენა და ალექსისის შეეცადნენ, დღესასწაული რაც შეიძლება უხმაუროდ აღენიშნათ. პაპარაცებმა სტუმრების გადაღება მხოლოდ მისვლისას მოახერხეს, შენობაში შესვლა, უილიამსისა და ოჰანიანის დაფიქსირება კი შეუძლებელი იყო.
წყვილს ქორწილზე გადაღებული სურათი, ჯერჯერობით, არც სოციალურ ქსელებში გაუვრცელებიათ.
საზეიმო წვეულებას მათი 2 თვის გოგონაც ესწრებოდა.
სერენა უილიამსი და ალექსის ოჰანიანი 2 წელია, ერთად არიან. "რედიტის" დამფუძნებელმა საყვარელ ქალს ცოლობა 2016 წელს შესთავაზა. 2 თვის წინ კი გაჩნდა მათი ქალიშვილი, ალექსის ოლიმპია.
მომზადებულია elle-ს მიხედვით