პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსუდან შარაძე - ძალიან მალე დავდებ იმის მტკიცებულებას, რომ გიორგი ბარათელი არ არის მამაჩემის მკვლელი
რუსუდან შარაძე - ძალიან მალე დავდებ იმის მტკიცებულებას, რომ გიორგი ბარათელი არ არის მამაჩემის მკვლელი

ძა­ლი­ან მალე დავ­დებ იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, რომ გი­ორ­გი ბა­რა­თე­ლი არ არის მა­მა­ჩე­მის მკვლე­ლი, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აკა­დე­მი­კოს გუ­რამ შა­რა­ძის შვილ­მა რუ­სუ­დან შა­რა­ძემ, შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბულ გი­ორ­გი ბა­რა­თე­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეს­ფა­სე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც შა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ბა­რა­თე­ლი ცი­ხე­ში დღემ­დე ტყუ­ი­ლად იჯდა. შა­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­რა­თე­ლი მზად იყო სი­მარ­თლე ეთ­ქვა 2012 წელს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ, თუმ­ცა ის შე­ა­ში­ნეს და ამი­ტომ დღემ­დე იბ­რა­ლებს, რომ მა­მა­მი­სი მან მოკ­ლა.

"ეს კაცი სულ ტყუ­ი­ლად იჯდა ჩემი აზ­რით. მას არა­თუ არ და­უ­გეგ­მავს, სა­ერ­თოდ მო­ნა­წი­ლეც არ არის ამ მკვლე­ლო­ბის. ის აი­ძუ­ლეს, რომ თა­ვის თავ­ზე აეღო ეს და­ნა­შა­უ­ლი. რო­დე­საც შე­იც­ვა­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, 2012 წელს, ის ამ­ბობ­და - მე არ ვარ მკვლე­ლი და ხე­ლახ­ლა და­კი­თხვა მო­ი­თხო­ვა. მზად იყო ოფი­ცი­ა­ლუ­რად სი­მარ­თლე ეთ­ქვა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის. მაგ­რამ მოხ­და ისე, რომ საქ­მე გა­ი­წე­ლა. ამა­სო­ბა­ში მას შე­ე­ხო ამ­ნის­ტია იმ 28 წელ­ზე, რაც ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი. საქ­მის ამ გა­წელ­ვა­ში, ცი­ხე­ში მო­უ­წყვეს პრო­ვო­კა­ცია, კერ­ძოდ მომ­ჩი­ვა­ნის გა­რე­შე და­უ­მა­ტეს 2 წელი. მას რე­ა­ლუ­რად სა­პა­ტიმ­რო 2 წლის წინ უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რო­ბი­სა და სო­ზარ სუ­ბა­რის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრო­ბის დროს. ამ­დე­ნი წელი, რა ჯო­ჯო­ხე­თი გა­ი­ა­რა ამ ადა­მი­ან­მა ღმერ­თმა იცის. მე სამ­ჯერ შევ­ხვდი გი­ორ­გი ბა­რა­თელს. ყვე­ლა­ფე­რი მო­მიყ­ვა მეც და გა­მომ­ძი­ე­ბელ­საც, თუმ­ცა ჩვე­ნე­ბას, რომ­ლი­თაც სი­მარ­თლეს ამ­ბობ­და, ხელი არ მო­ა­წე­რა, ვი­ნა­ი­დან თქვა, რომ ეში­ნია. მე ძა­ლი­ან მალე დავ­დებ იმის მტკი­ცე­ბუ­ლებს, რომ გი­ორ­გი ბა­რა­თე­ლი არ არის მა­მა­ჩე­მის მკვლე­ლი. ვინ არის მკვლე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­გებს", - აცხა­დებს რუ­სუ­დან შა­რა­ძე.

გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბულ­მა გი­ორ­გი ბა­რა­თელ­მა დღეს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა.

გი­ორ­გი ბა­რა­თე­ლი გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 2007 წელს და­ა­კა­ვეს.

იხი­ლეთ ვი­დეო: "მკვლე­ლო­ბა მო­ვი­შო­რე, ჩემი ვი­ჯე­ქი და აღა­რა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებს" - რას ამ­ბობს ცი­ხის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი?

რუსუდან შარაძე - ძალიან მალე დავდებ იმის მტკიცებულებას, რომ გიორგი ბარათელი არ არის მამაჩემის მკვლელი

რუსუდან შარაძე - ძალიან მალე დავდებ იმის მტკიცებულებას, რომ გიორგი ბარათელი არ არის მამაჩემის მკვლელი

ძალიან მალე დავდებ იმის მტკიცებულებას, რომ გიორგი ბარათელი არ არის მამაჩემის მკვლელი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აკადემიკოს გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ, შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ბარათელი გათავისუფლების შესფასებისას განუცხადა. როგორც შარაძემ აღნიშნა, ბარათელი ციხეში დღემდე ტყუილად იჯდა. შარაძის ინფორმაციით, ბარათელი მზად იყო სიმართლე ეთქვა 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, თუმცა ის შეაშინეს და ამიტომ დღემდე იბრალებს, რომ მამამისი მან მოკლა.

"ეს კაცი სულ ტყუილად იჯდა ჩემი აზრით. მას არათუ არ დაუგეგმავს, საერთოდ მონაწილეც არ არის ამ მკვლელობის. ის აიძულეს, რომ თავის თავზე აეღო ეს დანაშაული. როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, 2012 წელს, ის ამბობდა - მე არ ვარ მკვლელი და ხელახლა დაკითხვა მოითხოვა. მზად იყო ოფიციალურად სიმართლე ეთქვა გამოძიებისთვის. მაგრამ მოხდა ისე, რომ საქმე გაიწელა. ამასობაში მას შეეხო ამნისტია იმ 28 წელზე, რაც ჰქონდა შეფარდებული. საქმის ამ გაწელვაში, ციხეში მოუწყვეს პროვოკაცია, კერძოდ მომჩივანის გარეშე დაუმატეს 2 წელი. მას რეალურად საპატიმრო 2 წლის წინ უნდა დაეტოვებინა. ეს ყველაფერი მოხდა არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობისა და სოზარ სუბარის სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს. ამდენი წელი, რა ჯოჯოხეთი გაიარა ამ ადამიანმა ღმერთმა იცის. მე სამჯერ შევხვდი გიორგი ბარათელს. ყველაფერი მომიყვა მეც და გამომძიებელსაც, თუმცა ჩვენებას, რომლითაც სიმართლეს ამბობდა, ხელი არ მოაწერა, ვინაიდან თქვა, რომ ეშინია. მე ძალიან მალე დავდებ იმის მტკიცებულებს, რომ გიორგი ბარათელი არ არის მამაჩემის მკვლელი. ვინ არის მკვლელი საზოგადოება აუცილებლად გაიგებს", - აცხადებს რუსუდან შარაძე.

გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით 2007 წელს დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: "მკვლელობა მოვიშორე, ჩემი ვიჯექი და აღარაფერი მაინტერესებს" - რას ამბობს ციხის დატოვების შემდეგ, გურამ შარაძის მკვლელობისთვის ნასამართლევი?

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ