პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე მაღალი ხელფასი ტრამპის თანაშემწეებს შორის - ჰოუპ ჰიქსი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრშია
ყველაზე მაღალი ხელფასი ტრამპის თანაშემწეებს შორის - ჰოუპ ჰიქსი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრშია

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ჰოუპ ჰიქ­სი დო­ნალდ ტრამ­პთან ჯერ კი­დევ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის პე­რი­ო­დი­დან მუ­შა­ობს, მსოფ­ლი­ოს­თვის შე­სამ­ჩნე­ვი აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის აზი­ა­ში ვი­ზი­ტის დროს გახ­და. თეთ­რი სახ­ლის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დი­რექ­ტო­რი ია­პო­ნი­ა­ში შავი პი­ჯა­კით და ბაფ­თით გა­მოჩ­ნდა და თვით მე­ლა­ნია ტრამ­პიც კი დაჩ­რდი­ლა.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ლა­მა­ზი, ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ვი­ნა­ო­ბით მა­შინ­ვე და­ინ­ტე­რეს­დნენ.

"ბიზ­ნეს ინ­სა­ი­დე­რი" წერს, რომ ჰიქ­სი და მისი და, მერი გრე­ი­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლე­ბი იყ­ვნენ მო­ზარ­დო­ბი­სას. ჰო­უ­პი მო­ნა­წი­ლე­ობ­და რალფ ლო­რე­ნის ჩვე­ნე­ბებ­ში და გა­მოჩ­ნდა ჟურ­ნა­ლის It Girl გა­რე­კან­ზე.

პირ­ვე­ლად დო­ნალდ ტრამპს 2012 წელს შეხ­ვდა, რო­დე­საც ივან­კა ტრამ­პის მო­დის ხა­ზის­თვის მუ­შა­ობ­და. ჰიქსმა აშშ-ს მო­მა­ვალ პრე­ზი­დენ­ტის ნდო­ბა მას­თან შეხ­ვედ­რი­დან მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში მო­ი­პო­ვა.

2015 წელს ტრამ­პი ჰიქსს ტრამპ თა­უ­ე­რის 26-ე სარ­თულ­ზე შეხ­ვდა და გა­ნუ­ცხა­და, რომ მის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში უნდა ჩაბ­მუ­ლი­ყო. ჰო­უპს პო­ლი­ტი­კა­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქო­ნია, თუმ­ცა პი­არ­ში მუ­შა­ო­ბა მისი ოჯა­ხის არ­ცერ­თი წევ­რის­თვის უცხო არ არის - ორი­ვე ბა­ბუა პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტია, მისი მამა, პოლი კი კომ­პა­ნი­ის NFL აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი იყო.

ივ­ნის­ში თეთრმა სახ­ლმა გა­ა­სა­ჯა­როა 337 თა­ნამ­შრომ­ლის ხელ­ფა­სი. ამ მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ჰიქ­სის ანა­ზღა­უ­რე­ბა ტრამ­პის თა­ნა­შემ­წე­ებს შო­რის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია და 179,700 დო­ლარს შე­ად­გენს.

ყველაზე მაღალი ხელფასი ტრამპის თანაშემწეებს შორის - ჰოუპ ჰიქსი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრშია

ყველაზე მაღალი ხელფასი ტრამპის თანაშემწეებს შორის - ჰოუპ ჰიქსი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრშია

იმის მიუხედავად, რომ ჰოუპ ჰიქსი დონალდ ტრამპთან ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდიდან მუშაობს, მსოფლიოსთვის შესამჩნევი აშშ-ს პრეზიდენტის აზიაში ვიზიტის დროს გახდა. თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი იაპონიაში შავი პიჯაკით და ბაფთით გამოჩნდა და თვით მელანია ტრამპიც კი დაჩრდილა.

სოციალური ქსელების მომხმარებლები ლამაზი, ახალგაზრდა ქალის ვინაობით მაშინვე დაინტერესდნენ.

”ბიზნეს ინსაიდერი” წერს, რომ ჰიქსი და მისი და, მერი გრეისი წარმატებული მოდელები იყვნენ მოზარდობისას. ჰოუპი მონაწილეობდა რალფ ლორენის ჩვენებებში და გამოჩნდა ჟურნალის It Girl გარეკანზე.

პირველად დონალდ ტრამპს 2012 წელს შეხვდა, როდესაც ივანკა ტრამპის მოდის ხაზისთვის მუშაობდა. ჰიქსმა აშშ-ს მომავალ პრეზიდენტის ნდობა მასთან შეხვედრიდან მოკლე პერიოდში მოიპოვა.

2015 წელს ტრამპი ჰიქსს ტრამპ თაუერის 26-ე სართულზე შეხვდა და განუცხადა, რომ მის წინასაარჩევნო კამპანიაში უნდა ჩაბმულიყო. ჰოუპს პოლიტიკაში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია, თუმცა პიარში მუშაობა მისი ოჯახის არცერთი წევრისთვის უცხო არ არის - ორივე ბაბუა პიარის სპეციალისტია, მისი მამა, პოლი კი კომპანიის NFL აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი იყო.

ივნისში თეთრმა სახლმა გაასაჯაროა 337 თანამშრომლის ხელფასი. ამ მონაცემების მიხედვით, ჰიქსის ანაზღაურება ტრამპის თანაშემწეებს შორის ყველაზე მაღალია და  179,700 დოლარს შეადგენს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"