Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის "სიყვარულის ამბავი" ერთ კლიპში - "ისე ითამაშეს, ვემიჯნები აზრს, რომ მეგობრები არიან"
ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის "სიყვარულის ამბავი" ერთ კლიპში - "ისე ითამაშეს, ვემიჯნები აზრს, რომ მეგობრები არიან"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მომ­ღერ­ლებ­მა ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილ­მა და სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძემ მსმე­ნელს მათ­თვის შექ­მნილ ახალ სიმ­ღე­რა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი კლი­პი შეს­თა­ვა­ზეს, რომ­ლის ავ­ტო­რე­ბი ლი­ლი­კო ნემ­სა­ძე და ირი­ნა სა­ნი­კი­ძე არი­ან, კლი­პის რე­ჟი­სო­რი ნეს­ტან სინ­ჯი­კაშ­ვი­ლია, ხოლო პრო­დი­უ­სე­რი - თაკო დო­ლა­ბე­რი­ძე. სიმ­ღე­რას "ერთხელ წვი­მი­ან ქა­ლაქ­ში" ჰქვია.

"ჩვენ შევ­ხვდით ერთხელ წვი­მი­ან ქა­ლაქ­ში, არა­ვინ აღარ გვახ­სოვ­და სხვა, ცხოვ­რე­ბის ამ ერთ ფურ­ცელს დრო გა­დაშ­ლის, არ ვი­ცით, რა გვე­ლო­დე­ბა ხვალ" - ეს პა­ტა­რა მო­ნაკ­ვე­თია მათი დუ­ე­ტი­დან.

ვი­დე­ორ­გო­ლი მა­ყუ­რე­ბელ­მა მო­ი­წო­ნა და აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა. მომ­ღერ­ლებს იმე­დი აქვთ, რომ ახალ ნა­მუ­შე­ვარს ფარ­თო მა­ყუ­რე­ბე­ლიც შე­იყ­ვა­რებს. გარ­და იმი­სა, რომ სცე­ნა­ზე შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან, ნო­დი­კოს და სა­ლო­მეს მრა­ვალ­წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბაც აკავ­ში­რებთ და ვი­დე­ორ­გოლ­სა და ერ­თობ­ლივ სიმ­ღე­რა­ზეც დიდი ხანი ოც­ნე­ბობ­დნენ. ოც­ნე­ბა მხო­ლოდ ახლა აუხ­დათ.

"ვი­დეო და­კარ­გულ და შემ­დეგ ნა­პოვნ სიყ­ვა­რულ­ზე უნდა ყო­ფი­ლი­ყო. იდე­ე­ბი ნეს­ტან სინ­ჯი­კაშ­ვილს გა­ვუმ­ხი­ლეთ, რო­მელ­მაც ჩვენს ჩა­ნა­ფიქ­რს ძა­ლი­ან მალე ფრთე­ბი გა­ცი­ლე­ბით უკეთ შე­ას­ხა, ვიდ­რე ჩვენ წარ­მოგ­ვედ­გი­ნა... ეს ის შემ­თხვე­ვაა, როცა ტექ­სტი და მუ­სი­კა ერ­თმა­ნეთს უხ­დე­ბა. ისე­თია, რომ ალ­ბათ ყვე­ლას ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რა მსგავ­სი რამ, ნე­ბის­მი­ერს გა­დახ­დე­ნია" - გვე­უბ­ნე­ბა სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე.

ნე­ტან სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი:

- ნოდ­კო და სა­ლო­მე ისე­თი ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან, მინ­და, ფილმშიც გა­და­ვი­ღო... ამ კლიპ­ზე მუ­შა­ო­ბა არ იყო შრო­მა, ეს ერთი დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა აღ­მოჩ­ნდა. მგო­ნი, ხალ­ხს მო­ე­წო­ნა და ამით ბედ­ნი­ე­რი ვარ... კლი­პის კონ­ცეფ­ცი­ა­ზე სა­მი­ვე ერ­თად შევ­თან­ხმდით - გვინ­დო­და, პა­ტა­რა ფილ­მი­ვით გა­მო­სუ­ლი­ყო. ერთ დღე­ში გა­და­ვი­ღე და და­ვა­მონ­ტა­ჟე. პირ­ვე­ლად ხდე­ბა, რომ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­დან მა­სა­ლა ვერ ამო­ვარ­ჩიე, ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სი კად­რე­ბი იყო, არ ვი­ცო­დი, რო­მე­ლი ჩა­მეს­ვა. ბო­ლოს კუ­ლი­სებს მიღ­მა კად­რე­ბიც ვაჩ­ვე­ნეთ, რომ­ლი­თაც მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­ხა­ლის­და...

Ambebi.ge-ს კლი­პის შე­სა­ხებ აზრი რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ­მა ადა­მი­ან­მა გა­უ­ზი­ა­რა:

გო­გო­ლა კა­ლან­და­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კლი­პია... ყო­ჩაღ ნეს­ტანს, რომ ასე­თი რე­ჟი­სო­რუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი გვაჩ­ვე­ნა. სა­ო­ცა­რი ნიჭი აქვს. მიყ­ვარს ნო­დი­კო და სა­ლო­მე - ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ მათი ვი­დე­ორ­გო­ლი ასე­თი კარ­გი გა­მო­ვი­დო­და. წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ, მო­მა­ვალ­შიც კარ­გი, ლა­მა­ზი სიმ­ღე­რე­ბით და­ვე­ჯილ­დო­ვე­ბი­ნეთ. კუ­ლი­სებს მიღ­მა კად­რებ­მა კი სულ სხვა ემო­ცია მო­ი­ტა­ნა. ასე­თი რამ სხვა კლი­პე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე არა­სო­დეს მი­ნა­ხავს და ესეც მო­მე­წო­ნა. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო.

ხა­ტია შა­მუ­გია, პი­არ­მე­ნე­ჯე­რი:

- ეს სიმ­ღე­რა პირ­ვე­ლი გაჟ­ღე­ბის­თა­ნა­ვე მო­ვის­მი­ნე კონ­ცერ­ტზე, რო­მე­ლიც მიმ­ყავ­და... იმ დღის ჩა­წე­რი­ლი იყო. მო­მე­წო­ნა, მაგ­რამ მას­ზე კლი­პი ვერ წარ­მო­ვიდ­გი­ნე. ნო­დი­კოს და სა­ლო­მეს რომ არ ვიც­ნობ­დე და არ ვი­ცო­დე, მათი მე­გობ­რო­ბის შე­სა­ხებ, ვერ და­ვი­ჯე­რებ­დი, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან, კლიპ­ში ისე­თი სა­ო­ცა­რი არ­ტის­ტიზ­მი ვი­ხი­ლე. მათი სამ­სა­ხი­ო­ბო მო­ნა­ცე­მე­ბი და­ვა­ფა­სე. ვუ­ლო­ცავ და მი­ხა­რია, რომ ლა­მა­ზი კლი­პი შე­ე­მა­ტა მქრქალ შოუ-ბიზ­ნე­სურ ცხოვ­რე­ბას.

თა­თია ედი­შე­რაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­სა­გე­ბი, სუფ­თა ქარ­თუ­ლი, რე­ა­ლუ­რი, ბუ­ნებ­რი­ვი კლი­პი წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი რე­ჟი­სო­რუ­ლად ძა­ლი­ან სწო­რად იყო და­ნა­ხუ­ლი. რაც მთა­ვა­რია, იყო ფე­რა­დი. ოპე­რა­ტო­რის ნა­მუშ­ვა­რიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია. სიმ­ღე­რა ფან­ტას­ტი­კუ­რია და გა­მოს­ვლის დღი­დან ვგულ­შე­მატ­კივ­რობ. კლი­პი, სი­უ­ჟე­ტუ­რად, სიმ­ღე­რას ნამ­დვი­ლად მი­ე­სა­და­გე­ბა. ეს ვი­დე­ორ­გო­ლი ჩემ­თვის მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი კი­ნოა, ვფიქ­რობ, ყვე­ლა სტან­დარტს პა­სუ­ხობს. დიდი ხა­ნია, ასე­თი სა­სი­ა­მოვ­ნო არა­ფე­რი მი­ნა­ხავს. ისე ითა­მა­შეს, ვე­მიჯ­ნე­ბი აზრს, რომ მე­გობ­რე­ბი არი­ან... მათი სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბის შე­ფა­სე­ბა მო­მინ­და. სა­ერ­თოდ, სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, ამ ის­ტო­რი­ის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ვუ­ლო­ცავ, პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბით შედ­გა.

გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნი, მსა­ხი­ო­ბი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- რთუ­ლია, მე­გობ­რებ­მა ასე­თი სა­სიყ­ვა­რუ­ლო სცე­ნე­ბი დად­გან, მით უე­ტეს, რომ მსა­ხი­ო­ბე­ბი არ არი­ან. მო­მე­წო­ნა მათი ამ­ბა­ვი. გვაკ­ლია ასე­თი ხა­რის­ხი­ა­ნი კლი­პე­ბი. მო­მე­წო­ნა კად­რე­ბიც...

ლალი ფა­ცია

Ambebi.ge

ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის "სიყვარულის ამბავი" ერთ კლიპში - "ისე ითამაშეს, ვემიჯნები აზრს, რომ მეგობრები არიან"

ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის "სიყვარულის ამბავი" ერთ კლიპში - "ისე ითამაშეს, ვემიჯნები აზრს, რომ მეგობრები არიან"

რამდენიმე დღის წინ მომღერლებმა ნოდიკო ტატიშვილმა და სალომე ბაკურაძემ მსმენელს მათთვის შექმნილ ახალ სიმღერაზე გადაღებული კლიპი შესთავაზეს, რომლის ავტორები ლილიკო ნემსაძე და ირინა სანიკიძე არიან, კლიპის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია, ხოლო პროდიუსერი - თაკო დოლაბერიძე. სიმღერას "ერთხელ წვიმიან ქალაქში" ჰქვია.

"ჩვენ შევხვდით ერთხელ წვიმიან ქალაქში, არავინ აღარ გვახსოვდა სხვა, ცხოვრების ამ ერთ ფურცელს დრო გადაშლის, არ ვიცით, რა გველოდება ხვალ" - ეს პატარა მონაკვეთია მათი დუეტიდან.

ვიდეორგოლი მაყურებელმა მოიწონა და აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. მომღერლებს იმედი აქვთ, რომ ახალ ნამუშევარს ფართო მაყურებელიც შეიყვარებს. გარდა იმისა, რომ სცენაზე შეხმატკბილებული პარტნიორები არიან, ნოდიკოს და სალომეს მრავალწლიანი მეგობრობაც აკავშირებთ და ვიდეორგოლსა და ერთობლივ სიმღერაზეც დიდი ხანი ოცნებობდნენ. ოცნება მხოლოდ ახლა აუხდათ.

"ვიდეო დაკარგულ და შემდეგ ნაპოვნ სიყვარულზე უნდა ყოფილიყო. იდეები ნესტან სინჯიკაშვილს გავუმხილეთ, რომელმაც ჩვენს ჩანაფიქრს ძალიან მალე ფრთები გაცილებით უკეთ შეასხა, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა... ეს ის შემთხვევაა, როცა ტექსტი და მუსიკა ერთმანეთს უხდება. ისეთია, რომ ალბათ ყველას ცხოვრებაში მომხდარა მსგავსი რამ, ნებისმიერს გადახდენია" - გვეუბნება სალომე ბაკურაძე.

ნეტან სინჯიკაშვილი, რეჟისორი:

- ნოდკო და სალომე ისეთი ნიჭიერები არიან, მინდა, ფილმშიც გადავიღო... ამ კლიპზე მუშაობა არ იყო შრომა, ეს ერთი დიდი სიამოვნება აღმოჩნდა. მგონი, ხალხს მოეწონა და ამით ბედნიერი ვარ... კლიპის კონცეფციაზე სამივე ერთად შევთანხმდით - გვინდოდა, პატარა ფილმივით გამოსულიყო. ერთ დღეში გადავიღე და დავამონტაჟე. პირველად ხდება, რომ გადაღებული ვიდეოდან მასალა ვერ ამოვარჩიე, ერთმანეთზე უკეთესი კადრები იყო, არ ვიცოდი, რომელი ჩამესვა. ბოლოს კულისებს მიღმა კადრებიც ვაჩვენეთ, რომლითაც მაყურებელი გახალისდა...

Ambebi.ge-ს კლიპის შესახებ აზრი რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა გაუზიარა:

გოგოლა კალანდაძე, მსახიობი:

- არაჩვეულებრივი კლიპია... ყოჩაღ ნესტანს, რომ ასეთი რეჟისორული ნამუშევარი გვაჩვენა. საოცარი ნიჭი აქვს. მიყვარს ნოდიკო და სალომე - ზუსტად ვიცოდი, რომ მათი ვიდეორგოლი ასეთი კარგი გამოვიდოდა. წარმატებებს ვუსურვებ, მომავალშიც კარგი, ლამაზი სიმღერებით დავეჯილდოვებინეთ. კულისებს მიღმა კადრებმა კი სულ სხვა ემოცია მოიტანა. ასეთი რამ სხვა კლიპების პრეზენტაციაზე არასოდეს მინახავს და ესეც მომეწონა. განსხვავებული იყო.

ხატია შამუგია, პიარმენეჯერი:

- ეს სიმღერა პირველი გაჟღებისთანავე მოვისმინე კონცერტზე, რომელიც მიმყავდა... იმ დღის ჩაწერილი იყო. მომეწონა, მაგრამ მასზე კლიპი ვერ წარმოვიდგინე. ნოდიკოს და სალომეს რომ არ ვიცნობდე და არ ვიცოდე, მათი მეგობრობის შესახებ, ვერ დავიჯერებდი, რომ შეყვარებულები არ არიან, კლიპში ისეთი საოცარი არტისტიზმი ვიხილე. მათი სამსახიობო მონაცემები დავაფასე. ვულოცავ და მიხარია, რომ ლამაზი კლიპი შეემატა მქრქალ შოუ-ბიზნესურ ცხოვრებას.

თათია ედიშერაშვილი, მსახიობი:

- აბსოლუტურად გასაგები, სუფთა ქართული, რეალური, ბუნებრივი კლიპი წარმოგვიდგინეს. ეს ყველაფერი რეჟისორულად ძალიან სწორად იყო დანახული. რაც მთავარია, იყო ფერადი. ოპერატორის ნამუშვარიც არაჩვეულებრივია. სიმღერა ფანტასტიკურია და გამოსვლის დღიდან ვგულშემატკივრობ. კლიპი, სიუჟეტურად, სიმღერას ნამდვილად მიესადაგება. ეს ვიდეორგოლი ჩემთვის მოკლემეტრაჟიანი კინოა, ვფიქრობ, ყველა სტანდარტს პასუხობს. დიდი ხანია, ასეთი სასიამოვნო არაფერი მინახავს. ისე ითამაშეს, ვემიჯნები აზრს, რომ მეგობრები არიან... მათი სამსახიობო ოსტატობის შეფასება მომინდა. საერთოდ, სურვილი გამიჩნდა, ამ ისტორიის თანამონაწილე ვყოფილიყავი. ვულოცავ, პროექტი წარმატებით შედგა.

გიორგი გასვიანი, მსახიობი, ტელეწამყვანი:

- რთულია, მეგობრებმა ასეთი სასიყვარულო სცენები დადგან, მით უეტეს, რომ მსახიობები არ არიან. მომეწონა მათი ამბავი. გვაკლია ასეთი ხარისხიანი კლიპები. მომეწონა კადრებიც...

ლალი ფაცია

Ambebi.ge

"10 დღე ვიწექი საავადმყოფოში, ვიბრძოლე და გამოვედი მდგომარეობიდან" - როგორია თემურ წიკლაურის ცხოვრება ქალაქგარეთ, ინსულტის გადატანის შემდეგ

ქართული კინოს მშვენება, რომელსაც ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერის გამო განუდგნენ - "ბევრმა ახლობელმა ატკინა გული.."

"ლელა საკონცერტოდ გამოეწყო და მეუბნება: მანქანა გასარეცხად მიმყავსო" - როგორ გაატარეს კარანტინი "მამულიჩამ" და ლელა წურწუმიამ