სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბუნტი ტურინის საიმიგრაციო ცენტრში - ქართველის შესაძლო გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს საკონსულო მოკვლევას ჩაატარებს
ბუნტი ტურინის საიმიგრაციო ცენტრში - ქართველის შესაძლო გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს საკონსულო მოკვლევას ჩაატარებს

ტუ­რინ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლი გა­ემ­გზავ­რე­ბა, რო­მე­ლიც ეროვ­ნე­ბით ქარ­თვე­ლის შე­საძ­ლო გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მოკ­ვლე­ვას ჩა­ა­ტა­რებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე სა­კონ­სუ­ლო სამ­სა­ხუ­რის ცხელ ხაზს და­უ­კავ­შირ­და და ტუ­რი­ნის სა­ი­მიგ­რა­ციო ცენ­ტრში მომ­ხა­და­რი ბუნ­ტის დროს, ეროვ­ნე­ბით ქარ­თვე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე, ჯერ კი­დევ ორი დღით ადრე შედ­გა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი ქ. ტუ­რი­ნის სა­ი­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხურ­თან ბუნ­ტის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის მიზ­ნით, რა დრო­საც სა­კონ­სუ­ლოს ეც­ნო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ და­შა­ვე­ბუ­ლან და მათ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბო­დათ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­კონ­სუ­ლომ ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცია გა­და­ა­მოწ­მა იტა­ლი­ურ მხა­რეს­თა­ნაც, სა­დაც ასე­ვე არ და­დას­ტურ­და, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა და­შა­ვე­ბის ან გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი, თუმ­ცა 16 ნო­ემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­ლა­ქის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის შემ­დეგ, სი­ტუ­ა­ცი­ის ად­გილ­ზე გა­საც­ნო­ბად სა­კონ­სუ­ლომ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­მო­ყო.

ნა­ხეთ ვი­დეო

"დღეს, 16 ნო­ემ­ბერს, გ.წ. და­უ­კავ­შირ­და სა­კონ­სუ­ლო სამ­სა­ხურს ცხე­ლი ხა­ზის ნო­მერ­ზე და აც­ნო­ბა ქ. ტუ­რი­ნის სა­ი­მიგ­რა­ციო ცენ­ტრში მომ­ხა­და­რი ბუნ­ტის თა­ო­ბა­ზე. მან­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ სა­დე­პორ­ტო ცენ­ტრში გარ­და­იც­ვა­ლა ეროვ­ნე­ბით ქარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც ფლობს აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ პას­პორ­ტს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­კონ­სუ­ლო სამ­სხუ­რის­თვის ცნო­ბი­ლი იყო ქ. ტუ­რი­ნის სა­დე­პორ­ტო ცენ­ტრში მომ­ხდა­რი ბუნ­ტის თა­ო­ბა­ზე და უკვე 14 ნო­ემ­ბერს შედ­გა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი ქ. ტუ­რი­ნის სა­ი­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხურ­თან ბუნ­ტის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის მიზ­ნით, რა დრო­საც სა­კონ­სუ­ლოს ეც­ნო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ და­შა­ვე­ბუ­ლან და მათ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას არ ემუქ­რე­ბა საფრ­თხე. არ და­ა­დას­ტუ­რეს ბუნ­ტის დროს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი.

გ.წ. სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის შემ­დგომ, სა­კონ­სუ­ლო სამ­სა­ხურ­მა ხელ­მე­ო­რედ გა­და­ა­მოწ­მა ინ­ფორ­მა­ცია იტა­ლი­ურ მხა­რეს­თან, რა დრო­საც კვლავ არ და­დას­ტურ­და გ.წ.-სგან მი­ღე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გ.წ. სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას ითხო­ვა შეხ­ვედ­რას სა­კონ­სუ­ლოს თა­ნამ­შრო­მელ­თან. ამ მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, სა­კონ­სუ­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­ემ­გზავ­რე­ბა ქ. ტუ­რინ­ში, ხოლო იტა­ლი­ის შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის მხრი­დან სა­დე­პორ­ტო ცენ­ტრში ვი­ზი­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­ი­ნა­ხუ­ლებს მო­ქა­ლა­ქეს", - აცხა­დე­ბენ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ბუნტი ტურინის საიმიგრაციო ცენტრში - ქართველის შესაძლო გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს საკონსულო მოკვლევას ჩაატარებს

ბუნტი ტურინის საიმიგრაციო ცენტრში - ქართველის შესაძლო გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს საკონსულო მოკვლევას ჩაატარებს

ტურინში, საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლი გაემგზავრება, რომელიც ეროვნებით ქართველის შესაძლო გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას ჩაატარებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე საკონსულო სამსახურის ცხელ ხაზს დაუკავშირდა და ტურინის საიმიგრაციო ცენტრში მომხადარი ბუნტის დროს, ეროვნებით ქართველის გარდაცვალების შესახებ შეატყობინა.

უწყებაში განმარტავენ, რომ სატელეფონო ზარის განხორციელებამდე, ჯერ კიდევ ორი დღით ადრე შედგა სატელეფონო საუბარი ქ. ტურინის საიმიგრაციო სამსახურთან ბუნტის თაობაზე ინფორმაციის მოძიების მიზნით, რა დროსაც საკონსულოს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრებოდათ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკონსულომ ასევე ინფორმაცია გადაამოწმა იტალიურ მხარესთანაც, სადაც ასევე არ დადასტურდა, საქართველოს მოქალაქეთა დაშავების ან გარდაცვალების ფაქტი, თუმცა 16 ნოემბერს, საქართველოს მოქლაქის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ, სიტუაციის ადგილზე გასაცნობად საკონსულომ წარმომადგენელი გამოყო.

ნახეთ ვიდეო

"დღეს, 16 ნოემბერს, გ.წ. დაუკავშირდა საკონსულო სამსახურს ცხელი ხაზის ნომერზე და აცნობა ქ. ტურინის საიმიგრაციო ცენტრში მომხადარი ბუნტის თაობაზე. მანვე განაცხადა, რომ სადეპორტო ცენტრში გარდაიცვალა ეროვნებით ქართველი, რომელიც ფლობს აზერბაიჯანულ პასპორტს. აღსანიშნავია, რომ საკონსულო სამსხურისთვის ცნობილი იყო ქ. ტურინის სადეპორტო ცენტრში მომხდარი ბუნტის თაობაზე და უკვე 14 ნოემბერს შედგა სატელეფონო საუბარი ქ. ტურინის საიმიგრაციო სამსახურთან ბუნტის თაობაზე ინფორმაციის მოძიების მიზნით, რა დროსაც საკონსულოს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ემუქრება საფრთხე. არ დაადასტურეს ბუნტის დროს გარდაცვალების ფაქტი.

გ.წ. სატელეფონო ზარის შემდგომ, საკონსულო სამსახურმა ხელმეორედ გადაამოწმა ინფორმაცია იტალიურ მხარესთან, რა დროსაც კვლავ არ დადასტურდა გ.წ.-სგან მიღებული ცნობები. აღსანიშნავია, რომ გ.წ. სატელეფონო საუბრისას ითხოვა შეხვედრას საკონსულოს თანამშრომელთან. ამ მოთხოვნის შესაბამისად, საკონსულოს წარმომადგენელი გაემგზავრება ქ. ტურინში, ხოლო იტალიის შესაბამისი ორგანოების მხრიდან სადეპორტო ცენტრში ვიზიტის განხორციელების ნებართვის მიღების შემთხვევაში მოინახულებს მოქალაქეს", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი