პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის 22 წლის მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდოს ბავშვი გაუჩინა (ფოტო)
ვინ არის 22 წლის მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდოს ბავშვი გაუჩინა (ფოტო)

2017 წლის ბო­ლოს მად­რი­დის "რე­ა­ლის" თავ­დამ­სხმე­ლი კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დო მამა მე­ო­თხედ გახ­და - მის­მა მე­გო­ბარ­მა გო­გო­ნამ, მო­დელ­მა ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გეს­მა იმ­შო­ბი­ა­რა და გო­გო­ნა გა­ა­ჩი­ნა.

ფეხ­ბურ­თელს იქამ­დე სამი შვი­ლი სუ­რო­გატ­მა დე­დებ­მა გა­უ­ჩი­ნეს - 7 წლის კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დო უმ­ცრო­სი და მისი 5 თვის ტყუ­პი და-ძმა, ევა და მა­ტეო.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯორ­ჯი­ნას, მას შემ­დეგ რაც ლა­მაზ­მა­ნი რო­ნალ­დოს გვერ­დით გა­მოჩ­ნდა, მის მი­მართ მე­დი­ის მხრი­დან ინ­ტე­რე­სი გა­ი­ზარ­და.

ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გე­სი 1995 წლის 27 იან­ვარს, უეს­კას პრო­ვინ­ცია ჰა­კე­ში და­ი­ბა­და, რო­მე­ლიც ეს­პა­ნე­თის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ­ში მდე­ბა­რე­ობს. მისი მამა ხორ­ხე ედუ­არ­დო როდ­რი­გე­სი არ­გენ­ტი­ნე­ლია და ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია. 1980 წელს ის და­ბალ ლი­გებ­ში თა­მა­შობ­და, შემ­დეგ კი ეს­პა­ნეთ­ში წა­ვი­და, სა­დაც ჯორ­ჯი­ნას დე­დას, ანა მა­რია ერ­ნან­დესს შეხ­ვდა. როცა ჯორ­ჯი­ნა პა­ტა­რა იყო, მა­მას არ­გენ­ტი­ნუ­ლი "რა­სინ­გის" თა­მა­შებ­ზე დაჰ­ყავ­და და გო­გო­ნას ეს ძა­ლი­ან მოს­წონ­და.

ჯორ­ჯი­ნა­ზე ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. მისი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი ერთ-ერთ კა­ფე­ში ოფი­ცი­ან­ტო­ბა იყო. შემ­დეგ როდ­რი­გე­სი ინ­გლის­ში გა­და­ბარ­გდა და ბრის­ტო­ლე­ბის ოჯახს სახ­ლის საქ­მე­ებ­ში ეხ­მა­რე­ბო­და. ინ­გლი­სი­დან ლა­მაზ­მა­ნი ეს­პა­ნეთ­ში დაბ­რუნ­და და მად­რიდ­ში "გუ­ჩის" სა­ლონ­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა.

ჯორ­ჯი­ნა­სა და კრიშ­ტი­ა­ნოს გაც­ნო­ბის ის­ტო­რი­ა­ზე ბევ­რი მითი არ­სე­ბობს, რად­გან მათი გაც­ნო­ბის დე­ტა­ლე­ბი ზუს­ტად არა­ვინ იცის.

ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ვერ­სია: ისი­ნი ერ­თმა­ნეთს მად­რიდ­ში, Dolce & Gabbana-ს ღო­ნის­ძი­ე­ბის ვიპ-ზო­ნა­ში შეხ­ვდნენ, მაგ­რამ უც­ნო­ბია, რა­ტომ არ­ჩია რო­ნალ­დომ ასე­უ­ლი ლა­მაზ­მა­ნი­დან სწო­რედ ჯორ­ჯი­ნა.

მე­ო­რე ვერ­სია: ჯორ­ჯი­ნა და რო­ნალ­დო ერ­თმა­ნეთს რო­ნალ­დოს დე­დამ გა­აც­ნო.

მე­სა­მე ვერ­სია: ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გე­სი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი დე­დაა, რო­მე­ლიც რო­ნალ­დოს შვი­ლებს დე­დო­ბას უწევს.

ამ­ბო­ბენ, რომ კრიშ­ტი­ა­ნო და ჯორ­ჯი­ნა პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ერ­თმა­ნეთს რამ­დე­ნი­მე თვე მა­ლუ­ლად ხვდე­ბოდ­ნენ, სა­ნამ ისი­ნი 2016 წლის ნო­ემ­ბერ­ში პა­რი­ზის "დის­ნე­ი­ლენდში" არ შე­ნიშ­ნეს. მა­შინ პორ­ტუ­გა­ლი­ელს პა­რი­კიც კი ეკე­თა. ეს მათი პირ­ვე­ლი გა­მო­ჩე­ნა იყო პუბ­ლი­კა­ში.

2017 წლის იან­ვარ­ში კი, "ოქ­როს ბურ­თის" ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ჯორ­ჯი­ნა რო­ნალ­დოს, რო­გორც ოჯა­ხის წევ­რი ახ­ლდა, რა­მაც მე­დია შოკ­ში ჩა­აგ­დო.

12 ნო­ემ­ბერს ჯორ­ჯი­ნამ რო­ნალ­დოს გო­გო­ნა გა­უ­ჩი­ნა, ხოლო რო­ნალ­დომ "ინ­სტაგ­რამ­ში" პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა: "ახ­ლა­ხან ალა­ნა მარ­ტი­ნა და­ი­ბა­და! ჯიო და ალა­ნა კარ­გად არი­ან! ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ"...

ვინ არის 22 წლის მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდოს ბავშვი გაუჩინა (ფოტო)

ვინ არის 22 წლის მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდოს ბავშვი გაუჩინა (ფოტო)

2017 წლის ბოლოს მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდო მამა მეოთხედ გახდა - მისმა მეგობარმა გოგონამ, მოდელმა ჯორჯინა როდრიგესმა იმშობიარა და გოგონა გააჩინა.

ფეხბურთელს იქამდე სამი შვილი სუროგატმა დედებმა გაუჩინეს - 7 წლის კრიშტიანუ რონალდო უმცროსი და მისი 5 თვის ტყუპი და-ძმა, ევა და მატეო.

რაც შეეხება ჯორჯინას, მას შემდეგ რაც ლამაზმანი რონალდოს გვერდით გამოჩნდა, მის მიმართ მედიის მხრიდან ინტერესი გაიზარდა.

ჯორჯინა როდრიგესი 1995 წლის 27 იანვარს, უესკას პროვინცია ჰაკეში დაიბადა, რომელიც ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს. მისი მამა ხორხე ედუარდო როდრიგესი არგენტინელია და ყოფილი ფეხბურთელია. 1980 წელს ის დაბალ ლიგებში თამაშობდა, შემდეგ კი ესპანეთში წავიდა, სადაც ჯორჯინას დედას, ანა მარია ერნანდესს შეხვდა. როცა ჯორჯინა პატარა იყო, მამას არგენტინული "რასინგის" თამაშებზე დაჰყავდა და გოგონას ეს ძალიან მოსწონდა.

ჯორჯინაზე ბევრი არაფერია ცნობილი. მისი პირველი სამსახური ერთ-ერთ კაფეში ოფიციანტობა იყო. შემდეგ როდრიგესი ინგლისში გადაბარგდა და ბრისტოლების ოჯახს სახლის საქმეებში ეხმარებოდა. ინგლისიდან ლამაზმანი ესპანეთში დაბრუნდა და მადრიდში "გუჩის" სალონში დაიწყო მუშაობა.

ჯორჯინასა და კრიშტიანოს გაცნობის ისტორიაზე ბევრი მითი არსებობს, რადგან მათი გაცნობის დეტალები ზუსტად არავინ იცის.

ყველაზე პოპულარული ვერსია: ისინი ერთმანეთს მადრიდში, Dolce & Gabbana-ს ღონისძიების ვიპ-ზონაში შეხვდნენ, მაგრამ უცნობია, რატომ არჩია რონალდომ ასეული ლამაზმანიდან სწორედ ჯორჯინა.

მეორე ვერსია: ჯორჯინა და რონალდო ერთმანეთს რონალდოს დედამ გააცნო.

მესამე ვერსია: ჯორჯინა როდრიგესი დაქირავებული დედაა, რომელიც რონალდოს შვილებს დედობას უწევს.

ამბობენ, რომ კრიშტიანო და ჯორჯინა პირველი შეხვედრის შემდეგ ერთმანეთს რამდენიმე თვე მალულად ხვდებოდნენ, სანამ ისინი 2016 წლის ნოემბერში პარიზის "დისნეილენდში" არ შენიშნეს. მაშინ პორტუგალიელს პარიკიც კი ეკეთა. ეს მათი პირველი გამოჩენა იყო პუბლიკაში.

2017 წლის იანვარში კი, "ოქროს ბურთის" ცერემონიაზე ჯორჯინა რონალდოს, როგორც ოჯახის წევრი ახლდა, რამაც მედია შოკში ჩააგდო.

12 ნოემბერს ჯორჯინამ რონალდოს გოგონა გაუჩინა, ხოლო რონალდომ "ინსტაგრამში" პოსტი გამოაქვეყნა: "ახლახან ალანა მარტინა დაიბადა! ჯიო და ალანა კარგად არიან! ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ"...

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს