პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კობა დავითაშვილი უკურნებელ დაავადებას ებრძვის - "ძალიან მძიმედ ვიყავი - სიცოცხლე აღარ მინდოდა"
კობა დავითაშვილი უკურნებელ დაავადებას ებრძვის - "ძალიან მძიმედ ვიყავი - სიცოცხლე აღარ მინდოდა"

ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, აქ­ტი­უ­რი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი, იუ­რის­ტი კობა და­ვითშ­ვი­ლი მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის გამო რამ­დე­ნი­მე წელი დეპ­რე­სი­ა­ში იყო. სა­ჯა­როდ აღარ ჩან­და და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კონ­ტაქ­ტზეც არ გა­მო­დი­ო­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, და­ვი­თაშ­ვი­ლი უკურ­ნე­ბელ და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძვის. პო­ლი­ტი­კოსს ე. წ. ბეხ­ტე­რე­ვის და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი მიმ­დი­ნა­რე წლის ით­ვლის­ში და­უს­ვეს, მა­შინ, როცა სიმპტო­მებ­მა თავი იჩი­ნა. მან აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცლად ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ისა­უბ­რა. პო­ლი­ტი­კო­სის თქმით, ეს და­ა­ვა­დე­ბა კარ­გად აქვს შეს­წავ­ლი­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ის იმ ძლი­ე­რი ტრავ­მე­ბის შე­დე­გად გა­ნუ­ვი­თარ­და, რაც 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს მი­ა­ყე­ნეს, როცა მი­ტინ­გის დროს სპეც­რაზ­მე­ლე­ბი თავს და­ესხნენ, სას­ტი­კად სცე­მეს და სიკ­ვდი­ლის პი­რამ­დე მი­იყ­ვა­ნეს.

- ბა­ტო­ნო კობა, თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­და, მაგ­რამ რო­გორ ხართ, რა და­ა­ვა­დე­ბა გაქვთ, რა­ტომ არ ჩან­ხართ, ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს...

- ახლა უკე­თე­სად ვარ, სი­ა­რულ შე­მიძ­ლია. წე­ლის ტკი­ვი­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე წელი მა­წუ­ხებ­და, მაგ­რამ დი­აგ­ნოზს ვერ მის­ვამ­დნენ. ვვა­რა­უ­დობ­დი, რომ ეს იყო ხერ­ხემ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა, დის­კოზს რომ ეძა­ხი­ან, მაგ­რამ უფრო რთუ­ლია, ე. წ. ბეხ­ტე­რე­ვის და­ა­ვა­დე­ბა აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც მთე­ლი ხერ­ხემ­ლის მა­ლე­ბის ან­თე­ბას გუ­ლის­ხმობს. ეს არის ავ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­კუ­თა­რი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა სა­კუ­თარ სხე­ულს ებ­რძვის. ეს იშ­ვი­ა­თი და ჯერ კი­დევ ბო­ლომ­დე შე­უს­წავ­ლე­ლი და­ა­ვა­დე­ბაა. დი­აგ­ნო­ზი­რე­ბა ასე გვი­ან იმი­ტომ მოხ­და, რომ სა­ნამ არ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა სიმპტო­მე­ბი, ვერ დგინ­დე­ბა. სა­შუ­ა­ლოდ, 10 წე­ლი­წად­ში ხდე­ბა ხოლ­მე სიმპტო­მე­ბის გა­მოკ­ვე­თა. ზუს­ტად 10 წელი გა­ვი­და 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრი­დან. ივ­ლი­სის ბო­ლო­დან და­მე­წყო მგრძნო­ბე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა ფე­ხებ­ში და ახლა ფე­ხებს ვერ ვგრძნობ. ნელ-ნელა ზე­მოთ მი­წევ­და და წელ­ზე­მოთ ამო­ვი­და. მკურ­ნა­ლო­ბამ ცოტა შე­ა­ჩე­რა ეს პრო­ცე­სი და ცოტა ქვე­მოთ ჩა­ი­წია. და­ა­ვა­დე­ბა არ იკურ­ნე­ბა, მაგ­რამ მთა­ვა­რია, მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­უ­ა­რეს­დეს და სი­ა­რუ­ლი შევ­ძლო... იყო მო­მენ­ტე­ბი, სა­ერ­თოდ ვე­ღარ ვდგე­ბო­დი. ერთი-ორ­ჯერ წა­ვი­ქე­ცი კი­დეც, რად­გან ფე­ხებს ვერ ვა­კონ­ტრო­ლებ­დი. რევ­მა­ტო­ლო­გებ­თან და­ვი­წყე მკურ­ნა­ლო­ბა - ეს მათი პრო­ფი­ლია. მგრძნო­ბე­ლო­ბა ერ­თია და ამას თან და­ერ­თო გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი. შე­ვა­წუ­ხე ოჯა­ხი, მე­ზობ­ლე­ბი… ღამე არ მე­ძი­ნა.

- რითი მკურ­ნა­ლობთ?

- ბი­ო­ლო­გი­უ­რი პრე­პა­რა­ტით, იმუ­ნო­დეპ­რე­სან­ტით ვმკურ­ნა­ლობ. ვი­ნა­ი­დან ჩემი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ებ­რძვის ჩემს ხერ­ხე­მალს და სხვა ორ­გა­ნო­ებს, სა­ჭი­როა, ჩემი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა და­ით­რგუ­ნოს. ერთი გა­დას­ხმა 3 200 ლარი ჯდე­ბა. თა­ვი­დან პირ­ვე­ლი ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, სამ­ჯერ უნდა გა­და­მის­ხან და მერე - ორ თვე­ში ერთხელ. ასე უნდა იყოს მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

მე­გობ­რე­ბი და­მეხ­მარ­ნენ და პირ­ვე­ლი გა­დას­ხმა გუ­შინ გა­ვი­კე­თე (ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია 12 ნო­ემ­ბერს. ავტ.). აშ­კა­რა შე­დეგს ვგრძნობ.

- რო­გორც თქვით, თქვენს და­ვა­დე­ბას დეპ­რე­სია ახ­ლავს. თქვენც გა­მო­ი­ა­რეთ ეს მდგო­მა­რე­ო­ბა?

- დიახ და ჩემი დეპ­რე­სია წლე­ბი გრძელ­დე­ბო­და. თურ­მე და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მი ყო­ფი­ლა. ძა­ლი­ან მძი­მედ ვი­ყა­ვი - სი­ცო­ცხლე აღარ მინ­დო­და. ექიმ­თან არ მივ­დი­ო­დი, გული მწყდე­ბო­და, რომ 2007 წელს არ მომ­კლეს, რად­გან კარ­გი გმი­რუ­ლი სიკ­ვდი­ლიც გა­მო­ვი­დო­და მა­შინ. მა­ინც ხომ ვკვდე­ბით და კარ­გად მა­ინც მოვ­კვდე! სულ სახ­ლში ვი­ყა­ვი, კომ­პი­უ­ტე­რით ვთა­მა­შობ­დი. მერე ესეც მომ­ბეზ­რდა და სა­ერ­თოდ აღა­რაფ­რის ხა­ლი­სი მქონ­და. ვი­წე­ქი გა­მოშ­ტე­რე­ბუ­ლი. არა­და ამ და­ა­ვა­დე­ბის დროს მუდ­მი­ვად უნდა იმოძ­რაო, რომ არ გაქ­ვა­დე. ხერ­ხე­მა­ლი ქვავ­დე­ბა და ძეგ­ლად იქ­ცე­ვი კაცი. ძეგლს არა­ვინ მიდ­გამს და ასე მა­ინც ვიქ­ცე - და­ა­ვა­დე­ბაც ასე­თი უნდა.

რუ­სუ­დან ად­ვა­ძე

გა­ზე­თი "სარ­კე"

tegeranski - ს
0

შენ ადამიანი არ ხარ, ცხოველსაც მეტი შეგნება და ჰუმანურობის გამოვლინება აქვს, უფლის გეშინოდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

კობა დავითაშვილი უკურნებელ დაავადებას ებრძვის - "ძალიან მძიმედ ვიყავი - სიცოცხლე აღარ მინდოდა"

კობა დავითაშვილი უკურნებელ დაავადებას ებრძვის - "ძალიან მძიმედ ვიყავი - სიცოცხლე აღარ მინდოდა"

ცნობილი პოლიტიკოსი, აქტიური ოპოზიციონერი, იურისტი კობა დავითშვილი მძიმე ავადმყოფობის გამო რამდენიმე წელი დეპრესიაში იყო. საჯაროდ აღარ ჩანდა და ჟურნალისტებთან კონტაქტზეც არ გამოდიოდა. როგორც აღმოჩნდა, დავითაშვილი უკურნებელ დაავადებას ებრძვის. პოლიტიკოსს ე. წ. ბეხტერევის დაავადების დიაგნოზი მიმდინარე წლის ითვლისში დაუსვეს, მაშინ, როცა სიმპტომებმა თავი იჩინა. მან აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცლად ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა. პოლიტიკოსის თქმით,  ეს დაავადება კარგად აქვს შესწავლილი და დარწმუნებულია, რომ ის იმ ძლიერი ტრავმების შედეგად განუვითარდა, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს მიაყენეს, როცა მიტინგის დროს სპეცრაზმელები თავს დაესხნენ, სასტიკად სცემეს და სიკვდილის პირამდე მიიყვანეს.

- ბატონო კობა, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ საზოგადოებამ იცოდა, მაგრამ როგორ ხართ, რა დაავადება გაქვთ, რატომ არ ჩანხართ, ყველას აინტერესებს...

- ახლა უკეთესად ვარ, სიარულ შემიძლია. წელის ტკივილები რამდენიმე წელი მაწუხებდა, მაგრამ დიაგნოზს ვერ მისვამდნენ. ვვარაუდობდი, რომ ეს იყო ხერხემლის დაზიანება, დისკოზს რომ ეძახიან, მაგრამ უფრო რთულია, ე. წ. ბეხტერევის დაავადება აღმოჩნდა, რომელიც მთელი ხერხემლის მალების ანთებას გულისხმობს. ეს არის ავტოიმუნური დაავადება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი იმუნური სისტემა საკუთარ სხეულს ებრძვის. ეს იშვიათი და ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი დაავადებაა. დიაგნოზირება ასე გვიან იმიტომ მოხდა, რომ სანამ არ გამოიკვეთება სიმპტომები, ვერ დგინდება. საშუალოდ, 10 წელიწადში ხდება ხოლმე სიმპტომების გამოკვეთა. ზუსტად 10 წელი გავიდა 2007 წლის 7 ნოემბრიდან. ივლისის ბოლოდან დამეწყო მგრძნობელობის დაქვეითება ფეხებში და ახლა ფეხებს ვერ ვგრძნობ. ნელ-ნელა ზემოთ მიწევდა და წელზემოთ ამოვიდა. მკურნალობამ ცოტა შეაჩერა ეს პროცესი და ცოტა ქვემოთ ჩაიწია. დაავადება არ იკურნება, მაგრამ მთავარია, მდგომარეობა არ გაუარესდეს და სიარული შევძლო... იყო მომენტები, საერთოდ ვეღარ ვდგებოდი. ერთი-ორჯერ წავიქეცი კიდეც, რადგან ფეხებს ვერ ვაკონტროლებდი. რევმატოლოგებთან დავიწყე მკურნალობა - ეს მათი პროფილია. მგრძნობელობა ერთია და ამას თან დაერთო გაუსაძლისი ტკივილები. შევაწუხე ოჯახი, მეზობლები… ღამე არ მეძინა.

- რითი მკურნალობთ?

- ბიოლოგიური პრეპარატით, იმუნოდეპრესანტით ვმკურნალობ. ვინაიდან ჩემი იმუნური სისტემა ებრძვის ჩემს ხერხემალს და სხვა ორგანოებს, საჭიროა, ჩემი იმუნური სისტემა დაითრგუნოს. ერთი გადასხმა 3 200 ლარი ჯდება. თავიდან პირველი ორი თვის განმავლობაში, სამჯერ უნდა გადამისხან და მერე - ორ თვეში ერთხელ. ასე უნდა იყოს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

მეგობრები დამეხმარნენ და პირველი გადასხმა გუშინ გავიკეთე (ინტერვიუ ჩაწერილია 12 ნოემბერს. ავტ.). აშკარა შედეგს ვგრძნობ.

- როგორც თქვით, თქვენს დავადებას დეპრესია ახლავს. თქვენც გამოიარეთ ეს მდგომარეობა?

- დიახ და ჩემი დეპრესია წლები გრძელდებოდა. თურმე დაავადების სიმპტომი ყოფილა. ძალიან მძიმედ ვიყავი - სიცოცხლე აღარ მინდოდა. ექიმთან არ მივდიოდი, გული მწყდებოდა, რომ 2007 წელს არ მომკლეს, რადგან კარგი გმირული სიკვდილიც გამოვიდოდა მაშინ. მაინც ხომ ვკვდებით და კარგად მაინც მოვკვდე! სულ სახლში ვიყავი, კომპიუტერით ვთამაშობდი. მერე ესეც მომბეზრდა და საერთოდ აღარაფრის ხალისი მქონდა. ვიწექი გამოშტერებული. არადა ამ დაავადების დროს მუდმივად უნდა იმოძრაო, რომ არ გაქვადე. ხერხემალი ქვავდება და ძეგლად იქცევი კაცი. ძეგლს არავინ მიდგამს და ასე მაინც ვიქცე - დაავადებაც ასეთი უნდა.

რუსუდან ადვაძე

გაზეთი "სარკე"

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 36 პაციენტი გარდაიცვალა

დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია გადანაწილება რეგიონების მიხედვით