პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეგისმა არც იცოდა თუ ხდებოდა ის, რაშიც ბრალს სდებენ" - რას ამბობს ქარდავას უკრაინელი ადვოკატი სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე
"მეგისმა არც იცოდა თუ ხდებოდა ის, რაშიც ბრალს სდებენ" - რას ამბობს ქარდავას უკრაინელი ადვოკატი სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე

მე­გის ქარ­და­ვამ არც იცო­და თუ ხდე­ბო­და ის, რა­შიც ბრალს სდე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, მე­გის ქარ­და­ვას უკ­რა­ი­ნელ­მა ად­ვო­კატ­მა, მი­ხე­ილ ლო­ტოც­კიმ გა­ნუ­ცხა­და.

"ის, რო­გორც ადა­მი­ა­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვის სჭირ­დე­ბა. მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცია უნ­დათ. მე­გის ქარ­და­ვას არას­დროს ჩა­უ­დე­ნია, რა­შიც ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და არც სხვე­ბის­თვის მი­უ­ცია ამის გა­კე­თე­ბის ბრძა­ნე­ბა. თუ რამე მსგავ­სი ხდე­ბო­და, მე­გის ქარ­და­ვამ ამის თა­ო­ბა­ზე არა­ფე­რი იცო­და", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ლო­ტოც­კიმ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­და­ვას მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად უკ­რა­ი­ნა­ში მისი ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­დან ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩა­სუ­ლა.

"მე­გის ქარ­და­ვას­თან ბოლო შეხ­ვედ­რა გა­სულ პა­რას­კევს მქონ­და. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ნორ­მა­ლუ­რია. სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა ჩა­უ­ტა­რეს. მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ ჩა­მო­სუ­ლან. ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, მე­გის ქარ­და­ვას­თან შეხ­ვედ­რის­თვის მათ პრო­კუ­რა­ტუ­რის ნე­ბარ­თვა დას­ჭირ­დე­ბათ", - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის შემ­თხვე­ვა­შიც არა­ნა­ირ გა­რან­ტი­ებ­ზე არ შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­უ­ბა­რი, ვი­ნა­ი­დან ქარ­და­ვას წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში რამ­დე­ნი­მე საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნი დამ­დგა­რია.

"რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ რა­ღაც გა­რან­ტი­ე­ბის სა­ნაც­ვლოდ მე­გის ქარ­და­ვამ შე­საძ­ლოა ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან ითა­ნამ­შრომ­ლოს და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბა მის­ცეს, მსგავ­სი არა­ფე­რი ვიცი. არც კი გან­გვი­ხი­ლავს რა­ი­მე მსგავ­სი მე­გის ქარ­და­ვას­თან. სა­ერ­თოდ, რა გა­რან­ტი­ებ­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­უ­ბა­რი, რო­დე­საც მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნა­ჩე­ნია გა­მო­ტა­ნი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ექ­სტრა­დი­ციო პრო­ცე­დუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხს, ად­ვო­კა­ტის თქმით, უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თა იმის თა­ო­ბა­ზე, მი­ი­ღო თუ არა სა­ექ­სტრა­დი­ციო მო­თხოვ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან, თუმ­ცა გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან ჯერ არა­ნა­ი­რი პა­სუ­ხი არ მი­უ­ღია.

უკ­რა­ი­ნა­ში და­კა­ვე­ბულ მე­გის ქარ­და­ვას 40-დღი­ა­ნი სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მეგისმა არც იცოდა თუ ხდებოდა ის, რაშიც ბრალს სდებენ" - რას ამბობს ქარდავას უკრაინელი ადვოკატი სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე

"მეგისმა არც იცოდა თუ ხდებოდა ის, რაშიც ბრალს სდებენ" - რას ამბობს ქარდავას უკრაინელი ადვოკატი სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე

მეგის ქარდავამ არც იცოდა თუ ხდებოდა ის, რაშიც ბრალს სდებენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა, მიხეილ ლოტოცკიმ განუცხადა.

"ის, როგორც ადამიანი, საქართველოში არავის სჭირდება. მხოლოდ ინფორმაცია უნდათ. მეგის ქარდავას არასდროს ჩაუდენია, რაშიც ადანაშაულებენ და არც სხვებისთვის მიუცია ამის გაკეთების ბრძანება. თუ რამე მსგავსი ხდებოდა, მეგის ქარდავამ ამის თაობაზე არაფერი იცოდა", - განაცხადა მიხეილ ლოტოცკიმ.

მისივე ინფორმაციით, ქარდავას მოსანახულებლად უკრაინაში მისი ოჯახი საქართველოდან ჯერჯერობით არ ჩასულა.

"მეგის ქარდავასთან ბოლო შეხვედრა გასულ პარასკევს მქონდა. მისი მდგომარეობა ნორმალურია. სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს. მისი ოჯახის წევრები არ ჩამოსულან. ნებისმიერ სიტუაციაში, მეგის ქარდავასთან შეხვედრისთვის მათ პროკურატურის ნებართვა დასჭირდებათ", - აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე განმარტებით, სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის შემთხვევაშიც არანაირ გარანტიებზე არ შეიძლება იყოს საუბარი, ვინაიდან ქარდავას წინააღმდეგ სასამართლოში რამდენიმე საქმეზე განაჩენი დამდგარია.

"რაც შეეხება იმას, რომ რაღაც გარანტიების სანაცვლოდ მეგის ქარდავამ შესაძლოა ქართველ სამართალდამცველებთან ითანამშრომლოს და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს, მსგავსი არაფერი ვიცი. არც კი განგვიხილავს რაიმე მსგავსი მეგის ქარდავასთან. საერთოდ, რა გარანტიებზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც მის წინააღმდეგ განაჩენია გამოტანილი", - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება საექსტრადიციო პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხს, ადვოკატის თქმით, უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართა იმის თაობაზე, მიიღო თუ არა საექსტრადიციო მოთხოვნა საქართველოს მხრიდან, თუმცა გენერალური პროკურატურისგან ჯერ არანაირი პასუხი არ მიუღია.

უკრაინაში დაკავებულ მეგის ქარდავას 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული.