მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პირობებში ცხოვრობენ ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში?
რა პირობებში ცხოვრობენ ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში?

თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მი­უ­სა­ფა­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, 2015 წლის დე­კემ­ბრი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. მოს­კო­ვის პროს­პექ­ტზე გან­ლა­გე­ბუ­ლი კარ­ვე­ბის შემ­დეგ, ეს სივ­რცე პირ­ვე­ლია, სა­დაც მი­უ­სა­ფა­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო პი­რო­ბაა შექ­მნი­ლი.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა თავ­შე­სა­ფარ­ში და რა პი­რო­ბებ­ში უწევთ იქ მყოფ პი­რებს ცხოვ­რე­ბა. ნინო ბი­სე­იშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი თავ­შე­საფ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეა, მან გვი­მას­პინ­ძლა და დე­ტა­ლუ­რად დაგ­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა მთე­ლი შე­ნო­ბა.

თავ­შე­სა­ფა­რი 240 ადა­მი­ან­ზეა გათ­ვლი­ლი, თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე ცენ­ტრის მომ­სა­ხუ­რე­ბით 99 ადა­მი­ა­ნი სარ­გებ­ლობს. მათ­გან ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა 22 წლი­საა, ყვე­ლა­ზე ხან­დაზ­მუ­ლი კი 84-ის.

თავ­შე­სა­ფა­რი აღ­ჭურ­ვი­ლია ყვე­ლა სა­ჭი­რო პი­რო­ბით. ქა­ლე­ბი და მა­მა­კა­ცე­ბი ცალ-ცალ­კე ფლი­გე­ლებ­ში არი­ან გან­თავ­სე­ბულ­ნი. შე­ნო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე სვე­ლი წერ­ტი­ლი და სამ­რე­ცხაო სივ­რცეა. თი­თო­ე­უ­ლი ოთა­ხი 10 ადა­მი­ან­ზეა გათ­ვლი­ლი, თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე ცენ­ტრი გა­დატ­ვირ­თუ­ლი არ არის, შე­სა­ბა­მი­სად ოთა­ხებ­ში 5-7 ადა­მი­ა­ნი ერ­თად ცხოვ­რობს.

"1 წელი და 8 თვეა, რაც ჩემს შვილ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ თავ­შე­სა­ფარ­ში. გვაქვს თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. გვყავს ფსი­ქო­ლო­გე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი. ძა­ლი­ან კარგ პი­რო­ბებ­ში ვართ იმ მხრივ, რომ კარ­გი და­სუფ­თა­ვე­ბაა" - ამ­ბობს ერთ-ერთი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი და­რე­ჯან ნუ­ნი­კაშ­ვი­ლი.

ცენ­ტრში მო­სახ­ვედ­რად, რამ­დე­ნი­მე კრი­ტე­რი­უ­მის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაა სა­ჭი­რო: თავ­შე­საფ­რის მსურ­ვე­ლი პი­რის სა­ხელ­ზე არ უნდა ირი­ცხე­ბო­დეს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა; მას არ უნდა ჰქონ­დეს ისე­თი შე­მო­სა­ვა­ლი, რომ სა­ცხოვ­რი­სით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა შე­ეძ­ლოს; არ უნდა ჰქონ­დეს გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბა და შე­ეძ­ლოს სა­კუ­თა­რი თა­ვის მოვ­ლა. თავ­შე­სა­ფარ­ში რამ­დე­ნი­მე შშმ პი­რიც ცხოვ­რობს.

რო­გორც ნინო ბი­სე­იშ­ვი­ლი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მი­უ­სა­ფა­რი პი­რე­ბი თავ­შე­სა­ფარ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მიჰ­ყავთ. მაგ­რამ არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­მაც თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა მე­რი­ის­გან მო­ი­თხო­ვა, შე­სა­ბა­მის­მა კო­მი­სი­ამ გა­ნი­ხი­ლა მათი სა­კი­თხი და და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

ცენ­ტში, ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის კა­ბი­ნე­ტი. კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ამ მომ­სა­ხუ­რე­ბას უწევს ცენ­ტრს, სა­ტენ­დერო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეა და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი.

"ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე, ძა­ლი­ან და­მეხ­მარ­ნენ. ახ­ლაც ცოტა მა­წუ­ხებს რა­ღა­ცე­ე­ბი და მეხ­მა­რე­ბი­ან. ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბებს გვაძ­ლე­ვენ. ყვე­ლა­ფე­რი გვაქვს, უბ­რა­ლოდ, თუ მე­ნიუ შე­იც­ვლე­ბა კარ­გი იქ­ნე­ბა" - ამ­ბობს შალ­ვა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და კვე­ბის რე­ჟიმს, ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი ორ­ჯე­რა­დი კვე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ, დი­ლით 10 სა­ათ­სა და სა­ღა­მოს 5 სა­ათ­ზე. თავ­შე­სა­ფარს საკ­ვე­ბით, სა­ტენ­დერო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ერთ-ერთი კერ­ძო კომ­პა­ნია ამა­რა­გებს.

მი­უ­სა­ფარ პი­რებს, მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, ისი­ნი არ არი­ან შე­ზღუ­დუ­ლე­ბი, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ უფ­ლე­ბა აქვთ და­ტო­ვონ თავ­შე­საფ­რის შე­ნო­ბა, თუმ­ცა გან­სა­ზღვრულ დროს უნდა დაბ­რუნ­დნენ.

ნა­რი­ტა ჩხა­ი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

რა პირობებში ცხოვრობენ ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში?

რა პირობებში ცხოვრობენ ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში?

თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი მიუსაფარი ადამიანებისთვის, 2015 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს. მოსკოვის პროსპექტზე განლაგებული კარვების შემდეგ, ეს სივრცე პირველია, სადაც მიუსაფარი ადამიანების ცხოვრებისთვის საჭირო პირობაა შექმნილი.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რა მდგომარეობაა თავშესაფარში და რა პირობებში უწევთ იქ მყოფ პირებს ცხოვრება. ნინო ბისეიშვილი, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორის მოადგილეა, მან გვიმასპინძლა და დეტალურად დაგვათვალიერებინა მთელი შენობა.

თავშესაფარი 240 ადამიანზეა გათვლილი, თუმცა, ამ ეტაპზე ცენტრის მომსახურებით 99 ადამიანი სარგებლობს. მათგან ყველაზე ახალგაზრდა 22 წლისაა, ყველაზე ხანდაზმული კი 84-ის.

თავშესაფარი აღჭურვილია ყველა საჭირო პირობით. ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე ფლიგელებში არიან განთავსებულნი. შენობაში რამდენიმე სველი წერტილი და სამრეცხაო სივრცეა. თითოეული ოთახი 10 ადამიანზეა გათვლილი, თუმცა, ამ ეტაპზე ცენტრი გადატვირთული არ არის, შესაბამისად ოთახებში 5-7 ადამიანი ერთად ცხოვრობს.

"1 წელი და 8 თვეა, რაც ჩემს შვილთან ერთად ვცხოვრობ თავშესაფარში. გვაქვს თავის მოვლის საშუალებები. გვყავს ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები. ძალიან კარგ პირობებში ვართ იმ მხრივ, რომ კარგი დასუფთავებაა" - ამბობს ერთ-ერთი ბენეფიციარი დარეჯან ნუნიკაშვილი.

ცენტრში მოსახვედრად, რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო: თავშესაფრის მსურველი პირის სახელზე არ უნდა ირიცხებოდეს უძრავი ქონება; მას არ უნდა ჰქონდეს ისეთი შემოსავალი, რომ საცხოვრისით უზრუნველყოფა შეეძლოს; არ უნდა ჰქონდეს გადამდები დაავადება და შეეძლოს საკუთარი თავის მოვლა. თავშესაფარში რამდენიმე შშმ პირიც ცხოვრობს.

როგორც ნინო ბისეიშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ხშირ შემთხვევაში, მიუსაფარი პირები თავშესაფარში სამართალდამცველებს მიჰყავთ. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებმაც თავშესაფარში ცხოვრების უფლება მერიისგან მოითხოვა, შესაბამისმა კომისიამ განიხილა მათი საკითხი და დააკმაყოფილა.

ცენტში, ფუნქციონირებს პირველადი სამედიცინო დახმარების კაბინეტი. კომპანია, რომელიც ამ მომსახურებას უწევს ცენტრს, სატენდერო ხელშეკრულების საფუძველზეა დაქირავებული.

"ოპერაცია გავიკეთე, ძალიან დამეხმარნენ. ახლაც ცოტა მაწუხებს რაღაცეები და მეხმარებიან. ყოველკვირეულად თავის მოვლის საშუალებებს გვაძლევენ. ყველაფერი გვაქვს, უბრალოდ, თუ მენიუ შეიცვლება კარგი იქნება" - ამბობს შალვა ნიკოლაიშვილი, ბენეფიციარი.

რაც შეეხება სამზარეულოსა და კვების რეჟიმს, ბენეფიციარები ორჯერადი კვებით სარგებლობენ, დილით 10 საათსა და საღამოს 5 საათზე. თავშესაფარს საკვებით, სატენდერო ხელშეკრულების საფუძველზე, ერთ-ერთი კერძო კომპანია ამარაგებს.

მიუსაფარ პირებს, მუშაობის შესაძლებლობა აქვთ, ისინი არ არიან შეზღუდულები, დღის განმავლობაში მათ უფლება აქვთ დატოვონ თავშესაფრის შენობა, თუმცა განსაზღვრულ დროს უნდა დაბრუნდნენ.

ნარიტა ჩხაიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი