კახა კალაძეს თბილისის მერად არჩევა საქართველოს და იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრებმა - ბიძინა ივანიშვილმა და სილვიო ბერლუსკონიმ მიულოცეს. ამის შესახებ არჩეულმა მერმა, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
კითხვაზე, მიულოცა თუ არა საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მერად არჩევა, კახა კალაძემ უპასუხა - "რა თქმა უნდა, მომილოცა". შემდეგ კი დასძინა: "ბერლუსკონიმაც მომილოცა, სხვათა შორის".
კახა კალაძემ 21 ოქტომბერს გამართულ თვითმმართველობის არჩევნებში 51.09%-ით გაიმარჯვა. არჩეული მერი მოვალეობის შესრულებას 13 ნოემბრიდან შეუდგა.
ინგა მურუსიძე
ფოტო: კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩი, 2013 წელი