მსოფლიო
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაციენტი: "С ჰეპატიტი დამიდგინეს, განმეორებითმა ანალიზმა კი ვირუსი არ დაადასტურა" - რა მოხდა ლუგარის ლაბორატორიაში
პაციენტი: "С ჰეპატიტი დამიდგინეს, განმეორებითმა ანალიზმა კი ვირუსი არ დაადასტურა" - რა მოხდა ლუგარის ლაბორატორიაში

პა­ცი­ენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რი­ჩარდ ლუ­გა­რის სა­ხე­ლო­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში С ჰე­პა­ტი­ტის ვირუს­ზე HCV RNA, VL ტეს­ტით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ე.წ. PCR კვლე­ვის შე­დე­გად, პირ­ვე­ლად და­დე­ბი­თი, ხოლო გან­მე­ო­რე­ბით უარ­ყო­ფი­თი დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თა­ვად აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა გა­ნუ­ცხა­და, ე.წ. PCR კვლე­ვის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ უთხრეს, რომ "ლა­ბო­რა­ტო­რი­ის აპა­რა­ტი, რომ­ლი­თაც დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, მწყობ­რი­დან იყო გა­მო­სუ­ლი". მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ არის მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი პა­ცი­ენ­ტი, რომ­ლის დი­აგ­ნოზ­შიც ცდო­მი­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდა.

პა­ცი­ენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კვლე­ვა 2017 წლის ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში ჩა­ი­ტა­რა.

"ჩა­ვა­ბა­რე ანა­ლი­ზე­ბი ნარ­კო­ლო­გი­ის ცენ­ტრში, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში С ჰე­პა­ტი­ტის კვლე­ვის­თვის. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ მი­თხრეს, რომ სამ­წუ­ხა­როდ, ჩემ­თვის ცუდი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ და მე С ჰე­პა­ტი­ტის ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი ვი­ყა­ვი. დი­აგ­ნოზ­ში წე­რია: "ტეს­ტი­რე­ბამ აჩ­ვე­ნა, თქვენ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ხართ С ჰე­პა­ტი­ტის ვირუ­სით. თქვე­ნი სის­ხლით სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი საგ­ნე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით შე­საძ­ლოა გა­დას­ცეთ ინ­ფექ­ცია სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც. С ჰე­პა­ტი­ტის ინ­ფექ­ცი­ის შემ­დგო­მი გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბი­სა და სა­ჭი­რო მკურ­ნა­ლო­ბის მი­სა­ღე­ბად თქვენ სას­წრა­ფოდ უნდა მი­მარ­თოთ ექიმ–ინ­ფექ­ცი­ო­ნისტს". გა­და­მოწ­მე­ბა არც მი­ფიქ­რია, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღე­ში თა­ვად და­მი­კავ­შირ­დნენ და მი­თხრეს, აპა­რა­ტუ­რამ აუ­რია და დი­აგ­ნო­ზი არას­წო­რი იყო, რის გამო ანა­ლი­ზე­ბი თა­ვი­დან უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. გან­მე­ო­რე­ბით­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, თურ­მე С ჰე­პა­ტი­ტის ვირუ­სი არ მქო­ნია.

ფაქ­ტობ­რი­ვად გა­დავ­რჩი, რომ C ჰე­პა­ტი­ტის სამ­კურ­ნა­ლო პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვა ვერ მო­ვას­წა­რი", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ერთ-ერ­თმა პა­ცი­ენ­ტმა.

აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" თა­ვად ლუ­გა­რის სა­ხე­ლო­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­საც და­უ­კავ­შირ­და. ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა მაია ალ­ხა­ზაშ­ვილ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენ­ტის­თვის არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზის დას­მის შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს მოხ­და მხო­ლოდ ერთ კონ­კრე­ტულ დღეს, რისი მი­ზე­ზიც "შე­სა­ბა­მი­სი აპა­რა­ტის ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა იყო".

"თავ­და­პირ­ვე­ლად შე­სა­ვალს გა­ვა­კე­თებ, რომ ტესტ კვლე­ვით ისა­ზღვრე­ბა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა სის­ხლში და ეს არ არის სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი, რომ ადა­მი­ანს აქვს ვირუ­სი და სჭირ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა. ეს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი შე­საძ­ლოა იყოს, რო­გორც ნამ­კურ­ნა­ლებ პა­ცი­ენ­ტებ­ში, ასე­ვე თვით­გან­კურ­ნე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­შიც, ასე­ვე იმ პა­ცი­ენ­ტებ­შიც, რომ­ლებ­საც სჭირ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა. შემ­დეგ ტარ­დე­ბა PCR კვლე­ვა. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც გა­ყო­ფი­ლი პა­სუ­ხე­ბია და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­თო­დი­თაც ტარ­დე­ბა კვლე­ვა და­ზუს­ტე­ბის­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბით პა­ცი­ენ­ტე­ბის რისკ ჯგუფ­ში, მა­გა­ლი­თად, წა­მალ­და­მო­კი­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში. რე­ა­ლუ­რად, ეს ის შემ­თხვე­ვა იყო, რო­მე­ლიც მოხ­ვდა ამ ნა­კად­ში, სა­დაც რამ­დე­ნი­მე შე­უ­სა­ბა­მო­ბა აღ­მოჩ­ნდა და გა­და­მოწ­მდა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­თო­დით. რო­დე­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ, მოხ­და ძი­რე­უ­ლი კვლე­ვა.

ლა­ბო­რა­ტო­რია არ არის ისე­თი, რომ 100%-იანი შე­დე­გი და­დოს ყო­ველ­თვის. მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლი და შე­მოწ­მე­ბა სჭირ­დე­ბა. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი რომ და­ფიქ­სირ­და, გა­და­მოწ­მდა კი­დევ ერთხელ. კვლე­ვა ტარ­დე­ბა ავ­ტო­მა­ტურ ანა­ლი­ზა­ტორ­ზე, რო­მე­ლიც მან­ქა­ნაა და შე­საძ­ლოა, რა­ღაც აე­რი­ოს. აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ჩვენ აპა­რატ­ში იყო პა­ტა­რა ტექ­ნი­კუ­რი შეც­დო­მა. იმ დღეს, რა კვლე­ვე­ბიც ჩა­ტარ­და, რამ­დე­ნი­მე ნი­მუშ­ში იყო ცდო­მი­ლე­ბა; ზუს­ტად არ მახ­სოვს, მგო­ნი 5 ნი­მუშ­ში. მაგ­რამ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­დე­გით, ჯერ და­დე­ბი­თი რომ ყო­ფი­ლი­ყო და გან­მე­ო­რე­ბი­თი კვლე­ვით რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­დე­გი, უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი დამ­დგა­რი­ყო, მხო­ლოდ 3 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვებ­ში მხო­ლოდ ვირუ­სის ციფ­რებ­ში იყო მცი­რე ცდო­მი­ლე­ბა. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ხდე­ბა ხოლ­მე. ლა­ბო­რა­ტო­რია 100%-იან შე­დეგს ვერ და­დებს", - გა­ნა­ცხა­და ალ­ხა­ზაშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ "ასე­თი რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­დე­გით შემ­თხვე­ვა აქამ­დე არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ეს იყო პირ­ვე­ლად".

"მერე ტექ­ნი­კუ­რი ინ­ჟი­ნე­რიც გა­მო­ვი­ძა­ხეთ და გა­ვას­წო­რეთ აპა­რა­ტი. ასე­თი რა­ღაც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. ჩვენ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში პე­რი­ო­დუ­ლად ყვე­ლა­ფე­რი მოწ­მდე­ბა. აპა­რა­ტუ­რას წე­ლი­წად­ში ოთხჯერ რუ­ტი­ნუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა უტარ­დე­ბა; გარ­და ამი­სა, თუ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა, კი­დევ და­მა­ტე­ბით გა­მოკ­ვლე­ვა ტარ­დე­ბა. ყვე­ლა გა­მოკ­ვლე­ვა სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ინ­ჟინ­რის მი­ე­რაა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­ხით არ­სე­ბობს, დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლია. გარ­და ამი­სა, ვართ გარე სის­ტე­მის მო­ნი­ტო­რინ­გში ჩარ­თუ­ლე­ბი და მუდ­მი­ვად გვაქვს კონ­ტრო­ლი, მაგ­რამ ხდე­ბა მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბიც, რა­ზეც ახლა ვი­სა­უბ­რეთ", - აღ­ნიშ­ნა ალ­ხა­ზაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა კვლე­ვის ცდო­მი­ლე­ბის ზღვარს, მისი თქმით, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია კვლე­ვის მე­თოდ­ზე.

"20%-იანი ზღვა­რი არის იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ან­ტის­ხე­უ­ლი და­დე­ბი­თია, მაგ­რამ PCR კვლე­ვა არის უარ­ყო­ფი­თი. რაც შე­ე­ხე­ბა ტეს­ტის ცდო­მი­ლე­ბას, ის მი­ნი­მა­ლუ­რია, და­ახ­ლო­ე­ბით, 1%-ის ფარ­გლებ­შია. ეს შემ­თხვე­ვა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას და­საშ­ვე­ბი ცდო­მი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში იყო", - გა­ნა­ცხა­და ალ­ხა­ზაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტის ბა­ზა­ში ჩას­მას და შემ­დეგ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­ნა­ცე­მე­ბის ჩას­წო­რე­ბას, ალ­ხა­ზაშ­ვი­ლის თქმით, ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მიერ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში თა­ვად და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ას­წო­რებს.

"ჩვენ არ ვაგ­ზავ­ნით პირ­და­პირ ამ ჩას­წო­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ჩვენ მო­ნა­ცე­მებს ვაგ­ზავ­ნით მკურ­ნალ ექიმ­თან და შემ­დეგ ის ახ­დენს მო­ნა­ცე­მე­ბის ჩას­წო­რე­ბას. რა თქმა უნდა, ჩას­წო­რე­ბა ხდე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად ამ შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის არ გვიც­ნო­ბე­ბია. ეს სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ იყო და ჯერ პროგ­რა­მა­ში არ იყო ასა­ხუ­ლი. რე­ა­ლუ­რად რომ ვთქვათ, ჩვენ­გან პირ­ვე­ლა­დი პა­სუ­ხის გა­ცე­მა ნაჩ­ქა­რე­ვად მოხ­და. პა­სუ­ხი გა­ვე­ცით მა­ნამ­დე, სა­ნამ გან­მე­ო­რე­ბი­თი კვლე­ვის შე­დეგს ვნა­ხავ­დით. რამ­დე­ნად იყო ეს კლი­ნი­კის ბრა­ლე­უ­ლო­ბა, ვერ გე­ტყვი; ეს არის აპა­რა­ტის შეც­დო­მა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად და­ფიქ­სირ­და", - გან­მარ­ტა მან.

ალ­ხა­ზაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ აპა­რატ­მა შეც­დო­მა და­უშ­ვა და პირს, რო­მელ­საც ვირუ­სი არ აქვს, მსგავ­სი დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლო­ბის პროგ­რა­მა­ში მა­ინც ვერ ჩა­ერ­თვე­ბა. ალ­ხა­ზაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, PCR კვლე­ვის შემ­დეგ ტარ­დე­ბა გე­ნო­ტი­პის კვლე­ვა, რო­მე­ლიც ვერ ჩა­ტარ­დე­ბა, თუ ორ­გა­ნიზ­მში ვირუ­სი არ არის.

"პა­ცი­ენ­ტი გა­და­ზღვე­უ­ლია რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა კვლე­ვით. PCR კვლე­ვის შემ­დეგ ტარ­დე­ბა გე­ნო­ტი­პის კვლე­ვა, რო­მე­ლიც ვერ ჩა­ტარ­დე­ბა, თუ ორ­გა­ნიზ­მში ვირუ­სი არ არის. PCR არ არის სა­ბო­ლოო კვლე­ვა. გე­ნო­ტი­პის კვლე­ვის დროს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იკ­ვე­თე­ბო­და, რომ პა­ცი­ენტს არ აქვს ვირუ­სი და და­ის­მე­ბო­და კი­თხვის ნი­შა­ნი", - გა­ნა­ცხა­და ალ­ხა­ზაშ­ვილ­მა.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო C ჰე­პა­ტი­ტის ვირუს­ზე პა­ცი­ენ­ტის­თვის არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზის დას­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ის­წავ­ლის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში C ჰე­პა­ტი­ტის ვირუს­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად პა­ცი­ენ­ტის­თვის არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზის დას­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ის­წავ­ლის.

შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ეკა ადა­მი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­მი­ნის­ტრო აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის მოკ­ვლე­ვას და­ი­წყებს.

"ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ინ­ფორ­მა­ცია არ შე­მო­სუ­ლა. რა­საც თქვენ ყვე­ბით, ეს უფრო ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის შემ­თხვე­ვაა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან არის გა­სარ­კვე­ვი, რა რო­გორ იყო. თუ არ­სე­ბობს ეჭვი, რომ ამ კვლე­ვის შე­დე­გით პა­ცი­ენ­ტე­ბი სამ­კურ­ნა­ლო პროგ­რა­მა­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი, მა­შინ ეს უნდა შე­მოწ­მდეს.

თამ­თა კა­კა­უ­რი­ძე, გი­ორ­გი ფარ­ქო­სა­ძე; "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

პაციენტი: "С ჰეპატიტი დამიდგინეს, განმეორებითმა ანალიზმა კი ვირუსი არ დაადასტურა" - რა მოხდა ლუგარის ლაბორატორიაში

პაციენტი: "С ჰეპატიტი დამიდგინეს, განმეორებითმა ანალიზმა კი ვირუსი არ დაადასტურა" - რა მოხდა ლუგარის ლაბორატორიაში

პაციენტის ინფორმაციით, თბილისში, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში С ჰეპატიტის ვირუსზე HCV RNA, VL ტესტით ჩატარებული ე.წ. PCR კვლევის შედეგად, პირველად დადებითი, ხოლო განმეორებით უარყოფითი დიაგნოზი დაუსვეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავად აღნიშნულმა პირმა განუცხადა, ე.წ. PCR კვლევის განმეორებით ჩატარების შემდეგ უთხრეს, რომ "ლაბორატორიის აპარატი, რომლითაც დიაგნოზი დაუსვეს, მწყობრიდან იყო გამოსული". მისივე ინფორმაციით, არ არის მხოლოდ ერთადერთი პაციენტი, რომლის დიაგნოზშიც ცდომილება აღმოჩნდა.

პაციენტის ინფორმაციით, კვლევა 2017 წლის ოქტომბრის დასაწყისში ჩაიტარა.

„ჩავაბარე ანალიზები ნარკოლოგიის ცენტრში, ლუგარის ლაბორატორიაში С ჰეპატიტის კვლევისთვის. გარკვეული პერიოდის შემდეგ მითხრეს, რომ სამწუხაროდ, ჩემთვის ცუდი ინფორმაცია ჰქონდათ და მე С ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი ვიყავი. დიაგნოზში წერია: „ტესტირებამ აჩვენა, თქვენ ინფიცირებული ხართ С ჰეპატიტის ვირუსით. თქვენი სისხლით სავარაუდოდ, დაბინძურებული საგნების გაზიარებით შესაძლოა გადასცეთ ინფექცია სხვა ადამიანებსაც. С ჰეპატიტის ინფექციის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილებისა და საჭირო მკურნალობის მისაღებად თქვენ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმ–ინფექციონისტს“. გადამოწმება არც მიფიქრია, თუმცა რამდენიმე დღეში თავად დამიკავშირდნენ და მითხრეს, აპარატურამ აურია და დიაგნოზი არასწორი იყო, რის გამო ანალიზები თავიდან უნდა გამეკეთებინა. განმეორებითმა კვლევამ აჩვენა, თურმე С ჰეპატიტის ვირუსი არ მქონია.

ფაქტობრივად გადავრჩი, რომ C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამაში ჩართვა ვერ მოვასწარი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა პაციენტმა.

აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი" თავად ლუგარის სახელობის ლაბორატორიასაც დაუკავშირდა. ლაბორატორიის ხელმძღვანელმა მაია ალხაზაშვილმა დაადასტურა, რომ რამდენიმე პაციენტისთვის არასწორი დიაგნოზის დასმის შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს მოხდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ დღეს, რისი მიზეზიც "შესაბამისი აპარატის ტექნიკური პრობლემა იყო".

"თავდაპირველად შესავალს გავაკეთებ, რომ ტესტ კვლევით ისაზღვრება ანტისხეულების არსებობა სისხლში და ეს არ არის საბოლოო პასუხი, რომ ადამიანს აქვს ვირუსი და სჭირდება მკურნალობა. ეს ანტისხეულები შესაძლოა იყოს, როგორც ნამკურნალებ პაციენტებში, ასევე თვითგანკურნებულ პაციენტებშიც, ასევე იმ პაციენტებშიც, რომლებსაც სჭირდება მკურნალობა. შემდეგ ტარდება PCR კვლევა. არის შემთხვევები, როდესაც გაყოფილი პასუხებია და ალტერნატიული მეთოდითაც ტარდება კვლევა დაზუსტებისთვის. განსაკუთრებით პაციენტების რისკ ჯგუფში, მაგალითად, წამალდამოკიდებულ პაციენტებში. რეალურად, ეს ის შემთხვევა იყო, რომელიც მოხვდა ამ ნაკადში, სადაც რამდენიმე შეუსაბამობა აღმოჩნდა და გადამოწმდა ალტერნატიული მეთოდით. როდესაც განსხვავებული პასუხი მივიღეთ, მოხდა ძირეული კვლევა.

ლაბორატორია არ არის ისეთი, რომ 100%-იანი შედეგი დადოს ყოველთვის. მუდმივი კონტროლი და შემოწმება სჭირდება. ასეთი შემთხვევები რომ დაფიქსირდა, გადამოწმდა კიდევ ერთხელ. კვლევა ტარდება ავტომატურ ანალიზატორზე, რომელიც მანქანაა და შესაძლოა, რაღაც აერიოს. აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ აპარატში იყო პატარა ტექნიკური შეცდომა. იმ დღეს, რა კვლევებიც ჩატარდა, რამდენიმე ნიმუშში იყო ცდომილება; ზუსტად არ მახსოვს, მგონი 5 ნიმუშში. მაგრამ განსხვავებული შედეგით, ჯერ დადებითი რომ ყოფილიყო და განმეორებითი კვლევით რადიკალურად განსხვავებული შედეგი, უარყოფითი შედეგი დამდგარიყო, მხოლოდ 3 შემთხვევა დაფიქსირდა. დანარჩენ შემთხვევებში მხოლოდ ვირუსის ციფრებში იყო მცირე ცდომილება. ასეთი შემთხვევები ხდება ხოლმე. ლაბორატორია 100%-იან შედეგს ვერ დადებს", - განაცხადა ალხაზაშვილმა და დასძინა, რომ "ასეთი რადიკალურად განსხვავებული შედეგით შემთხვევა აქამდე არ დაფიქსირებულა. ეს იყო პირველად".

"მერე ტექნიკური ინჟინერიც გამოვიძახეთ და გავასწორეთ აპარატი. ასეთი რაღაც შეიძლება მოხდეს. ჩვენ ლაბორატორიაში პერიოდულად ყველაფერი მოწმდება. აპარატურას წელიწადში ოთხჯერ რუტინული გამოკვლევა უტარდება; გარდა ამისა, თუ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევაა, კიდევ დამატებით გამოკვლევა ტარდება. ყველა გამოკვლევა სერთიფიცირებული ინჟინრის მიერაა ჩატარებული და ჩანაწერების სახით არსებობს, დოკუმენტირებულია. გარდა ამისა, ვართ გარე სისტემის მონიტორინგში ჩართულები და მუდმივად გვაქვს კონტროლი, მაგრამ ხდება მსგავსი შემთხვევებიც, რაზეც ახლა ვისაუბრეთ", - აღნიშნა ალხაზაშვილმა.

რაც შეეხება კვლევის ცდომილების ზღვარს, მისი თქმით, ეს დამოკიდებულია კვლევის მეთოდზე.

"20%-იანი ზღვარი არის იმ შემთხვევაში, როდესაც ანტისხეული დადებითია, მაგრამ PCR კვლევა არის უარყოფითი. რაც შეეხება ტესტის ცდომილებას, ის მინიმალურია, დაახლოებით, 1%-ის ფარგლებშია. ეს შემთხვევა შეიძლება ითქვას დასაშვები ცდომილების ფარგლებში იყო", - განაცხადა ალხაზაშვილმა.

რაც შეეხება დადებითი პასუხის შემთხვევაში პაციენტის ბაზაში ჩასმას და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში მონაცემების ჩასწორებას, ალხაზაშვილის თქმით, ლაბორატორიის მიერ განსხვავებული მონაცემების დადგენის შემთხვევაში თავად დაწესებულება ინფორმაციას არ ასწორებს.

"ჩვენ არ ვაგზავნით პირდაპირ ამ ჩასწორებულ ინფორმაციას, ჩვენ მონაცემებს ვაგზავნით მკურნალ ექიმთან და შემდეგ ის ახდენს მონაცემების ჩასწორებას. რა თქმა უნდა, ჩასწორება ხდება. კონკრეტულად ამ შემთხვევის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროსთვის არ გვიცნობებია. ეს სულ რამდენიმე დღის წინ იყო და ჯერ პროგრამაში არ იყო ასახული. რეალურად რომ ვთქვათ, ჩვენგან პირველადი პასუხის გაცემა ნაჩქარევად მოხდა. პასუხი გავეცით მანამდე, სანამ განმეორებითი კვლევის შედეგს ვნახავდით. რამდენად იყო ეს კლინიკის ბრალეულობა, ვერ გეტყვი; ეს არის აპარატის შეცდომა, რომელიც პირველად დაფიქსირდა", - განმარტა მან.

ალხაზაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აპარატმა შეცდომა დაუშვა და პირს, რომელსაც ვირუსი არ აქვს, მსგავსი დიაგნოზი დაუსვეს, პაციენტი მკურნალობის პროგრამაში მაინც ვერ ჩაერთვება. ალხაზაშვილის განმარტებით, PCR კვლევის შემდეგ ტარდება გენოტიპის კვლევა, რომელიც ვერ ჩატარდება, თუ ორგანიზმში ვირუსი არ არის.

"პაციენტი გადაზღვეულია რამდენიმე სხვადასხვა კვლევით. PCR კვლევის შემდეგ ტარდება გენოტიპის კვლევა, რომელიც ვერ ჩატარდება, თუ ორგანიზმში ვირუსი არ არის. PCR არ არის საბოლოო კვლევა. გენოტიპის კვლევის დროს აუცილებლად გამოიკვეთებოდა, რომ პაციენტს არ აქვს ვირუსი და დაისმებოდა კითხვის ნიშანი", - განაცხადა ალხაზაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ვირუსზე პაციენტისთვის არასწორი დიაგნოზის დასმის შესახებ ინფორმაციას შეისწავლის ჯანდაცვის სამინისტრო ლუგარის ლაბორატორიაში C ჰეპატიტის ვირუსზე ჩატარებული კვლევის შედეგად პაციენტისთვის არასწორი დიაგნოზის დასმის შესახებ ინფორმაციას შეისწავლის.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამების ხელმძღვანელის, ეკა ადამიას განცხადებით, სამინისტრო აღნიშნული საკითხის მოკვლევას დაიწყებს.

"ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაცია არ შემოსულა. რასაც თქვენ ყვებით, ეს უფრო ტექნიკური ხასიათის შემთხვევაა და დაწესებულებასთან არის გასარკვევი, რა როგორ იყო. თუ არსებობს ეჭვი, რომ ამ კვლევის შედეგით პაციენტები სამკურნალო პროგრამაში არიან ჩართულები, მაშინ ეს უნდა შემოწმდეს.

თამთა კაკაურიძე, გიორგი ფარქოსაძე; "ინტერპრესნიუსი"

ქობულეთში 70 წლის მამაკაცს ნარჩენების დაწვისას ცეცხლი მოეკიდა და ადგილზე დაიღუპა

თვითმხილველის თქმით, ხაშურში მამაკაცმა 24 წლის ცოლი დედის თვალწინ დაჭრა

ხაშურის ცენტრში ქმარმა ცოლი დაჭრა