მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონამ შეყვარებულის თხოვნით 107 კგ მოიმატა
გოგონამ შეყვარებულის თხოვნით 107 კგ მოიმატა

18 წლის ასაკ­ში დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი კრის­ტი მა­უნ­სეი 222 კგ-ს იწო­ნი­და და სახ­ლი­დან გას­ვლა არ შე­ეძ­ლო. გო­გო­ნამ წო­ნა­ში მა­ტე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე­გო­ბა­რი ბი­ჭის, ალექ­სის თხოვ­ნის შემ­დეგ მი­ი­ღო.

კრის­ტი დღე­ში 10 ათას კა­ლო­რი­ას იღებ­და, "მაკ­დო­ნალდსის" ოთხი ორ­მა­გი ჩიზ­ბურ­გე­რი მის­თვის საჭ­მლის ერთი პორ­ცია იყო.

2012 წელს გო­გო­ნას უკვე უჭირ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით სარ­გებ­ლო­ბა, სი­ა­რუ­ლის დროს სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა აწუ­ხებ­და და თვით­მკვლე­ლო­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდა.

ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნით 2014 წელს გო­გო­ნამ ბა­რი­ა­ტი­უ­ლი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა. პირ­ვე­ლი 6 თვის მან­ძილ­ზე კრის­ტიმ 50 კგ და­იკ­ლო და სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა კვლავ გა­უჩ­ნდა.

ახლა გო­გო­ნა 95 კგ-ს იწო­ნის და სა­მო­სის ზომა 36-დან 16-მდე შე­უმ­ცირ­და.

კრის­ტი ამ­ბობს, რომ ყო­ველ­თვის ჰქონ­და ზედ­მე­ტი წონა, რის გა­მოც ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი იყო სკო­ლა­ში.

ყო­ფი­ლი მე­გო­ბა­რი ბიჭი ონ­ლა­ინ გა­იც­ნო. ალექსმა უთხრა, რომ დიდი ზო­მის ქა­ლე­ბი მოს­წონ­და.

"მას­ზე 10 წლით უმ­ცრო­სი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა თავი ძა­ლი­ან შე­მაყ­ვა­რა. არ უნ­დო­და, წო­ნა­ში და­მეკ­ლო და ვი­ფიქ­რე, რომ დად­გა დრო, შევშვე­ბო­დი სა­კუ­თარ სხე­ულ­თან ბრძო­ლას, მე­ჭა­მა რაც მინ­დო­და, რად­გან სა­ბო­ლო­ოდ ვი­პო­ვე მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც ჭარ­ბწო­ნი­ა­ნიც მოვ­წონ­დი. ალექსს უნ­დო­და, კი­დევ მო­მე­მა­ტა წო­ნა­ში, ამი­ტომ კა­ლო­რი­ე­ბის დღი­უ­რი ნორ­მა ძა­ლი­ან გავ­ზარ­დე," - ამ­ბობს კრის­ტი.

ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც გო­გო­ნამ წო­ნა­ში კლე­ბა და­ი­წყო, ალექსმა მი­ა­ტო­ვა. კრის­ტი ამ­ბობს, რომ ალექ­სი მის­თვის ყო­ველ­თვის ძვირ­ფა­სი იქ­ნე­ბა.

"მას არ ვა­და­ნა­შა­უ­ლებ წო­ნა­ში მა­ტე­ბა­ში, ვი­ცო­დი, რა­საც ვა­კე­თებ­დი," - ამ­ბობს მა­უნ­სეი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია thesun.co.uk-ის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

გოგონამ შეყვარებულის თხოვნით 107 კგ მოიმატა

გოგონამ შეყვარებულის თხოვნით 107 კგ მოიმატა

18 წლის ასაკში დიდ ბრიტანეთში მცხოვრები კრისტი მაუნსეი 222 კგ-ს იწონიდა და სახლიდან გასვლა არ შეეძლო. გოგონამ წონაში მატების გადაწყვეტილება მეგობარი ბიჭის, ალექსის თხოვნის შემდეგ მიიღო.

კრისტი დღეში 10 ათას კალორიას იღებდა, "მაკდონალდსის" ოთხი ორმაგი ჩიზბურგერი მისთვის საჭმლის ერთი პორცია იყო.

2012 წელს გოგონას უკვე უჭირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, სიარულის დროს სუნთქვის უკმარისობა აწუხებდა და თვითმკვლელობის სურვილი გაუჩნდა.

ოჯახის წევრების დაჟინებული მოთხოვნით 2014 წელს გოგონამ ბარიატიული ოპერაცია გაიკეთა. პირველი 6 თვის მანძილზე კრისტიმ 50 კგ დაიკლო და საკუთარი თავის რწმენა კვლავ გაუჩნდა.

ახლა გოგონა 95 კგ-ს იწონის და სამოსის ზომა 36-დან 16-მდე შეუმცირდა.

კრისტი ამბობს, რომ ყოველთვის ჰქონდა ზედმეტი წონა, რის გამოც ბულინგის მსხვერპლი იყო სკოლაში.

ყოფილი მეგობარი ბიჭი ონლაინ გაიცნო. ალექსმა უთხრა, რომ დიდი ზომის ქალები მოსწონდა.

"მასზე 10 წლით უმცროსი ვიყავი, თუმცა თავი ძალიან შემაყვარა. არ უნდოდა, წონაში დამეკლო და ვიფიქრე, რომ დადგა დრო, შევშვებოდი საკუთარ სხეულთან ბრძოლას, მეჭამა რაც მინდოდა, რადგან საბოლოოდ ვიპოვე მამაკაცი, რომელსაც ჭარბწონიანიც მოვწონდი. ალექსს უნდოდა, კიდევ მომემატა წონაში, ამიტომ კალორიების დღიური ნორმა ძალიან გავზარდე," - ამბობს კრისტი.

ოპერაციის გაკეთების შემდეგ, როდესაც გოგონამ წონაში კლება დაიწყო, ალექსმა მიატოვა. კრისტი ამბობს, რომ ალექსი მისთვის ყოველთვის ძვირფასი იქნება.

"მას არ ვადანაშაულებ წონაში მატებაში, ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი," - ამბობს მაუნსეი.

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს