Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიწრო" - სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს ორიგინალურ ხელნაკეთ ნივთებს სთავაზობს
 "ვიწრო" - სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს ორიგინალურ ხელნაკეთ ნივთებს სთავაზობს

"თა­ვი­დან უბ­რა­ლოდ მე­გობ­რე­ბის­თვის ვხა­ტავ­დი იმას, რაც მომ­წონ­და და ვჩუქ­ნი­დი მათ. მო­ხა­ტულ მა­ი­სუ­რებს მა­ლე­ვე ბევ­რი მსურ­ვე­ლი გა­მო­უჩ­ნდა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვფიქ­რობ­დი, რომ ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა უფრო მას­შტა­ბუ­რი გა­მე­ხა­და, თუმ­ცა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა მი­ჭირ­და. 2013 წელს კი სა­ბო­ლო­ოდ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემს ერთ-ერთ მე­გო­ბარ­თან ერ­თად მი­ვი­ღე და ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის ბა­ზარ­ზე გა­მოჩ­ნდა ახა­ლი სტარ­ტა­პი "ვიწ­რო"," - გან­მარ­ტავს სტარ­ტა­პე­რი თა­თია კვირ­კვე­ლია.

სტარ­ტა­პე­რებ­მა თა­თია კვირ­კვე­ლი­ამ და ელე­ნე გაბ­რი­ჩი­ძემ ერ­თმა­ნე­თი სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში გა­იც­ნეს. სა­წყის ეტაპ­ზე ორი­ვე ჩან­თე­ბი­სა და მა­ი­სუ­რე­ბის მო­ხატ­ვა­ზე მუ­შა­ობ­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი მათ ახა­ლი იდე­ე­ბი გა­უჩ­ნდათ, რომ­ლებ­ზეც უკვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბენ.

"ეტა­პობ­რი­ვად, იმ პრო­დუქ­ტე­ბის სიაც გა­ი­ზარ­და, რა­საც ვა­კე­თებთ. ახლა უკვე ვხა­ტავთ ბა­ლი­შებ­ზე, ჯინ­სის ქურ­თუ­კებ­ზე, ნაძ­ვის ხის ბურ­თებ­ზე, კე­რა­მი­კულ ფი­ლებ­სა და კედ­ლებ­ზეც კი. ხატ­ვის გარ­და ვა­კე­თებთ სხვა­დას­ხვა აქ­სე­სუ­ა­რებს, ხელ­ნა­კეთ ყელ­სა­ბა­მებს, გულ­საბ­ნე­ვებს ქარ­თუ­ლი თე­მა­ტი­კით. ახალ პრო­დუქ­ტებს თა­ვად ვი­ფიქ­რებთ და ვქმნით. შემ­დეგ ეტაპ­ზე კი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის იდე­ე­ბი­თა და მათ მიერ შერ­ჩე­უ­ლი ილუსტრა­ცი­ე­ბით ვა­კე­თებთ კონ­კრე­ტულ შეკ­ვე­თებს. ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვე­ლო­ვა­ნია ნა­მუ­შევ­რის შეს­რუ­ლე­ბის ხა­რის­ხი და ვფიქ­რობ, ზუს­ტად ამის გამო ვარ­სე­ბობთ ამ­დე­ნი წელი და შეკ­ვე­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად მა­ტუ­ლობს," - აღ­ნიშ­ნავს თა­თია კვირ­კვე­ლია.

"ვიწ­როს" გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად იზ­რდე­ბა მო­თხოვ­ნა ხელ­ნა­კეთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ნივ­თებ­ზე. თა­თია კვირ­კვე­ლი­ას გან­მარ­ტე­ბით, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში იზ­რდე­ბა ინ­ტე­რე­სი და მხარ­და­ჭე­რა ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მი­მარ­თაც. დამ­კვე­თე­ბი უფრო და უფრო მე­ტად ხვდე­ბი­ან ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას.

"ჩვენ­თვის მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე ის იყო, რომ გაგ­ვე­ბე­და და გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა გვერ­დი, რო­მე­ლიც ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბას ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდომს გახ­დი­და. ვამ­ხნე­ვებ­დით ერ­თმა­ნეთს და ვნერ­ვი­უ­ლობ­დით პირ­ველ დამ­კვე­თებ­თან ონ­ლა­ინ ურ­თი­ერ­თო­ბი­სას.

თუმ­ცა, შეკ­ვე­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სწრა­ფად იზ­რდე­ბო­და. ეს პრო­ცე­სი რომ არ გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო და უფრო და უფრო მეტი ცნო­ბა­დო­ბა მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა, ვი­ფიქ­რებ­დით სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სებ­სა და აქ­ცი­ებს, ვი­ღებ­დით მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. ამ­ჟა­მად ვმო­ნა­წი­ლე­ობთ "თი­ბი­სი ბან­კის" პრო­ექტ "სტარ­ტა­პერ­შიც" , რაც პო­პუ­ლა­რო­ბის ზრდა­ში გვეხ­მა­რე­ბა. ბევ­რმა მუ­შა­ო­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ "ვიწ­რო" სულ მუ­შა­ობს და არც ერთ სე­ზონ­ზე ის­ვე­ნებს", - ამ­ბობს ელე­ნე გაბ­რი­ჩი­ძე.

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"ვიწრო" - სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს ორიგინალურ ხელნაკეთ ნივთებს სთავაზობს

 "ვიწრო" - სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს ორიგინალურ ხელნაკეთ ნივთებს სთავაზობს

"თავიდან უბრალოდ მეგობრებისთვის ვხატავდი იმას, რაც მომწონდა და ვჩუქნიდი მათ. მოხატულ მაისურებს მალევე ბევრი მსურველი გამოუჩნდა. აქედან გამომდინარე ვფიქრობდი, რომ ჩემი საქმიანობა უფრო მასშტაბური გამეხადა, თუმცა პირველი ნაბიჯის გადადგმა მიჭირდა. 2013 წელს კი საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება ჩემს ერთ-ერთ მეგობართან ერთად მივიღე და ხელნაკეთი ნივთების ბაზარზე გამოჩნდა ახალი სტარტაპი "ვიწრო"," - განმარტავს სტარტაპერი თათია კვირკველია.

სტარტაპერებმა თათია კვირკველიამ და ელენე გაბრიჩიძემ ერთმანეთი სამხატვრო აკადემიაში გაიცნეს. საწყის ეტაპზე ორივე ჩანთებისა და მაისურების მოხატვაზე მუშაობდა. დროთა განმავლობაში კი მათ ახალი იდეები გაუჩნდათ, რომლებზეც უკვე ინდივიდუალურად მუშაობენ.

"ეტაპობრივად, იმ პროდუქტების სიაც გაიზარდა, რასაც ვაკეთებთ. ახლა უკვე ვხატავთ ბალიშებზე, ჯინსის ქურთუკებზე, ნაძვის ხის ბურთებზე, კერამიკულ ფილებსა და კედლებზეც კი. ხატვის გარდა ვაკეთებთ სხვადასხვა აქსესუარებს, ხელნაკეთ ყელსაბამებს, გულსაბნევებს ქართული თემატიკით. ახალ პროდუქტებს თავად ვიფიქრებთ და ვქმნით. შემდეგ ეტაპზე კი მომხმარებლების იდეებითა და მათ მიერ შერჩეული ილუსტრაციებით ვაკეთებთ კონკრეტულ შეკვეთებს. ჩვენთვის ძალიან მნიშველოვანია ნამუშევრის შესრულების ხარისხი და ვფიქრობ, ზუსტად ამის გამო ვარსებობთ ამდენი წელი და შეკვეთების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს," - აღნიშნავს თათია კვირკველია.

"ვიწროს" განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ხელნაკეთ ინდივიდუალურ ნივთებზე. თათია კვირკველიას განმარტებით, დროთა განმავლობაში იზრდება ინტერესი და მხარდაჭერა ქართული პროდუქციის მიმართაც. დამკვეთები უფრო და უფრო მეტად ხვდებიან ხელნაკეთი ნივთების ღირებულებას.

"ჩვენთვის მთავარი სირთულე ის იყო, რომ გაგვებედა და გაგვეკეთებინა გვერდი, რომელიც ჩვენს საქმიანობას ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს გახდიდა. ვამხნევებდით ერთმანეთს და ვნერვიულობდით პირველ დამკვეთებთან ონლაინ ურთიერთობისას.

თუმცა, შეკვეთების რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა. ეს პროცესი რომ არ გაჩერებულიყო და უფრო და უფრო მეტი ცნობადობა მოგვეპოვებინა, ვიფიქრებდით სხვადასხვა კონკურსებსა და აქციებს, ვიღებდით მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში. ამჟამად ვმონაწილეობთ "თიბისი ბანკის" პროექტ "სტარტაპერშიც" , რაც პოპულარობის ზრდაში გვეხმარება. ბევრმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ვიწრო" სულ მუშაობს და არც ერთ სეზონზე ისვენებს", - ამბობს ელენე გაბრიჩიძე.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი