პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ჩამოყარა ყვარლის რაიონის სოფლებში ვერტმფრენიდან კანფეტები?
ვინ ჩამოყარა ყვარლის რაიონის სოფლებში ვერტმფრენიდან კანფეტები?

ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის რამ­დე­ნი­მე სოფ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ვერ­ტმფრე­ნი­დან კან­ფე­ტე­ბი ჩა­მო­ყა­რეს.

ფაქ­ტი დღეს, და­ახ­ლო­ე­ბით 12:00 სა­ათ­ზე მოხ­და და ტკბი­ლე­უ­ლი ჩა­მო­ყა­რეს სოფ­ლე­ბის: გრე­მის, სა­ბუ­ის, ალ­მა­ტის, ენის­ლის სკო­ლებ­ში, მა­შინ როცა აღ­საზ­რდე­ლე­ბი შეს­ვე­ნე­ბა­ზე სკო­ლის ეზო­ში იყ­ვნენ გა­მო­სუ­ლი. რო­გორც reginfo.ge წერს, აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ცია გრე­მის მო­ნას­ტრის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

AMBEBI.GE სკო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რებს გა­ე­სა­უბ­რა, რომ­ლე­ბიც ფაქტს ადას­ტუ­რე­ბენ, თუმ­ცა ვისი იდეა იყო ვერ­ტმფრე­ნი­დან ტკბი­ლე­უ­ლის გად­მოყ­რა, არ აკონ­კრე­ტე­ბენ.

გრე­მის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ნინო მა­მა­გუ­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კან­ფე­ტე­ბის გად­მოყ­რა გუ­შინ იყო და­გეგ­მი­ლი, თუმ­ცა უა­მინ­დო­ბის გამო ვერ მო­ხერ­ხდა და დღეს 20-წუ­თი­ა­ნი დას­ვე­ნე­ბის დროს, რო­დე­საც ბავ­შვე­ბი ეზო­ში იყ­ვნენ, ვერ­ტმფრე­ნი­დან კან­ფე­ტე­ბი გად­მო­ყა­რეს. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი არ ადას­ტუ­რებს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ტკბი­ლე­უ­ლის გად­მოყ­რის იდეა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს უკავ­შირ­დე­ბა. მა­მა­გუ­ლაშ­ვი­ლის თქმით, მას ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი და­უ­კავ­შირ­და და ამ იდე­ის შე­სა­ხებ უთხრა, რა­ზეც დი­რექ­ტო­რის თან­ხმო­ბა მი­ი­ღო.

ხი­ლეთ ვი­დეო: ვერ­ტმფრე­ნი­დან გად­მოყ­რი­ლი ნა­კურ­თხი კან­ფე­ტე­ბი მოს­წავ­ლე­ებს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის­გან: ვის შე­უ­წყდა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა?

ენის­ლის სკო­ლის დი­რექ­ტორს კო­ლე­გე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით გრე­მის მო­ნას­ტრის მო­ძღვა­რი მამა იო­ა­ნე და­უ­კავ­შირ­და და აც­ნო­ბა, რომ ბავ­შვე­ბის­თვის ვერ­ტმფრე­ნი­დან კან­ფე­ტე­ბის გად­მოყ­რას გეგ­მავ­დნენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურსცენ­ტრი, რო­გორც მის­მა უფ­როს­მა ქე­თე­ვან­მა ჭი­პაშ­ვილ­მა mshoblebi.ge-ს გა­ნუ­ცხა­და, სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის­გან შე­ი­ტყო მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ:

- რამ­დე­ნა­დაც მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, 12-ის ნა­ხევ­რი­დან 12 სა­ა­თამ­დე მოხ­და ეს ფაქ­ტი. სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი და­მი­კავ­შირ­დნენ და მი­თხრეს, რომ გა­და­იფ­რი­ნა ვერ­ტმფრენ­მა და სო­ფელ­ში ჩა­მო­ყა­რა კან­ფე­ტე­ბი. აქ­ცი­ის შე­სა­ხებ მე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ ვყო­ფილ­ვარ. ისი­ნი სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ შე­მო­სუ­ლან, ვერ­ტმფრე­ნით ვინ გა­და­იფ­რენს და ვინ გად­მო­იფ­რენს, მე მგო­ნი ეს ჩემ­თან არ შე­თან­ხმდე­ბა და არც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თან. ეს სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის საქ­მეა. ზო­გა­დად ეს საქ­ცი­ე­ლი არ არის გა­მარ­თლე­ბუ­ლი, ეს არ უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო. ჩვენ­თან შე­თან­ხმე­ბით რომ მომ­ხდა­რი­ყო, ჩვენ ავუხ­სნი­დით, რომ კან­ფე­ტე­ბის სკო­ლა­ში ჩა­მოყ­რა არ იყო მი­ზან­შე­წო­ნი­ლი. აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნო ისიც, რომ აქ­ცი­ის გამო არც ერთ ბავ­შვს არ და­უგ­ვი­ა­ნია გაკ­ვე­თილ­ზე. კან­ფე­ტე­ბი ჩა­მო­ყა­რეს დიდი დას­ვე­ნე­ბის დროს, გრე­მის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ტაძ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არ­სე­ბულ სკო­ლებ­ში, მამა იო­ნეს ინი­ცი­ა­ტი­ვით წა­ი­კი­თხეთ მეტი

ნა­თია წი­თე­ლა­უ­რი, AMBEBI.GE

ვინ ჩამოყარა ყვარლის რაიონის სოფლებში ვერტმფრენიდან კანფეტები?

ვინ ჩამოყარა ყვარლის რაიონის სოფლებში ვერტმფრენიდან კანფეტები?

ყვარლის რაიონის რამდენიმე სოფლის საჯარო სკოლების ტერიტორიაზე, ვერტმფრენიდან კანფეტები ჩამოყარეს.

ფაქტი დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა და ტკბილეული ჩამოყარეს სოფლების: გრემის, საბუის, ალმატის, ენისლის სკოლებში, მაშინ როცა აღსაზრდელები შესვენებაზე სკოლის ეზოში იყვნენ გამოსული. როგორც reginfo.ge წერს, აღნიშნული აქცია გრემის მონასტრის სასულიერო პირებმა განახორციელეს.

AMBEBI.GE სკოლების დირექტორებს გაესაუბრა, რომლებიც ფაქტს ადასტურებენ, თუმცა ვისი იდეა იყო ვერტმფრენიდან ტკბილეულის გადმოყრა, არ აკონკრეტებენ.

გრემის საჯარო სკოლის დირექტორის ნინო მამაგულაშვილის ინფორმაციით, კანფეტების გადმოყრა გუშინ იყო დაგეგმილი, თუმცა უამინდობის გამო ვერ მოხერხდა და დღეს 20-წუთიანი დასვენების დროს, როდესაც ბავშვები ეზოში იყვნენ, ვერტმფრენიდან კანფეტები გადმოყარეს. სკოლის დირექტორი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ტკბილეულის გადმოყრის იდეა სასულიერო პირებს უკავშირდება. მამაგულაშვილის თქმით, მას ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები დაუკავშირდა და ამ იდეის შესახებ უთხრა, რაზეც დირექტორის თანხმობა მიიღო.

ხილეთ ვიდეო: ვერტმფრენიდან გადმოყრილი ნაკურთხი კანფეტები მოსწავლეებს სასულიერო პირებისგან: ვის შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება?

ენისლის სკოლის დირექტორს კოლეგებისგან განსხვავებით გრემის მონასტრის მოძღვარი მამა იოანე დაუკავშირდა და აცნობა, რომ ბავშვებისთვის ვერტმფრენიდან კანფეტების გადმოყრას გეგმავდნენ.

აღნიშნული აქციის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა საგანმანათლებლო რესურსცენტრი, როგორც მისმა უფროსმა ქეთევანმა ჭიპაშვილმა mshoblebi.ge-ს განუცხადა, სკოლის დირექტორებისგან შეიტყო მომხდარის შესახებ:

- რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, 12-ის ნახევრიდან 12 საათამდე მოხდა ეს ფაქტი. სკოლის დირექტორები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ გადაიფრინა ვერტმფრენმა და სოფელში ჩამოყარა კანფეტები. აქციის შესახებ მე ინფორმირებული არ ვყოფილვარ. ისინი სკოლის ტერიტორიაზე არ შემოსულან, ვერტმფრენით ვინ გადაიფრენს და ვინ გადმოიფრენს, მე მგონი ეს ჩემთან არ შეთანხმდება და არც მუნიციპალიტეტთან. ეს სხვა ორგანოების საქმეა. ზოგადად ეს საქციელი არ არის გამართლებული, ეს არ უნდა გაკეთებულიყო. ჩვენთან შეთანხმებით რომ მომხდარიყო, ჩვენ ავუხსნიდით, რომ კანფეტების სკოლაში ჩამოყრა არ იყო მიზანშეწონილი. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ აქციის გამო არც ერთ ბავშვს არ დაუგვიანია გაკვეთილზე. კანფეტები ჩამოყარეს დიდი დასვენების დროს, გრემის მთავარანგელოზის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ სკოლებში, მამა იონეს ინიციატივით  წაიკითხეთ მეტი

ნათია წითელაური, AMBEBI.GE

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა