საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სახის ცხოველური პროდუქტების გაიყიდვა აიკრძალება ბაზარზე
რა სახის ცხოველური პროდუქტების გაიყიდვა აიკრძალება ბაზარზე

იკ­რძა­ლე­ბა ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის გა­რე­შე არამ­ხო­ლოდ ხორ­ცის, არა­მედ ზო­გა­დად, ცხო­ვე­ლის დაკ­ვლის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბის ბა­ზარ­ზე გან­თავ­სე­ბა, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­მარ­ტე­ბა აგ­რა­რულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ოთარ და­ნე­ლი­ამ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ა­კე­თა, სა­დაც მე­ო­რე მოს­მე­ნით, მუხ­ლობ­რი­ვად, "სურ­სა­თის/ცხო­ვე­ლის საკ­ვე­ბის უვ­ნებ­ლო­ბის, ვე­ტე­რი­ნა­რი­ი­სა და მცე­ნა­რე­თა დაც­ვის კო­დექსში" ცვლი­ლე­ბი გა­ნი­ხი­ლეს.

კო­დექსში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი ევ­რო­კავ­შირ­თან ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო სივ­რცის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ოთარ და­ნე­ლი­ამ გან­მარ­ტა, მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი აღარ გავ­რცელ­დე­ბა ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სურ­სა­თის, ცხო­ვე­ლის საკ­ვე­ბის წარ­მო­ე­ბას, გა­და­მუ­შა­ვე­ბას და დის­ტრი­ბუ­ცი­ას.

მი­სი­ვე თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ა­ხე­ლეა ის, რომ კო­დექსს ემა­ტე­ბა ნორ­მე­ბი, რომ­ლი­თაც გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, ვა­და­გა­სუ­ლი, გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად უვარ­გი­სი და ეტი­კე­ტი­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვით წარ­მო­ე­ბუ­ლი ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის ბა­ზარ­ზე გან­თავ­სე­ბის აღ­კვე­თის და ბა­ზარ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლის გა­მო­თხო­ვის თა­ო­ბა­ზე.

და­ნე­ლი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზუს­ტა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი ნორ­მე­ბი - შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა ელექტრო­ნუ­ლი სა­ჯა­რი­მო ქვით­რის შედ­გე­ნა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა იმ ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რის აღი­ა­რე­ბა, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ცხო­ვე­ლის საკ­ვე­ბის წარ­მო­ე­ბას­თან, გა­და­მუ­შა­ვე­ბას­თან ან/და ბა­ზარ­ზე გან­თავ­სე­ბას­თან. ასე­ვე, კა­ნონპ­რო­ექ­ტში და­მა­ტე­ბუ­ლია იმ ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რის აღი­ა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის არა­სა­სურ­სა­თო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პრო­დუქ­ტის მარ­თვას­თან ან მცე­ნა­რე­თა დაც­ვის სფე­როს­თან.

კა­ნონპ­რო­ექ­ტით, ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც ახორ­ცი­ე­ლებს ცხო­ველ­თა მო­შე­ნე­ბას, რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ან/და დაკ­ვლას, ვალ­დე­ბუ­ლია დაკ­ვლის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლუ­რი პრო­დუქ­ტის ბა­ზარ­ზე გან­თავ­სე­ბის მიზ­ნით, ცხო­ვე­ლის დაკ­ვლა ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის, ეტი­კე­ტი­სა და წარ­დგე­ნის მო­თხოვ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა მო­ნი­ტო­რინ­გის ფარ­გლებ­ში დგინ­დე­ბა ნი­მუ­შის აღე­ბის და აკ­რე­დი­ტე­ბულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­მოკ­ვლე­ვის გზით. რაც შე­ე­ხე­ბა ეტი­კე­ტის, წარ­დგე­ნის და შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბის, ასე­ვე მომ­ხმა­რებ­ლის­თვის სურ­სა­თის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბის შე­მოწ­მე­ბას, აღ­ნიშ­ნუ­ლი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ვი­ზუ­ა­ლუ­რი შე­მოწ­მე­ბით და არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნი­მუ­შის აღე­ბა და ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შე­მოწ­მე­ბა. კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­სა­ბა­მი­სად, და­კო­რექ­ტირ­და ინ­სპექ­ტი­რე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცე­დუ­რე­ბი.

შე­მო­დის ახა­ლი და მკაცრ­დე­ბა უკვე არ­სე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ზო­მე­ბი. ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რის მიერ მავ­ნე სურ­სა­თის/ცხო­ვე­ლის საკ­ვე­ბის ბა­ზარ­ზე გან­თავ­სე­ბა, ან/და ბა­ზარ­ზე უკვე გან­თავ­სე­ბუ­ლის ამო­ღე­ბას­თან ან/და მომ­ხმა­რებ­ლის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი მავ­ნე სურ­სა­თის/ცხო­ვე­ლის საკ­ვე­ბის ბაზ­რი­დან გა­მო­თხო­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რის 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას, ხოლო იგი­ვე ქმე­დე­ბა ჩა­დე­ნი­ლი გან­მე­ო­რე­ბით ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რის 3000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სურ­სა­თის/ცხო­ვე­ლის საკ­ვე­ბის შე­ნახ­ვი­სას ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის მცი­რე ბიზ­ნე­სის სტა­ტუ­სის მქო­ნე ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რი­სათ­ვის გა­ნი­სა­ზღვრა 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით, სხვა ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რის­თვის კი 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

კა­ნონპ­რო­ექ­ტით გან­სა­ზღვრუ­ლია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ცხო­ვე­ლის იდენ­ტი­ფი­კა­ცია-რე­გის­ტრა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვის­თვის, ასე­ვე ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი და ფი­ტო­სა­ნი­ტა­რი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო.

რა სახის ცხოველური პროდუქტების გაიყიდვა აიკრძალება ბაზარზე

რა სახის ცხოველური პროდუქტების გაიყიდვა აიკრძალება ბაზარზე

იკრძალება ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არამხოლოდ ხორცის, არამედ ზოგადად, ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებული ცხოველური პროდუქტების ბაზარზე განთავსება, - აღნიშნული განმარტება აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც მეორე მოსმენით, მუხლობრივად, "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში" ცვლილები განიხილეს.

კოდექსში შესატანი ცვლილებები ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარეობს.

გარდა ამისა, როგორც ოთარ დანელიამ განმარტა, მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული გამარტივებული მოთხოვნები აღარ გავრცელდება ბიზნესოპერატორებზე, რომლებიც ახორციელებენ სურსათის, ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებას და დისტრიბუციას.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი სიახელეა ის, რომ კოდექსს ემატება ნორმები, რომლითაც განისაზღვრება ვალდებულება არარეგისტრირებული, ვადაგასული, გამოსაყენებლად უვარგისი და ეტიკეტირების წესის დარღვევით წარმოებული ვეტერინარული პრეპარატების ბაზარზე განთავსების აღკვეთის და ბაზარზე განთავსებულის გამოთხოვის თაობაზე.

დანელიას ინფორმაციით, დაზუსტა პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ნორმები - შესაძლებელი ხდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენა.

კანონპროექტის თანახმად, სავალდებულო ხდება იმ ბიზნესოპერატორის აღიარება, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან/და ბაზარზე განთავსებასთან. ასევე, კანონპროექტში დამატებულია იმ ბიზნესოპერატორის აღიარების ვალდებულებაც, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის მართვასთან ან მცენარეთა დაცვის სფეროსთან.

კანონპროექტით, ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველთა მოშენებას, რეალიზაციას ან/და დაკვლას, ვალდებულია დაკვლის შედეგად მიღებული ცხოველური პროდუქტის ბაზარზე განთავსების მიზნით, ცხოველის დაკვლა ვეტერინარული ზედამხედველობით განახორციელოს.

კანონპროექტის თანახმად, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლების, ეტიკეტისა და წარდგენის მოთხოვნებთან შესაბამისობა მონიტორინგის ფარგლებში დგინდება ნიმუშის აღების და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევის გზით. რაც შეეხება ეტიკეტის, წარდგენის და შენახვის პირობების, ასევე მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესაბამისობის შემოწმებას, აღნიშნული ხორციელდება ვიზუალური შემოწმებით და არ არის აუცილებელი ნიმუშის აღება და ლაბორატორიაში შემოწმება. კანონპროექტის შესაბამისად, დაკორექტირდა ინსპექტირებისა და მონიტორინგის პროცედურები.

შემოდის ახალი და მკაცრდება უკვე არსებული პასუხისმგებლობის ზომები. ბიზნესოპერატორის მიერ მავნე სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება, ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღებასთან ან/და მომხმარებლისთვის მიწოდებული მავნე სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან გამოთხოვასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა ბიზნესოპერატორის 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში ბიზნესოპერატორის 3000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების შენახვისას ტემპერატურული რეჟიმების დარღვევისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორისათვის განისაზღვრა 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორისთვის კი 500 ლარის ოდენობით.

კანონპროექტით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესის დარღვევისთვის, ასევე ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული საქმიანობასთან დაკავშირებული წესების დარღვევის გამო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი