სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება მომდევნო 9 თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის - "ლილიტი თხის რქაში ნეგატიურ ასპექტებს გააკეთებს"
როგორი იქნება მომდევნო 9 თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის - "ლილიტი თხის რქაში ნეგატიურ ასპექტებს გააკეთებს"

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი მომ­დევ­ნო 9 თვის ას­ტრო­ლო­გი­ურ ას­პექ­ტებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

"ლი­ლი­ტის თხის რქა­ში მოძ­რა­ო­ბის დროს, რო­გორც ალ­ბათ ხვდე­ბით, ყვე­ლა­ზე მეტი სირ­თუ­ლე­ე­ბი ექ­ნე­ბათ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც შავი მთვა­რე, მზე, მთვა­რე, ას­ცემ­დენ­ტი ან მე­დი­უმ ქო­ე­ლი ჰყავთ უშუ­ა­ლოდ თხის რქა­ში. ასე­ვე გა­უ­ჭირ­დე­ბათ ვერ­ძებს და სას­წო­რებს, რად­გან მათი მზე­ე­ბის მი­მართ ამ ცხრა თვის მან­ძილ­ზე ლი­ლი­ტი ნე­გა­ტი­ურ ას­პექ­ტებს გა­ა­კე­თებს.

შე­და­რე­ბით უმ­ტკივ­ნე­უ­ლო იქ­ნე­ბა ეს პე­რი­ო­დი მშვილ­დოს­ნე­ბი­სათ­ვის, მათ უკვე მო­უ­წი­ათ ლი­ლი­ტი­სე­უ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა და ახლა ასე ვთქვათ, ის­ვე­ნე­ბენ.

მო­რი­ე­ლის ნი­შან­ში იუ­პი­ტე­რი იმ­ყო­ფე­ბა და აქაც დიდი შან­სია, რომ ისი­ნიც შე­და­რე­ბით და­ცუ­ლე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ. მათ­თან ერ­თად კი წყლის სტი­ქი­ის და­ნარ­ჩე­ნი ორი ნი­შა­ნიც - ანუ თევ­ზე­ბი და კირჩხი­ბი ცოტა უფრო იო­ლად გა­და­ი­ტა­ნენ შავი მთვა­რის ამ ტრან­ზიტს, ოღონდ ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გან­ვლი­ლი 9 წლის მან­ძილ­ზე აქ­ტი­უ­რად ებ­რძოდ­ნენ სა­კუ­თარ თავ­ში ლი­ლი­ტუ­რი ცდუ­ნე­ბე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბებს. ანუ ამუ­შა­ვებ­დნენ ამ შავ მთვა­რეს.

ძალ­ზე ზო­გა­დი შე­ფა­სე­ბე­ბით რომ არ შე­მო­ვი­ფარ­გლოთ, მო­დით, კონ­კრე­ტუ­ლად გან­ვი­ხი­ლოთ ზო­დი­ა­ქოს რო­მელ ნიშ­ნებს რისი გა­და­ტა­ნა მო­უ­წევთ ამ ტრან­ზი­ტის დროს.

ტრა­დი­ცი­ას და­ვარ­ღვევ და ამ­ჯე­რად ვერ­ძის ნაც­ვლად თხის რქით და­ვი­წყებ, რად­გან ყვე­ლა­ზე მეტი ცდუ­ნე­ბე­ბი სწო­რედ მათ ელით. თუმ­ცა აქვე და­ვამ­შვი­დებ ამ ადა­მი­ა­ნებს და ვე­ტყვი, შე­საძ­ლო ნე­გა­ტივს ად­გი­ლი ექ­ნე­ბა არა მთე­ლი ამ 9 თვის მან­ძილ­ზე, არა­მედ მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც ეს ლი­ლი­ტი თქვენს მზეს შე­უ­ერ­თდე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის მოხ­დე­ბა ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე თუ თხის რქის რო­მელ გრა­დუს­ზე დგას პი­რად რუ­კა­ში თქვე­ნი ლი­ლი­ტი.

ამ დროს მთე­ლი თქვე­ნი ში­ნა­გა­ნი წე­სი­ე­რე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა გმარ­თებთ, რად­გან ლი­ლი­ტი შე­ეც­დე­ბა რა­ღაც ინ­ტრი­გე­ბი მო­ა­წყოს, გაც­დუ­ნოთ და გა­რეთ გა­მო­ი­ტა­ნოს ის უარ­ყო­ფი­თი, რა­საც გულ­მოდ­გი­ნე­ბით მა­ლავთ სა­კუ­თარ თავ­ში. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, მი­დის გა­მოც­და სუ­ლი­ერ სიმ­ტკი­ცე­ზე. ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა ხა­სი­ათ­შიც შე­საძ­ლოა ზუს­ტად ის მან­კი­ე­რი თვი­სე­ბე­ბი იჯ­დეს, რა­საც თა­ვად ატა­რებთ. მათ­თან შეხ­ვედ­რამ, ან შე­საძ­ლოა სხვა მოვ­ლე­ნებ­მაც პრო­ვო­ცი­რე­ბა გა­გი­კე­თოთ და გი­ბიძ­გოთ არც თუ ისე ღირ­სე­უ­ლი საქ­ცი­ე­ლი­სა­კენ. კონ­კრე­ტუ­ლად რა თე­მებს შე­ე­ხე­ბა ეს ქმე­დე­ბე­ბი, უნდა იმ სახ­ლის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვროს, რო­მელ­შიც თქვე­ნი მზე დგას. ასე­ვე ყუ­რადსა­ღე­ბი იქ­ნე­ბა მზი­სა და ლი­ლი­ტის მი­მართ სხვა ას­პექ­ტე­ბიც.

ისი­ნი ვინც წინა 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუდ­მი­ვად ცდი­ლობ­დნენ სა­კუ­თარ თავ­ში ლი­ლი­ტის დათ­რგუნ­ვას, ამ პე­რი­ო­დის გა­მო­ყე­ნე­ბას სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც კი შეძ­ლე­ბენ. დიდი ალ­ბა­თო­ბით, ისი­ნი კარ­გად გა­არ­ჩე­ვენ სა­ი­დან მო­დის ცდუ­ნე­ბა და იო­ლად გა­უმკლავ­დე­ბი­ან ნე­გა­ტი­ურ იმ­პულ­სებს.

ეს ინ­ფორ­მა­ცია შე­ე­ხე­ბო­დათ ლი­ლი­ტი - თხის რქებს და იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც მზე ამ ნი­შან­ში ჰყავთ. მომ­დევ­ნო ინფო უკვე მზით ვერ­ძე­ბის­თვი­საა გან­კუ­თხვნი­ლი.

ვერ­ძის მზი­სა­გან თუ ავით­ვლით, ლი­ლი­ტი მე-10 ნი­შან­ში ხვდე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის დღის წეს­რიგ­ში კა­რი­ე­რუ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი მიზ­ნე­ბი დად­გე­ბა. გაჩ­ნდე­ბა ცდუ­ნე­ბა ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს ჩირ­ქი მოს­ცხოს, და­ამ­ცი­როს, გა­ა­შა­ვოს. თავ­ნე­ბობს, ისე იქ­ცე­ვა, რო­გორც მო­ეპ­რი­ა­ნე­ბა, უფ­რო­სე­ბის მი­მართ უპა­ტივ­ცემ­ლო­ბას ამჟ­რავ­ნებს. ასეთ დროს ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად სამ­სა­ხუ­რი­დან მო­დი­ან, ზოგი სა­კუ­თა­რი ნე­ბით, ზოგს კი უბ­რა­ლოდ ან­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ. თუმ­ცა ვერ­ძი სუ­ლი­ე­რე­ბის მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე დგას, ლი­ლი­ტის ტრან­ზი­ტი აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ცხოვ­რე­ბის მი­მართ მეწვრილ­მან ური და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა­გან, მიხ­ვდეს თუ სად უშ­ვებ­და შეც­დო­მებს მიზ­ნე­ბის არ­ჩე­ვან­ში. მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ლი­ლიტ­მა შე­საძ­ლოა შეც­დო­მა­ში შე­გიყ­ვა­ნოთ, ალ­ბათ მა­ინც უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, თუ სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას შავი მთვა­რის თხის რქის ზო­დი­ა­ქო­დან გავ­ლის შემ­დეგ და­წერთ...

კუ­როს­თვის თხის რქა მე-9 ნი­შა­ნია, და ლი­ლი­ტის აქ ტრან­ზი­ტი მის­თვის აქეთ-იქით უთავ­ბო­ლო მა­წან­წა­ლო­ბის, ხე­ტი­ა­ლის სურ­ვილს აღ­ძრავს. ადა­მი­ანს უჩ­ნდე­ბა ცდუ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი თავი ყოვ­ლის­მცოდ­ნედ წარ­მო­იდ­გი­ნოს, ჭკუა არი­გოს სხვებს, რო­გორ უნდა იცხოვ­რონ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჯო­ბია ამ დროს შინ და­ე­ტი­ოთ, უცხო­ეთ­ში გამ­გზავ­რე­ბა კი წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­სათ­ვის გა­და­დოთ. იმ კუ­რო­ებ­მა კი ვინც უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლობს, არამ­ცდა­ა­რამც არ უნდა შე­წყვი­ტონ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა.

ტყუ­პე­ბის ნიშ­ნის­თვის ლი­ლი­ტი მე8 სახ­ლში ხვდე­ბა, ამი­ტომ მათ სა­რის­კო ქმე­დე­ბე­ბის სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბათ. ეს შე­საძ­ლოა იყოს რო­გორც ფი­ნან­სუ­რი რის­კე­ბი, ისე სექ­სუ­ა­ლუ­რი ავან­ტი­უ­რე­ბი და ყვე­ლა ის სი­ტუ­ა­ცია რო­მე­ლიც მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. ასეთ დროს ადა­მი­ა­ნი გა­უფრ­თხი­ლე­ბე­ლი ხდე­ბა და ვერ ხე­დავს, თუ რამ­ხე­ლა ზი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა მი­ად­გეს, რა შე­დე­გე­ბით დას­რულ­დეს მისი საქ­ცი­ე­ლი. ქმე­დე­ბებს შე­საძ­ლოა ჰქონ­დეთ ფა­ტა­ლუ­რი, და სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში ხა­სი­ა­თიც კი. სა­ჭი­როა უაღ­რე­სად გო­ნი­ე­რი, ფხი­ზე­ლი თვა­ლი. ან ადა­მი­ა­ნი გვერ­დზე, ვინც მაქ­სი­მა­ლუ­რად და­გი­ცავთ.

კირჩხი­ბის­თვის პარტნი­ო­რუ­ლი თე­მე­ბი წა­მო­იწვს წინ და ცდუ­ნე­ბე­ბიც აქ გაჩ­ნდე­ბა. ეს იქ­ნე­ბა ცოლ-ქმრუ­ლი ღა­ლა­ტის თე­მაც და ასე­ვე ოპო­ნენ­ტე­ბის აზ­რის მი­უ­ღებ­ლო­ბაც. ადა­მი­ა­ნი ვერ ით­მენს გან­სხვა­ვე­ბულ აზრს. რო­გორც წესი, მისი ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა­სა­მარ­თლი­ა­ნია.

რაც შე­ე­ხე­ბათ მზით ლო­მებს- მათ­თვის ლი­ლი­ტი ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ თე­მებს აღ­ძრავს. თუმ­ცა, რო­გორც წესი სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­ჩე­ნის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს, ეს უბ­რა­ლოდ ლი­ლი­ტი არას­წორ ჭრილ­ში მი­მარ­თავს ადა­მი­ა­ნი გო­ნე­ბას და მას ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ უამ­რა­ვი გა­ნუ­კურ­ნე­ბა­დი და­ა­ვა­დე­ბა სჭირს ერ­თდრო­უ­ლად. ამი­ტომ ლო­მებს მარ­თებთ თა­ვის ხელ­ში აყ­ვა­ნა და უსა­ფუძ­ვლო წუ­წუ­ნის ნაც­ვლად კარგ სპე­ცი­ა­ლის­ტთან ვი­ზი­ტი, რათა დარ­წმუნ­დნენ რომ სე­რი­ო­ზუ­ლი არაფ­რი სჭირთ და კვლავ შე­უდ­გნენ მი­ტო­ვე­ბუ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

ქალ­წუ­ლებ­მა უნდა იფრ­თხი­ლონ რომ შვი­ლებ­თან მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ გახ­დეს არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი. მათ ვი­საც ჯერ­ჯე­რო­ბით შვი­ლე­ბი არ ჰყავთ, ლი­ლიტ­მა შე­საძ­ლოა უწეს­რი­გო სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა­კენ უბიძ­გოს. შე­დე­გად შე­საძ­ლოა მო­უ­ლოდ­ნე­ლი და­ფეხ­მძი­მე­ბა, ანუ აქაც ბავ­შვე­ბის თემა წა­მო­იჭ­რას. ნა­წი­ლი სას­წო­რე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ბავ­შვო­ბის ასაკ­ში გა­და­ვარ­დნის სა­შიშ­რო­ე­ბა იზ­რდე­ბა. რაც იმა­საც გუ­ლის­ხმობს, რომ ადა­მი­ა­ნი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ხდე­ბა სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბე­ბის მი­მართ. ასე­ვე მა­ტუ­ლობს იმის რის­კი, რომ სას­წო­რე­ბი აზარ­ტულ თა­მა­შებს მი­ე­ძა­ლონ.

სას­წო­რებ­მა უნდა იფრ­თხი­ლონ ოჯა­ხის წევ­რებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. უნდა ეცა­დონ არ ატ­კი­ნონ გული მათ. შე­უფ­რე­ბე­ლი დროა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის გა­მოც­ვლი­სათ­ვის.

მო­რი­ე­ლე­ბის­თვის, რო­გორც უკვე ვთქვით შე­და­რე­ბით მშვი­დი პე­რი­ო­დია, თუმ­ცა სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნა არც მათ აწყენთ. აქ შე­უ­ფე­რე­ბე­ლი კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბის ცდუ­ნე­ბე­ბი მოვა, ზოგს პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ში­ნა­არ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა­კენ უჩ­ნდე­ბა ინ­ტე­რე­სი, ზოგს ბა­ნა­ლუ­რად ჭო­რე­ბი აინ­ტე­რე­სებს. ადა­მი­ა­ნი შე­საძ­ლოა უზო­მოდ ბევ­რს ლა­პა­რა­კობ­დეს და ვერ გრძნობ­დეს, რომ გარ­შე­მომ­ყო­ფებს თა­ვი­სი სა­უბ­რით თავს აწყენს. ხში­რად ფუჭ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა და-ძმას­თან, მე­ზობ­ლებ­თან, კო­ლე­გებ­თან.

რაც შე­ე­ხე­ბათ მზით მშვილ­დებს, მათ დიდი ფუ­ლის კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, თუმ­ცა რო­გორც იტყვი­ან, გზებ­საც ხომ გა­აჩ­ნია. სა­ინ­ტე­რე­სოა რომ გურ­მა­ნე­ბად ცნო­ბილ მშვილ­დოს­ნებს შე­საძ­ლოა რო­მე­ლი­მე კერ­ძის ან კომ­პო­ნენ­ტი­სად­მი აქამ­დე სრუ­ლი­ად უცხო ან­ტო­პა­თია ან ზი­ზღიც კი გა­უჩ­ნდეთ. სულ ესაა, რაც შე­იძ­ლე­ბა ამ ტრან­ზიტ­მა პრობ­ლე­მა მო­უ­ტა­ნოს, რად­გან რო­გორც უკვე ვთქვით, ახლა მათ "დას­ვე­ნე­ბის" პე­რი­ო­დი აქვთ.

ვი­ნა­ი­დან თხის რქებ­ზე უკვე ვი­სა­უბ­რეთ, გა­და­ვალ მერ­წყუ­ლებ­ზე. ლი­ლი­ტი მათ­გან მე12 ნი­შან­ში იმ­ყო­ფე­ბა და უნდა ით­ქვას, რომ აქ თავს ძალ­ზე უც­ნა­უ­რად ავ­ლენს. უფრო სწო­რედ თუ ვი­ტყვით, სა­ერ­თო­დაც არ ავ­ლენს თავს. თუმ­ცა ეს მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლად. და ამან მერ­წყუ­ლე­ბი არ უნდა მო­ა­ტყუ­ოს. რად­გან სწო­რედ ამ დროს ხდე­ბა ფუნ­და­მენ­ტის ჩა­დე­ბა ლი­ლი­ტი­სე­უ­ლი ნე­გა­ტი­ვი­სად­მი, რო­მე­ლიც უკვე შავი მთვა­რის მათ ნი­შან­ში გა­დას­ვლი­სას იჩენს თავს. ერთი პლი­უ­სი, რაც აქ ლი­ლიტს მო­აქვს არის ის, რომ მერ­წყუ­ლებს ინ­ტუ­ი­ცია უძ­ლი­ერ­დე­ბათ და სხვე­ბის და­ფა­რულ აზ­რებ­საც კი თა­ვი­სუფ­ლად კი­თხუ­ლო­ბენ! გან­სა­კუთ­რე­ბით კი ნე­გა­ტი­უ­რი შე­ფე­რი­ლო­ბი­სას.

და ბო­ლოს - თევ­ზე­ბით და­ვას­რუ­ლებ - მათ­თვის ლი­ლი­ტის თხის რქა­ში ტრან­ზი­ტი მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის თე­მებს გა­ამ­წვა­ვებს, თუ გან­ვლი­ლი 9 წლის მან­ძილ­ზე ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავ­ში ნე­გა­ტივს არ ებ­რძო­და, მის­თვის ახლა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი ისად­გუ­რებს, რად­გან ლი­ლი­ტი მის­გან მე-11 სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბა, მე-11 სახ­ლი კი ჩვე­ნი იმე­დე­ბი, მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი და პი­რა­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მზით თევ­ზე­ბი ცხოვ­რე­ბას უპერ­სპექ­ტი­ვოდ, ხოლო თავს დათ­რგუ­ნუ­ლად აღიქ­ვა­მენ. თუმ­ცა იმე­დია, რომ იუ­პიტ­რის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტე­ბი მათ ასეთ მდგო­მა­რე­ბას და­ა­ბა­ლან­სებს და შე­ღა­ვა­თებს მის­ცემს.

ასე­თი გახ­ლავთ შავი მთვა­რის თხის რქის ზო­დი­ა­ქო­ში ტრან­ზი­ტის ზე­გავ­ლე­ნა ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა მიშ­ნი­სათ­ვის, თუმ­ცა კი­დევ ერთხელ მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა იმას, რომ ჩვე­ნი პროგ­ნო­ზი მხო­ლო ლი­ლი­ტი­სა და მზის ურ­თი­ერთ ას­პექ­ტა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და და შე­სა­ბა­მი­სად ძა­ლი­ან ზო­გა­დია. უფრო ზუს­ტი პროგ­ნო­ზი­სათ­ვის კი რაღა თქმა უნდა, პი­რა­დი რუ­კის მთლი­ა­ნი ანა­ლი­ზია სა­ჭი­რო".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

როგორი იქნება მომდევნო 9 თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის - "ლილიტი თხის რქაში ნეგატიურ ასპექტებს გააკეთებს"

როგორი იქნება მომდევნო 9 თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის - "ლილიტი თხის რქაში ნეგატიურ ასპექტებს გააკეთებს"

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მომდევნო 9 თვის ასტროლოგიურ ასპექტებზე გვესაუბრება:

"ლილიტის თხის რქაში მოძრაობის დროს, როგორც ალბათ ხვდებით, ყველაზე მეტი სირთულეები ექნებათ იმ ადამიანებს, ვისაც შავი მთვარე, მზე, მთვარე, ასცემდენტი ან მედიუმ ქოელი ჰყავთ უშუალოდ თხის რქაში. ასევე გაუჭირდებათ ვერძებს და სასწორებს, რადგან მათი მზეების მიმართ ამ ცხრა თვის მანძილზე ლილიტი ნეგატიურ ასპექტებს გააკეთებს.

შედარებით უმტკივნეულო იქნება ეს პერიოდი მშვილდოსნებისათვის, მათ უკვე მოუწიათ ლილიტისეული გამოცდების ჩაბარება და ახლა ასე ვთქვათ, ისვენებენ.

მორიელის ნიშანში იუპიტერი იმყოფება და აქაც დიდი შანსია, რომ ისინიც შედარებით დაცულები გამოვიდნენ. მათთან ერთად კი წყლის სტიქიის დანარჩენი ორი ნიშანიც - ანუ თევზები და კირჩხიბი ცოტა უფრო იოლად გადაიტანენ შავი მთვარის ამ ტრანზიტს, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ განვლილი 9 წლის მანძილზე აქტიურად ებრძოდნენ საკუთარ თავში ლილიტური ცდუნებების გამოვლინებებს. ანუ ამუშავებდნენ ამ შავ მთვარეს.

ძალზე ზოგადი შეფასებებით რომ არ შემოვიფარგლოთ, მოდით, კონკრეტულად განვიხილოთ ზოდიაქოს რომელ ნიშნებს რისი გადატანა მოუწევთ ამ ტრანზიტის დროს.

ტრადიციას დავარღვევ და ამჯერად ვერძის ნაცვლად თხის რქით დავიწყებ, რადგან ყველაზე მეტი ცდუნებები სწორედ მათ ელით. თუმცა აქვე დავამშვიდებ ამ ადამიანებს და ვეტყვი, შესაძლო ნეგატივს ადგილი ექნება არა მთელი ამ 9 თვის მანძილზე, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ლილიტი თქვენს მზეს შეუერთდება. კონკრეტულად როდის მოხდება ეს დამოკიდებულია იმაზე თუ თხის რქის რომელ გრადუსზე დგას პირად რუკაში თქვენი ლილიტი.

ამ დროს მთელი თქვენი შინაგანი წესიერების მობილიზება გმართებთ, რადგან ლილიტი შეეცდება რაღაც ინტრიგები მოაწყოს, გაცდუნოთ და გარეთ გამოიტანოს ის უარყოფითი, რასაც გულმოდგინებით მალავთ საკუთარ თავში. მოკლედ რომ ვთქვათ, მიდის გამოცდა სულიერ სიმტკიცეზე. ეს ის პერიოდია, როდესაც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა ხასიათშიც შესაძლოა ზუსტად ის მანკიერი თვისებები იჯდეს, რასაც თავად ატარებთ. მათთან შეხვედრამ, ან შესაძლოა სხვა მოვლენებმაც პროვოცირება გაგიკეთოთ და გიბიძგოთ არც თუ ისე ღირსეული საქციელისაკენ. კონკრეტულად რა თემებს შეეხება ეს ქმედებები, უნდა იმ სახლის მიხედვით განისაზღვროს, რომელშიც თქვენი მზე დგას. ასევე ყურადსაღები იქნება მზისა და ლილიტის მიმართ სხვა ასპექტებიც.

ისინი ვინც წინა 9 წლის განმავლობაში მუდმივად ცდილობდნენ საკუთარ თავში ლილიტის დათრგუნვას, ამ პერიოდის გამოყენებას სულიერი განვითარების თვალსაზრისითაც კი შეძლებენ. დიდი ალბათობით, ისინი კარგად გაარჩევენ საიდან მოდის ცდუნება და იოლად გაუმკლავდებიან ნეგატიურ იმპულსებს.

ეს ინფორმაცია შეეხებოდათ ლილიტი - თხის რქებს და იმ ადამიანებს, ვისაც მზე ამ ნიშანში ჰყავთ. მომდევნო ინფო უკვე მზით ვერძებისთვისაა განკუთხვნილი.

ვერძის მზისაგან თუ ავითვლით, ლილიტი მე-10 ნიშანში ხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებისთვის დღის წესრიგში კარიერული და სოციალური მიზნები დადგება. გაჩნდება ცდუნება ყველას და ყველაფერს ჩირქი მოსცხოს, დაამციროს, გააშავოს. თავნებობს, ისე იქცევა, როგორც მოეპრიანება, უფროსების მიმართ უპატივცემლობას ამჟრავნებს. ასეთ დროს ადამიანები ხშირად სამსახურიდან მოდიან, ზოგი საკუთარი ნებით, ზოგს კი უბრალოდ ანთავისუფლებენ. თუმცა ვერძი სულიერების მაღალ საფეხურზე დგას, ლილიტის ტრანზიტი აძლევს საშუალებას გათავისუფლდეს ცხოვრების მიმართ მეწვრილმან ური დამოკიდებულებისაგან, მიხვდეს თუ სად უშვებდა შეცდომებს მიზნების არჩევანში. მაგრამ ვინაიდან ლილიტმა შესაძლოა შეცდომაში შეგიყვანოთ, ალბათ მაინც უკეთესი იქნება, თუ სამსახურიდან წამოსვლის შესახებ განცხადებას შავი მთვარის თხის რქის ზოდიაქოდან გავლის შემდეგ დაწერთ...

კუროსთვის თხის რქა მე-9 ნიშანია, და ლილიტის აქ ტრანზიტი მისთვის აქეთ-იქით უთავბოლო მაწანწალობის, ხეტიალის სურვილს აღძრავს. ადამიანს უჩნდება ცდუნება საკუთარი თავი ყოვლისმცოდნედ წარმოიდგინოს, ჭკუა არიგოს სხვებს, როგორ უნდა იცხოვრონ. რასაკვირველია, ჯობია ამ დროს შინ დაეტიოთ, უცხოეთში გამგზავრება კი წლის მეორე ნახევრისათვის გადადოთ. იმ კუროებმა კი ვინც უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს, არამცდაარამც არ უნდა შეწყვიტონ განათლების მიღება.

ტყუპების ნიშნისთვის ლილიტი მე8 სახლში ხვდება, ამიტომ მათ სარისკო ქმედებების სურვილი უჩნდებათ. ეს შესაძლოა იყოს როგორც ფინანსური რისკები, ისე სექსუალური ავანტიურები და ყველა ის სიტუაცია რომელიც მძაფრი შეგრძნებების მიღების შესაძლებლობას იძლევა. ასეთ დროს ადამიანი გაუფრთხილებელი ხდება და ვერ ხედავს, თუ რამხელა ზიანი შეიძლება მიადგეს, რა შედეგებით დასრულდეს მისი საქციელი. ქმედებებს შესაძლოა ჰქონდეთ ფატალური, და სიცოცხლისათვის საშიში ხასიათიც კი. საჭიროა უაღრესად გონიერი, ფხიზელი თვალი. ან ადამიანი გვერდზე, ვინც მაქსიმალურად დაგიცავთ.

კირჩხიბისთვის პარტნიორული თემები წამოიწვს წინ და ცდუნებებიც აქ გაჩნდება. ეს იქნება ცოლ-ქმრული ღალატის თემაც და ასევე ოპონენტების აზრის მიუღებლობაც. ადამიანი ვერ ითმენს განსხვავებულ აზრს. როგორც წესი, მისი ასეთი დამოკიდებულება არასამართლიანია.

რაც შეეხებათ მზით ლომებს- მათთვის ლილიტი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თემებს აღძრავს. თუმცა, როგორც წესი სერიოზული დაავადებების გაჩენის საფუძველი არ არსებობს, ეს უბრალოდ ლილიტი არასწორ ჭრილში მიმართავს ადამიანი გონებას და მას ეჩვენება, რომ უამრავი განუკურნებადი დაავადება სჭირს ერთდროულად. ამიტომ ლომებს მართებთ თავის ხელში აყვანა და უსაფუძვლო წუწუნის ნაცვლად კარგ სპეციალისტთან ვიზიტი, რათა დარწმუნდნენ რომ სერიოზული არაფრი სჭირთ და კვლავ შეუდგნენ მიტოვებული ყოველდღიური მოვალეობების შესრულებას.

ქალწულებმა უნდა იფრთხილონ რომ შვილებთან მათი დამოკიდებულება არ გახდეს არაადეკვატური. მათ ვისაც ჯერჯერობით შვილები არ ჰყავთ, ლილიტმა შესაძლოა უწესრიგო სასიყვარულო ურთიერთობებისაკენ უბიძგოს. შედეგად შესაძლოა მოულოდნელი დაფეხმძიმება, ანუ აქაც ბავშვების თემა წამოიჭრას. ნაწილი სასწორებისთვის, განსაკუთრებით კი ასაკოვანი ადამიანებისთვის ბავშვობის ასაკში გადავარდნის საშიშროება იზრდება. რაც იმასაც გულისხმობს, რომ ადამიანი უპასუხისმგებლო ხდება საკუთარი ქმედებების მიმართ. ასევე მატულობს იმის რისკი, რომ სასწორები აზარტულ თამაშებს მიეძალონ.

სასწორებმა უნდა იფრთხილონ ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით კი მშობლებთან ურთიერთობისას. უნდა ეცადონ არ ატკინონ გული მათ. შეუფრებელი დროა საცხოვრებელი ადგილის გამოცვლისათვის.

მორიელებისთვის, როგორც უკვე ვთქვით შედარებით მშვიდი პერიოდია, თუმცა სიფრთხილის გამოჩენა არც მათ აწყენთ. აქ შეუფერებელი კონტაქტების დამყარების ცდუნებები მოვა, ზოგს პორნოგრაფიული შინაარსის ინფორმაციისაკენ უჩნდება ინტერესი, ზოგს ბანალურად ჭორები აინტერესებს. ადამიანი შესაძლოა უზომოდ ბევრს ლაპარაკობდეს და ვერ გრძნობდეს, რომ გარშემომყოფებს თავისი საუბრით თავს აწყენს. ხშირად ფუჭდება ურთიერთობა და-ძმასთან, მეზობლებთან, კოლეგებთან.

რაც შეეხებათ მზით მშვილდებს, მათ დიდი ფულის კეთების საშუალება ეძლევათ, თუმცა როგორც იტყვიან, გზებსაც ხომ გააჩნია. საინტერესოა რომ გურმანებად ცნობილ მშვილდოსნებს შესაძლოა რომელიმე კერძის ან კომპონენტისადმი აქამდე სრულიად უცხო ანტოპათია ან ზიზღიც კი გაუჩნდეთ. სულ ესაა, რაც შეიძლება ამ ტრანზიტმა პრობლემა მოუტანოს, რადგან როგორც უკვე ვთქვით, ახლა მათ ''დასვენების'' პერიოდი აქვთ.

ვინაიდან თხის რქებზე უკვე ვისაუბრეთ, გადავალ მერწყულებზე. ლილიტი მათგან მე12 ნიშანში იმყოფება და უნდა ითქვას, რომ აქ თავს ძალზე უცნაურად ავლენს. უფრო სწორედ თუ ვიტყვით, საერთოდაც არ ავლენს თავს. თუმცა ეს მხოლოდ გარეგნულად. და ამან მერწყულები არ უნდა მოატყუოს. რადგან სწორედ ამ დროს ხდება ფუნდამენტის ჩადება ლილიტისეული ნეგატივისადმი, რომელიც უკვე შავი მთვარის მათ ნიშანში გადასვლისას იჩენს თავს. ერთი პლიუსი, რაც აქ ლილიტს მოაქვს არის ის, რომ მერწყულებს ინტუიცია უძლიერდებათ და სხვების დაფარულ აზრებსაც კი თავისუფლად კითხულობენ! განსაკუთრებით კი ნეგატიური შეფერილობისას.

და ბოლოს - თევზებით დავასრულებ - მათთვის ლილიტის თხის რქაში ტრანზიტი მეგობრებთან ურთიერთობის თემებს გაამწვავებს, თუ განვლილი 9 წლის მანძილზე ადამიანი საკუთარ თავში ნეგატივს არ ებრძოდა, მისთვის ახლა ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი ისადგურებს, რადგან ლილიტი მისგან მე-11 სახლში იმყოფება, მე-11 სახლი კი ჩვენი იმედები, მომავლის გეგმები და პირადი თავისუფლებაა. ასეთ შემთხვევაში მზით თევზები ცხოვრებას უპერსპექტივოდ, ხოლო თავს დათრგუნულად აღიქვამენ. თუმცა იმედია, რომ იუპიტრის ჰარმონიული ასპექტები მათ ასეთ მდგომარებას დააბალანსებს და შეღავათებს მისცემს.

ასეთი გახლავთ შავი მთვარის თხის რქის ზოდიაქოში ტრანზიტის ზეგავლენა ზოდიაქოს ყველა მიშნისათვის, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი პროგნოზი მხოლო ლილიტისა და მზის ურთიერთ ასპექტაციას ითვალისწინებდა და შესაბამისად ძალიან ზოგადია. უფრო ზუსტი პროგნოზისათვის კი რაღა თქმა უნდა, პირადი რუკის მთლიანი ანალიზია საჭირო".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს