Victoria’s Secret-ის მოდელებს ჩინეთის ვიზა არ მისცეს

Victoria’s Secret-ის მოდელებს ჩინეთის ვიზა არ მისცეს

Victoria’s Secret-ის მოდების ჩვენება წელს შანხაიშია დაგეგმილი, გრანდიოზული შოუ მომავალ კვირას გაიმართება. წელს ღონისძიებაში 50 მოდელი მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, როგორც ჩანს, ყველა მათგანის ოცნებას ასრულება არ უწერია - სოციალური ქსელების საშუალებით ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე მოდელს ჩინეთმა ვიზა არ მისცა.

რუსი მოდელები ჯულია ბელიაკოვა, კეიტ გრიგორიევა, ირინა შარიპოვა და უკრაინელი დაშა ხლისტიუნი ვიზის გარეშე დარჩნენ.

”ინსტაგრამის” მომხმარებელმა @VSModelSpain გამოაქვეყნა ხლისტიუნთან მიმოწერა, რომელიც ადასტურებს, რომ მოდელი არ მიიღებს მონაწილეობას შოუში.

ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, რატომ უთხრეს გოგონებს ვიზაზე უარი, თუმცა შესაძლოა, ვიზაზე უარი რამდენიმე კვირის წინ ჩინეთში 14 წლის რუსი მოდელის გარდაცვალებას უკავშირდება. გოგონა გადაღლილობისგან შანხაის მოდის კვირეულზე გარდაიცვალა.

Victoria’s Secret -ის 2017 წლის შოუ შანხაიში 20 ნოემბერს გაიმართება, აშშ-ს მაყურებელი კი ჩანაწერს 28 ნოემბერს ნახავს.

მომზადებულია harpersbazaar.com.au-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს