Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნული ბანკი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ბრუნვის მონაცემებს აქვეყნებს
ეროვნული ბანკი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ბრუნვის მონაცემებს აქვეყნებს

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ბლუმ­ბერ­გის სა­ვაჭ­რო სის­ტე­მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ბოლო დროს გავ­რცე­ლე­ბულ მო­საზ­რე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვა­ლუ­ტის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის ბრუნ­ვის მო­ნა­ცე­მებს აც­ნობს.

რო­გორც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზა­რი ლი­ბე­რა­ლი­ზე­ბუ­ლია და სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად, ქვე­ყა­ნა­ში სა­ვა­ლუ­ტო შე­ზღუდ­ვე­ბი არ არ­სე­ბობს და ეს ნიშ­ნავს, რომ ნე­ბის­მი­ერ იუ­რი­დი­ულ თუ ფი­ზი­კურ პირს შე­უძ­ლია შე­უ­ზღუ­და­ვად შე­ი­ძი­ნოს ან გა­ყი­დოს ნე­ბის­მი­ე­რი ვა­ლუ­ტა, ფი­ნან­სუ­რი შუ­ა­მავ­ლის მეშ­ვე­ო­ბით ან მის გა­რე­შე.

"იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი პრო­ცეს­ში ძი­რი­თა­დად ფი­ნან­სუ­რი შუ­ა­მავ­ლე­ბის - კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი­სა და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ვა­ლუ­ტო პუნ­ქტებს, რო­მე­ლიც ბაზ­რის საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს წარ­მო­ად­გენს, ისი­ნი უმე­ტე­სად სა­ცა­ლო კლი­ენ­ტებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან და მი­ნი­მა­ლუ­რი მარ­ჟით ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ვა­ლუ­ტის კონ­ვერ­ტი­რე­ბას.

ბლუმ­ბერ­გის სა­ვაჭ­რო სის­ტე­მა ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ძი­რი­თა­დი სა­ვაჭ­რო პლატ­ფორ­მაა, რომ­ლი­თაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა ფი­ნა­ნა­სუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა რო­გორც შიდა, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე. ბლუმ­ბერ­გის სის­ტე­მას სა­ქარ­თვე­ლო­ში 24 ორ­გა­ნი­ზა­ცია იყე­ნებს, რო­მელ­თა­გან უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტით აქ­ტი­უ­რად ვაჭ­რობს 16 კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კი და 4 მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია. ბლუმ­ბერ­გის სა­ვაჭ­რო სის­ტე­მა­ში ამ ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ვაჭ­რო­ბის აქ­ტი­უ­რო­ბას მათი კლი­ენ­ტე­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის და­ვა­ლე­ბე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს.

ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი სა­ვა­ლუ­ტო შე­მო­სავ­ლებს იღე­ბენ კლი­ენ­ტე­ბის და­ვა­ლე­ბით ვა­ლუ­ტის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის ოპე­რა­ცი­ე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი სა­კო­მი­სი­ოს სა­ხით. ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დო­ლა­რი­ზა­ცია ჯერ კი­დევ მა­ღა­ლია, მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ხში­რად აკონ­ვერ­ტი­რე­ბენ ვა­ლუ­ტას, რაც, შე­სა­ბა­მი­სად, ბან­კე­ბის მა­ღალ სა­ვა­ლუ­ტო შე­მო­სავ­ლებს გა­ნა­პი­რო­ბებს. დო­ლა­რი­ზა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბას­თან ერ­თად ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც ეტა­პობ­რი­ვად შემ­ცირ­დე­ბა.

და­მა­ტე­ბით, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა, თით­ქოს ბლუმ­ბერ­გის სის­ტე­მა­ში მხო­ლოდ ორი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ბან­კი ვაჭ­რობს, არას­წო­რია. ამის სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ იხი­ლეთ ბლუმ­ბერ­გის სის­ტე­მა­ში აშშ დო­ლა­რის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის ბრუნ­ვის მო­ნა­ცე­მე­ბი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ვაჭ­რო­ბა­ში წი­ლე­ბის მი­თი­თე­ბით. აქვე შე­გახ­სე­ნებთ, რომ ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს მდგო­მა­რე­ო­ბით სს "თი­ბი­სი ბან­კი"-სა და სს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" წი­ლე­ბი, რო­გორც აქ­ტი­ვე­ბის ისე ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ბან­კო სის­ტე­მას­თან მი­მარ­თე­ბით, შე­ად­გენს 37 და 34%-ს, მა­შინ, რო­დე­საც ბანკთა­შო­რის სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე ამ ბან­კე­ბის წილი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია", - ნათ­ქვა­მია სებ-ის გან­მარ­ტე­ბა­ში.

ეროვნული ბანკი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ბრუნვის მონაცემებს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ბრუნვის მონაცემებს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ბლუმბერგის სავაჭრო სისტემასთან მიმართებაში ბოლო დროს გავრცელებულ მოსაზრებებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და საზოგადოებას ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ბრუნვის მონაცემებს აცნობს.

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში სავალუტო ბაზარი ლიბერალიზებულია და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ქვეყანაში სავალუტო შეზღუდვები არ არსებობს და ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს შეუძლია შეუზღუდავად შეიძინოს ან გაყიდოს ნებისმიერი ვალუტა, ფინანსური შუამავლის მეშვეობით ან მის გარეშე.

"იურიდიული პირები პროცესში ძირითადად ფინანსური შუამავლების - კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საშუალებით მონაწილეობენ. რაც შეეხება სავალუტო პუნქტებს, რომელიც ბაზრის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, ისინი უმეტესად საცალო კლიენტებს ემსახურებიან და მინიმალური მარჟით ახორციელებენ ვალუტის კონვერტირებას.

ბლუმბერგის სავაჭრო სისტემა ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომლითაც ხორციელდება ფინანასური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ბლუმბერგის სისტემას საქართველოში 24 ორგანიზაცია იყენებს, რომელთაგან უცხოური ვალუტით აქტიურად ვაჭრობს 16 კომერციული ბანკი და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ამ ფინანსური ინსტიტუტების ვაჭრობის აქტიურობას მათი კლიენტების მიერ გაცემული ყიდვა-გაყიდვის დავალებები განაპირობებს.

ფინანსური ინსტიტუტები სავალუტო შემოსავლებს იღებენ კლიენტების დავალებით ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული საკომისიოს სახით. ვინაიდან საქართველოში დოლარიზაცია ჯერ კიდევ მაღალია, მომხმარებლები ხშირად აკონვერტირებენ ვალუტას, რაც, შესაბამისად, ბანკების მაღალ სავალუტო შემოსავლებს განაპირობებს. დოლარიზაციის შემცირებასთან ერთად ეს მაჩვენებელიც ეტაპობრივად შემცირდება.

დამატებით, აღსანიშნავია, რომ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ბლუმბერგის სისტემაში მხოლოდ ორი ყველაზე მსხვილი ბანკი ვაჭრობს, არასწორია. ამის საილუსტრაციოდ იხილეთ ბლუმბერგის სისტემაში აშშ დოლარის ყიდვა-გაყიდვის ბრუნვის მონაცემები ფინანსური ინსტიტუტების ვაჭრობაში წილების მითითებით. აქვე შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის ბოლოს მდგომარეობით სს "თიბისი ბანკი"-სა და სს "საქართველოს ბანკის" წილები, როგორც აქტივების ისე ვალდებულებების მიხედვით, საბანკო სისტემასთან მიმართებით, შეადგენს 37 და 34%-ს, მაშინ, როდესაც ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე ამ ბანკების წილი გაცილებით ნაკლებია", - ნათქვამია სებ-ის განმარტებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი