არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრს მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაკტუმს 23 შვილი - 9 ბიჭი, 14 გოგო და 9 ცოლი ჰყავს.
პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი შვილი, დუბაის პრინცი ჰამდან მოჰამედ ალ-მაკტუმი "ინსტაგრამის" ვარსკვლავად იქცა, მას თითქმის 6 მლნ ხელმომწერი ჰყავს.
თაყვანისმცემლებმა პრინცს ალადინი შეარქვეს.
როგორც ჩანს, ჰამდანის მსგავსად, სულ მალე პოპულარული მისი 10 წლის და გახდება, ალ-ჯალილა, რომელიც დუბაის ემირმა საზოგადოებას ცოტა ხნის წინ ოფიციალურ ღონისძიებაზე გააცნო.
გოგონა მამასთან ერთად დროშის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალს დაესწრო. მოჰამედმა კი "ინსტაგრამზე" განათავსა სურათი ალ-ჯალილთან ერთად.
გოგონა საჯაროდ ნიქაბის გარეშე გამოჩნდა. მას ძვირფასი ქსოვილით შეკერილი გრძელი კაბა ეცვა, სადად ჩამოშვებულ თმაზე კი ყვავილები ჰქონდა შებნეული.
სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მოჰამედს ულამაზესი გოგონა ჰყავს, რომელიც უახლოეს მომავალში კონკურენციას გაუწევს სხვა მონარქებსაც.
მომზადებულია elle-ს მიხედვით