პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსულ-ოსური ურთიერთობების" ახალი ეტაპი და ამერიკა-საქართველოს მიერ "დაჩაგრული" ნაურუს პრეზიდენტი
"რუსულ-ოსური ურთიერთობების" ახალი ეტაპი და ამერიკა-საქართველოს მიერ "დაჩაგრული" ნაურუს პრეზიდენტი

რუ­სეთ­ში, ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის "პრე­ზი­დენ­ტის", ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის პირ­ვე­ლი "სა­მუ­შაო ვი­ზი­ტი" გა­ი­მარ­თა. ეს იყო მისი პირ­ვე­ლი "ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი" მოს­კოვ­ში, თუმ­ცა, ბი­ბი­ლო­ვი ერთხელ უკვე შეხ­ვდა პუ­ტინს სოჭ­ში...

ბოლო შეხ­ვედ­რა­ზე პუ­ტინ­მა და ბი­ბი­ლოვ­მა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლეს, მათ შო­რის იყო "რუ­სულ-ოსუ­რი ორ­მხრი­ვი შე­თან­ხმე­ბა და მეტი ინ­ტეგ­რა­ცია..."

"ჩვენ ვი­ცით სამ­ხრეთ ოსე­თის ის­ტო­რია, თუ რა მოხ­და 9 წლის წინ, 2008 წელს, მას შემ­დეგ სი­ტუ­ა­ცია და­რე­გუ­ლი­რე­ბი­სა და სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ მი­დის... რუ­სე­თი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი გაძ­ლი­ერ­დეს, ვგუ­ლის­ხმობ, სამ­ხრეთ ოსე­თის სამ­ხედ­რო და სა­სა­ზღვრო სა­კი­თხებს. ჩვენ ასე­ვე, გვინ­და, რეს­პუბ­ლი­კა სო­ცი­ალ-ეკო­ნო­მი­კუ­რად გან­ვი­თარ­დეს. ჩვე­ნი შეხ­ვედ­რი­სას დიდი დრო და­ეთ­მო ვაჭ­რო­ბი­სა და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას... რუ­სე­თი სამ­ხრეთ ოსე­თის ძი­რი­თა­დი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რია და ჩვენ ორი­ვემ უნდა ვე­ცა­დოთ, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო ხელ­საყ­რე­ლი გახ­დეს,"- აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა ბიბ­ლოვ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ რუ­სულ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში.

ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლის შე­სა­ხებ კმა­ყო­ფი­ლე­ბით სა­უბ­რობს ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ლი­დე­რიც. ბი­ბი­ლო­ვის თქმით, "რუ­სულ-ოსუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი დი­ნა­მი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა და ბოლო შეხ­ვედ­რა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 100 შე­თა­ნახ­მე­ბას მო­ე­წე­რა ხელი, მათ შო­რის არის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა და რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­ხრეთ ოსე­თის მო­ქა­ლა­ქის უვა­დოდ ყოფ­ნა. ასე­ვე და­ი­წყე­ბა ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, - ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ რუ­სე­თის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით ისარ­გებ­ლონ",- გა­ნა­ცხა­და ბი­ბი­ლოვ­მა, რო­მე­ლიც, რო­გორც ოსუ­რი მე­დია ამ­ბობს, "ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად გა­ნიც­დის ოსე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­კურ­ნა­ლოდ ჩა­მოს­ვლის სა­კითხს".

კავ­კა­სი­ის პრობ­ლე­მე­ბი­სა და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მე­ლი ნი­კო­ლაი სი­ლა­ე­ვი პუ­ტი­ნი­სა და და ბი­ბი­ლო­ვის შეხ­ვედ­რის შე­ფა­სე­ბი­სას ამ­ბობს, რომ "რუ­სულ-ოსუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ვექ­ტო­რი გან­სა­ზღვრუ­ლია და არ შე­იც­ვლე­ბა... სენ­სა­ცი­ურ ცვლი­ლე­ბებს არ უნდა ვე­ლო­დოთ, თუმ­ცა, სამ­ხრეთ ოსე­თის­თვის, თუნ­დაც ბი­ბი­ლო­ვის პო­ზი­ცი­ე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად და ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რა, ძალ­ზე სა­სარ­გებ­ლოა".

ოსუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "სი­ტუ­ა­ცია სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში საგ­რძნობ­ლად გა­უმ­ჯო­ბეს­და, რუ­სეთ­თან სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვაც 48%-ით გა­ი­ზარ­და", რის შე­დე­გა­დაც, პუ­ტინ­მა ბი­ბი­ლოვს რეს­პუბ­ლი­კა­ში ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის გან­ხილ­ვა შეს­თა­ვა­ზა. მათ შო­რის ისა­უბ­რა სამ­ხრეთ ოსეთ­ში ახალ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რა­ზე და შე­ღა­ვა­თი­ან კრე­დი­ტებ­ზე.

"ჩვენ ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ეს ეხე­ბა, ვაშ­ლის ბა­ღე­ბის გა­შე­ნე­ბას, ხორ­ცპ­რო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბას... ასე­ვე, ვცდი­ლობთ გან­ვი­თარ­დეს სო­ცი­ა­ლურ სფე­როც. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით კი­დევ უფრო მეტს შევ­ძლებთ" – გა­ნა­ცხა­და ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ­მა შეხ­ვედ­რის დროს.

რუ­სუ­ლი და ოსუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხა­რე­ე­ბის სა­უბ­რის სა­გა­ნი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი და ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბიც გახ­და, რო­მელ­საც კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად უნდა უპა­სუ­ხონ.

გუ­შინ­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ნა­უ­რუს პრე­ზინ­დე­ტი, ბა­რონ ვაკა მოს­კოვ­ში შეხ­ვედ­რის დროს სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენტს, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვს წყნა­რი ოკე­ა­ნის რე­გი­ონ­ში ინ­ტე­რე­სე­ბის ლო­ბი­რე­ბას დაჰ­პირ­და.

ოსუ­რი მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­უ­რუს პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის გა­სა­გე­ბია ყვე­ლა ის პრობ­ლე­მა, რო­მელ­საც სამ­ხრეთ ოსე­თი აწყდე­ბა. "მზად ვართ, ყვე­ლა­ნა­ი­რად მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ რეს­პუბ­ლი­კის სწრაფ­ვას მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის სა­კი­თხში და ასე­ვე, რე­გი­ონ­ში სამ­ხრეთ ოსე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის ლო­ბი­რე­ბას. დღეს წყნა­რი ოკე­ა­ნის რე­გი­ო­ნის მხო­ლოდ ერთი ქვე­ყა­ნა – ნა­უ­რუ აღი­ა­რებს სამ­ხრეთ ოსე­თის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­მა­ვალ­ში მათი რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა. ამა­ზე ვი­მუ­შა­ვებთ", - აღ­ნიშ­ნა ბა­რონ ვა­კამ.

დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტის, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის თქმით, ნა­უ­რუს სა­გა­რეო უწყე­ბას გა­უგ­ზავ­ნეს ნოტა თხოვ­ნით, აკ­რე­დი­ტა­ცია მის­ცენ სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და ახა­ლი ზე­ლან­დი­ის მო­ქა­ლა­ქეს, თა­ი­მუ­რაზ ბი­ტი­ევს, სამ­ხრეთ ოსე­თის წარ­მო­მად­გენ­ლად და­ნიშ­ვნა­ზე.

მოს­კოვ­ში ბი­ბი­ლოვ­თან შეხ­ვედ­რამ­დე ნა­უ­რუს პრე­ზი­დენ­ტი აფხა­ზეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც გა­ნა­ცხა­და, რომ მას შემ­დეგ, რაც 2009 წელს აფხა­ზე­თის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი აღი­ა­რა, აშშ-სა და სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან ზე­წო­ლას გა­ნიც­დის.

"ჩვენ რე­ა­ლუ­რად აღ­მოვ­ჩნდით ზე­წო­ლის ქვეშ. ქრთა­მის აღე­ბის მცდე­ლო­ბე­ბიც იყო, თუმ­ცა ჩვენ გან­ვა­ცხა­დეთ, რომ არ ვა­პი­რებთ გზი­დან გა­დახ­ვე­ვას. ეს სი­ტუ­ა­ცია შან­ტაჟს ჰგავ­და", - გა­ნა­ცხა­და კუნ­ძუ­ლო­ვა­ნი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა.

2009 წლის 15-16 დე­კემ­ბერს ნა­უ­რუს რეს­პუბ­ლი­კა გახ­და მსოფ­ლი­ო­ში მე­ო­თხე ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც აღი­ა­რა აფხა­ზე­თის და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა რუ­სე­თის, ნი­კა­რა­გუ­ას და ვე­ნე­სუ­ე­ლას შემ­დეგ...

და­მო­უ­კი­დე­ბელ რეს­პუბ­ლი­კე­ბად აფხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი აღი­ა­რეს ვა­ნუ­ა­ტუმ და ტუ­ვა­ლუმ, რომ­ლებ­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ აღი­ა­რე­ბა­ზე უარი თქვეს.

2017 წლის მა­ის­ში, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა ხელი მო­ა­წე­რა სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქტს, რო­მე­ლიც სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­საც შე­ე­ხე­ბო­და. აქ­ტის თა­ნახ­მად, ვერც ერთი სა­ხელ­მწი­ფო ვერ მი­ი­ღებს აშშ-ის­გან ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას, რო­მე­ლიც აღი­ა­რებს აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და და­ამ­ყა­რებს მათ­თან დიპ­ლო­მა­ტი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბას.

აქ­ტში გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რომ აფხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბია. ამას გარ­და, აშშ წი­ნა­აღ­მდე­გი იქ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის დახ­მა­რე­ბი­სა (სეს­ხი, კრე­დი­ტი ან გა­რან­ტია) ნე­ბის­მი­ერ პროგ­რა­მა­ზე, თუ ქვე­ყა­ნა ლა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას. ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის ცვლი­ლე­ბე­ბი ნა­უ­რუს ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რა­საც უნდა შე­ხე­ბო­და.

საქ­მე ის არის, რომ ნა­უ­რუს ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბი­ან ისე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი, მსოფ­ლიო ბან­კი, გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დი, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია და გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დი. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მსხვი­ლი ფი­ნან­სუ­რი პარტნი­ო­რია ამე­რი­კა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI. GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"რუსულ-ოსური ურთიერთობების" ახალი ეტაპი და ამერიკა-საქართველოს მიერ "დაჩაგრული" ნაურუს პრეზიდენტი

"რუსულ-ოსური ურთიერთობების" ახალი ეტაპი და ამერიკა-საქართველოს მიერ "დაჩაგრული" ნაურუს პრეზიდენტი

რუსეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის", ანატოლი ბიბილოვის პირველი "სამუშაო ვიზიტი" გაიმართა. ეს იყო მისი პირველი "ოფიციალური ვიზიტი" მოსკოვში, თუმცა, ბიბილოვი ერთხელ უკვე შეხვდა პუტინს სოჭში...

ბოლო შეხვედრაზე პუტინმა და ბიბილოვმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო "რუსულ-ოსური ორმხრივი შეთანხმება და მეტი ინტეგრაცია..."

"ჩვენ ვიცით სამხრეთ ოსეთის ისტორია, თუ რა მოხდა 9 წლის წინ, 2008 წელს, მას შემდეგ სიტუაცია დარეგულირებისა და სტაბილიზაციისკენ მიდის... რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ უსაფრთხოების საკითხები გაძლიერდეს, ვგულისხმობ, სამხრეთ ოსეთის სამხედრო და სასაზღვრო საკითხებს. ჩვენ ასევე, გვინდა, რესპუბლიკა სოციალ-ეკონომიკურად განვითარდეს. ჩვენი შეხვედრისას დიდი დრო დაეთმო ვაჭრობისა და ინვესტიციების, სოციალური სფეროს განვითარებას... რუსეთი სამხრეთ ოსეთის ძირითადი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ორივემ უნდა ვეცადოთ, ეს ურთიერთობა უფრო ხელსაყრელი გახდეს,"- აღნიშნა პუტინმა ბიბლოვთან შეხვედრის შემდეგ რუსულ მედიასთან საუბარში.

ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ კმაყოფილებით საუბრობს ცხინვალის რეგიონის ლიდერიც. ბიბილოვის თქმით, "რუსულ-ოსური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ბოლო შეხვედრაზე, დაახლოებით 100 შეთანახმებას მოეწერა ხელი, მათ შორის არის რუსეთის მოქალაქეობის მიღება და რუსეთის ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის მოქალაქის უვადოდ ყოფნა. ასევე დაიწყება ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების მოგვარება, - ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ რუსეთის სამედიცინო მომსახურებით ისარგებლონ",- განაცხადა ბიბილოვმა, რომელიც, როგორც ოსური მედია ამბობს, "ძალიან მტკივნეულად განიცდის ოსების საქართველოში სამკურნალოდ ჩამოსვლის საკითხს".

კავკასიის პრობლემებისა და რეგიონალური უსაფრთხოების ცენტრის თანამშრომელი ნიკოლაი სილაევი პუტინისა და და ბიბილოვის შეხვედრის შეფასებისას ამბობს, რომ "რუსულ-ოსური თანამშრომლობის ვექტორი განსაზღვრულია და არ შეიცვლება... სენსაციურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, თუმცა, სამხრეთ ოსეთისთვის, თუნდაც ბიბილოვის პოზიციების გასამყარებლად და შიდაპოლიტიკური სტაბილურობისთვის პუტინთან შეხვედრა, ძალზე სასარგებლოა".

ოსური მედიის ცნობით, პუტინმა განაცხადა, რომ "სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში საგრძნობლად გაუმჯობესდა, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვაც 48%-ით გაიზარდა", რის შედეგადაც, პუტინმა ბიბილოვს რესპუბლიკაში ახალი შესაძლებლობის განხილვა შესთავაზა. მათ შორის ისაუბრა სამხრეთ ოსეთში ახალ საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებულ ფინანსურ მხარდაჭერაზე და შეღავათიან კრედიტებზე.

"ჩვენ ეკონომიკის განვითარებაზე ვართ ორიენტირებული. ეს ეხება, ვაშლის ბაღების გაშენებას, ხორცპროდუქციის წარმოებას... ასევე, ვცდილობთ განვითარდეს სოციალურ სფეროც. რუსეთის ფედერაციის დახმარებით კიდევ უფრო მეტს შევძლებთ" – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა შეხვედრის დროს.

რუსული და ოსური მედიის ინფორმაციით, მხარეების საუბრის საგანი სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხები და ბოლოდროინდელი გამოწვევებიც გახდა, რომელსაც კოორდინირებულად უნდა უპასუხონ.

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ნაურუს პრეზინდეტი, ბარონ ვაკა მოსკოვში შეხვედრის დროს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს წყნარი ოკეანის რეგიონში ინტერესების ლობირებას დაჰპირდა.

ოსური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაურუს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისთვის გასაგებია ყველა ის პრობლემა, რომელსაც სამხრეთ ოსეთი აწყდება. "მზად ვართ, ყველანაირად მხარი დავუჭიროთ რესპუბლიკის სწრაფვას მისი დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში და ასევე, რეგიონში სამხრეთ ოსეთის ინტერესების ლობირებას. დღეს წყნარი ოკეანის რეგიონის მხოლოდ ერთი ქვეყანა – ნაურუ აღიარებს სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალში მათი რაოდენობა გაიზრდება. ამაზე ვიმუშავებთ", - აღნიშნა ბარონ ვაკამ.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, ნაურუს საგარეო უწყებას გაუგზავნეს ნოტა თხოვნით, აკრედიტაცია მისცენ სამხრეთ ოსეთისა და ახალი ზელანდიის მოქალაქეს, თაიმურაზ ბიტიევს, სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლად დანიშვნაზე.

მოსკოვში ბიბილოვთან შეხვედრამდე ნაურუს პრეზიდენტი აფხაზეთში იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც 2009 წელს აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარა, აშშ-სა და საქართველოს მხრიდან ზეწოლას განიცდის.

"ჩვენ რეალურად აღმოვჩნდით ზეწოლის ქვეშ. ქრთამის აღების მცდელობებიც იყო, თუმცა ჩვენ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ გზიდან გადახვევას. ეს სიტუაცია შანტაჟს ჰგავდა", - განაცხადა კუნძულოვანი ქვეყნის პრეზიდენტმა.

2009 წლის 15-16 დეკემბერს ნაურუს რესპუბლიკა გახდა მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა, რომელმაც აღიარა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა რუსეთის, ნიკარაგუას და ვენესუელას შემდეგ...

დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარეს ვანუატუმ და ტუვალუმ, რომლებმაც მოგვიანებით ამ აღიარებაზე უარი თქვეს.

2017 წლის მაისში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან დაკავშირებულ საკითხებსაც შეეხებოდა. აქტის თანახმად, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიიღებს აშშ-ისგან ფინანსურ დახმარებას, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და დაამყარებს მათთან დიპლომატიურ ურთიერთობას.

აქტში განმარტებულია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებია. ამას გარდა, აშშ წინააღმდეგი იქნება ნებისმიერი სახის დახმარებისა (სესხი, კრედიტი ან გარანტია) ნებისმიერ პროგრამაზე, თუ ქვეყანა ლახავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ახალი რეგულაციის ცვლილებები ნაურუს ფინანსურ მხარდაჭერასაც უნდა შეხებოდა.

საქმე ის არის, რომ ნაურუს ფინანსურად ეხმარებიან ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, გაეროს ბავშვთა ფონდი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი. ამ ორგანიზაციის მსხვილი ფინანსური პარტნიორია ამერიკა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI. GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?