კატალონიის ექს-ლიდერმა, კარლოს პუჩდემონმა გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული კრიზისის დარეგულირების ვარიანტები განიხილება, რომლის ფარგლებშიც არ არის გამორიცხული, კატალონიამ დამოუკიდებლობაზე უარი თქვას და ესპანეთს არ გამოეყოს...
"მე, 30 წლის განმავლობაში ვცდილობდი, კატალონიის დამოუკიდებლობის მიღების პროცესისთვის მიგვეღწია, მაგრამ ახლა, შესაძლოა, ესპანეთთან კავშირის კიდევ ერთი შესაძლებლობა განვიხილოთ. თუმცა, რომელ შესაძლებლობას გულისხმობდა, პუჩდემონს ეს ჯერჯერობით არ დაუზუსტებია...
ამასთან, მადრიდის განცხადებით, ცოტა ხანში, კატალონიაში ბოლოდროინდელ პროცესებზე ძალიან ბევრი რამ გახდება ცნობილი, - კონკრეტულად, უკვე არსებობს გაკრვეული ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი ესპანეთიდან კატალონიის გამოყოფის თაობაზე რეფერენდუმში ჩაერია. გამოცემა Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ბრიუსელში, ქვეყნების თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს.
როგორც მათ აღნიშნეს, არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ სახელისუფლებო და კერძო ჯგუფები რუსეთის ტერიტორიაზე და ვენესუელის ფარგლებში ფართომასშტაბიან კამპანიას გამოიყენებდნენ Twitter-ის, Facebook-ის და სხვა სოციალური ქსელების საშუალებით, რათა კატალონიაში სეპარატისტული იდეები გაჟღერებულიყო და საზოგადოებრივ აზრზე გავლენა ჰქონოდათ.
კერძოდ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალფონსო დასტისი აღნიშნავს, რომ მადრიდმა სოციალურ ქსელებში ყალბი პროფილები აღმოაჩინა, რომელთა ნახევარზე მეტი რუსეთში მსახურობდა, 30 პროცენტი - ვენესუელაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ის ამ თემას რუსეთის დუმასთან განიხილავს. ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარია დოლორეს დე კოსპედალმა აღნიშნა, რომ ესპანეთი პირდაპირ ვალდებულია ეს ინფორმაცია გამოაქვეყნოს.
იგივე ინფორმაციაზე საუბრობს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც, რომ სხვადასხვა ანგარიშების თანახმად, რუსეთი რამდენიმე ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერია. თუმცა, მოსკოვი ესპანეთის დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას არ აღიარებს...
ლალი პაპასკირი
AMBEBI. GE