თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გახდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გახდა

თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გახდა. საკრებულოს სხდომაზე მისი კანდიდატურა უმრავლესობის წევრმა, მარიკა დარჩიამ წარადგინა. რეგისტრაცია გაიარა 45 დეპუტატმა, აქედან გიორგი ტყემალაძეს 40-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1 წინააღმდეგი იყო, დანარჩენმა 4-მა კი საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირა. გიორგი ტყემალაძემ პირველ რიგში ახლად არჩეულ დეპუტატებს 21 ოქტომბრის არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცა და ასევე მადლობა გადაუხადა მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრებსა და საკრებულოს თავმჯდომარეს.

საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მეხუთე მოწვევის საკრებულოში გადაწყვეტილებების მიღება შინაარსობრივად ხდებოდა და არა პოლიტიკური ნიშნით. მისივე თქმით, იგი იქნება გარანტი, რომ ყველა პროცესი საკრებულოში გამჭვირვალედ და ღიად ჩატარდეს.

ტყემალაძის განცხადებით, მათთან ერთად ოპოზიცია ვალდებულია მოსახლოებისათვის სასარგებლო, ეფექტური გადაწყვეტილებები მიიღონ.

ამასთან, გიორგი ტყემალაძემ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა თბილისის ახლა მერს კახა კალაძეს.

ამ წუთებში თბილისის საკრებულოს დეპუტატები თავმჯდომარის მოადგილეებს ირჩევენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."